Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all 410 articles
Browse latest View live

თოვა - თოვლი ბავშვობიდან

$
0
0
კი, შეუძლია თოვლს ადამიანი ცოტა ხნით მაინც ამოგზაუროს საკუთარ ბავშვობაში. ცოტა ხნით მაინც გავიწყდება ყველა ყოფითი პრობლემა, გაუკვალავი გზა, მოსატანი პური, დასაფერთხი ხის ტოტები, გრიპისა და გაციების შიში და კიდევ ათასი "დიდობას"მოჰყოლილი წვრილმანი. უბრალოდ შეჰყურებ ჰაერში მოფარფატე ფიფქებს და გიხარია. შენი სიხარულიც ფიფქების ზომასთან ერთად დიდდება და მრავლდება. თვალი სინჯავ რამდენი მოემატა გადათეთრებულ მიწას. რამდენით ამაღლდა. შემდეგ კი გულდაგულ იცვამ, იფუთები. გახსენდება ბებიის დანაბარები და რჩევები "არ გაცივდე ნენა". კარებს აღებ და პირველი რაც გეგებება ეს ნაცნობი, მონატრებული თოვლის სუსხია. პატარა, ანცი ფანტელებით გეფერება ოთახში გამთბარ ლოყაზე და სასეირნოდ გიხმობს.



შემდეგი ნაბიჯი ეს თოვლში გადადგმული ფეხის ხმაა. აი ის ყრუ და ჩუმი ხრშიალი (ხო, დაახლოებით ასეთი ხმა აქვს) რაც ახალ თოვლზე დადგმულ ფეხს მოჰყვება. ეს ძალიან მნიშვნლოვანი ტესტია საიმისოდ რომ გამოავლინო თოვლი კარგია თუ ცუდი. ცუდი აი ის თოვლია, სველი და ჭონჭყლო, არც გუნდის კეთებას და არც თოვლში სიარულს რომ არ გარგებს ნორმალურად. კარგი კი აი ის არის, შენს ფეხ ქვეშ რომ ხრშუიალებს და ღამის განათებების ჩუქზე ასიათას ციცქნა კრისტალებით რომ ციმციმებს.

შემდეგ გუნდა, ეს პირველი შეხება და კონტაქტი თოვლთან. ორივე ხელით სიამოვნებით რომ სრეს და აგუნდავებ. თან გსიამოვნებს როცა გემორჩილება, მოყვება, კეთდება. მერე კი ნებისმიერი სამიზნე, თუ გინდ ბოძი, ხე, ავტომობილი, მეგობარი ან სულაც ჰაერი და შორეთი. ძლიერი მოქნევა მკლავის და სივრცეში გაჭრილ გუნდას შენი მზერაც მიჰყვება თან. ბოლომდე უყურებ სანამ არ მიასკდება ან სადმე არ გადაიკარგება. შემდეგ კი თოვლში კოტრიალის სეზონი შეგიძლია გახსნილად ოფიციალურად გამოაცხადო.

ერთად ერთი სულიერი არსება რომელსაც შენსავით, შესაძლოა შენზე მეტადაც უხარია ახალ თოვლში ნავარდი ეს შენი ძაღლია. ცქმუტავს, კრუსუნებს, ყეფს, ფიფქებს უჭერს, ვიღაცას ან რაღაცას ემალება, წრეებს გირტყამს და შენთან ერთად კოტრიალებს გაუკვალავ თოვლში. გაბრწყინებული თვალებით ისიც გეუბნება - ნახე - თოვს, თოვს, თოვს. კატას? კატას სულ კუდზე ჰკიდია. მთავარია ოთახში თბილოდეს და სახლის ბინადრები არ ხმაურობდნენ ზედმეტად მის სახლში.

შემდეგ გახსენდება რომ ძალიან ბევრი რამ შეგიძლია გააკეთო. ააგორო უზარმაზარი გუნდები და გააკეთო თოვლის კაცი, ბებო ან ბაბუ. ან სულაც სამივე. შეგიძლია დატოვო მთელი ღამით, ან თოვლის ადნობამდე. ან იანცო, ომი გამოუცხადო, გუნდები დაუშინო, მოუგო და მერე თავიდან ააგო უფრო დიდი და უფრო კარგი ვიდრე პირველი. შემდეგ შეგეძლო სადმე ფერდობი მოგეძებნა და ციგით, ან სულაც უციგოდ ისე ლაღად და ხარხარით გესრიალა რომ დაგუბებულ, თეთრ სიჩუმეში შენი სიცილი ვერცხლის წკრიალივით გაისმოდა. შემდეგ უბრალოდ გერბინა, ვიღაცას დადევნებოდი ან გაქცეოდი, გეცინა და შემდეგ აუცილებლად, აუცილებლად უნდა წაქცეულიყავი თეთრს, ფუმფულა თოვლში.

წევხარ თოვლში პირაღმა და გესმის თოვლის ყრუ ხმა, ჩუმი, თითქმის შეუმჩნეველი, სხვა გარე ხმების მომგუდველი მდუმარება. გრძნობ როგორ გადნება თოვლის ფანტელის პატარა კრისტალები სახეზე. იყურები მაღლა ჩანაცრისფრებულ, მაგრამ მაინც ნათელ ცაში და მზერით ირჩევ შორეთიდან მოფარფატე ფიფქს. აი ახმა ამ პაწაწინა ფიფქის საოცარ ცეკვას აყოლებ მზერას და ისიც ცეკვავს თავის უკანასკნელ ცეკვას ასიათასობით მასავით მოფარფატე ფიფქებთან ერთად.

შენც უყურებ და ამ ფიფქებთან ერთად შენი ოცნებაც იწყებს თოვას. მოგონებები, ქურთუკის მკლავებში გაცმულ თასმაზე აქეთ იქიდან შებმული ხელთათმანები (რომ არ დაგეკარგოს) და გათოშილი თითები.  ნაძვის, ფიჭვის სურნელი და მოდუღებული კაკაოს გემო. სადღაც შორიდან რომ გეძახდა ბებო "გეყო ამდენი კოტრიალი, მოდი დალიე ცხელი სანამააო"თეთრ პურზე სქლად გადასმული ლეღვის ჯემი ან საგანგებოდ შენთვის ამორჩეული კეკლები კაკლის მურაბიდან. სახლში აგიზგიზებულ შეშის ღუმელზე საგანდებოდ დამწვარი ვაშლის ნათალა - კაი სუნი იცის ნენა. და ფელამუში. ბავშვობას სწორედ ფელამუშის გემო აქვს.

შემდეგ კი შედიხარ სახლში. ზღურბლთან გულდაგულ იფერთხავ თოვლს. გრძნობ რომ ოთახში უჩვეულოდ ცხელა. მაგრამ ეჩვევი, ლღვები, ამას ყურების ოდნავ საგრძნობი ჩხვლეტისებური ტკივილით გრძნობ. იმავეს გრძნობ ხელის თითებშიც და რაღაცნაირად გსიამოვნებს კიდეც. ნელინელ გამოდიხარ თოვლშეყრილი ეიფორიიდან და ეგ კმაყოფილება მთელი ღამე ფონად მიყვება შენს სიზმრებს. დაწოლის წინაც უცქერ ფანჯრიდან თოვას და მიუხედავად "დიდების შეფასებებისა"გულის სიღრმეში მაინც გწადია რომ ისევ ითოვოს. კარგად, ბარაქიანად და ხვავრიელად რადგან დილით გადათეთრებული ეზოს ხილვა ყველაზე გემრიელი საჩუქარია ზამთარში.

გარეთ კი თოვს. სიჩუმეა და ამ სიჩუმეს დროდადრო თუ დაარღვევს ხის ტოტიდან ჩამოცვენილი თოვლის ხმა. თოვს და შენს სიზმრებშიც გრძელდება თოვა. აღარ გახსოვს არც გასათოვლი, არც გასაკვალი, არც მოსატან-მისატანი და გადასატანი პრობლემები. იმიტომ რომ თოვს, თოვას კი შეუძლია ცოტა ხნით მაინც ამოგზაუროს ადამიანი თავის ბავშობაში.


ეტიუდი N 8 სხვისი ვალენტინობა

$
0
0
ვალენტინობამ ჩაიარა. საღამოს ქუჩებში ამაყად მომავალი, თაიგულმომარჯვებული, გამარჯვებული გოგონების შემხედვარე მეც გამახსენდა ამ დღესთან დაკავშირებული ფორიაქები. თუმცა სულ სხვა ისტორია. აი ის, შეყვარებულის მეგობრის ამბავი რომ ჰქვია და გამეღიმა. ზოგადად ყოველთვის ძალიან ძნელია შეყვარებულთა მეგობრების ხვედრი, როცა პირველი პაემანი აქვს და ერიდება მარტო წასვლა. გოგოს დაქალი მოყავს, ბიჭს ძმაკაცი. დადიან მერე ასე... შუაში წყვილი, აქეთ-იქით შემაგულიანებლები. შეყვარებულებს ერმანეთის ერიდებათ, მეგბრებს მათი "გამოუვალი მდგომარეობის"და ეჰ, პატარები. ვყოფილვარ წლების წინ შემგულიანებლის როლში და მახსოვს. კარგად მახსოვს ეს უხერხული განცდა როცა აშკარად ზედმეტი ხარ, არანაირად არ უნცა იყო ამ სცენაში. მაგრამ არ გიშვებს და ვერც ტოვებ - ძმაკაცია თან ისეთი პატარები ხართ რომ...
- ე ბიჯო დაელაპარაკე
- რა დაველაპარაკო
- რამე, კომპლიმენტი 
- რაის კომპლიმენტი
- ე ბიჯო... ბატიბუტი შესთავაზე მაინც
- მივეცი უკვე
- ანეგდოტი მოყევი
- მერამდენედ
- ე ბიჯო სხვა მოყევი
- არ მახსენდება...
- კაი, გავედი მაშინ...
- სად გადიხარ? მტოვებ?
- ე ბიჯო, ტუალეტში გავალ... მოვკვდი ამ პოპკორნის ჭამით
- მალე მოდი 
- არიქა ახლა... გამიკონტროლე
ეს ამბავი მაშინ კარგად დასრულდა. გარკვეული დრო გვრიტები ერთად იყვნენ. მე კი გამოცდილება დავაგრვე და მას შემდეგ აღარ გავყოლილვარ პაემანზე არავის 
.... ეჰ. მახსოვს :) რა დრო გავიდა. ახლა ამას უკვე სხვები გადიან

რომანტიული ღამე

$
0
0

რომანტიკაცაა და რომანტიკაც. ზოგს როგორ ესმის და ზოგს კიდე როგორ. თუმცა რას გაიგებ. მთავარია არ გადააჭარბო. ისე, როგორც სტას სანტიმოვის ( Stas Santimov) ანიმირებული კომიქსის გმირებს დაემართათ.





საინტერესო ამბავია. თან საინტერესოდ მოთხრობილი. სხვათა შორის სტას კიდევ არა ერთი კარგი ამბავი აქვს თქვენთვის. თავადვე შეგიძლიათ ნახოთ. მანამდე კი უბრალოდ კარგად დაფიქრდით - ზედმეტი რომანტიზმი - კლავს (ო)







ამბავი ლაზი ტერორისტისა და პირველი ველორბოლისა ბათუმში. 1916.03.04

$
0
0
ველოსიპედი ბათუმის სინამდვილის ისეთივე განუყოფელი ნაწილი გახდა როგორც ყავა, ან ზღვა. თუმცა რიგი გარემოების გამო გადაადგილების ამ ფრიად საამო, ეკოლოგიურად სუფთა და პრაქტიკულ საშუალებას ესოდენ დიდი ყურადღება ბოლო წლებია მივაქციეთ. კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც ბათუმში ნაციონალებმა კარუსელთან ერთად ველობილიკებიც გააკეთეს. თუმცა მინდა გითხრათ რომ ველოს, ველოსიპედისტებს და ზოგადად ველო შეჯიბრებს ბათუმში ლამის ასწლოვანი ისტორია გააჩნია. ისტორიაცაა და ისტორიაც. თუ დროს დამითმობთ საკმაოდ საინტერესო ამბავს გაიგებთ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მეც სრულიად შემთხვევით მომითხრეს. შემდეგ მოვძებნე და .. ინებეთ. ჰოლივუდი ისვენებს. 

ესე ამბავი ბრიტანელთა და რუსი ქართველთმოძულე ჩინოვნიკისა 


სანამ ამ პოსტის მთავარ მოვლენაზე ვისაუბრებთ, ზოგადად მოვხაზავ იმ დროინდელი ბათუმი სოციალურ-პოლიტიკურ კონტურებს. უფრო კარგად რომ გახდეს გასაგები რა ხდებოდა იმ დროს ქალაქში და რატომ. 

ქალაქში ბრიტანელები "იდგნენ", ქალაქის საბჭოს თავკაცი თეთგვარდიელი, ქართველთმოძულე კადეტი მასლოვი გახლდათ. რომელსაც ისე "ვუყვარდით რომ დრო და დრო მასთან სერვერ-ბეგ ქვაბლიანელი აფარებდა, რომელიც ე.წ. "სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის ოსმალური რესპუბლიკის დევნილ მთავრობას"ხელმძღვანელობდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბათუმი ოსმალებს დარჩენოდათ.
რაც შეეხება ქართველებს - ბათუმში ყველაზე მეტნი მენშევიკები და სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები) იყვნენ; მეზობლად - ლაზისტანის ყოფილ სანჯაყში არალეგალურად ისევ მოქმედებდა "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი", რომელიც ჯერ კიდევ 1915 წელს შეიქმნა, მაგრამ 1918 წლის მარტში, ლაზისტანში შემოსულ ოსმალურ არმიასთან ბრძოლაში მისი წევრების დიდი ნაწილი და მეთაურები განადგურდნენ. ვინც გადარჩა, ტყეს შეაფარა თავი და ძველ ხელობას - ფირალობას დაუბრუნდა. 1919 წლის დასაწყისში, ხოფელი პატრიოტის, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის თაოსნობით, ეს ხალხი ისევ შეიკრიბა და საქართველოსთან შეერთებისათვის დაიწყო ბრძოლა.

ქართველთ მოძულე მასლოვი ძალიან ბევრს ამოუვიდა ყელში. ამიტომაც მისი მოშორება განიზრახეს. თუმცა მის მოკვდინებაში ხელის გასვრა მასლოვის ბრიტანელებთან მეგობრობის გამო ბათუმელ მეამბოხეებს არ სურდათ. თან ბრიტანელები ბათუმის საქართველოსთან მიმერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდნენ და ეს ამბავი ძალიან ცუდად მოუბრუნდებოდათ. ამიტომაც დახმარებისთვის ლაზებს მიმართეს. ბათუმიდან რამდენიმე კაცი ლაზეთში გადავიდა და ქალაქ ხოფაში ჰელიმ ჩოხატაროღლისა და მის ხალხს დაუკავშირდა. პასუხმაც არ დაუგვიანა და საგანგებო, საიდუმლო დავალებით ბათუმში სულ მალე 5 ადამიანი ჩამოვიდა. ხუთივე სახელგანთქმული ფირალი, განსაკუთრებით კი - რასიმ კოსტოღლი, რომელსაც რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე "წითელი ცირკულარით"ეძებდნენ, რადგან 1905-1906 წლებში "სოჭის ქართული რესპუბლიკის"დამცველთა რიგებში იყო. შეთქმულები მოემზადნენ, მასლოვის ლიკვიდაციის გეგმა დათქვეს და "ფორთოხალიც"დაუმზადეს. ( ასე ეწოდებოდა ხელნაკეთ ყუმბარას, რომელსაც მასლოვის სული უნდა გაეგზავნა გამჩენთან )

მოკლედ ასეთი სიტუაცია სუფევდა ჩვენს პატარა ქალაქში და მგონი დროა ჩვენს მთავარ თემას დავუბრუნდეთ. იკითხავთ ალბათ - ველო რა შუაშიაო. ხოდა ...

ესე ამბავი ლაზი ტერორისტისა და "კეტი ცხენისა"


ბრიტანეთი აბა რისი ბრიტანეთია სადაც ჩავა თავისი კვალი რომ არ დაატყოს. ხოდა აქაც, ჩვენს ლამაზ ქალაქში 1916 წლის მარტის 4-ში "რეჯიმენტის"მესვეურებმა ველო რბოლის გამართვა განიზრახეს. ქალაქში ჩაყენებულ სიქჰ ჯარისკაცებს ქუჩების გასუფთავება უბრძანეს და ველორბოლისთვის მზადება დაიწყო.

ფირალებმა შეიტყვეს ეს ამბავი. ველოსიპეტის შესახებ ცხენზე უბადლოდ მოჯირითეებს დიდი არაფერი სცოდნიათ. გარდა ერთისა -რასიმ კოსტოღლისა. "ეგ იგივე დოღია, ოღონდ კეტი ცხენებითო"დიახ, ველოსიპედი ეს "ჩვენებურად"კეტი ცხენი გახლავთ. თუმცა ველოსთვის მაშინ ფირალებს არ სცხელოდათ. მასლოვი ყავდათ საიქიოს გასამგზავრებელი. დროც მოვიდა ველორბოლის სანახავად გამოწკიპულ მასლოვს, რომელიც ღონისძიებაზე თანმხლებ პირებთან ერთად ეტლით მიემართებოდა. დღევანდელი გამსახურდიას ქუჩაზე, სომხურ ეკლესიასთან ჩასაფრებული ფირალები დაესხნენ თავს. მემედ-ალი ჭერკეზოღლიმ ეტლს თვითნაკეთი ბომბი ესროლა. მაგრამ ბომბი არ აფეთქდა. მასლოვმა "იყნოსა "რაც მოხდა და სროლა ატეხა. მასლოვს იდჰი ჯარისკაცებიც წამოეშველნენ. ფირალებმა საპასუხო სროლა გაუმართეს. მასლოვი მკლავში დაჭრეს კიდეც. თუმცა ამ ორმხრივ სროლას 5 ფირალიდან ოთხის სიცოცხლე შეეწირა.

გადარჩა მხოლოდ ერთი რასიმ კოსტოღლი, რომელიც გაიქცა და ერთ ერთ სახლს შეაფარა თავი. ეს სახლი კი ვიღაც ბრიტანელს ქონია ქირით აღებული. თავად იმ დროს სახლში არ ყოფილა. რასიმი არ ჩქარობდა, ელოდა სანამ ქუჩაში მიწყნარდებოდა სიტუაცია. ამასობაში კი სახლის მეპატრონეც წამოადგა თავზე. აი აქ შეხვდა ერთმანეთს ბრიტანული სტილი და ქართული ჟინი. რასიმმა ბრიტანელი გაკოჭა და ტანისამოსი გახადა.

ბედი ხან გიმუხთლებს ხან კი გაგიღიმებსო. ხოდა ახლა ზუსტად ეს მომენტი იყო. ეს ღრმად პატივცემული ბრიტანელი არც მეტი არც ნაკლები - ველო რბოლოს მონაწილე ყოფილა. ველოც, ანუ "კეტი ცხენიც"იქვე, ოთახში ყოლია მომზადებული. რასიმმა მისი სამოსი ღიღინით მოირგო, ყაბალახის ნაცვლად კეპიც დაიხურა, "კეტი ცხენს"ხელი დაავლო და ასე ევროპულ ყაიდაზე გამიწკიპული გავიდა ქუჩაში.

რათქმაუნდა აზრადაც არ ქონია ველორბოლაში მონაწილეობა, მაგრამ ვინ აცადა. სიდჰმა ჯარისკაცებმა, რომლებსაც ბათუმის ქუჩები გადაკეტილი ქონდათ, რასიმი ველომრბოლელად სცნეს, ეგონათ გზა შეეშალაო და ველოტრეკთან ლამის მიდენეს. სხვა გზა არ იყო... დაყვა ნებას

გაზეთი "ბატუმსკი ვესტნიკი"წერდა. ერთმა ველო მრბოლელმა ორჯერ დაარტყა წრე სარბიელს. დაწინაურდა და ყველას რომ ეგონა - არიქა და გამარჯვებულიც ესააო, უეცრად გეზი იცვალა და სოფელ ანგისას მიმართულებით წავიდა -ო .პოლიციამაც კი სცადა მოძებნა. მაგრამ ამაოდ. აი ასე დაუსწრებლად მიანიჭეს მას მეორე ადგილი. პირველი კი ბრიტანელმა ჯერემი ბერნსმა დაისაკუთრა.
შესაძლო ის კეპიანი მამაკაცი სწორედ რასიმი იყოს. ფოტო შოთა გუჯაბიძის ალბომიდან

ის უცნობი "ბრიტანელი ჯენტლმენი"კი მას შემდეგ აღარავის უნახავს. სამაგიეროდ რასიმმა ნახა მასლოვი სტამბულში და აუსრულა დანაპირები. გამოასალმა სიცოცხლეს.

აი ასეთი იყო ბატონებო ბათუმში, ლამის საუკუნის წინ გამართული ველორბოლის, პირველი ლაზი ველომრბოლელის, იღბლიანი ტერორისტისა და ველოს ბათუმური, დაუჯერებელი ისტორია. ამ ისტორიისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თავის მხრივ რომან ხალვაშს და პირველწყაროს მიხეილ ლაბაძეს. რომ არა ის, დღემდე ეს ისტორია შესაძლოა არც მე და ვერც თქვენ ვერ გცოდნოდათ.

Sportall.Ge

ასე რომ, სამომავლოდ თუ კი ვახსენებთ ბათუმს და ველოს. პირველი (ბედის ირონიით) ველომრბოლელი ლაზი ფირალი რასიმ კოსტოღლიც მოვიგონოთ.

1916 წლის 4 მარტი
პირველი ველორბოლა ბათუმში

ბათუმური მონსტრები ნისლში

$
0
0

ისევ ნისლი ეწვია ბათუმს. კარგი თვისება აქვს ნისლს. ბევ რამეს თავისებურად ფუთავს და დოებით მალავს.






ტრაქტირი "ჩაინიკი"Место встречи изменить нельзя

$
0
0

ვალოდია შარაპოვი და გლებ ჟეგლოვი ის პერსონაჟებია, რომელთა გახსენებაც ძირითადად ძველი თაობოს წარმომადგენლებს თუ აღუძრავთ ნოსტალგიას ეპოქაზე, რომელიც მათ ახალგაზრდობასთან და იმ დროისთვის იშვიათად ხარისხიან, დეტექტიურ სერიალებთან ასოცირდება. "место встречи изменить нельзя " - ასე ეწოდება იმ სერიალს, რომელიც მართლაც გამოირჩეოდა საბჭოური კინოინდუსტრიის პროდუქტებიდან. აქ იყო სროლა, დევნა, გამოძიება, იმ დროისთვის "პოპულარული ქურდული სამყაროს"საინტერესო პერსონაჟები და რაღათქმა უნდა - ანტიგმირების გვერდით გმირებიც. თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ - სექს სიმბოლოები, ვლადიმირ ვისოცკი და ვლადიმირ კომკინი. 


ჟარგონებით, "ბლატნოი"ტერმინებითა და ფრაზებით სავსე ეს ფილმი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყო ამ ჟანრის მოყვარული ადამიანების ლექსიკის გამდიდრების ლამის ერთ-ერთი საბადო. ძალიან ბევრი ფრაზა და სიმღერაც გოვორუხინის ამ ფილმს უნდა უმადლოდეს პოპულარობას. თუმცა დღეს მე ფილმზე სულაც არ მინდა რომ გესაუბროთ.
ერთი ძალიან საინტერესო სიახლის შესახებ მსურს მოგითროთ, რომელიც აქ, ბათუმში გელოდებათ და რომელიც უფრო გაგიხარებთ გულს თუ ზემოთხსენებული ფილმის ან ზოგადად ომისმერენდელი საბჭოთა ეპოქის რაიმესახის გამოვლინებისადმი სიმპატიით ხართ განმსჭვალულები. რათქმაუნდა აქ მხოლოდ ეპოქა იგულისხმება და არა წყობა. მოკლედ.

ტრაქტირი "ჩაინიკი"

ბათუმში გაიხსა ერთი ძალიან საინტერესო, კონცეპტუალურად სწორად და კარგად გამართული ტრაკტირი "ჩაინიკი". რომელიც პირდაპირ ბმაშია ზემოთხსენებულ სიუჟეტთან და ამბებთან. 


მგონი ბათუმში ერთად ერთი დაწესებულებაა რომელიც ვიზუალურად და კონცეპტუალურად ამართლებს თავის თავს. აქ არ არის უბრალოდ ერთ ოთახში შეყრილი ძველმანები რომელსაც როგორც წესი შემდეგ "ვინტაჟით აპრავებენ". აქ თავს მართლაც იმ ეპოქაში ან სულაც კინო პავილიონში იგრძნობთ.


მწვანე მაუდი, დაბალი ჭაღები, ტყავგადაკრული ხის სკამები, ტელეფონები, ბრები, მუსიკა... მოკლედ შარაპოვი აკლია და ჯგუფი"რესტორან ასტორიაში აბლავაზეც გავა"



პირდაპირ გეტყვით, რომ არა ბმა ამ ფილმთან და ისტორიასთან. ძნელი იქნებოდა ჩემთვის ამ ყველაფრის "გადახარშვა". დიდად მოტრფიალე არავარ სტალინისეული ტირანიისა და რეპრესიებთან ასოცირებული ისტორიების. მაგრამ არის ისტორია და არის მისი გამოყენების, გაყიდვის სხვადასხვა ხერხები. მათ შორის კარგიც და ეს ტრაკტირი ამის დასტურია. მითუმეტეს რომ ეს კონცეპტი არა საბჭოეთზე და კომუნიზმზე, არამედ ფილმზეა აგებული




რუსული და უკრაინული, შეიძლება ითქვას ზოგადად სლავური სამზარეულო იქნება აქ მთავარი თემა. ანუ 1945 წლის მერენდელი, საბჭოური სამზარეულო. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გაუღვივდება ერთგვარი ნოსტალგია იმ ქვეყნის მიმართ "რომელიც დაანგრიეს". თუმცა ეს ყველაფერი თავისუფლად შეუძლია გადაფაროს სასმელით იქვე, ბარში. მაგრამ იმდენი არ მოგივიდეთ საპირფარეშოში ბერია, ან სულაც სტალინი მოგელანდოთ.


ამ ჭაღების ქვეშ კი ვინ იცის, რამდენი "ვოსემდისიატ დევიატი გოდაა"ამბები იქნება დაფქვეული. თუმცა არა ხოლოდ ეგ





აქ ყავა რათქმაუნდა არის. მაგრამ "სტაქანში დასხმული ჩაი შაქრით"სწორედ ის თემაა რომელიც ჩემი აზრით უფრო უხდება აქაურობას - ჩაი აქაურობას




ერთი სიტყვით ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს ამიერიდან კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ადგილი გვაქვს დროის გასატარებლად. ტრაქტირი "ჩაინიკი"მდებარეობს გოგებაშვილისა და მელაძის (კამოს) კვეთაში. ჭაჭის კოშკის წინ, უკრაინული რესტორნის გვერდით (მეტი როგორ აგიხსნათ?!) მოკლედ - შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება, ტრაქტირი ჩაინიკი, გოგებაშვილის #2. 


- А чего ж сыграть-то? 
- "Мурку!

25¢ Wonders - Serie. Patrick Ballesteros

$
0
0

25 ცენტად გაცოცხლებული ფილმი და ოცნება. პატრიკის არაჩვეულებრივი ვოიაჟი ჩვენი ბავშობისა და სიყრმის კინოისტროეიბში. იმედია ამოიცანით თქვენი საყვარელი ფილმების პერსონაჟები
































ფორრესტი - ბარი, სადაც დრო ფული ღირს

$
0
0

ბათუმში კიდევ ერთი, პატარა და საინტერესო ბარი გაიხსნა. აქ ვერ მოგხიბლავენ ეგზოტიკური კერძებითა და ფრონცკი სასმელებით. მათი მთავარი ხიბლი დროა, თქვენი იქ ყოფნის დრო, რომელშიც იხდით ფულს. ხო, აქ დრო ფული ღირს. 



ფორრესტი რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა. ძველ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, სასტუმრო "გალოგრე"ს მოპირდაპირე მხარეს. ეს ის სივრცეა, სადაც დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, მაქსიმალურად თქვენი კოფორტისთვის. შეგიძლიათ მობრძანდეთ და იმუშაოთ ნეტში თქვენი ნოუთბუქით. ან უბრალოდ დაისვენოთ. ანაც იმ მხიარულ თამაშებში მიიღოთ მონაწილეობა, რასაც ბარის მეპატრონეები საღამოობით აწყობენ ხოლმე.


ყავა, ჩაი და სასიამოვნოდ გატარებული, ნაყიდი დრო. ერთი საათი - 6 ლარი. შემდეგ უფრო იაფი. გეტყვით რომ ეს ყველაზე უცნაური შეგრძნება იყო, როცა ჰამაკში ხარ წამოწოლილი და ფული ყავაში კი არა, დროში გაქვს გადახდილი. თან შეგიძლია დაამატო.



 მისი არსებობის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგეთ და რა კი ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი საინტერესო, ახალგახსნილი ობიეტი მდებარეობს (ამაზე შემდეგ მოგიყვებით) გადავწყვიტეთ ესეც გვენახა "რა ხილი იყო". ჩვენი მისვლისას გაგანია "მაფიის ღამე"დაგვხვდა. ხელი აღარ შევუშალეთ და ზემოთ ავედით. ჰამაკი, ჩაი, სიმშვიდე. მოკლედ კაია


როგორც გითხარით ფორრესტი ახალახანს გაიხსნა და შესაბამისად ვერც ვიქნებით ზედმეტად პრეტენზიული მისდამი. აქ მთავრი თქვენი დროა და შეეცადეთ ის სასიამოვნოდ გაატაროთ. საამისოდ კი ძალიან ბევრი ხერხი არსებობს.



აქ ყოფნისას ერთი პაბიგამახსენდა, რომელიც რიგაში მდებარეობს. კარგია, მომწონს ასეთი ენთუზიასტი ადამიანები. უხდებიან ქალაქს

ეს კი რიგაა

21 მარტი "ყოლიფერის დღე"დავუმატოთ "შატალოს დღეც"

$
0
0
საქართველოში გვიყვარს დღესასწაულები, ზეიმები და ზოგადად რაღაცეების აღნიშვნა. დღეს 21 მარტია. შემომაქვს ინიციატივა შემომაქვს წინადადება 21 მარტი კალენდარში შევიტანოთ როგორც "ყოლიფერის"დღე. ეს წმინდა ქართული სიტყვაა, ვასაძეს ნამდვილად ექნება თავის უცხო სიტყვათა ვასაძიესეულ ლექსიკონში ესეც განმარტებული. მაგრამ დავასწრებ და ვიტყვი - ნამდვილად შეეფერება ეს სიტყვა და ტერმინი ქართულ რეალობას. ხოდა რატომ "ყოლიფერის"დღე.

დღეს მხოლოდ საერთაშორისო დონეზე აღინიშნება, ტყის დღე, პოეზიის დღე, რასობრივი დისკრიმინაციის დღე, თოჯინების თეატრის დღე და ნავრუზი. ეს საერთაშორისო მხოლოდ. მოკლედ თამამად შეგვიძლია ერთმანეთს მივულოცოთ ნავრუზი, ვისეირნოთ ტყეში თოჯინებით და საქართველოში მოდური მანერით ხმამაღლა ვიკითხოთ ლექსები "ძვირფასო მარიააამ". 
მაგრამ გვახსოვდეს,საქართველოში დღეს მესაზღვრის დღეც აღინიშნება და საზღვრებს არ გადახვიდეთ. დღეს მაინც ეცით პატივი. პრინციპში ჩვენ კი ვცნობთ - სხვებს უჭირს თორემ.
ამასთანავე დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეც არის - შესაბამისად გაშუქდება ეს ყველაფერი ქართული ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელ ჭრილში.

ხო, რაკი ლოკალურ დღესასწაულებზე გადავედით, გეტყვით რომ დღეს ასევე აღინიშნება: აქ ამინდის მუსიკის ფონი მოუხდებოდა
ბელგიაში, იტალიაში, ლესოტოსა და პორტუგალიაში - ხეების დარგვის დღე. სხვათაშორის თავისით მიხვდნენ ხეების დარგვა რომ კარგია.
ირანში - გაზაფხულის დღე. საკმაოდ პოეტური და რომანტიული დღესასწაულია
მალაზიაში - სილთან ტერენგგანუს დღე - ქართველებს მოგვეწონებოდა ერთი რომელიმე "სულთანის"დარის დღე რომ ყოფილიყო აღსანიშნი. გვექნება "იმედია"
ამერიკაში - სიმფლის მეურნეობის დღე - ეს მათხოვარი ამერიკა
ტუნისში - ახალგაზრდობის დღე
იაპონიაში - ზაფხულის ბინიონის დღესასწაული

მაგრამ ყველაზე საინტერესო და საჭირო ქართული რეალობისთვის არის დღე, რომელსაც პოლონეთში, ლიტვაში, ამერიკაში და კანადაშიც აღნიშნავენ - ეს "შატალოს დღეა"

Senior Skip Day - Dzień Wagarowicza 

პოლონეთში ეს არაოფიციალური, მაგრამ ყველასათვის ძალიან საყვარელი დღეა. ეს ჩრდილოეთისთვის არაკალენდრული გაზაფხულის მოსვლის პირველ დღედ ითვლება და მოსწავლეებიც თავს უფლებას აძლევენ გაკვეთილებს არ დაესწრონ. ასევე ხდება ლიტვაშიც. ოღონდ 20 მარტს. ამერიკაში და კანადაში კი "შატალოს დღე"ყველა სკოლას ერთგვარი ტრადიციიდან გამომდინარე სხვადასხვა რიცხვში აქვთ.
და საქართველო?! როდის დაგვჭირვებია საამისოდ კალენდარი, თარიღი ან დღესასწაული. შატალო სწორედ ის თემაა რომელიც ლამის ეროვნულ დონეზე უნდა ავღნიშნოთ და ეს ეხება არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც. მთავრობაში, პარლამენტში, საჯარო სამსახურებში მომუშავეებს მით უმეტეს. ხო და რატომაც არა. ავირჩიოთ რომელიმე დღე, უფრო სწორედ რიცხვი და ყოველ თვეში ერთი ოფიციალური მიზეზი მაინც გვექნება თავის გასამართლებლად. არა, ჩვენი კალენდარი უქმეების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მაგრამ მაინც . ასე რომ - შევთანხმდით შატალოს დღესასწაულზე


ეს იუმრობით თორემ დღეს, 21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. 
პ.ს. თოფაძე ხომ არ გყავთ მეგობრებში?!

დგას თუ არა "გეების"ძეგლი ბათუმში ?!

$
0
0
ამ თემაზე ადრე ხუმრობდნენ. მაგრამ როგოც ჩანს ხუმრობა შიშად გადაიქცა, შიში კი ფობიად. დავა იმის თაობაზე დუმბაძის ქუჩის დასასრულს თუ რომელი სქესის წარმომადგენლები ეფიცებიან ერთურთს სიყვარულში ქალაქური ხუმრობიდან ასეთ "ზემხატვრულ წიაღსვლებში ამოქექილი ჭეშმარიტების მტკიცებაში"თუ გადაიზრდებოდა ნამდვილად არ მეგონა.


ბათუმის ბულვარში მდგარი ეს სკულპტურა იმ სკულპტურების რიცხვიდან ერთ-ერთია რომელიც უკვე რამდენიმე წელია ბათუმის სტუმართა ფოტომატეანეებს ასე უხვად ამშვენებს. გორგოლაჭებზე შემდგარი ადამიანი გულით, სუპერმარკეტის ურიკაში გულით მოსიარულე ადამიანი, ზურგზე გულ-მოკიდებული ადამიანი, თავდაყირა მდგარი ადამიანი და ეს ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან. გარჩევა იმისა თუ ვინ ვინ იყო მხოლოდ ხუმრობა იყო და იქვე მთავრდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ზოგისთვის ხუმრობა სერიოზული თავსატეხი და თავსატკივარი ყოფილა.
დიახ, მეც მაია ასათიანის "პროფილის"წყალობით "ვინერვიულე"ამ თემაზე. სიმართლე გითხრათ გადაცემას ყანწი აკლდა და ეგაა. პათოსიც უფრო გაშლიდა ფრთებს.

საინტერესო კი შემდეგი ფაქტია. ავტორი გელა წულაძე ადასტურებს რომ ეს ქალი და მამაკაცია და არანაირი სხვა, ორაზროვანი ქვეტექსტები აქ არ არსებობს. ამას ამბობს ავტორი. მაგრამ არიან ადამიანები ვინც ავტორზე უკეთ ერკვევიან ავტორისავე ჩანაფიქრში (ხელოვნებაზე აღარ ვსაუბრობთ) ვიცნობ რა ბატონ გელას, აქვე გეტყვით რომ ქონოდა სულ სხვა ჩანაფიქრი და შესაბამისად აქ ორი მამაკაცის ტრფობის იდეა (რატომღაც) ჩაედო, ამის თქმაც არ გაუჭირდებოდა.
ასევე საინტერესოა ის თემა, თუ რატომ გახდა ეს ძეგლი ასე აქტუალური დღეს, მოახლოვებული არჩევნების წინ. თუ ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ღირსებას მხოლოდ ეს ორი ადამიანის სილუეტი ჩრდილავს და ჩქმალავს - კი ბატონო, დღესვე დავანგრიოთ. მაგრამ ეჭვი მეპარება. ჯერ ერთი იმაში რომ ავტორზე მეტად იცოდეს ვინმემ რა გააკეთა და მერე მეორე რომ ეს ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია გეების თავშეყრის ადგილი იყოს. მითუმეტეს ბათუმში.
და კიდევ ერთი კითხვა, რატომ მაინც და მაინც ეს ძეგლი გახდა სქესის და იდენტობის გასარჩევ-ამოსაცნობი ობიექტი. ბათუმში, რაც თავი მახსოვს, გორგილაძის ქუჩაზე, სამხატვრო გალერეის სკვერში, ხეების ჩრდილში უკვე წლებია ერთმანეთს დიდი ვნებით ეტრფის ორი არსება. არც მათ გააჩნიათ სქესის დასადგენი რაიმე ამობურცულ -ჩაბურცულები. მაგრამ რატომღაც მათი საჯარო ალერსის თემა არავის არ ანაღვლებდა. ისიც უცნობია ამ ძეგლის გარშემო ამდენი წლის მანძილზე რა ორიენტაციის ადამიანები იკრიბებოდნენ - იქნებ ლესბოსელები?!  ეს ხუმრობით რათქმაუნდა

როგორც მახსოვს ავტორი ერთ-ერთი სახელოვანი მოქანდაკეა
 უბრალოდ მიმაჩნია რომ ბულვარის ძეგლის თემა უბრალო პოპულიზმია და მეტი არაფერი. ეს აქტივობა სხვა საკითხებშიც რომ გამოჩენილიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ გინდ ახლომდებარე ბულვარის თემასთან დაკავშირებით.

არა, ბათუმში არ არის  გეების ძეგლი. გეების ფობიის ძეგლი შესაძლოა დაიდგას

წერე ქართულად - საჩუქარი თიბისი ბანკისაგან

$
0
0

დღეს სამსახურში ფრიად სასიამოვნო ამანათი მელოდა. აი ასეთი, პატარა, სადა მაგრამ ძალიან გემრიელი საჩუქრები ძალიან დიდი სიამოვნება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. თიბისი ბანკის მიერ წამოწყებული პროექტი #წერექართულად ყველასათვის ცნობილია. მეც არა ერთ გზის გამომიყენებია ეს თეგი ჩემი ფოტოების გავრცელების დროსაც სოციალურ ქსელში. ‪#theABCproject‬ - ითაც რამდენიმე ფოტო მაქვს ატვირთული. ხოდა აი სასიამოვნო სიურპრიზიც. სასაჩუქრე ჩანთიდან ბლოკნოტთან და ფანქრებთან ერთად მაისურიც ამოვიდა. ჩემს მიერ გადაღებული ფოტოთი და კომენტარით. 




+ ერთი ბლოკნოტი ჩემს კოლექციას



კი, ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა თიბისი ბანკს და ამ პროექტის მესვეურებს. თქვენაც შემოგვიერთდით და ატვირთეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები ‪#‎theABCproject‬ და რაც მთავარია ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გექნებათ #წერექართულად 

ბექ ბექსონი და "ფანცქვალა"

$
0
0
მეზობლებს ხშირად ესმოდათ ეზოში მდებარე ავტო ფარეხიდან გამოსული გრუხუნის ხმა. ყველამ იცოდა რომ იქ რაღაც ხდება. რაღაც ისეთი, რაც ადრე თუ გვიან გამოვა ფარეხიდან და ზმის შუქს იხილავს. ასეც მოხდა. ფარეხიდან "ფანცქვალა"გამოვიდა

როგორც მიხვდით "მთვარის კლუბის მეგობრები"ს რუბრიკა განვაახლე. ისევ საინტერესო ადამიანებზე მინდა გიამბოთ. ბექას და ათინას ბათუმში და აწ უკვე არა მხოლოდ ბათუმში, რუსეთშიც და უკრაინაშიც ძალიან კარგად იცნობენ. სხვათა შორის უფრო უკეთესად ვიდრე ჩვენთან. მათი მუსიკა მათივე სავიზიტო ბარათია. თუმცა ამჯერად არა მუსიკაზე და არა მათ ჯგუფზე ( ASEA SOOL ), არამედ ბექაზე, უფრო სწორედ მის გატაცებაზე მინდა გიამბოთ.
როგორც თავად ამბობს გასული წლის აგისტოში გაუჩნდა სურვილი თავად, თავისივე დიზაინით და ძალებით აეწყო მოტო. მაგრამ ჩემგან განსხვავებით საინტერესო კასტომ მოდელების სოციალურ ქსელში გაზიარებებს როდი დასჯერდა. იქირავა მეზობლისგან ავტო ფარეხი, მოიმარჯვა ხელსაწყოები და თავისუფალ დროს თავისივე იდეაფიქსის განხორციელაბას დაახარჯა. 

ხომ გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო


დაახლოებით იგივე აზრი უტრიალებს ალბათ ახლა ყველა იმ ადამიანს ვინც ბექას იდეას ერთგვარი სკეპტიციზმით შეჰყურებდა. მათგან განსხვავებით მე დიდის გულისყურით ვადევნებდი ამ ამბავს თვალს და აი ეს დღეც დადგა. ბექამ თავის "ლაბორატორიაში"მიმიწვია. ურდული მოხსნა, ფარდა გადახადა და ბექსონის ლაბორატორიის ცენტრში დასვენებულ "ფანცქვალას"ჩემი ფოტოაპარატის დაჟნებული მზერაც მიენათა.
ხო, "ფანცქვალა"ასე ქვია ბექას წყალობით მუტაცია განვლილ სკუტერს. რომელსაც სკუტერის მხოლოდ სკულიღა დაჰყვება უკან.



"ფანცქვალას"ფოტო სესიისთვის ავტოფარეხში საკმარისი შუქი არ იყო. ამიტომაც მისი აღმატებულება გარეთ გამოვაბრძანეთ. 




თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ მოტოს ლამის 80% ბექას მიერ მის "ლაბორატორიაშია"აწყობილი - მშვენიერი რამ გამოვიდა. მისებური კასტომ მოდელი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ტესტ დრაივიც გვინდოდა მოგვეწყო. მაგრამ უამინდობის გამო გადავდევით. თუმცა ეზოში მაინც გამოვცადეთ. "ფანცქვალა"მშვენივრად დადის, გრუხუნებს და ფანცქვალებს


ბექამ თავისი მხატვრული წვლილი  დიზაინშიც შეიტანა. აქაც ლამის ყველაფერი მისი ნახელავია. 



როგორც ბექა ამბობს "მადა ჭამაში მოდისო"ხოდა მასაც უფრო დიდი და ძლიერი მოტოს აწყობა აქვს განზრახული. არა მხოლდო მოტოს, ისეთის როგორიც კლასიკური "ბაგგერია". არამედ ავტომობილისაც, ჰოთროდი თუ გაივის ბათუმის ქუჩებში - მგონი ბექას ქმნილება იქნება. თუმცა ნამამდე გეგმა მინიმუმი - დის, ათინას შეკვეთა - ველოსიპეტი ნაჯახივით ადევს კისერზე.



ყოველ შემთხვევაში დუბლი პირველი და პროექტი "ფანცქვალა"სისრულეშია მოყვანილი. წელს ბათუმის ქუჩებში თუ დარჩა საერთოდ რაიმენაირი ადგილი, შეიძლება ათუხთუხებულ "ფანცქვალასაც"მოჰკრათ თვალი. 


აი ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი რუბრიკის - მთვარის კლუბის მეგობრების - სტუმარი, უფრო სწორედ სტუმრები. ბექა და თავისი მოტო. წარმატებები ბექას თავის ახალ გატაცებაში. მე კი მანამდე ბექასა და ათინას მიერ შესრულებულ სიმღერას შემოგთავაზებთ. 




უბრალო დღე - ჩემი ვიდეო რგოლი

$
0
0

ჩვეულებრივი დღე იყო, კი. დიდად არც არაფრით გამოირჩეოდა. თუ არ ჩავთვლით იმას რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ველო გასეირნებისას ფოტოაპარატიც თან წავიღე. მინდოდა რაღაცეები გადამეღო. მერე ვიფიქრე - ფოტო საკმაოდ ბევრი დამიგროვდა, მოდი ვიდეოს ვსცდი მეთქი. ველოზე ამხედრებული და თან ჩართული კამერით დიდად სტაბილური კადრი ვერ გამოვიდა. მაგრამ "მთავარი გემოაო",  ხოდა აი ისიც. რაც გამოვიდა და რაც პატარა ვიდეო რგოლის სახით თქვენც გაგიზიარეთ. იმედია მოგეწონებათ - ერთი ჩვეულებრივი ველო გასეირნება 

სმარტფონებამდეც ვიყავით ხაზზე, ოღონდ სულ სხვა ტალღაზე

$
0
0


ჰმ, წითელიფერისაპარატიმქონდამე. გრძელი, მჭექარეზარით. მისიხმისგაგონებაზემთელიოჯახისმენადიქცეოდახოლმე. ვინრეკავს, ვისურეკავენ. საქალაქთაშორისოგაბმულიზარიკიცალკეთავსატეხიიყო, საიდანრეკავენ. რამდენჯერ დავუტოვებივარ მშობლებს სახლში "მნიშვნელოვანი ზარის მოლოდინში". ან საკუთარი ნებით გამოვმჯდარვარ ოთახში, როცა მეგობრისგან ან შეყვარებულისგან ველოდი ზარს. ამ ბოლო შემთხვევაში ტელეფონი ძალიან მალე უნდა აგეღო, პირველ წკრიალამდე, შემდეგ შინაურების უხერხული კითხვებისთვის რომ დაგეღწია თავი. თუმცა მაინც არ გამოდიოდა ბოლომდე. მაინც იწვებოდი. ტყულად ხომ არ იდგებოდი ყურმილით ხელში, თან ყურებამდე გაღიმებული. ესეიგი ვიღაცას ესაუბრები, თან ასეთი სახით... ჰმ...

კავშირი სხვა ქალაქებთან - უკავშირდებოდი ფოსტას, აძლევდი შეკვეთას, კარნახობდი ნომერს. ელოდებოდი გაბმულ ზარს, გაერთებდნენ აბონენტთან და ისეთი შეგრძნება გქონდა თითქოს საკავშირო დონეზე, პუბლიკის წინაშე გამოდიოდი.

მრგვალციფერბლატზესასურველიციფრებისაკრეფისასყურსრაღაცნაირადაამებდადისკისუკუტრიალისხმა. განსაკუთრებითმიყვარდაციფრი0, ყველაზებოლოიყოდაშესაბამისადყველაზედიდხანსტრიალებდა. თუმცამისიმინუსიცქონა. სწრაფადნომრისაკრეფასვერმოახერხებდი. მისმიერნაკარნახევტემპშიუნდაჩამჯდარიყავიღილაკებიანი ტელეფონიც შევიძინეთ მერე. მაგრამ ეს მაინც სულ სხვა რამ იყო

ტელეფონის გვერდით ყოველთვის იდო ტელეფონის ნომრების წიგნი და ტელეფონის ბლოკნოტი. წიგნში ლექსივით იყო ჩამოწიკწიკებული ალფავიტის მიხედვით დალაგებული გვარები, მისამართები და ტელეფონის ნომრები. სხვათა შორის ამ წიგნის მიხედვით გვარების მიხედვით მოგვარეთა სიმრავლესაც კი ვატოლებდით ხოლმე. ტელეფონის ბლოკნოტში კი უკვე შენი ხელით ჩაწერილი სანათესაოს, სამეზობლოს, სამეგობროს და საჭირო ხალხის ნომრები იყო დახარისხებული. ამიტომ ეს უკანასკნელი უფრო მოთხოვნადი. შესაბამისად უფრო გაცვეთილიც იყო

გარდა ჩვეულებრივი, სტანდარტული კომუნიკაციის ფუნქციისა, ქონდა კიდევ ერთი დანიშნულება. რასაც ონავარი ბავშვები დიდი სიამოვნებით ვიყენებდით მაშინ, როცა უფროსები შორიახლოს არ იყვნენ. უცხო ტელეფონის ნოერზე დარეკვა, ხმის შეძლებისდაგვარად შეცვლა და შაყირი. აკრეფდი ნებისმიერ ნომერს, რომელიც თავში მოგივიდოდა და მერე შენს საზრიანობაზე იყო დამოკიდებული თუ როგორ წავიდოდა დიალოგი. ხან სახანძრო იყავი, ხან მილიცია, ხან ექიმი და ხანაც ნათესავი საზღვარგარეთიდან. თუმცა აქვე უნდა ვაღიარო. თითქმის 70% ასეთი ხუმრობებისა მხოლოდ ჩვენთვის იყო სახარხარო. ერთხელ მართლა სახანძროს შიდა ნომერი აგვიკრიფავს და ყურიც აგვენთო.
იყო შემთხვევა როცა ქარის შემდეგ  სატელეფონო  ხაზები გადაებმებოდა ერთმანეთს და აი მაშინ იქმნებოდა პირველი, იმპროვიზირებული ჯგუფური ჩატი, სადაც შემთხვევითი აბონენტები ერთმანეთის დიალოგში უნებლიედ ერთვებოდნენ და ეჰ... იქ იყო გარჩებევი, გაცნობები, "დაკიდეთ ყურმილები"და მთელი ამბები.

სად იყო მაშინ ინტერნეტი, სმარტფონები თავისი ეკრანებით, პროგრამებით, სოციალური ქსელებით და გაციფრულებული ურთიერთობებით. იყო ერთი, წკრიალა, ხმამაღალი და საერთო ტელეფონი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს თანაბრად ეკუთვნოდა და რომელიც არ გვპარავდა რეალურ ურთიერთობას. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც ვრჩებოდით ხაზზე და ვიყავით კავშირზე.

დღესაც ცოცხალია "ხაზის ტელეფონი"თუმცა მისი ზარის გაგონებაზე ძველებურად არ გავრბივართ ყურმილის ასაღებად. ოჯახში ყველამ ვიცით თუ ვის შეიძლება დაურეკონ ასეთ ტელეფონზე :)



მიხო ნატრიაშვილი, ბათუმელი PaperBoyo

$
0
0

როგორც შეგპირდით, მთვარის კლუბში საინტერესო ადამიანებთან მორიგი შეხვედრა გელოდებათ. აქვე მინდა ისიც ვთქვა რომ ველომ ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო გატაცებების მქონე ადამიანი გამაცნო.

დღეს მინდა მიხოზე გიამბოთ. მიხოც Critical mass- ის მსვლელობაზე გავიცანი. შემდეგ ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს ველო ბილიკზე. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ველოსიპედს საკუთარი სადარბაზოდან არ მოპარავდნენ. სხვათა შორის სამეგობროში ველოსიპედის ლამის მეხუთე ქურდობაა. თუმცა ამ სამწუხარო ფაქტზე შემდეგ ვისაუბრებთ. ახლა კი მთვარის კლუბის მეგობრებს დავუბრუნდეთ.

ბათუმელი PaperBoyo

ინსტაგრამერებიკარგად იცნობენ Rich McCor  იგივე  PaperBoyo , რომელიც ინსტაგრამში მუყაოდან გამოჭრილი სილუეტებით შესრულებულ საინტერესო ფოტოებს ტვირთავს. ხო და ჩვენც გვყავს ბათუმში მახო PaperBoyo. დიდი ხანი არ გასულა რაც მიხო კოლაჟით დაინტერესდა. თუმცა ასეთი უცნაური ხერხით ბათუმის ჩვეული ხედების გალამაზება ძალიან სახალისო თემა აღმოჩნდა


ჯერ ერთი, მერე მეორე და ასე "დაიქოქა"მიხო. მის ზურგჩანთაში ჩალაგებულ ფოტოაპარატთან და შტატივთან ერთად წიგნის ფურცლებ შორის, ბათუმის ყოველდღიური ყოფის გასაცოცხლებლად, მუყაოდან ამოჭრილი ძალიან ბევრი არსება, ნივთი და დეტალი ელის თავის ჯერს.


თავადაც შეხალისდა და ახალი იდეების გენერირებისას ქუჩაშივე ელის მუზას. ზოგჯერ თავად სიტუაცია კარნახობს იდეას. ზოგჯერაც იდეის განსახორციელებლად ეძებს კადრს და შესაფერის ადგილს. ერთი სიტყვით ფრიად გაიტაცა ამ საქმიანობამ. თუმცა სხვის მიერ გატაცებული მისი ველო მაინც არ ავიწყდება. იმედია მალე იპოვიან.

მანამდე კი აი ასე, მისი შემოქმედების შეფასებით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მიხოს. აი რამდენიმე მისი ნამუშევარი. მიხოსეული ბათუმი

 ბათუმისთვის ტრადიციული თემა - ველო, სკეიტი და სიყვარული ;)


 სიყვარული არ დადისო თქმულა

 უშიშარა
 ზუსტი დრო და კარგი მაჯის საათი
 სინარნარე ლაჟვარდში
 პირველი ნაბიჯი ზაფხულისკენ
 ყველა მეთევზე ანგელოზია
 გუშინდელი ქარი
 სიყვარული არ დადის, მაგრამ ზოგჯერ კიდია
 გრანდ ბორბალი

როგორც თავად ამბობს - ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ზაფხული მოდის, შესაბამისად ინსპირაციისთვის ძალიან ბევრი ახალი თემაც გაჩნდება. ხოდა ჩვენც დაველოდოთ. დიდი სიამოვნებით მოგითხრობთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

აი ასეთი გახლავთ "მთვარის კლუბის მეგობრების"კიდევ ერთი წევრი. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. იმოგზაურეთ, იოცნებეთ და იყავით მუდამ პოზიტივის ტალღაზე. მე კი შევეცდები კიდევ არა ერთი საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ :)ა


იყო დრო Guillaume Kurkdjian

$
0
0
იყო დრო სიტყვა - ტექნიკა - სულ სხვაგვარ ასოციაციებს იწვევდა. გთავაზობთ Guillaume Kurkdjian ის გიფების კრებულს. საინტერესო რამაა. 



მე ადრე გიამბეთ ერთი საინტერესო ილუსტრატორის სტას სანტიმოვის ( Stas Santimov) ის შესახებ. ახლა კიკიდევ ერთი ადამიანის შესახებ მინდა გიამბოთ. უფრო სწორედ მისი შემოქმედება გაგაცნოთ. მინიმალური, სადა და კოხტა ილუსტრაციებით











SIMPLE DAY from Guillaume Kurkdjian on Vimeo.


Ridge Town Road from Guillaume Kurkdjian on Vimeo.


ჭოროხს მიღმაც არსებობს ბულვარი

$
0
0

ბათუმის ბულვარი კვლავაც ჭირვეულობს. უფრო სწორედ ის ადამიანები ვინც მის "ნათელ მომავალზე"და ეკონომიურ მომგებიანობაზე დაიწყეს "ზრუნვა".  ჯერჯერობით ზრუნვა ჭმუნვის საბაბი უფროა ვიდრე რეალური, გასახარი შედეგი და ისიც არავინ იცის რა დაგვხდებოდა მოსახლეობა დროზე რომ არ ჩარეულიყო საქმეში. თუმცა ამჯერად არა ყველასათვის საყვარელ ბათუმის "ძველ ბულვარზე"მინდა ვისაუბროთ, რომელიც პატარა ბავშვის სილაში სათამაშო "პოლიგონს"დაემსგავსა, არამედ ბევრისთვის ჯერ უცხო, ბულვარად ვერ ქცეულ ტერიტორიაზე, რომელიც ჭოროხის მეორე მხარეს ელის თავის ბედს.



გახსოვთ ალბათ, როცა ჩინდებულები ბათუმის ძველი ბულვარის გაკეთილშობილებაზე და მისი "განვითარების ზეაქტუალურობაზე"ბჭობდნენ, არა ერთგზის შევახსენე რომ ბათუმი დღეს გასცდა მხოლოდ ქალაქის ურბანულ ფარგლებს და მისი საზღვრები მახინჯაურიდან ლამის კვარიათის (სარფამდე) ბოლომდე გადის. აქედან გამომდინარე თუ სურვილი და თანხაც არსებობს იმისა რომ ქონდეს ბათუმს თავის ფარგლებში კარგი, თანამედროვე და თუ გინდ ისეთი "ედემის დარი"ბულვარი, რომლის უმწიკლობას სამთავრობო ორგანოები ასე დაჟინებით იფიცებდნენ, თავისუფლად შეიძლება ეს იდეა აი ამ, ბათუმის შემადგენლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულიყო. და სწორედ ეს იქნებოდა ზოგადად ქალაქის განვითარებაში გადადგმული კარგი ნაბიჯი და არა არსებულის გაუქმება.

ბათუმში ყველამ იცის თუ სად მთავრდება გზა რომელიც ზღვის გასწვრივ, აეროპორტის ჩავლით ჭოროხამდე გრძელდება. ამჯერად სწორედ ჭოროხია (როგორც ამბობენ) ყველაზე გრძელი ბულვარის და მისი გაგრძელების იდეის ბოლო. აქ ველო ბილიკებიც და გზაც მოყვანილია. მაგრამ ბევრმა არ იცის რა ხდება ჭოროხის მიღმა. მინდა გითხრათ რომ ჭოროხის მიღმაც არსებობს "სიცოცხლე"

აი ეს გახლავთ ჭოროხის მიღმა ტერიტორია. კერძოდ კი გონიოს დასახლების სანაპირო. ფოტოზე მარჯვნივ გონიოს პოლიგონის ნაწილი და პატარა დაბაა. 




როგორც ხედავთ აქაც ზუსტად ის პრომინადია როგორიც ჩვენს საყვარელ ძველ და ახალ ბულვარში. ისეთივე ფართე სასირნო და ველო ბილიკებით. ერთად ერთი რამ რაც აქაურობას აკლია სიცოცხლეა, რომელიც მხოლოდ ნებაზეა დამოკიდებული. ისეთივე ნებაზე რომელიც უნებლიედ ბათუმის ძველ ბულვარზე გაჩნდა.


ბილიკის სიგრძე დაახლოებით 6-7 კილომეტრია. ის ჭოროხის დელტადან იწყება და კვარიათამდე მიდის. მთელი ეს ტერიტორია ათვისებულია და ახალი ბულვარის, აეროპორტის მიმდებარე ბილიკებისგან განსხვავებით არც ზღვას წაურთმევია ნაპირსამაგრი სამუშაოების არ არსებობის გამო. არც ზღვას წაურთმევია, თუმცა არც ბათუმი ინტერესდება დიდად.

ჭოროხს იქითა და აქეთა ბილიკების შეერთება თავის დროზე ჭოროხზე გაშენებული ხიდით იგეგმებოდა. რითაც არა მხოლოდ საფეხმავლო და ველო ბილიკების, არამედ სამანქანო გზის დაკავშირებაც იქნებოდა შესაძლებელი. რაც არა მხოლოდ საგზაო მოძრაობას განტვირთავდა. არამედ ბათუმს არნახულ, ულამაზესი ხედის მქონე გზას და ბულვარს აჩუქებდა. 

ისიც გასაგებია რომ დღეს ხიდს არავინ ააშენებს. არა და იმ ერთი ხის ფასად... თუმცა ეს იმ ადამიანის პირადი ფული და ჩვენს მიერ მოძრავად შერაცხული ხის ამბავია. ხიდს არა მაგრამ ხო შეიძლება აქ სხვა გზითაც შემოდინდეს სიცოცხლე.  ესეც ჩვენი ქალაქის შემადგენლობაში შემოდის

მართალია ძალიან ბევრს ურჩევნია რომ ლამის სადარბაზოში იქონიოს საკუთარი კლუბი, დადგას შეზლონგი და გააკეთოს ფული. მაგრამ რატომღაც ყოველ წელს მხოლოდ მოკლევადიანი, იოლი ფულის კეთების იდეით ვკმაყოფილდებით და იშვიათად ვფიქრობთ, ვზრუნავთ გრძელვადიან პროექტებზე, რომლებიც ბათუმის როგორც არა ორქუჩიანი ქალაქის, არამედ დიდი და ვრცელი ქალაქის მომავალზე იქნება ორიენტირებული. რატომრაც ყველას და ყველაფერი იმ ლამის "ორ ქუჩაზე უნდა", იქვე.   წუწუნი იმის თაობაზე რომ ბათუმში რაიმე "შორს"მდებარეობს და იქ არავინ მივა - სრული სისულელეა. უბრალოდ ქალაქისგან გასხვავებით ჩვენი იდეები ვერ გასცდა ორ ქუჩას.

აი ბატონო ტერიტორია, ჩადეთ ინვესტიციები. გააშენეთ, ააშენეთ. აღმართეთ კლუბები, კაფე ბარები, რესტორნები - ესეც ბათუმია.


მანამდე კი აი ასე გაცქერის ბულვარის "გერი"თავის ნათელ მომავალს, რომელიც ჭოროხის მიღმა გარინდულა და სულაც არ ჩქარობს განვითარდეს

ის სტამბოლი - თავი პირველი ISTANBUL

$
0
0

სტამბოლთან ჩემი პირველი შეხვედრა საუკუნის დასაწყოსში შედგა. აწ უკვე შორეულ 2001 წელსაც ისეთივე სიხარულით შევხვდი იქ გამგზავრების იდეას, როგორც ახლა. აწ უკვე მესამედ და არც. მართლა აქვს ამ ქალაქს რაღაც გაურკვეველი ხიბლი და უნარი საკუთარი კუთხე თუ კუთვნილება, იდენტიფიკაცია გაპოვნინოს მასთან. რაღაც არის აქ თითქოსდა შენიც, მათიც, სხვისიც და საერთოც.  ამიტომაც აქ ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია. ხოდა როგორც უკვე ვთქვი, ამ ჯერადაც დიდი სიხარულით დავთანხმდი რამდენიმე დღით სტამბოლში გამგზავრების იდეას.



ვიცოდით რა თურქეთში გზების ამბავი და ისიც რომ გასავლელად "ალოკილი, სქელი, მოვლილ გადავარცხნილი"გზები გველოდებოდა, შუადღის მერე ჩავჯექით ავტომობილში და არხეინად გავემგზავრეთ. ზოგადად ხეტიალი და მოგზაურობა მიყვარს. მაგრამ თუ ეს მოგზაურობა კომფორტთან ასოცირდება - რაღათქმაუნდა ორჯერ უფრო სასურველი ხდება. ხოდა შესაბამისად გზაც, უფრო სწორედ - კარგად დაგებული გზა ამ კომფორტული მგზავრობის ერთ-ერთი შემადგეელი ნაწილია. ასე რომ თუ თქვენც დაგეგმავთ საკუთარი ავტოთი აქ მოგზაურობას დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ თქვენც და თქვენი ავტომობილიც ფრიად ნასიამოვნები დარჩებით.


გზა, ხო გზა. სწორედ იმიტომ გავამახვილე ამ მნიშვნელოვან დეტალზე ყურადღება რომ დროის უდიდეს მონაკვეთს რაღათქმაუნდა ავტომობილის სავარძელში გაატარებთ. ხოდა მეც ასე მომიწია. შავი ზღვის პეიზაჟები მალე მთებით შეიცვალა, მერე მთვარემაც დაგვანათა, ოდნავ გაწვიმდა კიდეც. მოკლედ სტამბულამდე თოვლის გარდა ყველა ბუნებრივი მოვლენა და ბარე ოცამდე ჩაიხანა გავიარეთ. გამთენიოს ხუთ საათზე, სადღაც უღელტეხილზე გადანათებულ ვეება ჩაიხანაში ცხელი ჩაის თურქულად დალევასაც ააქვს რაღაც მუღამი. ნუ, მეთექვსმეტე ჭიქამდე მაინც. შემდეგ უკვე ხვდები რომ დროა ტაიმაუტი აიღო. მინიმუმ დილამდე. ჩემი პირველი ლაშქრობიდან დიდი დრო გავიდა და ამ დროის განმავლობაში მგზავრისთვის სასურველი  კომფორტი ამ მონაკვეთზე ბარე ოცდაათჯერ გამუმჯობესდა. თქვენ უბრალოდ ინებეთ შესვენება და თავზე გადაგყვებიან, გადმოგყვებიან და ავტომობილის კარებამდეც მიგაცილებენ. 

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწონოთ თქვენი გზის მუსიკალური გაფორმებაა. თუ სიმღერებითა და ჰანგებით მომარაგებული მიბრძანდებით ძალიან კარგი. თუ თურქული სატელეფონო ოპერატორების ინტერნეტით შეიარაღდით და ონლაინ რადიოების იმედზე ხართ - ეგეც კარგია, მაგრამ თუ რადიო სიხშირეებს დაუწყებთ წვალებას - თქვენი ნამდვილად არ შემშურდება. ეს ის ღელეა სადაც არ უნდა შეხვიდეთ.

ღამეც დაგვეცრიცა თავზე და დილისკენ ჰორიზონტზე ბეტონის ურბანულმა ფლორამ და ფაუნამ მეგა სითისთან მიახლოების პირველი სიგნალი მოგვცა. რა გითხრათ, სტამბოლოც გაიზარდა და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეგაპოლისი ისიც გამალებით ჭამს მის შემოგარენს. იქ სადაც ადრე მხოლოდ დაბები და სოფლები იყო დღეს სტამბოლოს არც თუ ისე შორეული რაიონები კეკლუცობენ მაღალსართულიანი, ჭკვიანურად დაგეგმარებული საცხოვრებელი კომპლექსებით.


"იქ სადაც ადრე ჩხაოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ავტო კულტურა"კი, დაახლოებით ასე შეიძლება აღწერო ის რაც იყო და რაც არის. და ის რაც არის ჩვენთან შედარებით ნამდვილი ოაზისია. საცობიცაა და საცობიც. მართალია ერთ მონაკვეთში ცხრა კილომეტრის გავლას საათნახევარი მოვანდომეთ მაგრამ მერწმუნეთ ეს იყო ყველაზე უფრო მშვიდი საცობი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე დგომისას შეიძლება მიკრო ინფარქტი აიკიდო. თურქ ძიებს აქაც ნაპოვნი აქვთ სარგებელი. შებრაწული ფუნთუშები, ახლად გამოწურული წვენი, შემწვარი წაბლი თუ ბამბის ნაყინი უფრო სწრაფად აგივლის და ჩამოგივლის ვიდრე გვერდით მდგარი განათების ბოძი.


თუ გაგიმართლათ და საცობში ისეთ ადგილას მოხვდით საიდანაც მინიმუმ კარგი ხედი იშლება, მაშინ ეს დიდ პლიუსად შეგიძლიათ ჩათვალოთ და თვალი ადევნოთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე ცხოვრებას. მაგალითად როგორ ყიდის ბიძა ვარდისფერ ბამბის ნაყინს.


სასტუმროს პოვნა დღევანდელ დღეს ინტერნეტით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. სახლიდანვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ რა, სად და რა ფასად. ცოტა უბნებშიც თუ ერქვევით - უპრობლემოდ შეარჩევთ თქვენი ჯობის და გემოვნების სადარ აპარტამენტებს. ჩვენც ადვილად ვიპოვეთ და ფოიეში რაღა თქმა უნდა გამარჯობას ერთი ფინჯანი ცხელი ჩაიც მოაყოლეს. სანამ ნომერი გავიფორმეთ და ავტომობილში დიდხანს ჯდომის შედეგად გამოწვეული დისკომფორტიც გავიქარწყლეთ, ჩაით და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის თვალიერებით გავერთე.


ცოტა დავისვენე, შხაპი, კვება და ისევ ქუჩა. აბა რა, ოთახში რა გამაჩერებდა, როცა ლამის 19 საათი იმისთვის ვიარე რომ ეს ქალაქი ისევ მენახა.


აი ეს ხედი იშლებოდა ჩვენი სასტუმროს აივნიდან. ძველი სტამბოლის ცას აქ მხოლოდ საკმაოდ მრავლად აწვდილი მინარეთები ებჯინებიან. შორს კი აია სოფიას ტაძარი მოსჩანს და მელის. ხოდა მეც მისკენ გავსწიე


აქ ავტომობილების მოძრაობა საკმაოდ შეზღუდულია, რაც მე ძალიან მახარებს. მძროლების ხამობიდან დაღლილი ადამიანისთვის ასეთი ქუჩები ნამდვილი სამოთხეა. მტრამვაი და მეტრობუსები სტამბოლში ყველაზე სწრაფი, იაფი და კომფორტული ტრანსპორტია. მათ არ ადარდებთ არანაირი საცობები. ა დან ბ პუნქტამდე კი ამაზე სწრაფად აქ არაფერი მიგაქროლებთ. თუმცა მე ფეხით გავლა მერჩია, მუხლსაც გავმართავდი და ჰაერსაც ჩავყლაპავდი. 


"მე შენ გაჯობე, სოლომონ"მართალია იუსტინიანესავით აია სოფია არ ამიგია, მაგრამ ბათუმიდან ასე მოკლე დროში აია სოფიას წინ აღმოვჩნდი. ესეც საკმაოდ კარგი მიღწევაა. მაგრამ სამწუხაროთ აქ შესვლა არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. ამიტომ ამ ჯერად ცისფერი მეჩეთისკენ განვაგრძნე გზა. სხვათა შორის იქ შესვლა უფასოა...


მიუხედავად იმისა რომ ახალ სათამაშო ნაჩუქარი ბავშვივით გახარებული დავაბიჯებდი ძველი სტამბოლოს ქუჩებში, დაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა და გულმაც სასტუმროსკენ წამსძლია.  წინ საკმაოდ მოკლე საღამო მელოდა და დიდი, მზიანი და საინტერესო დილა, რომელიც მალე გათემდებოდა. 


ისევ ჩავუყევი უკან ნაცნობ ქუჩებს, გზად ერთ ლარზე ნაკლებად ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენითაც გავგრილდი და სასტუმროში შევაბიჯე. სავარძელში ჩაფლული კი ვიხსენებდი, რა ადვილია და რაოდენ საჭირო გასცდე ჩვეულ ყოფას და აი ასეთი, ჩვეულებრივი გასეირნებით უცხო, მაგრამ ნაცნობ ქალაქში გზადაგზა მოაგროვო ის დადებითი მუხტები, რომელიც ასე ძლიერ გჭირდებოდა. მათ საჭიროებას კი აქ ყოფნისას სწორედ ისე გრძნობ, როგოც მოწყირებულზე წლის სმის პროცესით გამოწვეულ სიამოვნებას. მოკედ ასე. სტამბოლში ჩავაღწიე. შემდეგ პოსტში კი სტამბოლოს ძველ ბაზარს და ტკბილეულობების მაღაზიას ვეწვევით. აბა, დროებით ;) 


ბათუმური შაბათ-კვირა. Batumi. Weekend. cycling.

$
0
0

ბათუმი, ზღვა, ველო და მუსიკა. დამეთანხმებით მშვენიერი ჩამონათვალია. ამიტომაც თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ,  შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ. გასული შაბათ კვირა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ჯერ იყო "ღამე მუზეუმში", შემდეგ კი ულამაზესი ქედი. თუმცა, თავადაც ნახავთ რა და როგორ. 



აი ასეთი იყო ჩვენი თითქმის ორ დღიანი ველოგასეირნება დასავლეთში. "ექშენ ვიდეო კამერაც"გამოვცადე. ასე თუ ისე გამოცდა გაიარა. ამიერიდან უფრო ხალისიან ვიდეო ვლოგებსაც გპირდებით. თუ სამაგისო თემა იქნება. ეს კი ის ლამაზი ხედებია, რომელიც "ექშენ კამერის"ობიექტივმა სათანადოდ ვერ აღიქვა. აი ასე მოსჩანს ბათუმი ავგიას უბდნიდან

ეს კი კვარიათია. ის პატარა კუთხე, რომელიც ასე იზიდავს ზაფხულობით ყველას. აი ასე გამოიყურება ის ზემოდან


ეს კი ჭოროხი, თავისი დელტით


ერთი სიტყვით ძალიან კარგი შაბათ - კვირა გამოდგა. თქვენაც იმოგზაურეთ მეტი, რაც შეიძლება შორს და რაც შეიძლება მეტი ;)


ის სტამბოლი. თავი მეორე. ქალაქის ტკბილი მხარე

$
0
0

მინარეთიდან მოლას მიერ გამოღვიძებული სტამბოლი დილას ლოცვასავით ტრადიციად ქცეული ჩაის სმით იწყებს. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა რომ "ტოროლა"კარგა ხანია აღარ ვარ. მინდოდა ხეტიალი მანამდე დამეწყო სანამ მზე ზენიტში ავიდოდა და სტამბოლის ქუჩებშიც გვარიანად დაცხებოდა. სასტუმროს მანსარდაზე მშვენიერ რესტორანში ტრადიციული საუზმე მელოდა. რესტორნის შუშაბანდებიდან ძველი ქალაქის და ბოსფორის საამო ხედები იშლებოდა. მაგრამ ვინ გაცალა ამ ხედებით ტკბობა ?!



გაიცანით, ეს პატივცემული სულეიმანი გახლავთ. აივნის ძგიდეზე ჩამოჯდა და მას შემდეგ თვალს არ გვაშორებდა. მის მრისხანე მზერას ჩვენი დანა-ჩანგლისა და კოვზის არც ერთი მოძრაობა არ გამოპარვია. სწორედ ისე გვიცქერდა და გვამოწმებდა როგორც აღმზრდელი საბავშვო ბაღში. მოკლედ, სულეიმანის წყალობით საკმაოდ კარგად დავნაყრდი და გზას დავადექი.

სტამბოლის სიამ-ტკბილობაზე არა ერთხელ მითქვამს. ისტორიის, არქიტექტურის, მდებარეობის, სიჭრელის და სილამაზის გარდა აქ არის კიდევ ერთი საინტერესო, საჩემო დეტალი. ეს ალკოჰოლის შემცველი სასმელების ნაკლებობაა. თუ დალევა გნებავს შესაბამისს დაწესებულებას უნდა მიაკითხო. სამაგიეროდ ჩაი, წვენი, რძის ნაწარმი და ყავა იმდენი რამდენიც გინდა. თუმცა არა მხოლოდ ეს, სასმელთან მისაყოლებელი ტკბილეული, აი კიდევ ერთი დიდი, ნოყიერი და უტკბილესი პლიუსი რომელიც სტამბოლს გააჩნია.


დიახ, აქ უყვართ ტკბილეული, აქ იციან მისი ფასი და მუღამიც. იციან როგორ გააკეთონ, როგორ შეფუთონ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ გაყიდონ. თითქმის ყოველ ქუჩაზე შეხვდებით ერთ ან ორ ტკბილეულის მაღაზიას რომლის ვიტრინები უსირცხვოდ კეკლუცობენ ნაირფერი ნუგბარით. თუ ვიტრინაში გამოჭიმულმა სილამაზემ არ მიიპყრო შენი ყურადღება, ამას კარებთან მდგარი "შემპატიჟებელი"მოახერხებს.
- ბუირუმს ეფენდი, აი ნოუ, იუ ლაიქ ქენდი, ველქომ, ველქომ"


გამყიდველებმა კარგად იციან რომ ტკბილეულობის სორტების სიმრავლით თავბრუდახვეული მყიდველი შეიძლება დაიბნეს და გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. ამიტომაც გულუხვად სთავაზობენ კლიენტს დასაგემოვნებლად გამზადებულ ტკბილეულს. 


სიმართლე გითხრათ ჩემი თავის გამიკვირდა. რატომღაც მჯეროდა რომ პირველივე მაღაზიიდან მთელი ხურჯინით თუ არა ერთი სავსე ჩანთით მაინც გამოვიდოდი. მაგრამ ამაოდ. ან უბრალოდ რაჰათ ლუქუმების და ბაქლავების ცქერით გავძეხი, ან კიდევ უბრალოდ სიტკბო იმდენად აღარ მიზიდავს ვიდრე ბავშვობაში. მაგრამ გამყიდველს ამას აუხსნი?!
- ეფენდი, დის ის ვერი გუდ, იც ა გრეით ჯოის. ვერი ნაის




ძნელია, ძალიან ძნელი გააკეთო არჩევანი იქ, სადაც ამდენი გემრიელობა გახვევია გარს და თან ყველაფერი გარდა იმისა რომ გემრიელია, ლამაზიცაა. თითქმის ყველაფერი შეგიძლია წაციცქნო, დააგემოვნო და შემდეგ გააკეთო არჩევანი. თუ გაგიტკბა გასინჯვის პროცესი შეგიძლია ჩაიც მოითხოვო, ან თავადაც შემოგთავაზებენ. რას არ გააკეთებენ სასურველი სტუმრისთვის და აქ მართლაც სასურველ სტუმრად გაგრძნობინებენ თავს. არავინ შემოგხედავს ქართული "მაინც არ ხარ მყიდველი და საჭმელად მოეთრე აქ"ლმობიერი მზერით. 


ბოლო ბოლო აკეთებ არჩევანს, გულდაგულ გიფუთავენ, გიკაზმავენ და ისეთ საზეიმო ვითარებაში გადმოგცემენ, მინიმუმ უმაღლესი განათლების დიპლომი გეგონება. ხო, ტკბილეულით შევსება იქ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩაის და ყავას სვამენ საკმაოდ კარგი იდეაა. ასე რომ თქვენაც გაითვალისწინეთ აუცილებად. ხოლო თუ ტკბილეული დიდად არ ან აღარ გიყვართ და ეს პოსტიც ტყუილად გადაიკითხეთ, გახსოვდეთ რომ სტამბოლის ქუჩებში საკმაოდ ადვილად შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი საოცარი და ჩვენთვის ძალზედ კარგად ნაცნობი რამ, როგორიც ცეცხლზე შეპიწკინებული წაბლია - "ზმეიკიანი წაბლის"თემაზე აბა ვის არ გვიხუმრია. ხოდა აი ბატონო, ზმეიკიანი, გაბარდღალებული და ფუმფულა წაბლი აქ სულ რაღაც ხუთ ლირად შეგიძლიათ შეიძინოთ და გზადაგზა აცმაცუნოთ. 


ტკბილეული გვაქვს, წაბლი გვაქვს, ჰოდა გემრიელად მიირთვით, წინ გასავლელი კიდევ ბევრია. სტამბოლის მარშრუტის მთავარი დეტალი - დიდი ბაზარი გველოდება 

Viewing all 410 articles
Browse latest View live