... ისე რატომ ქვია ამ ადამიანებს მიმტანი და არა მომტანი ?! სავარაუდოდ დაწესებულების მეპატრონეებმა შეარქვეს და არა კლიენტებმა.
წვიმიანია წელს ზაფხული. ცივი, ნესტიანი, არასტუმართმოყვარე. მაგრამ საამო. ხო, საამო. მართალია ეს "სიამე" დასასვენებლად ჩამოსულთ სულ სხვაგვარად ეღვრებათ გუნება განწყობაზედ. მაგრამ ბათუმელებისთვის რაღაცნაირი - მათი ზაფხულია.
პლაჟი ახლა რომანტიკოსთა საყვარელი ადგილია. აქ ვეღარ ნახავთ ჩამავალი მზის ხელის გულზე დადებით გატაცებულ ფოტომოყვარულებს. აქ საკუთარ თავთან და შორეთთან განმარტოვების მსურველები ჩამოდიან ასეთ ამინდში... ნუ.... თითო ოროლა ტალღებთან მოთამაშე - "ბათუმში ორი დღით ვარ და ბარე ზღვაშიც ვიცურაო, ამინდის დედაც" დამსვენებელი თუ შემოგხდება თორე.. სხვები სხედან ზღვის პირას და ... დაცურავენ ფიქრებში.
ხოდა სანამ აგვისტომ თავისი ამოქაჩა... მეც დიდი სიამოვნებით გავცურავ ფიქრებში. მითუმეტეს რომ ყავა მელოდება. ყავა, ზღვადა ზაფხული.