ძველზე რა ვთქვათ ?! წლის დასაწყისში გულის ფანცქალით ვუყურებდით ციფრებს, ინფიცირებულთა რაოდენობას ვაჯამებდით. წლის ბოლოსთვის კი ეს ჩვეულ სტატისტიკად იქცა. საშინელია ამას რომ ეგუები. უფრო სწორედ კი არ ეგუები, ყური ეჩვევა... მაგრამ, მოდით თავი დავანებოთ ამ ყველაფერს და 2020დან, როგორც უხარისხო კულიჩიდან, ის თითოოროლა ქიშმიში გამოვჩხრიკნოთ.
ანუ, რა მოხდა კარგი -
ახალმა მოცემულობამჩვეული პრობლემების ახლებურად მოგვარების გზების პოვნისკენგვიბიძგა. გვიბიძგა რა, გვაიძულა რომ გვემოქმედა. მართალია ჩემს სამსახურეობრივი ყოფას ეს არანაირად არ შეხებია, მაინც ისე ვმუშაობდი როგორც ჩვეულებრივ - უკოვიდოეპოქაში. მაგრამ იყო ნიუანსები, რომელმაც ცოტათი მაინც შეცვალა ჩემი დღის წესრიგი
მინიმუმამდე დავიდა სეირნობისთვის გამოყოფილი დრო.
გაცილებით მეტი დრო მიაქვს იმ ადამიანს, რომელსაც ისედაც, უაპელაციოდ ეკუთვნის სრული 24/7 ზე. ლილი. ხო, ბლოგში ხშირად არ ვწერ ჩვენს შესახებ. რადგან წერას დრო უნდა, ამ დროს კი საოცარი ფასი დაედო. ჯობია მასთან ურთიერთობაში დავხარჯო ვიდრე ურთიერთობის აღწერაში. ერთად -ერთი რასაც ვასწრებ, ეს ფოტოები და მოკლე ვიდეოებია, რომელსაც სოც ქსელში ვაზიარებ. ძალიან სწრაფად იზრდება, ძალიან სწრაფად გადის დრო და ამის შეგრძნებაშიარა მხოლოდ წამოზრდილი და ატიტინებულილილი, ეს ფოტო და ვიდეო მასალაც მეხმარება. მართლა სწრაფად გადის დრო. იზრდება ლილი და ვიზრდებიმეც, როგორც მამა, როგორც ბავშვის მშობელი და როგორც მეგობარი.
სამუშაო რუტინასთანერთად იყო შვებულების გარკვეული პერიოდი, როცა ქალაქიდან გაქცევა მოვახერხეთ. კი, ეს კარგი იყო. ცოტა, მაგრამ კარგი
ამბობენ, თვითიზოლაციაში ადამიანთა ნაწილმა თაროზე შემოდებული იდეების რეალიზაცია დაიწყოო, უფრო სწორედ სიტუაციამ განაპირობა მათი ეს ქმედებაო. რაკი არც თვითიზოლაციაშემეხო და არც დისტანციური მუშაობის „სიამტკბილობა“, სხვების მიერ სიტუაციებით განპირობებული შემოქმედებითი წვის ლუსტრაციის შემდეგ, მეც გადავწვიტე რომ რაღაც უნდა მექნა. ასე იშვა „აგუკა“
აგუკა
"აგუკა"ინტერიერის დეკორის ხისგან ნაკეთი პატარა ნივთებია. თავიდან უბრალოდ დროის გასაყვანად ვჩხირკედელაობდი. შემდეგ დაგროვდა, დაგროვდა და ელენეს რჩევით მათ რეალიზაციაზეც დავიწყე ფიქრი. არასდროარ გამიყიდია არაფერი. მითუმეტესცემიდახატული ან გაკეთებული. ერთად-ერთირაც გავყიდე ნახატი იყო და ისიც საქველმოქმედო კონცერტზე. ეს კი, პატარა სახლები და შუქურები... ვეჭვობდი. დრიფტვუდი Driftwood არტი ცალკე მიმდინარეობაა სადაც ზღვის მიერ გამორიყული ხეებისგანამზადებენ დეკორს. ჩვენთან ეს ნაკლებად პოპულარული თემაა. მაგრამ ვცადე, გადავუღე ფოტოები, გავაკეთე ფეიჯიფეისბუქში და... ერთ კვირაში ჩემი თაროები დაცარიელდა. ძალიან გამიხარდა, საამოა ის ფაქტი რომ ეს პატარა შუქურები და ფერადი უბნები მარტო ცემთვისარ გამოდგა მოსაწონი. მეტიც, მწერენ რომ კიდევ უფრო ბევრი უნდა დავამზადო, რაგდანხშირად ფეიჯზემოწონებული ნივთი უკვე გაყიდული ხდებოდათ. მაგრამ ამას მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებ და ისიც გურიაში. ბინაში მათი კეთება წარმოუდგენელია.
რაც შეეხება სიტყვა „ აგუკას“ ეს ლილის მიერ მოგონილი სიტყვაა, რაც ხელში აყვანას ნიშნავს. აი, ასე, ხელებ აწეული მომადგება და მეუბნება - მამა, ოდი, აგუკა-აგუკა. ხოდა ეს ნივთებიც ასეთივე საყვარელი და ხელში ასაყვანია (ჩემთვის მაინც)
დიჯიტალ არტი
მოკლედ, გარკვეული პერიოდით ფუნჯები და საღებავები ყველაზე მაღალ თაროზე ისვენებენ. მათ ნაცვლად კი ჯერ ვაკომისგრაფიკული პლანშეტი იყო. ახლა კი, ისევ ელენეს მეოხებით, აიპადი და კალამია. ანუ, თითქმის ყველაფერი გავაციფრულე. ციფრული ფერწერის სამყაროში მოგზაურობა კი ლილის დაძინების შემდეგ იწყება. ალბათ ამიტომაც ხატვის ძირითადი იდეები ზღაპრებიდან ან ზღაპრისკენმიმავალი იდეებითააშთაგონებული. ამ ახირებამაცგარკვეული მოწონება დაიმსახურა, რამაც კიდევ ერთი, გაცილებით მაღალ თაროზე შემოდებული იდეა გამახსენა. დეიდა მართას ამბავი, რომელსაც იმედია მალე. მინიმუმ იმ წელში მოგიყვებით.
აი, ასეთი გამოდგა 2020 დან ამოხეკილიპატარა ქიშმიშები. ყველანაირად შევეცადე ნეგატივი ამეშორებია, ჩამონათვალში მაინც. რაც შეეხება ახალს - მოდი ასე ვქნათ. ეს იყოს მომავალი წლის პირველი დეკადის გეგმა მინიმუმი. ხო, სისულელეა გეგმები. ეს ამ წელმა ნათლად დაგვანახა. მაგრამ , რა ვიცით რა ხდება. ჯობია გქონდეს, იყოს, მოტივაციისთვის საჭიროა. ბედნიერი ახალი წელი და ყოლისფერიკაი ჩვენ.