
გამარჯობა. არ მინდოდა ბლოგში კორონავირუსზემესაუბრა. ისედაც ლამის ვირუსთან ერთად ჰაერი სტატისტიკით, ნიუსით, სასარგებლო და უსარგებლო ამბებითააგაჯერებული. არც სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილების ქილიკი ან გამართლება მწადია. არც ეს არის ჩემი პრეროგატივა. უბრალოდ, მინდა სამი მაგალითი მოვიყვანო, რომელიც ეპიდემიას და რწმენას ეხება. ყოველგვარი დასკვნების და ღრმა წიაღსვლებისგარეშე.
ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სამხრეთკორეული სექტის ლიდერის და მის 11 თანაშემწის წინააღმდეგ სეულის პროკურატურამ საქმე აღძრა ( წყარო BBC ). ბრალდება არც მეტი არც ნაკლები მკვლელობა, ზიანის მიყენება და ინფექციური დაავადებების კონტროლის კანონის უხეში დარღვევაა. ასევე მათ ადანაშაულებენ სექტის წევრთა ვინაობის დამალვაში

კორონავირუსისგავრცელება ქალაქ თეგუდანდაიწყო, სადაც სექტის მიმდევრებმა რიტუალის ჩატარების დროს ერთმანეთი დაავადეს. მოგვიანებით გამოკვლეულ იქნა სექტის 230 000 წევრი, აქედან 9000 ს კორონოვირუსისდამახასიათებელი სიმპტომები ქონდათ. ერთ ერთი მათგანი 61 წლის ქალბატონი იყო, რომელმაც უარი განაცხადა საავადმყოფოში ტესტირების ჩატარებაზე, ამავდროულად ის რამდენიმე კრებასაც კი დაესწრო. სავალდებულო ტესტირების შედეგად კი მას კორონავირუსიაღმოუჩნდა.


სექტის 88 წლის ლიდერი ლი მან ჰი თავს ახლადმოვლინებულიესოდთვლის და თავის სამწყსოს გადარჩენას ჰპირდება. თუმცა მიმდინარე მოვლენების შემდეგ მან ოფიციალური ბოდიში მოიხადა და პატიება ითხოვა. სექტის რიტუალები კი ონლაინ რეჟიმში გადაიტანა.
1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს მიტროპოლიტმა პიმენმა (შემდგომში პატრიარქმა) გამოსცა ბრძანება, სადაც აკრძალული იყო ეპიდემიის დროს ხატების და სხვა წმინდა ნივთებისამბორი, მათზე მიკარება და ზიარება. თუმცა ეს კომუნიზმის ეპოქაში მოხდა, მაშინ თავად ქოლერასაც კი მალავდნენ, პიმენისბრძანებულება ყველაზე ნაკლებად აინტერესებდათ. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ თავისი როლი ითამაშა.
მეთვრამეტე საუკუნეში კი ეპისკოპოსმა ამბროსიმ, შავი ჭირის საფრთხისაგან ხალხის ასარიდებლად გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით საღვთო ლიტურგია აიკრძალა ბოგოლუბსკისღვთისმშობლის ხატის შორიახლოს. ხალხი თავს მოიყრის და შავი ჭირი გავრცელდებაო. თუმცა ხატის ამბორის მსურველებმა ეს შეურაცხყოფად მიიღეს, დაარბიეს და გაქურდეს ჩუდოვისდა დონის მონასტერი, მოკლეს მათზე მზრუნველი ამბროსი, უკან მობრუნებულებმა კი გზად მდიდართა სახლები, კარანტინში მყოფნი და საავადმყოფოებიც გაქურდეს... შავი ჭირის ბუნტი სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშვეს.
რატო ჩინეთის მაგალითი ?! იმიტომ რომ იქედან დაიწყო. რატომ რუსეთის მაგალითი ?! აბა სხვისი მაგალითები როგორც წესი ნაკლებად შთამაგონებელია ქართველებისთვის (სამწუხაროდ). თირემ ახლაც საკმარისზე მეტი გვაქვს ( ახალი ამბების მიხედვით )
თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა იქ, არა საქართველოში. ჩვენთან ქოლერაც იყო, შავი ჭირიც, ესპანური ციებაც, კომუნიზმიც და მხედრიონიც... ახლა კორონავირუსია, ხოდა, ღმერთი ჩვენკენ