Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all articles
Browse latest Browse all 409

ალო, ლონდონია ?!

$
0
0

ცნობისთვის გეტყვით. ბათუმში უკვე გვაქვს საკურას ბაღი - რომელიც ყველაზე მოუხერხებელ ადგილას გააშენეს.  საოცრებათა პარკი - სადაც დღემდე უპატრონო ანბანის კოშკი ბინადრობს. ვარდების ბაღი - სადაც მხოლოდ ბაღის სახელი ყვავის. ოსმანთა იმპერიის დიდების სკვერი  რომელსაც მიუსწრეს და ჭაჭათაუერად გადააკეთეს და პიონერთა პარკი, რომელიც თავიდან ალექსანდრეს ბაღი იყო, შემდეგ კომუნისტებმა პიონერთა პარკად გადააკეთეს, შემდეგ დემოკრატებმა 6 მაისის პარკად და ახლა კიდევ ემუქრება მგონი გადაკეთება და აწ უკვე ლონდონის სკვერი - ეს იქ არის.. აი იქ, ბარბარეს თეთრი ეკლესია რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშე გადააკეთეს, კაფე გარდენის გვერდით რომ რაღაც ოხრობაა აღმართული და თურმე "ტროას ცხენი ყოფილა", იქვე შორიახლოს, თუ კარგად მოძებნით ბუჩქებში მიმალული რუსთაველიც შეიძლება იპოვოთ. ხოდა აი იქ, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩის კურთხევით, სასტუმრო "ადმირალის"ბრიტანელმა მფლობელმა ლონდონური, წითელი ფერის სატელეფონი ჯიხური აღმართა და ამიერიდან ამ სკვერს, რომელიც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ბიბინებს - ლონდონური სული შთაბერა. რამდენად ლონდონურია ეს სკვერი ძნელი სათქმელია. ეს ამბავი აი იმას გავს - ილია ჭავჭავაძის სახელობის აკაკი წერეთლის ძეგლს. ეკლექტიკა ქართულად

კი, მართლა ლამაზია ეს წითელი სატელეფონო ჯიხური - სადაც არ უნდა იდგეს. ახლა მთავარია ეს წითელი ჯიხური ჩვენებმა ბულვარში დამონტაჟებული ლურჯი ბიო ტუალეტებიდან განასხვავონ. რავიცი მაინც... ტროტუარი და ქუჩა ერევათ ერთმანეთში და დიდი ამბევი წითელი და ლურჯი აერიონ. თორემ მობილურის დამმუხტველი პუნქტის ფუნქციის იდეა - ნუ არის რა.

და კიდევ ერთი - დიდი იმედი მაქვს რომ მალე ბათუმში რამე ბათუმური დაიდგმება. აი ისეთი, ველოზე შემოსკუპული გოგონა ძაღლით ან ყავის მოტრფიალე წყვილის დარი.


მანამდე კი ისევ და ისევ სასტუმრო "ადმირალის"ვერანდაზე შემოდგომის ცივ საღამოს მსუბუქი ლატეს დაგემოვენიბით გავლევ. თქვენ კი იფიქრეთ, რა შეიძლება იყოს ბათუმური სიმბოლო.



Viewing all articles
Browse latest Browse all 409

Trending Articles