Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all articles
Browse latest Browse all 410

"ალიმ და ნინომ"შესაძლოა პირველებმა "გახსნან"ზღვის სეზონი.

$
0
0

"ალიმ და ნინომ"შესაძლოა ბათუმში პირველებმა "გახსნან"ზღვის სეზონი. შტორმისშედეგად ბათუმის სანაპირო ძლიერ დაზიანდა. გარკვეული უბნები ისევ უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. მაგრამ არის ადგილები სადაც პლიაჟი ნელინელ სხვა ფორმას იღებს და ნაპირი სულ უფრო პატარავდება. ასეთი სიტუაციაა ალისა და ნინოს ძეგლთან. კონსტრუქციის საფუძვლის ერთ მხარეს ზღვას გრუნტი საკმაოდ ძლიერ ააქვს გამორებული. 




როგორც ამბობენ 2010 წელს ეს ძეგლი აქ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიდგა და რომ ასე ახლოს, თან ამ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა არ შეიძლებოდა. თუმცა მის გვერდით, რამდენიმე მეტრში დელფინარიომის ზღვის წყლის ტუმბოს შენობაა განთავსებული. ტუმბოსაც იგივ საფრთხე ელის. შტორმის შედეგად აქ  ერთერთი დამცავი ფილტრი უკვე დაზიანდა.

ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ჯერ კიდევ მსჯელობენ. იტალიური კომპანია, რომელმის დასკვნის საფუძველზეც უნდა გამოცხადდეს ტენდერი და შედეგ უნდა დაიწყოს ნაპირსამაგრი სამუშაოები, თავის სიტყვას მაისის ბოლოს იტყვის. 

იმაზეც საუბრობდნენ რომ მალე შეიძლება შეყვარებული წყვილი სადმე სხვა, შედარებით ნაკლებად საშიშ, მაგრამ დაცულ ადგილზე გადაიყვანონ. მაგრამ თუ მუნიციპალიტეტის, მერიის და სამინისტროს გეგმებში მეტ-ნაკლებად გარკვევა შეიძლება. ბუნების და მით უფრო სტიქიის გეგმები მხოლოდ ღმერთმა იცის. დიდი იმედი მაქვს რომ ამ ძეგლს, რომელიც უკვე გახდა ბათუმის სიმბოლო და დელფინარიუმის ზღვის წყლის ტუმბოსაც დროულად მიხედავენ... მანამ, სანამ შტორმი თავად "მიხედავდეს". 



Viewing all articles
Browse latest Browse all 410

Trending Articles