Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all articles
Browse latest Browse all 410

მიღმა ჩასული მზე

$
0
0

როგორც იქნა წვიმა შეწყდა. ერთი კვირის განმავლობაში ამოწურა წვიმის წყლის, რომანტიზმის, სევდის, დეპრესიის, ისტერიის და ინდეფერენტულობის ყოვლგვარი მარაგი  და შესავსებად მიაშურა ოკეანეს. მანამდე კი - მზე. პირველი მზიანი დღე. როცა გიხარია უბრალოდ ქუჩაში, სამზეურ მხარეზე ყოფნა.


სამსახურიდან ქუჩაში გამოსვლის მიზეზს რომ ეძებ: „წავალ ყავას მოვიტან. გაგვითავდება მალე - გვაქვს ჯერ! - ახალს მოვიტან“

მარკეტიდანგამოვდივარ. დედასსკოლიდანმოჰყავსპატარაბიჭი.ზურგჩანთა დედას მოაქვს. ბიჭს მთელი დღის მანძილზე ჩანთაზე უფრო მეტად უაზრო ტვირთად აკიდებული ვეება პიჯაკი.
- აუდე, წამორაამმაღაზიაშივნახოთთუა!
- რაუნდანახო?
- რადააიის... კვერცხიროა, კინდერსრომვეძახი
- გუშინგადაცემაშითქვესმოარიდეთბავშვებიშოკოლადსო, საერთოდიშვიათადაჭამეთო... ძალიანიშვიათად - კვირაშიერთხელო
- დღესკვირაა ?!
- არა, ხუთშაბათია
- .... ცუდიგადაცემააეგ

ბულვარში გავედი სამსახურის მერე. წვიმების გადამკიდე კარგახანია არ მისეირნია ველოსიპედით. ჩამავალი მზის საცქერლად გამოფენილი წყვილების სიმრავლემ მომხიბლა. სეირნობდნენ. ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები. 
ახალგაზრდები ისხდნენ ან სკამებზე ან ერთმანეთზე. ვის როგორ მოსწონდა. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე რომ უფროსი თაობის წყვილთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არაქართველი იყო. ხელკავ გამოდებულნი ნება ნება მიაბიჯებდნენ საამო ჭუკჭუკით და ჩამავალ მზეს შესცქეროდნენ. სად იყვნენ „ჩვენები“ ?! ააა, ხო... ჩენთან ხო რომანტიკა მხოლოდ ქორწილამდე გვყოფნის და შემდეგ დარჩენილ მარაგს დაადების დღეების, საოჯახო ქეიფებისა და სავიზიტო სადღეგრძელოებში ვხარჯავთ. საბედნიეროდ ყველა არა. მაგრამ ...

შემოდგომის ზღვა - აი ეს არის სანახაობა. მე არ ვიცი რა ფერისაა შემოდგომის ზღვა. უფრო სწორედ მე იმ ფერების სახელი არ ვიცი... მე იმ ფერთა განწყობა ვიცი მხოლოდ.  სიმშვიდის, სიმყუდროვის, შენ ფეხებთან ცა რომ შრიალებს და ზედ გავლა გწადია - აი ის განწყობა.  


მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც ვნახე, ეს მოუთიბავი მდელო იყო. ახალი ულვარის შემდეგ, ჭოროხთან ახლოს. ეტყობა აქამდე ვერ ამოაღწია ჯერჯერობით ქალაქის გამწვანების სამსახურის გრძელმა, დაკაპიცებულმა ხელმა. ბალახი მუხლამდე აღწევდა. 
ჭრიჭინების ამ "სამოთხეს"უკვე დასტყობოდა შემოდგომის ფერი. სიყვითლე შაპარვოდა მწვანეს. გამიხარდა. მიხარია ხოლმე როცა ბუნების სეზონურად ადეკვატურ რეაქციას ხედავ ამ ქალაქში. გამხმარი ფოთოლი, აფეთქებული კვირტი. ხო უცნაურია, მაგრამ ასეა.


ველო გავაჩერე და ბალახებში შევედი. ეს სურნელი... ქუსლით გასრესილი ანწლის არა... მზით გამომშრალი ღეროების... თესლის დასაყრელად მომწიფებული თავთავების და გასული ზაფხულის.


მაინც არსად მეჩქარებოდა და იქვე ჩამოვჯექი. სიმშვიდე, ზღვის ხმაც კი არ ისმოდა. მხოლოდ ჭრიჭინები და მოგონებები.  შემოდგიმის მზით გამთბარი მოგონებები


იმ დღეს, მთელი წლის მანძილზე პირველად - მზე  არ ჩასულა ზღვაში. ის მინდვის ბალახების ღეროებში ჩაიმალა.



Viewing all articles
Browse latest Browse all 410

Trending Articles