Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all articles
Browse latest Browse all 410

ფერადი ქალაქი და ევროპის მატარებელი

$
0
0

როგორც ამბობენ ყველაფერს თავისი დასაწყისი და ბოლო აქვსო.  ბათუმის სტრიტ არტ ფესტივალი და ფერადი იდეების მცოცავი "ოკუპაცია" 27 ივნის დასრულდა. ერთი კვირის მანძილზე ფრანგი და ქართველი არტისტები ქალაქის სხვადასხვა უბანში უსახურ, ერთფეროვან კედლებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებდნენ. დღეიდან მათი ფერადი "ნაკვალევი"ქალაქელებისთვის ამ ზაფხულის ყველაზე ფერად მოგონებად დარჩება. 











სიმართლე გითხრათ არ მახსედება სხვა რომელიმე ღონისძიება, რომელსაც ქალაქში პოზიტივის ამოდენა მუხტი გამოეწვიოს. ეს ის მოვლენაა რომელიც უკლებლივ ყველას მოეწონა. ( დღეების მიხედვით შეგიძლიათ ტავადაც გაადაათვალიეროთ რა ხდებოდა. დღე პირველი, დღე მეორე, დღე მესამე, დღე მეოთხე ) დღესაც შეგიძლიათ დაიაროთ ქალაქი და თავად დააკვირდეთ არტისტების ემოქმედებას. ერთგვარი გამოცდაც კი მოუწყოთ საკუთარ თავს - გამოიცანით - რომელია ქართველი მხატვრების შესრულებული და რომელი ფრანგის. 

ყოველივე ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერაც დაერთო თან. ხო სიმბოლურია?! დღის ბოლოს, გალერეა CAC 41N/41Eმიმდებარე ტერიტორიიდან, აწ უკვე "ევროპის მატარებელით" იმპროვიზირებული ექსკურსია მოეწყო  გაფერადებული ქალაქის ქუჩებში. 














ფესტივალი დასრულდა. თუმცა ეს მხოლოდ შესვენებაა ვიდრე დასასრული.

ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე : 

Viewing all articles
Browse latest Browse all 410