ტოტალური პანდემიის პერიოდში, როცა კინოთეატრები დაკეტილია და სრულმეტრაჟიანი ფილმებით ტკობისშანსი დიდ ეკრანზე აღარ გვაქვს. გართობის სურვილის დაოკების საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი სერიალებზე მოდის. ვნახოთ ამ სეგმენტში რა გველოდება და საერთოდ, ღირს თუ არა ლოდინი.
მთვარის ბაზა 8
სამი საკმაოდ ადლაბიჯაასტრონავტი მთვარეზე გასამგზავრებლად ემზადება. გამგზავრებამდე ისინი გარკვეული დროით არიზონასუდაბნოში მოწყობილ ბაზაზე გაამწესეს. სადაც რეალურთან მიახლოებული პირობებია შექმნილი. აქ მათ უნდა დაამტკიცონ რომ ნამდვილად ვარგისიანებიარიან ესოდენ მნიშვნელოვანი მისიისთვის. ხოდა, სწორედ აქ იწყება მათი თავგადასავალი. დაძაბულობა, კონკურენცია და შეზღუდული არე თავისას შვება. ისინი ჩხუბობენ, სკანდალში ეხვევიან, აფუჭებენ საქმე, ერთი სიტყვით ყალთაბანდობენ. შეძლებენ თუ არა დაკისრებული მისიის შესრულებას და როგორ გაართმევენ ამ ყველაფერს თავს - ძალიან საინტერესო იქნება
ინდუსტრია
რა ხდება მას შემდეგ, როცა საბანკო საქმეს, ფინანსებს და ბუღალტერიას კარგად ისწავლი. სწორედ ამ საკმაოდ საინტერესო თემას ეძღვნება ეიჩბიოსახალი სერიალი. კოლეჯისადა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ახლად გამოჩეკილი კლერკებიკონკურენციის ორომტრიალში და მუდმივ სტრესში იმყოფებიან. როგორ ეგუებიან ისინი კორპორატიულ კულტურას, სადაც მეგობარი რამდენიმე დღეში შეიძლება შენი პირდაპირი კონკურენტი, ან სულაც მტერი გახდეს. კარიერული წინსვლისთვის ისინი იყებენბინძური წესებით თამაშს. არ ერიდებიან არაფერს და არავის. ინდუსტრია მკაცრად აკრიტიკებს კორპორატიულ კულტურას, ცდილობს დაგვანახოს თუ როგორ შეუძლია მუდმივი კონკურენციის პირობებსა და სტრესს რიგითი ადამიანების კომპრომენტირება. სერიალი თანამედროვე კარიერისტების პორტრეტს ხატავს თავისი ნათელ და რუხი შუქჩრდილებით. თუმცა აქ რუხი უფრო მეტი გამოდის.
მასწავლებელი
ინგლისურის მასწავლებელი კლერი ახალ სკოლაში იწყებს მუშაობას. ახალგაზრდა მასწავლებელისადმიინტერესს უფროსკლასელი ერიკი იჩენს. ხო, მასწავლებლის და მოსწავლის ტაბუდადებული ურთიერთობების შესახებ ამერიკაში არა ერთი ფილმი გადაღებულა. თუმცა ეს სულ სხვა, უფრო სწორედ სხვაგვარად მოთხრობილი ამბავია. მოსწავლისადა მასწავლებლის ფარული რომანი ნელნელა არც თუ ისე ფარული ხდება. სიტუაციას ისიც ამწვავებს რომ კლერს ქმარი ყავს, რომელმაც მას იმედები გაუცრუა. ამიტომ ფსონს ახალ ურთიერთობებზე ამყარებს. თუმცა არც ამ ურთიერთობებს უჩანს კარგი პირი. შოუ უწყება როგორც მსუბუქი რომანტიული კომედია. თუმცა რამდენიმე ეპიზოდის მერე ის მელოდრამატულ ტრილერადიქცევა.
ლიბერატორი - განმათავისუფლებელი
ვისაც სიყვარული, სიკვდილი და რობოტები მოეწონა - სერიალში განხორციელებული ტექნიკური ექსპერიმენტებისთვის. იცოდეთ რომ ასეთი რამ იქაც კი არ ყოფილა. ეს ახალი ეტაპია ანიმაციაში. შოუ შექმნილია მსახიობებისა და ახალი ტექნოლოგიების საკმაოდ უცნაური კოლაბორაციისწყალობით. როლებს აქ რეალური მსახიობები ასრულებენ, აი ფონი და გარემო კი ხელითაა დახატული, ანიმაციის საუკეთესო ტრადიციის მიხედვით . ოთხი ეპიზოდის შესაქმნელად წლები გახდა საჭირო. სამაგიეროდ ფანტაზიას მიეცა საკმაოდ დიდი გასაქანი. მთავარი მოქმედი პირი ჯარისკაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბრძოლებშიაჩართული
გვირგვინი
მეოთხე სეზონი
ნეტფლიქსისსახელოვანი სერიალის ახალი სერიალი 1977 წლიდან 90 იანებამდეგავლილ ეპოქას ასახავს. დროს, როცა ბრიტანული პოლიტიკაში მრავლად იყო წარმოდგენილი საინტერესო ფიგურები. მთავარი მოქმედი პირები მარგარეტ ტეჩერი, პრინცესა დიანა და დედა დედოფალია. სეზონი საკმაოდ საინტერესო იქნება, არსებულს რამდენიმე სიუჟეტური ხაზიც დაემატება. მაგალითად რკინის ქალბატონისა და დედა დედოფლის დაპირისპირება. ჩარლზისა და დიანას რომანის ფარული ისტორიები, საქორწინო სამზადისი. ამასათანავეეკრანული დრო სამეფო კარის სხვა წარმომადგენლებსაც დაეთმობა.
ბნელი საწყისი
პირველი სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამიტომ ეიჩბიომარ დააყოვნა და მისი გაგრძელებაც შორეული მომავლისთვის არ შემოინახა. მეორე სეზონისთვის თანხაც გაცილებით მეტი გამოიყო და ისტორიის მასშტაბებიც გაიზარდა. ისტორია ტრილოგიის მეორე წიგნზე - საოცარ დანაზეადაფიძნებული. მაყურებელი აქ არამხოლოდ საოცარ სამყაროს და არსებებს იხილავს. საკმაოდ სანახაობრივი და მაშტაბურიბრძოლებიც გველოდება. ყველაფერი კი საოცარი დანის გამო ხდება, რომლითაც სამყაროთშორისიმატერიის გაჭრააშესაძლებელი. ხოდა ასეთი საოცარი დანის ხელში ჩაგდება აბა ვის არ მოუნდებოდა, მით უმეტეს მაგისტერიუმს.
ერთი სიტყვით, საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველოდება. ეს რა თქმა უნდა დეკემბრამდე. დეკემბერში უფრო მაშტაბურ პროექტებს გვპირდებიან. მანამდე კი არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ზანზალაკზედაწკაპუნება.