Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all articles
Browse latest Browse all 409

თუშური ამბები, თავი პირველი - გზა

$
0
0
თუშეთი ალბათ ერთადერთი რეგიონია სადაც სულაც არ ვგეგმავდი წასვლას ამ ზაფხულს. მაგრამ, რიგი მიზეზებისა გამო. უძილო ღამეების, გაუსაძლისი სიცხის და ხშირ შემთხვევაში უგნებობის გადალახვის შემდეგ მე სწორედ იმ მინივენში ვიჯექი, ახმლეტის რაიონიდან თუშეთისკენ მიმავალ გზას რომ მიუყვებოდა რწევით.

გზა მოგზაურობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. თუ ამას ბათუმიდან თბილისამდე ჩამოსვლაში დაკარგულ დროს გამოვაკლებთ. თბილისიდან თუშეთამდე ძალზედ საინტერესო და საკმაოდ ექსტრემალური მარშრუტია. იმდენად, რამდენადაც BBC რამოდენიმე ხსნის წინ ეს მონაკვეთი მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზების ნუსხაში შეიყვანა.

გზა დიდად საშიში ნამდვილად არარის. თუმცა როცა მარჯვენა საჭიან ავტომობილში მძღოლის მარცხნივ ზიხარ და ჯერ კიდევ რეფლექსურად ( მგონი ყველა მარცხენა საჭიან ავტომობილს მიჩვეული მძღოლის სენია ეგ) ყოველ მოსახვევში და დაღმართში ფეხით მუხრუჭის პედალს ეძებ, როცა საბურავიდან მინიმუმ 20 სანტიმეტრში თვალუწვდენელი უფსკლულია და შენ იმ სკამზე არ ზიხარ სადაც საჭეს შეგიძლია ხელი ჩაავლო - ადრენალინს შენი სხეული გაცილებით მეტს გამოიმუშავებს. ამ ყველაფერს ერთი ორად ამძაფრებს ის ფაქტი რომ გზის გასწვრივ ლამის ყოველ კილომეტრზე უბედური შემთხვევის მსხვერპლთა სახელ-გვარების, დაბადების და გარდაცვალების წლების ამსახველი სამახსოვრო წარწერები გვხდება.

თუმცა ეგ ყველაფერი შეჩვევაზეა დამოკიდებული, სულ რაღაც ნახევარი საათი და მძღოლსაც ენდობი, ვირტუალურ საჭესაც უშვებ ხელს და შენი კარის ქვეშ, სადღაც ქვემოდ, უფსკლულში ჩაკარგულ, ხევში მოჭხრიალე მდინარეს უწყებ თვალიერებას.
საცქერად კი იცოცხლე... ვერ გაძღები.









როგორც გვითხრეს ამ გზის დაპროექტებაში ერთი თუში მეცხვარე დახმარებია ინჟინრებს, სწპრედ მის მიერ შემუშავებული მარშრუტით გაუყვანიათ გზა თუშეთის მთებში.  არადა თანასოფლელები დასცინოდნენ კიდეცო, რა შენი საქმეა გზის გაყვანაო - ნუ, ტიპიური ქართული ისტორია



ბილიკი, რომლითაც საავტომობილო გზის გაჭრამდე სარგებლობდნენ. 



მთა ნელინელ შემელოტდა, შექაჩალდა, ფოთლოვანი ტყე უკან ჩამოვიტოვეთ. თუმცა გაშიშვლებული გზა არანაკლებ მომხიბვლელი გახდა. უღელტეხილამდე არც თუ ისე შორი გზა დრჩებოდა, რამდენიმე უკვე ჩვეული, ციცაბო მოსახვევი და ჩვენ უკვე ნისლებში ვიმალებოდით.






ფილტვებით ხარბად ვისუნთქავდით ნისლს. ბავშვობიდან ბახმარო, ბეშუმში ზაფხულგატარებულებს კარგა გვახსოვდა უფროსების რჩევა - ნისლი კარგია. არ გვახსოვდა რატომ იყო კარგი. მაგრამ ფილტვები აშკარად გრძნობდნენ განმუხტული, სუფთა ჰაერის ყოველ ჩასუნთქვას. აქ რომ ადამიანი გაიჭვარტლება თამბაქოს კვამლში... ცოტა ხანი გავჩერდით. დანისნული ფერდობების ცქერით გული ვიჯერეთ და უხელტეხილს ქვემოთ დავყევით.



რელიეფიც შეიცვალა, კლდეებმა უკვე თამამად გამოაჩინეს თავიანთი გარუჯული მხრები. მიწის წიაღიდან ამოსტყორცნილი და გაშეშებული, დამწვარი წიგნის შრეებად გაქვავებული ფილა კლდეები მედიდურად ზიდულობდნენ აწ უკვე წიწვოვან ტყეებს.


გზად ყოველ ნაბიჯზე გვხდებოდა ჩანჩქერი, ნაკადული და მდინარე. ეს დიდად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო რომ არა ერთი გარემოება. უკლებლივ ყველა, თუ ზედმეტად ამღვრეული არ იყო თამამად შეგეძლო სასმელად გამოგეყენებია. აი ასე, გაგეჩერებია მანქანა, გადასულიყავი და სიცხისგან გამომშრალი ხახა მთის ცივი, ბარისაგან განსხვავებული გემოს მქონე წყლით აგევსო. გაგრილებულიყავი და გზა გაგეგრძელებია... თან იმაზეც არ გედარდა რომ გზად წყურვილი შეგაწუხებდა... როორც ვთქვი, ლამის ყოველ ნაბიჯზე გვხდებოდა წყალი.



ჩვენი მოგზაურობა თბილისიდან თუშეთში ხუთი საათი გაგრძელდა. ესეც იმიტომ რომ ყოველ ჩანჩქერთან, წყაროსთან და ლამის ლამაზ ყვავილთან ვაჩრებებდით. მოლოს მზემ, გზამ და დაღლამ თავისი გაიტანა. დავიქანცეთ და მორჩილად მივყევით ჩვენი მესაჭის ნებას. უკვე ერთი სული გვქონდა როდის დავბანაკდებოდით და დავისვენებდით. მალე მთის ფერდობებზე შეფენილი სოფლებიც გამოჩნდა... თუშური სოფლები



Viewing all articles
Browse latest Browse all 409

Trending Articles