Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all 409 articles
Browse latest View live

შემოდგომის შოვი. Autumn Shovi

$
0
0

მიუხედავად იმისა რომ ღამით ძალიან ციოდა. ხის სახლში, ლოგინში საგულდაგულოდ შეფუთულებს არც ზედმეტი დისკომფორტი გვიგვრძნია და არც სიზმრების ნაკლებობას შევუწუხებივართ. არც თუ ისე მსუბუქი "წახემსების"შემდეგ ცოტაც დავისვენეთ და შოვისკენ მიმავალ გზას გავუდექით.


შოვის, როგორც ელიტარული კურორტის შესახებ ბავშვობიდან მესმოდა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, რაჭისკენ გზა ჯერ არ მქონია. ხო და აი ახლა მომეცა შესაძლებლობა ვიხილო ის, რასაც ამდენი ხანი ასე ძალიან აქედნენ. ის თუ არა"ნაშთი ძველი დიდებისა"მაინც.



ონამდე მისასვლელი გზიდან განსხვავებით შოვამდე ეტყობა არც ერთმა არჩევნებმა არ მოაღწია. შესაბამისად აქ კომუნისტების დროს დაგებული ნაასფალტარია შემორჩენილი. გაუვალი და გადაულახავი არა, მაგრამ საკმაოდ კარგად შელახული სოფლის გზაა. თუმცა გზის ხარისხიდან გამოწვეულ დისკომფორტს შემოდგომის რაჭის ხედები ნამდვილად გადაფარავს.


აი ამ პატარა მდინარის ვეება კალაპოტზე მიხვდებით თუ რა ძალა აქვს მთის მდინარეს, როცა ადიდებული მძვინვარებს და მთიდან მოაქანებს ლოდებსა და მოგლეჯილ ხეებს. საბედნიეროდ ახლა ის წყნარად და მშვიდა მირაკრაკებდა. 


კი, ბუნება აქ ძალიან ბევრ კურორტს მისცემდა ფორას. თუმცა, როგორც ვთქვი, ძველი დიდებიდან შოვს მხოლოდ მკრთალი ნათებაღა შემორჩენია. პანსიონატების და სანატორიუმების უმეტესობა, რომლებიც ადრე სავარაუდოდ სახელმწიფო ბალანსზე იმყოფებოდნენ, ჩაღამებულია. არის თითო ოროლა თანამედროვე სანატორიუმი. თუმცა მათი რაოდენობა სამწუხაროდ ვერ ქმნის შესაფერის ამინდს. ამას უგზოობასაც თუ დავუმატებთ. არც თუ ისე სახარბიელო სურათს მივიღებთ. 


მაგრამ ჩვენ აქ დარჩენას არ ვაპირებდით, ამიტომაც ეს "დისკომფორტი"ნაკლებად გვაღელვებდა. ხოლო მათ, ვისაც სურს აქ დასველება - არც ზემოთ ჩამოთვლილი მინუსები შეაშინებს საიმისოდ რომ აქ არ ამოვიდეს და ამ მშვენიერ ბუნებაში არ დაისვენოს.


წელიწადის ამ დროს, მიუხედავად იმისა რომ აქაურობა (ჩემი აზრით) არანაკლებ თვალწარმტაც პეიზაჟებს სთავაზობს ამოსულ სტუმარს ვიდრე ზაფხულობით. შოვი ტურისტების და დამსვენებლების ნაკლებობას განიცდის. არადა აქ ამოსულს თავისუფლად შეუძლია სხვადასხვა სირთულის სამთო ბილიკების დაძლევა. თუმცა ამჯერად გამყოლის თანხლებით. ვინ იცის პატივცემული დათვი სად შემოგეგებათ. 

შოვში გასეირნება კი რაღა თქმა უნდა უსაფრთხოა. კი, აქ ზაფხულშიც მშვენიერი იქნება დასვენება.


განა რომელიმე თქვენთაგანი უარს იტყოდა აი აქ, შემოდგომის ყვითელ ტყეში ჩაფლულ სახლში რამდენიმე დღიან დასვენებაზე? მგონი არა. 


მგონი მშვენიერი ბუნებრივი პავილიონია რაიმე საინტერესო, ოდნავ სევდიანი ფილმის გადასაღებად. ამდენი სიყვითლე ქალაქის ჯუნგლებიდან შორს თვალსაც აამებს და გულსაც უხარია.


რაკი აქ არც კაფე და არც ბარი არ არსებობდა (მოვინდომე) სადაც შესაძლებელი იქნებოდა ჩამოჯდომა და ამ მშვენიერების ყავის სმის პროცესში თვალიერება. ისევ ჩავლაგდით ჩვენს პატარა მინივენში და რაკი დღეც იწურებოდა ონიკსენ, უფრო სწორედ ბათუმისკენ გამოვეშურეთ. თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი გაჩერება.  შოვის შესასვლელთან, მწვანე, უღრანი ტყის სანახავად. 


ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის ეს სინთეზი და სიახლოვე მართლაც მომაჯადოებელია. აქ რამდენიმე მეტრში შეგიძლია გადაკვეთო მათი საზღვარი. მწვანე, ხშირი და ლამაზი ტყე. დიდი სიამოვნებით "დაიკარგებოდა "აქ ადამიანი რამდენიმე საათი. მაგრამ...

აი ის მიზეზი, რის გამოც მძულს ეს ერთ დღიანი შ.პ.ს მოგზაურობა. ვერაფერს ვერ ასწრებ სათანადოდ. უბრალოდ მიხვალ, დახედავ და გამორბიხარ.


თუმცა სულ არარაობას ეს მართლა ჯობია. ტყეში ხეტიალისას საინტერესო ადგილს გადავაწყდი. აქ, ტყეში, ღია ცის ქვეშ სამლოცველო (სალოცავი) მოუწყვიათ. პატარა ხის კარადაში ასანთი ინახებოდა. იქვე სანთლები და სალოცავიც. მინახავს მთებში, ველზე. მაგრამ შუა ტყეში ჯერ არ შემხვედრია. ხო, სანთელი ჩავაქრე და ისე წამოვედი. ( ცეცხლი ტყეში მაინც..) 


ბათუმისკენ მობრუნებულებს კმაყოფილების და უკმარისობის ურთიერთ გამომრიცხავი გრძნობა გვეუფლებოდა. კმაყოფილი ვიყავით ხილულით, თუმცა არ იყო ეს ყველაფერი საკმარისი. მით უმეტეს როცა გვახსენდებოდა რომ კვირას ორშაბათი მოყვება და ისევ იმ რუტინას უნდა დავუბრუნდეთ. 

თუმცა გასვლა ღირდა. საჭიროა ასეთი "გაქცევები"ქალაქიდან. რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის. 

ვნახე რაჭა და შევიყვარე. აქ უნდა ამოხვიდე, წელიწადში ერთხელ მაინც. სეზონის არჩევა თქვენთვის მომინდვია, ვის დათოვლილი მთები, ვის გაკვირტული მთის ფერდობები, ვის ზაფხულობით გრილი საღამოები და ვის შემოდგომის ჭრელით შეფერილი მთები მოსწონს. ეგ უკვე გემოვნების საქმეა. ფაქტი კი ერთია - რაჭა კარგია



OLD BATUMI

$
0
0

შემოდგომის მზით გამთბარი ბათუმის ძველ ქუჩებში ხეტიალისას ძნელია გაუძლო ცდუმებას და მობილურით მაინც არ გადაიღო რამდენიმე კადრი. ხოდა აი ისინიც. ხარისხზე დიდად ვერ გამოვიდებ თავს. თუმცა განწყობაზე კი.


+ მელოდია შესაბამისი განწყობისთვის







Autumn in the Garden Shevardnadze. Осень в саду Шеварднадзе

$
0
0

ქალაქიდან არც თუ ისე შორს. ქუჩის გასწვრივ გაწოლილი დიდი ღობის მიღმა პატარა ბაღი მიმალულა. ეს ის ადგილია სადაც ერთხელ მაინც უნდა მოხვიდე და თუ მოხვედი, ხელმეორედ შენი აქ ამოსვლა უკვე გარდაუვალია. მეორედ, მესამედ, მეოთხედ. იმიტომ რომ ეს შენი ბაღია. შენი გარდენია



 თბილისის არც თუ ისე ხშირი სტუმარი ვარ. მაგრამ აქ ამოსვლის გარეშე დედაქალაქში ჩემი არც ერთი სტუმრობა არ ჩაივლის. მიზეზი ბევრი შემიძლია ჩამოგითვალოთ. მაგრამ უმთავრესი თავად ეს პატარა სამოთხეა და ის ფერთა პალიტრა, რასაც წელიწადის სხვადასხვა დროს ასე გულუხვად და მსუყედ იმეტებს "გარდენია"


 არის ადგილები, ლოკაციები. სადაც ერთი სტუმრობის შემდეგ გინელდება ინტერესი და შემდეგ სურვილიც იმისა რომ კიდევ ერთხელ ამოხვიდე.  "გარდენია"გამონაკლისია და ამაში დიდი წვლილი სწორედ ბაღს და იმ ადამიანებს მიუძღვით ვინც ამ საოცარ ბაღს ასე საოცრად უვლიან და პატრონობენ. 


ყოველი თვე აქ ახალ ფერთა გამას სთავაზობს ამოსულ სტუმარს. გარდენიის ფლორის მენიუ აქ ყოველ ჯერზე ახლდება



ბევრჯერ მიწუწუნია რომ ქალაქში შემოდგომა აღარ იგრძნობა. ისევე როგორც გაზაფხულის ხიბლი. ამიტომაც ხშირად გავდივარ ხოლმე ქალაქ გარეთ მსხმოიარე ან ფოთლებშეყვითლებული ხეების სანახავად. ახლა კი წარმოიდგინეთ რომ ეს თქვენი ეზოა... ხო,  გაილაღა ოცნებამ ?! კარგია. მით უმეტეს თუ ეზო გაქვთ და პატარა ბაღის გაშენების შესაძლებლობაც


სახლი გურიაში მეც მაქვს. ხო და გარდენიიდან ჩემი ეზოსთვის პატარა "ჩიტავაშლა"ს ნერგი შევიძინე. მალე ჩავალ და ჩემი ჩიტავაშლაც გაიდგამს ფესვებს ჩემს "გარდენიაში"


დღეს ბაღი უკვე აღარ აფრქვევს ხასხასა ფერების კორიანტელს. ახლა აქ შემოდგომის ზომიერი, თბილი და ოდნავ სევდიანი ფერებია.


კვახი, ხაპი, ხაპერა. ასე დაბანილ დავარცხნილები და სააღლუმოდ მწკრივში ჩაყენებულები მართლაც საამო სანახავია.


ფერები... შემოდგომის ფერები


ყოველთვის მინდოდა შემოდგომის სიჭრელე ასე შემეკრიბა და გადამეღო. აქ კი შეკრებილი, მოვლილი და დალაგებული დამახვედრეს. ერთი მე ვაკლდი და აჰა, მოვედი




დეტალები, პატარა, კოხტა, უცნაური დეტალები და ამ დეტალებისგან შექმნილი დიდი, თბილი, მყუდრო და მომენტალურად შენად ქცეული გარემო. აქ ამოსულს ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ბავშვობაში დავბრუნდი. აი იქ, სადაც ბებიაჩემი სკოლაში წასვლამდე მურაბიან ჩაის რომ მიმზადებდა და პაწაწინა ყუთებში გადამალულ კანფეტებს მალულად მიყრიდა ჯიბეში.



 მენიუს აქ დიდხანს ვერ უკირკიტებ. შუშის ოთახი შესვლისთანავე გკარნახობს, განიშნებს და შენი ქვეცნობიერიც ნებდება - ჩაი?! კი, ჩაი


 ჩაი, მაგრამ რომელი?! შავი?! ხილის ?! თუ მურაბით?! იყოს შავი, ვაშალომიძეების


რადიოდან გასული საუკუნის ოცდაათიანების ჯაზი იღვრება. ეს სწორედ ისაა რაც მურაბასავით უხდება ამ გარემოში ჩაის სმის პროცესს. აქ საუბრისთვის დროის კარგვაც არ ღირს. უბრალოდ დააგემოვნე ნამცხვარი, მიაყოლე ჩაი და შენი ოცნებაც ნელინელ "ბურჟუიკასთან"გამთბარი ჩიტივით გაშლის ფრთებს.


ჩაიში... არა, ეს შევარდნაძის გარდენიაა. 
ჩაში მურაბა, შოკოლადის კექსი "ზებრა", ჯაზი და ბავშვობის მეგობარი სამი გურული. კი, კაი ჩამონათვალია. სადაც ესაა იქვეა მოგონებებიც, იუმორიც და ყველაფერი ის რასაც პოზიტივი ჰქვია. 


აქ აბა სხვანაირად ვერც იქნები. რთულია, შეუძლებელია იყო აქ და ისაუბრო რაღაც ისეთ ბრტყელ, სლიკინა და უმადო თემაზე როგორიცაა.. მაგალითად პოლიტიკა. თუმცა, კაცია და ბუნებაო... ხოდა ჩვენ ეს ბუნება გვირჩევნია


 სხედხართ თბილად, სვამთ ჩაის, ტკბები შუშის კედლებს მიღმა შემოდგომის ფერებით გაფერადებულ ბაღს და ფიქრობ - ნეტავ აქ ზამთარი როგორი იქნება. მაგალითად თოვა


 ვინც აქ ყოფილა დამეთანხმება. თითქმის ყველას გაუფიქრია "რა ლამაზია და რა იოლია ეს ყველაფერი. აი მეც რომ მქონდეს სახლი..."და წავიდაა. რამდენჯერ, რამდენ ნაირად და რანაირად არ გადაგიკეთებიათ, მოგიწყვიათ, აგიყვავებიათ და დაგიმშვენებიათ თქვენი წარმოსახვითი ბაღი... კარგია ეს. თუ გინდ წარმოსახვითი მებაღეობაც რომ შეგვიძლია.


კარგია, მართლა კარგია ასეთი ადგილი რომ არსებობს. გადათხრილ ქუჩებში გაჭედილი საცობებიდან გადათხრილი ნერვები აქ თავისუფლად შეგიძლია დაიამო. თან ასე ახლოს ქალაქის ბუღიდან და ქაოსიდან. ასეთი ადგილები გვახსენებენ ხოლმე ბავშვობისაკენ, სიმშვიდისკენ და ადამიანობისკენ მიმავალ ბილიკებს. სხვაგან თუ ვერ გადიხართ და ვერ გაურბიხართ ქალაქს. აქ მაინც ამოდით ხშირად. მით უმეტეს ახლა აქ შემოგდომაა. სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს




ზამთრის ზღაპარი

$
0
0

ზამთარი ახლოვდება, საოცარი, საინტერესო და დაუჯერებელი ამბების დრო დგება. ის დრო, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტყუილად ხომ არ ეძახიან ზამთარს სასწაულების, საოცრებების და ზღაპრებისთვის ყველაზე უფრო ზედგამოჭრილ დროს. ხოდა აი ისიც, ჯერ არ მოსული ზამთრის პირველი, ძალიან კარგი, მხიარული, საყვარელი ლექსივით ერთ ამოსუნთქვაზე ამოსაყოლი და კეთილი ზღაპარი.

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ადრეც დამიწერია. ძალიან მომწონს ეს სივრცე, მისი დიდი-უფროსი ძმის ქომაგები იმედია არ მიწყენენ. მაგრამ მე ეს უფრო მეხალასება და მეხალისება. ეს ის ადგილია სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი უბრალო მაყურებელსა და პიესის მოქმედ გმირებს შორის. ხოდა ამ ჯერაც ზღვარი გაქრა



ინგას კორნელისენის ეს პიესა ისეთი უშუალობით, ყოვეგვარი "ზეთეატრალური"გადათამაშებით და გათამაშებით იყო მსახიობების მიერ მოთხრობილი რომ ძალაუნებურად გამიჩნდა პლედის შემოხვევის და ბუხართან კომფორტულად მოკალათების სურვილი. კი, ეს იმ ამბავთაგანია ბავშვობის დროს, ბუხრის წინ მოკალათებული ბაბუა რომ გვიყვებოდა და ჩვენც ბაბუას ჩიბუხის ბოლთან ერთად ვისრუტავდით ზამთრის ღამეში ფიფქებად აფარფატებულ ისტორიებს... ზამთრის ზღაპრებს.


დიდი მადლობა მსახიობებს და რაღა თქმა უნდა რეჟისორს. ბრიტანელ ტარეკ ისკანდერს. დამეთანხმებით თხრობაცაა და თხრობაც. ბევრი კარგი ამბავი მინახავს და მომისმენია ისე ცუდად მოთხრობილი რომ... აქ კი სრული ბონუსია. კარგი ამბავი + კარგი თხრობა და არანაირი ზედნადები გადათამაშებები. ასე უხვად, სქელ ფენად რომ ადევს ხოლმე ზოგიერთ სპექტაკლს.


მსუბუქი, თამაშში თამაშითვე მოთხრობილი ამბავი, რომლის თანამონაწილეც იქვე მსხდომი მაყურებელიც ხდებოდა ძალიან კარგი და ლაღი გამოდგა.


ხო, მაყურებელი თანამონაწილე ხდებოდა მეთქი რომ ვსთქვი - სულაც არ მიხუმრია. ერთი პატარა ბიჭუნა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა "თოფის"ხმის ეშინოდა, თითქმის მთელი სპექტაკლის მანძილზე არ იშურებდა კომენტარებს ამ ავად სახსენებელი "თოფის"გამოჩენისას. კი. ფატიურად ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი გახდა. აბა რა გეგონათ - ზღაპრებში ასეთებიც ხდება.


ხოდა ჩემო მეგობარო. თუ ბათუმში ხარ, ზამთარი გხიბლავს და ზღაპარი გიყვარს - მაშინ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა შენს განკარგულებაშია. ჯერ არ მოსული ზამთრის პირველი ზღაპარი უკვე რეალობად იქცა ჩვენთვის. ახლა შენი დროა
















35 მანეთიდან 35 ლარამდე - ფარდისმიღმეთი

$
0
0

 - ყველა ბილეთი გაყიდულია?!

- კი, ყველა... თუმცა... ბიზნეს კლასში არის რამდენიმე. ინებებთ?!
- და რითი განსხვავდება ?!
- ... უფრო ისაა, რა ქვია...
- ძვირი?!
- ეგეც...
- კარგი, თუ სხვა არ არის. რა გაეწყობა. მომეცით ერთი ბათუმამდე


ბაქანზე გამცილებელს პირადობა და უფრო ძვირიანი ბილეთი ერთად შევაჩეჩე ხელში. გადაამოწმა და ვაგონში ამიშვა. პირველი კლასის ვაგონის „თავამდე“ ჩავედი, ფარდა გადავწიე და ... პირველი კლასის ფარდის მიღმა სექციაში შევედი. ეს ალბათ ის მომენტია ეკლესიაში ანბიონს მიღმა რომ შეგაჭყიტებენ, ფარდას გადაგიწევენ მაგრამ ბოლომდე არ შეგიშვებენ. ხოდა მეც და ჩემსავით რჩეული და რკინიგზის ამ წმინდა საიდუმლოს მოზიარე რამდენიმე ადამიანი ამაყად მოვერგეთ ჩვენს არაფრით გამორჩეულ სკამ სავარძლებს.

მგონი პირველი შემთხვევა იყო როცა მატარებლის მარშრუტის მიმართულებით ვიჯექი და არა ზურგით. მანამდე ეტყობა არ მენდობოდნენ. ახლა მენდნენ 35 ლარად... თუ მანეთად.

ვაგონი ნელნელა ივსებოდა. ჩვენი ფარდისმიღმეთიც შეივსო. გამცილებელი შემოვიდა და ხმამაღლა განაცხადა - „გამცილებლები თუ არიან ჩავიდნენ, გავდივართ“ო და სადღაც მიიმალა. გამცილებლები ჩავიდნენ, გამცილებელი დარჩა. კარი გადარაზა და მატარებელიც დაიძრა.

რამდენიმე წუთი მაინც დამჭირდა საიმისოდ რომ გემოზე მოვკალათებულიყავი. ჩანთა სათანადოდ დამედო, ქურთუკი ჩამომეკიდა, საგანგებოდ ნაყიდი ახალი ჟურნალი ამომეძრო. მობილური დასამუხტად შემეერთებინა და ერთი სიტყვით დავსახლებულიყავი. ამის შემდეგ უკვე თამამად და გულდასმით მოვავლე თვალი ფარდისმიღმეთს. ჩემს გვერდით ულვაშ აწკვენტილი მამაკაცი მობილურს ჩაჰკირკიტებდა. ფეისბუქის და ესემესების შრიპტით მივხვდი რომ თურქი იყო. ჩემს წინ ორი ინდუსი სტუდენტი ლაპლაპა შალითში ჩადებულ აიფონებს ალაპლაპებდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ ( საინტერესო ჟღერადობა აქვს მათ ენას) . გვერდით შესახედად სლავური გარეგნობის ბიჭი იჯდა. მის გვედრით ქერა, შუახნეს მიტანებული ქალბატონი. კიდევ ერთი ინდუსი და ორი მეცნიერ თანამშრომელი, რომელთა წოდებაც და მგზავრობის მიზეზი მათივე დიალოგიდან გავიგე. უკან კიდევ ორი ქართველი... აი დაახლოებით ასეთი ეთნო-სოციალურ-ადამიანური თანაფარდობით შეივსო 35 ლარიანი ფარდისმიღმეთი.

- ვაიმემე სულ ასე უნდა ვიარო?! - დაინტერესდა მემანქანეებისჯენ ზურგით მჯდომი ქალბატონი.

- კი ქალბატონო. ასე უნდა ვიაროთ - გამოუტყდა გვერდით მჯდომი

- ვაიმე ასე როგორ?! - არ ნებდებოდა ქალბატონი

- ნუ გეშინიათ ქალბატონო. ზურგს უკან მტრები არ გყავთ - ანუგეშეს უკანა სავარძლიდან

გამცილებელმა წყალი დაგვირიგა. ისე ცხელოდა ყინვაც რომ მოეყოლებიათ არ ვიტყოდით უარს. მაგრამ... მხოლოდ წყალიო. ჩვენც დავუჯერეთ და წყლის სმა დავიწყეთ. ნელინელ თბილისი უკან რჩებოდა. ტაატით მონარნარე ვაგონი აკვანივით ირწეოდა და ვგრძნობდი რომ შემდეგი გაჩერება ძილი იქნებოდა. თუმცა..

- უკაცრავად, თქვენ საიდანღაც მეცნობით! მგონი ეკრანზე უნდა მყავდეთ ნანახი - დაინტერესდა ქერა ქალბატონი და მის წინ მჯდომ მეცნიერების მუშაკს გაუღიმა

- შესაძლოა - გაიღიმა მეცნიერების მუშაკმაც - ჩვენ (გვერდით მჯდომ ქალბატონზე მინიშნებით) მეცნიერები ვართ, კონფერენციაზე მივდივართ ბათუმში

-ვაიმე, რა საინტერესოა! მეც ახლა ჩამოვედი ყაზახეთიდან, იქ იყო კონფერენცია. მე კოსმეტოლოგი გახლავართ. იცით რა საოცარი კონფერენცია იყო?! აი, წარმოუდგენლად საინტერესო. იმდენი ახალი ინფორმაცია მივიღე. იმდენი ახალი ადამიანი გავიცანი. ძალიან კმაყოფილი ვბრუნდები. თქვენ რა თემაზე მუშაობთ ?! ნუ თუ საიდუმლო არ არის რაღათქმაუნდა...

მივხვდი რომ გაჩერება „ძილი“ ცოტათი მოგვიანებით უნდა მომეძებნა. ზოგადად მატარებელში დიდად ბაასის მოყვარული არ გახლავართ, ყველაზე საინტერესო ამ მოცემულობაში ფანჯრის მიღმა ხედებით ტკბობაა. მაგრამ ზამთარში, თან ღამის მატარებლიდან, თან საქართველოში დიდად ვერაფერს დაინახავს კაცი. ამიტომ ახალი, საგანგებოდ მგზავრობისთვის ნაყიდი ჟურნალი ამოვიღე, გარეკანზე ცელოფანი შემოვახიე და ირგვლივ ტიპოგრაფიის (ჩემთვის) საამო სურნელი დატრიალდა. ეს სურნელი ახალი ჟურნალის შეძენის მაქსიმუმ ნახევარი რამაა. ამოვარჩიე მსუყე სტატია და ჩავუჯექი. მატარებლის ბორბლები ისევ ითვლიდნენ რელსების სიგრძეს. გვერდით მაგიდასთან კი ღეროვან უჯრედებზე, ნანო ტექნოლოგიებზე და სააკაშვილზე საუბრობდნენ.

დრო იმაზე ნელა გადიოდა ვიდრე საჭირო იყო. ორსაათიანი ჯდომის შემდეგ სავარძელიც მომძულდა, სტატიბიც შემომელია, ჟურნალის დიზაინშიც აღმოვაჩინე წუნი და ბოლოს გადავწყვიტე ყავა დამელია. მახსოვდა ვაგონის ბოლოს ყავის აპარატი იდგა. წამოვდექი, ჩვენი სექციის ფარდა გადავწიე და... აი ის მზერა. სცენაზე გამოსულს რომ მოენათება ხოლმე ათობით თვალი. ფარდის მიღმელთა მზერა (ყოველ შემთხვევაში მათი ვინც სახით ჩემკენ ისხდა) ჩემზე იყო მოპყრობილი. წამიერად შევყოვნდი. ბოლოს მივხვდი რომ ხალხისთვის სათქმელი ჯერ არაფერი მქონდა და ყავის აპარატისკენ გზა განვაგრძე. ყავის აპარატიც, და გამაგრილებელი სასმელების აპარატიც ტუალეტის მეზობლად უპრობლემოდ არსებობდნენ. მათ შორის კი საკმაოდ მოზრდილი რიგი იდგა. ძნელი იყო გაგერკვია ვის რა სურდა ან უჭირდა. ამიტომ ხშირი იყო უხერხული ღიმილი

-  ყავას ინებებთ?! 
-  არა, ჯერ ვერ

რაკი მოწევა სასტიკად და ძვირად აკრძალული იყო ტუალეტში ბევრი უბრალოდ გასაბოლებლად შედიოდა. ამიტომაც სავსებით სამართლიანი იყო მათი რისხვა ვინც ამდენი ხანი რიგში ვიღაცის ბოლის გამოშვების გულისთვის იტანჯებოდა. თუმცა, რიგში დგომისას, სანამ აპარატი ჩემს ყავას ამუღამებდა ჩემს გვერდით მდგომი ორი მამაკაცის საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. კი, ეს ღირს გახსენებად.

"მეგრული კილოთ სახითხავი“


-  ბიჭო, მაგარია მოსკოვი. მაგრად ვართ იქ. იმენნა ცვეტში გულიავია
 კი, მაგარია ნამდვილად. ვიცი მეც. და გუჯა სად არის, გუჯა?!
-  გუჯა საავადმყოფოში დავტოვე
 ოხ, რატომ კაცო, რა დაემართა?!
- სცემეს გუჯა, სკინხედებმა ცემეს მაგათი დიდა ფხოდი
- ვავა, მერე ბიჯო არ აიღეთ აბაროტი?!
- რა აბაროტი ბიჭო?! გადაირიე? მაგენმა ელგუჯაც ცემეს მაგრად!
- კაარგი კაცო. იმიტომ ჰქონდა ხელი გიფსში?
- ხელიც ქონდა მაგას გიფსში და თავიც ქონდა შეხვეული კაი ხანს. არადა არაფერი არ მოუვიდოდა ლიმერის გამლახველებს რომ არ გაჭიმვოდა მეორე დღეს...
 როგორ კაცო? ლიმერიც სცემეს?!
- სცემეს კი არა დაშალეს და ჩვენ ავაწყვეთ
 კი მაგრამ რატომ?!
- სკინჰედებთან მოუწიათ შელაპარაკება ლიმერის და მურთაზის
- მურთაზიც სცემეს კაცობ
- ბიჯო, ნუ გადამრიე მე შენ. ლიმერი თუ სცემეს მურთაზის დაინდობდნენ?! გადამრევ მე შენ...
 თქვენ ჯიმა რაღაც სტრანნად გულაობთ მანდ. ცვეტში...

ამასობაში აპარატმა ყავა მიბოძა. მეც რწევით გავიარე იგივე გზა და ჩემს სავარძელს დავუბრუნდი. არაბები ისევ ერთმანეთის ლაპლაპა ტელეფონებში იქექებოდნენ. თურქი მეზობელი ვაშლს ახრამუნებდა. გვერდით მაგიდაზე კი ბიძინას მილიონების, ცხიმოვანი კანის გასუფთავების და ქართული სიმინდის თემაზე მორიგი ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობდა.
ქერა მანდილოსანი ისევ აქტიურობდა.


უკაცრავააად - გასძახა გამცილებელს. ისიც რწევა-რწევით შმოვიდა ფარდისმიღმეთში და „რა ჯანდაბა გინდა“ მზერა მიანათა
-  უბრალოდ არ მინდა სხვანაირად გამიგოთ - განაგძო ქერათმიანმა - მე პირველად ვმგზავრობ მატარებლით. დიიახ პირველად - მოგვიბრუნდა ჩვენ, არადა არავის არ შეუნმჩნევია მისი ასეთი აღიარება - და ძალიან მაინტერესებს. აი ჩვენ - ხელით მოგვნიშნა „ჩვენ“ - აი ამ თანხას რომ ვიხდით, რა პრევილეგიებით ვსარგებლობთ. რითი განსხვავდება ჩვენი აქ ყოფნა აი იმ ადამიანებისაგან ვინც ფარდის მიღმაა?! ( პათოსს თუ გამოვრიცხავთ სამართლიანი შეკითხვა იყო )
- ნუ, ახლა - დაიწყო გამცილებელმა - თქვნ გაქვთ წყალი
- წყალი ხო და სოფლის ულამაზეს ასულს მოგვრიან კიდე. დევები ვართ?! - ახითხითდა ჩემს უკან მგზავრი
- არა რატომ? წყალი გაქვთ - არ იშლიდა გამცილებელი
- ის წყალი ქალბატონო იმ ადამიანსებსაც აქვთ. მინიმუმ საპირფარეშო მაინც გაგეკეთებიათ აქ. კიდევ ერთი - არ ჩერდებოდა ქერათმიანი
- საპირფარეშო ვაგონის ბოლოსაა ქალბატონო - გამობრძნედილი სიმშვიდით მიუგო გამცილებელმა
- აბა რითი.. რითი განსხვავდება ჩვენი ბილეთი იმ ადამიანების ბილეთებისაგან?! ფარდით ?! - აქ უკვე მთელი დრამატურგია იყო. ტრაგიზმით. ქერა ქალბატონის გამოსვლები აშკარად დიდი მოწონებით სარგებლობდა ჩვენს ინდუს მეგობრებში. ყოველ ჯერზე თვალები უბრწყონავდათ და ტელეფონებს დებდნენ. მხოლოდ თურქი ხრავდა მორიგ ვაშლს.
- да, хороши вопрос - მოიწონა სლავური გარეგნობის ბიჭმა
 წყალი ქალბატონო - დაიწყო ისევ გამცილებელმა
- რა გააწყალეთ ქალბატონო ამ წყალით საქმე?! - აღშფოთდა მეორე მაგიდა
- დამამთავრებინეთ ბატონო - აღშფოთდასავით გამცილებელი - წყალი და ტელევიზორი - დაამთავრა
- ტელევიზორი ?! - ლამის სამმა ხმამ ერთდროულად იკითხა. მართალი გითხრათ მეც მაშინ შევამჩნიე რომ ჩვენი ფარდისმიღმეთის კუთხეებში მოზრდილი მონიტორები ექკიდა.
- ჩართეთ მერე თქვე ოჯახ აშენებულებო ეს ტელევიზორები თუ გაქვთ - გაუხარდა ერთს
- თქვათ უნდა და ჩავრთავთ
- ვაიმე, ოღონდ პოლიტიკა არა რა! - ითხოვა ქალბატონმა რომელიც ნახევარი საათის წინ დაწვრილებით ყვებოდა ივანიშვილის მილიონების წარმომავლობაზე
- რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს იმას ჩავრთავთ - ამაყად თქვა გამცილებელმა
- ოჰ, წყალთან ერთად დემოკრატიაც გვქონია - გადაიხითხითა ისევ ჩემს უკან მსხდომმა
- დემოკრატია არა, მხოლოდ ქართული ფილმები გვაქვს - ჩაიბუტბუტა გამცილებელმა და პულტს დაუწყო წვალება. ეკრანი აციმციმდა, ჩაირთო, ჯერ ინგლისურად ჩამოთვლილი რამდენიმე ფილმის სათაური გამოჩნდა და შემდეგ რაღაც საქაღალდეები.
- რას ინებებთ?! - მოტრიალდა გამცილებელი
- ვაიმე არც კი ვიცი, აი ის რა წერია. აი ის იყოს. იაქტიურა ისევ ქერამ
- დათა თუთაშხია?
- დიახ ეგ, ვგიჟდები მეღვინეთუხუცესზე
- да, хороши фильм -მოიწონა ისევ
- და ქალბატონო - ჩაერთო მეცნიერმუშაკი - თუ წყლისა და ტელევიზორის გარდა სხვა არაფერი გვაბადია..
- არც საპირფარეშო - ჩაამატა ქერამ
- შეიძლება ჭიქები მაინც გთხოვოთ?
 რა ჭიქბი?!
- აი, უბრალო. ერთჯერადი
- რისთვის ?!
- აგერ, სუფთა წვენიმაქვს წამოღებული და...
- არა. აქ სმა არ შეიძლება
- სმა? როგორ გეკადრებათ. სუფთად გამოღებული წვენია, ღინო კი არა მხოლოდ დავაგემოვნებთ.
- ალკოჰოლი...
- რას ბრძანებთ. რა ალკოჰოლი. ვგავართ ჩენ ახლა ლოთებს. ბოლოს და ბოლოს 35 ლარი გვაქვს გადახდილი
- კი მაგრამ...
- ნუ გეშინიათ ქალბატონო. მხოლოდ დავაგემოვნებთ...
- ნუ... თუ დაგემოვნება გინდათ...
და ჩვენი დამადლებული წყლის ბოთლები უმალ გადაიჭრა შუაზე. გასტაქანებული ბოთლები ღვინის... სუფთად გამოღებული წვენის დაგემოვნების მსურველებს დაურიგეს.

- ამათ არ შევთავაზოთ? - აქტიურობდა ქერა
 ამათ მგონი რელიგია უკრძალავთ - დაასკვნა ასოცირებულმა
- ვაიმე. აბა ისე უხერხული არ არის?
- რავიცი. კარგი, შევთავაზოთ მაინც
- excuse me. Where are you from?! -მომიბრუნდა ქერა. ცოტა არ იყოს დავიბენი
- Where are you from? - უფრო დამიმარცვლა
- ბათუმიდან ქალბატონო
- ვაიმეე, ვერც კი წარმოვიდგენდი. არ გავხართ ბათუმელს - ვერ მივხვდი გაუხარდა თუ ეწყინა
- მაპატიეთ
- ღვინოს ხომ არ დალევთ ჩვენთან ერთად? ამდენი ხანია თურმე ქართველი გვიზის გვერდით და არ ვიცოდით
- ხდება ხოლმე - გავუღიმე  და სასმელზე უარი განვუცხადე
- თქვენ ხომ დალევთ? - მიუბრუნდა ჩემს უკან მსხდომს
- რა მაქ სამქე?
ამასობაში დათამ თავისი პირველი გმირობაც ჩაიდინა და ტყეში გავარდა. ჩვენი გამცილებელი კი მემანქანეებს შეეხიზნა. ფარდისმიღმეთში შეივსო სუფთად დაწურული წვენით ჭიქები. სათქმელი სიყვარულით და სიტყვებით, სივრცე სადღეგრძელოებით და მოგონებებით და წავიდაა ისტორიები და ჩაკითხვები. აღმოჩენები და დაუჯერებელი ამბები. მაში, როცა ფარდის იქით მგზავრთა უმეტესობას ძილი მოერია ფარდის აქეთა მხრიდან ისმოდა სადღეგრძელოები, სიცილი, კისკისი და ტრაიციული „შენი ჭირიმეები“.  მატარებელი ისევ ტაატით მიდიოდა და აპობდა წვიმიანი ღამის უკინეთს. ერთად - ერთი ვინც არავის საქეში არ ერეოდა დათა თუთაშხია იყო, რომელიც უშედეგოდ უხსნიდა თავის მეობას და კაცობას ეკრანზე მზერამიჯაჭვულ ინდუს სტუდენტებს


საინტერესო რამაა მატარებელით მოგზაურობა. მნიშვნელობა არააქვს ფასს. მითუმეტეს როცა ფასის საფასურად არანაირი განსხვავებული კომფორტი არ მოდის ბონუსად. უბრალოდ ისიც კარგია როცა შენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ისტორიებს მე-ნაკლებად საინტერესო ბოლო აქვს. ეს იძულებით თანაცხოვრებაც ხომ ადრე თუ გვიან მთავრდება და ბაქნიდან უკვე ისევ შენი, ყოველდღიური ყოფა იწყება.

პ.ს. აი მეც მაქვს 35 (მანეთიანი) ლარიანი ამბავიც



ბედის ირონია - ფილმი, რომლითაც 40 წელია ვაცილებთ ძველს

$
0
0

ახალი წელი ახლოვდება. ისევ ჩვეული ფუსფუსი, ისევ სამზადისი, ისევ ნაძვის ხე, სუფრა, მეკვლე, სალათები, მილოცვები და სადღაც კუთხეში მდგარი, საახალწლო რეკლამებით გამოტენილი და ადამიანივით მაღალ ხმაზე მოსაუბრე ტელევიზორი. ისიც ხო ოჯახის ერთ-ერთ აქტიურ წევრად ითვლება. მით უმეტეს ახალ წელს, როცა მასაც სთხოვენ სათანადო ტემპი და მხიარულება შეიტანოს საახალწლო განწყობის შექმნაში. მასაც შეაქვს რა და როგორც შეუძლია. საახალწლო შოუ პროგრამებით, კონცერტებით და რაღა თქმა უნდა ფილმებით.

საახალწლო ტრადიციები, რომლებიც ასე "უხვად"გადმოგვყვა საბჭოთა ეპოქიდან დღემდე მეტ-ნაკლებად ცოცხალი და ჩვენი გახდა. თინეიჯერებისთვის ალბათ ნაკლებად, მაგრამ უფროსი თაობის ადამიანებისთვის ძნელად წარმოსადეგია ახალი წლის დადგომა ერთი ფილმის გარეშე, რომელიც ასევე ტრადიციად იქცა. ის ფაქტიურად პირველი მეკვლე იყო მშრომელი ადამიანის ოჯახში. პირველად ის 1975 წელს მოგვევლინა და მას შემდეგ, ყოველ  ახალ წელს, 31 დეკემბერს... დიახ. ეს ის ფილმია ирония судьбы или с лёгким паром - ფილმი, რომელიც მოგვწონს თუ არა უკვე ჩვენი ძველი ახალი წლის შემადგენელ ნაწილად იქცა. ბევრს გვიხუმრია კიდეც "ერთი ახალი წელი მაინც მოვიდეს ამ ფილმის გარეშე"ო. თუმცა ყოველ ჯერზე ისეთივე სიამოვნებით ვუყურებთ როგორც ადრე. ნაცნობი, დაზეპირებული ფრაზები, დიალოგები, სიმღერები და ის სევდანარევი განწყობა, რომელიც მთელ ფილმს გასდევს.

"ბედის ირონია"წელს ისევ იქნება ჩვენი "მეკვლე", მაგრამ ამჯერად მისი რეჟისორისა და სცენარისტის ელდარ რიაზანოვის გარეშე.

საბჭოთა კინემატოგრაფიიდან მხოლოდ ორი ადამიანის გახსენება მსიამოვნებს, ეს გალხავთ ლეონიდ გაიდაი - კომედიების არაჩვეულებრივი ოსტატი და ელდარ რიაზანოვი. თუ კი რამ ლამაზი, ფერადი და კეთილი მოგონება შეიძლება ადამიანს აკავშირებდეს საბჭოურ წარსულთან - ეს მოგონებები აუცილებლად ამ რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებთანაა კავშირში.

თუმცა დავუბრუნდეთ რიაზანოვს. გარდა სცენარისა და რეჟისურის ის საკმაოდ კარგი მსახიობიც იყო და დიდი სიამოვნებით თამაშობდა ეპიზოდურ როლებს საკუთარ ფილმებშიც. მისი ფილმოგრაფიის ჩამოთვლით დიდად თავს არ შეგაწყენთ.  უბრალოდ შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს და დამეთანხმებით რომ მართლაც იცოდა ამ ადამიანმა თავისი საქმე. 

უფრთხილდი ავტომობილს



3десь было так темно, тихо и пустынно, что невольно хотелось совершить преступление.
Гаража пока нет. Но замочек я уже достал.
Каждый, у кого нет машины, мечтает ее купить. И каждый, у кого есть машина, мечтает ее продать.
Это нога у того, у кого надо нога.
Ты вообще живешь по доверенности.
Детектив без погони — это как жизнь без любви.
Из нас двоих кому-то одному должно было повезти.
Тебя посодют. А ты не воруй.
Жениться нужно на сироте.
Откуда ты такой взялся? Мама такая хорошая, про паровоз поет!
комментировать
Свободу Юрию Деточкину!
Он хоть и вор, но бескорыстный честный человек.




იტალიელების წარმოუდგენელი თავგადასავალი  


— Это же воровство! Я не хочу в этом участвовать… Какой ты русский? Ты неаполитанец!!!
— Не ешь меня, я невкусный!
— Розарио Агро ещё никто не убивал!
— Приеду — отбивную сделаю! Научится рожать! Девять женщин в доме, куда это годится?!
— Я не хочу её, не хочу!
— Да ты посмотри, сколько в ней секса!
Куси его, Лёва!
— Ой, как красиво! Как в аквариуме!
— Не открывай окно, болван!
— Осторожно, рыбку задавишь!
- (по телефону) Беременный? Кто беременный?! (бросает трубку) Розарио Агро ещё никто не обзывал беременным!!!
— Сто сорок семь… Сто сорок восемь… Сто сорок девять… сто сорок девять… сто сорок девять…
— Тебя что, заело?
— Видимо, да… Сто сорок девять… сто сорок девять… сто сорок девять…
Это же настоящие русские горки!
— Это опять ты, проклятый хромой негодяй?! Прощайся со второй ногой, будешь хромать на обе!
— Не надо! Я сам!
— Мафия бессмертна!
— Да будет тебе вода пухом! Аминь!
— От мафии ещё никто не уходил!
— Я — «Окунь», я — «Окунь». Докладываю со дна Невы. Клад наш.
Не зли меня — убью!

— Андрюша, ты хочешь заработать миллиард?
— Да!!!
Это ведь видите как получается: может взлететь! А может и не взлететь!
— А невеста у тебя есть?
— Есть! Только она пока об этом не знает.
— А как ее зовут?
— А этого пока я́не знаю



გარაჟი


— «Я вам покажу». Что вы нам покажете?
— Он вам всё покажет!
— Мы вам ничего не позволим показывать! Мы вам сами всё покажем!

Я так понимаю, полусонные вы мои, заседание стихийно продолжается.

Попрошу факт продажи Родины зафиксировать в протоколе.

Законным путём идти можно. Дойти трудно.

— Марин, когда эта бодяга закончится, поехали ко мне завтракать.
— Я знаю, что произвожу впечатление женщины, с которой можно начать и за ужином, и за завтраком.
— Вы скажете, что Вы не такая.
— Не скажу, но и завтракать не поеду.


— Как ветеринар, я обещаю вам, прожорливый вы мой, заворот кишок.
— Да! Будет! У него будет заворот кишок! В знак протеста!

У вас потрясающая профессия. Вы занимаетесь тем, чего нет.

У верблюда два горба, потому что жизнь — борьба!

— Ключи у вахтера, но он их не дает...
— Ваш вахтер – идиот!
— Да, но он на посту.

Ключики мы вам не отдадим! Мы вам не Буратины.


სამსახურეობრივი რომანი


— Я считаю вас самым трудолюбивым...
— Хм! Что вы, что вы!
— Не «Хм», а трудолюбивым работником.
— Что вы, Людмила Прокофьевна, стоит ли так меня баловать?

— Друзья утверждают, что у меня красивый.. баритональный.. дискант.
— Подождите, меня осенила догадка: вы пьяный?
— Нет, что вы! Когда я пьян, я буйный. Гы-гы-гы! Вот. А сейчас я тихий.
— Мне повезло.

Ну вон же она сидит, в жутких розочках!

— Шура, если память мне не изменяет, вы числитесь в бухгалтерии?
— По-моему, да...
— Вы это хорошо помните?
— Да, по-моему...

— Давайте чтоб все были здоровы!
— Прекрасный тост!

— Снимайте платье! Живо, снимайте! А-а-а! Нет, нет. Не сейчас, не здесь.
— Что же вы говорите «снимайте»?


— Мы же с Вами уже попрощались!
— Попрощались? Так давайте поздороваемся!

Перестаньте плакать! Что Вы, Вам по должности не положено.

— Вы утверждали, что я чёрствая!
— Почему? Мягкая!
— Бесчеловечная!
— Человечная!
— Бессердечная!
— Сердечная!
— Сухая!
— Мокрая!

 ბედის ირონია


 - Господи, как скучно мы живем! В нас пропадает дух авантюризма! Мы перестали лазить в окна к любимым женщинам...
- Какая гадость эта ваша заливная рыба!
- О-о, тепленькая пошла!..

— Знаешь, когда люди поют?
— Когда нет слуха и голоса?
— Когда они счастливы!..

Такие как Вы всегда правы, во всём, потому что живёте как положено, как предписано, но в этом и Ваша слабость — Вы не способны на безумство, Великое Вам не по плечу, а жизнь нельзя подогнать под вымеренную схему…

— Ну вообще неслыханно, ребята! Доктор отказывается пить за здоровье!


— Ну что вы делаете?
— Ухожу.
— Вы же ищете предлог, чтобы остаться.
— Ищу. Не нахожу.
— А я не могу найти предлог, чтоб вас задержать. Что делать?

Новогодняя ночь кончилась, и всё встаёт на свои места...

— У неё удивительное имя... Надя
— Главное — редкое.

Понимаете, каждый год 31 декабря мы с друзьями ходим в баню. Это у нас такая
традиция…

— Мама-а!
— Мама ушла!
— Чья мама ушла?
— По счастью, у нас с вами разные мамы...
— И они, мамы, обе ушли?

— ... А почему мама поставила чужие тарелки?
— Наконец-то, вы начинаете прозревать.
— А чего тут прозревать-то? Значит, вы вошли, переставили мебель, поменяли тарелки... А куда вы дели мою люстру?!
— Отвезла в комиссионку!
— Зачем?...


Конец новогодней ночи... завтра наступит похмелье. Пустота....

У меня такое ощущение, что за эту ночь мы прожили целую жизнь...


 აი ეს მცირე ჩამონათვალი იმ ფილმების და ფრაზების, რომლითაც დიდი სიამოვნებით ვციტირებთ ხოლმე, როცა თემა საბჭოეთს, ახალ წელს, სამსახურს ან ზოგადად გამოუვალ მდგომარეობას ეხება. ეს გათლილი, გაშალაშინებული და გამობრძმედილი  ფრაზები ხშირად გგვრის ღიმილს და გამოხატავს ჩვენს ირონიას, სარკაზმს. რომ არა ეს ფილმები, ირონია და იუმორი ვინ იცის როგორი იქნებოდა ჩვენი და მით უმეტეს ჩვენი მშობლების ყოფა. დიდი მადლობა ამისთვის ელდარ რიაზანოვს.

სხვების არ ვიცი მაგრამ მე წელს დიდი სიამოვნებით ჩავუჯდები საახალწლო "ბედის ირონიას". ბოლოს და ბოლოს ეს ის ფილმია რომლითაც უკვე 40 წელია ვემშვიდობებით ძველს. ხოდა ასეც იყოს 

ნადიამ თუ მოგცა - ძმაა. გრუზინიზმი

$
0
0
დღეს ერთ ძველ ნაცნობს შევხვდი. ხდება ხოლმე ადამიანები რომ ქრებიან თვალსაწიერიდან და მერე ისევ ჩნდებიან. დიდად არც არასდროს გვიმეგობრია. მაგრამ მაინც გამიხარდა, მასაც გავუხარდი. ლუდზე დამპატიჟა, მივიღე მიწვევა. გავიხსენეთ ძველი, ახალიც მოვყევით და -  აი რაც არ მიყვარს და ვცდილობ ყოველთვის მინიმუმზე დავიყვანო ამ საკითხზე ვინმესთან დებატი და კამათი - პოლიტიკა. და არა უბრალო, საგარეო პოლიტიკა და მისი ნიუანსები. მოსკოვური ვოიაჟებით მოხიბლული დაბრუნებულა ჩემი ძველი ნაცნობი და ახლა ყველანაირად სცდილობდა გაეღვივებინა ჩემში "მოძმე და ერთმორწმუნე"ქვეყნისადმი სიყვარული. 

ძალზედ მაოცებს და უფრო ხშირად მაცოფებს რიგი ადამიანების მონური და ვაჭრული სიყვარული იმ რაღაცისადმი რასაც "დიდი რუსეთი"ჰქვია. განსაკუთრებით ისტორიული საკვანძო საკითხების "სოვეტსკოე შამპანსკოეს"ფერებში დანახვის მცდელობა მცელავს. 

ბევრი არ მიკამათია, უბრალოდ ჩემი გადავიხადე და წამოვედი

ადრე ვამბობდი რომ თევზის დარი, სამ წამიანი ისტორიული მეხსიერება გვაქვსთქო

ამ ბოლო დროს ხშირად ვრწმუნდები რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არა თევზის. არამედ *ლის მეხსიერება გააჩნიათ. მათვის რუსეთში ნახმარი "ნადია"უფრო მეტად ღირებული, წონადი და ხელჩასაჭიდი არგუმენტია, რომელიც ჩვენს "ერთმორწმუნეობასაც"კი ანაღდებს, ვიდრე მთელი ისტორიის მანძილზე ამ ქვეყანასთან ურთიერთობით მიღებული და ჩვენგან ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გააზრებული მწარე გაკვეთილები. არც თავის დროზე გაუქმებული ავტოკეფალია ( რასაც ასე ებღაუჭებიან) არც ოკუპაცია, არც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეგობრები... არა. გასაღებული მწვანილი, ნახმარი "ნადია"და ამ "ნადიას"საშოში თავ ამოყოფილი ცნობიერება

და ეს კაია. რუსი კაია, კაი

აი რა არის "გრუზინიზმი"და რა მძულს. მნიშვნელობა არ ააქვს "ლარისა ივანოვნა"იქნება, "ნადია", "ნატაშა"თუ ვინმე სხვა. სანამ იმ ორგანოთი ვფიქრობთ, იგივე გვექნება თავში 

p.s არ მძულს რომელიმე ერი, მძულს სიბრიყვე და სიბრმავე
პ.ს.ს მგონი ერთად ერთი უწმაწური პოსტია ჩემს ბლოგზე. იმედია ბოლო

აპარეკა Апарека Apareka

$
0
0

აპარეკა - თითქმის ყველამ იცის ეს სიმღერა. ბევრჯერ შევხვედრივართ გაზიარებულ ბმულებს სოციალურ ქსელშიც და იუთიბზეც. ბევრს შეუსრულებია და ბევრნაირადაც. ისეთებიც მინახავს ვისაც აპარეკა ხალხური სიმღერა ჰგონია.


სიმღერა არ არის ხალხური. ტექსტის ავტორი გიორგი არაბულია, მუსიკა კი ჯგუფ "მეხუთე სეზონი"ს სოლისტს - ალუდა ქეთელაურს ეკუთვნის, რომელიც სამწუხაროდ 25 წლის ასაკში, 2012 წელს გარდაიცვალა. 


აპარეკას "მეხუთე სეზონი"მღეროდა. იმედია არ მიწყენენ ალუდას გულშემატკივრები, თუ ვიტყვი რომ აპარეკა ფართო საზოგადოებამ სულ სხვა ჯგუფის, უფრო სწორედ ტრიოს წყალობით გაიცნო ( ანი ჭინჭარაული, შორენა ცისკარაული, თათული მგელაძე )


ტრიო მანდილის მიერ გზად ჩაწერილი ვერტიკალური ვიდეო ძალიან მალე გასცდა ცხვარიაჭამიას. საძიებო სისტემები მას უკვე იოლად პოულობდნენ სხვადასხვა საიტებზე

მას შემდეგ ძალიან ბევრი ვერსია "დაიდო"ქართულიც, უცხოურიც. გუშინ კი კიდევ რამდენიმეს გადავაწყდი. ხოდა, მინდა ისინი თქვენც გაგიზიაროთ. ეს ერთერთი პირველი ვერსია იყო რამაც დამაინტერესა. 


იქვე გამოჩნდა მეტალიც 




ესპანელები იგივე მელოდიით მაგრამ სულ სხვა ტექსტით


და აი ესეც. მგონი ყველაზე უცნაური და საყვარელი ვერსია თავისებური ხიბლით


და ბოლოს. დიდი მადლობა ალუდა ქეთელაურს. ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ასე ადრე. 

განახლებული ძველი = ახალს. 1419 999, 96 ლარად

$
0
0



ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება. ქალაქს რთავენ, ალამაზებენ, აკეკლუცებენ. ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნო სანახავია ეს პროცესი. მით უმეტეს მას შემდეგ რაც ეს ქალაქი და ქალაქელები პომპეზურ, ლამაზ და ფერად დღესასწაულებს შეგვაჩვიეს. 

საინტერესო სანახავია წელსაც. ეტყობა შარშანდელი შ.პ.ს ახალი წელი და მისი არანაკლებ შ.პ.ს გაფორმებით გამოწვეული ქილიკი და ხითხითი მავანმა "გაითვალისწინა"და წელს თავგამოდებით ამტკიცებს რომ უკეთესს ვნახავთ.

ბათუმში ვხუმრობთ, ჩვენი ნაძვის ხე ლამისაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიტანოთო. მით უმეტეს ათწლეულზე მეტი "თანაცხოვრების"და შარშან, წინასაახალწლოდ გადატანილი ხანძის და იარების შემდეგ რაღაც სითბოც და სინანულიც გი გაგვიჩნდა მის მიმართ. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ მისი სამკუთხა ფორმა, რომელიც წლების  მანძილზე არ შეცვლილა დღემდე სახალისო თემად რჩება. 

რჩება იმიტომ რომ ახალმა, ხალხის მიერ რჩეულმა გადაწყვეტილებების მიმღებმა დაიმახსოვრა რომ ნაძვის ხეს რაღაც უნდა უყონ. შემდეგ ადგნენ და მწვანე საფარის ნაცვლად "წვიმით" შემოსეს. კითხვაზე, რატომ დატოვეს ძველი კონსტრუქცია - თქვეს რომ კონსტრუქცია მყარია და აბა რა ექნათ. სამკუთხედზე (ფორმაზე) რომ იყო ამდენი წლის მანძილზე დისკუსია - ეს რატომღაც დაავიწყდათ. ეს იმას ჰგავს, ადამიანი რომ გამოვა საპარიკმახეროდან თმაშეღებილი და რომ ეტყვიან - ვაა, ახალი თავი გიხდებაო. ხოდა ჩვენც "ახალი თავი" - "ახალი ნაძვის ხე"გვაქვს. თუმცა სამართლიანობა ითხოვს კონკრეტიკას - განახლებული ნაძვის ხე

















ეს სქრინები მერიის ოფიციალური გვერდიდანაა აღებული. დიახ, 1419 999, 96 ლარი ჯდება მაიმუნის წელის ბათუმში მობრძანება. ადრე პომპეზურობა ვახსენე. ხოდა სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმასაც რომ ადრე (შესაძლოა) ამაზე მეტიც კი იხარჯებოდა საიმისოდ რომ ადამიანს ბათუმში ახალი წლის გატარება შეშურებოდა. მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია როგორ უნდა შევაშუროთ და მოვასურვოთ აქ ჩამოსვლა.


ესეც იმავე გვერდიდან აღებული ფოტოა. "27 დასახელების საახალწლოდ დამზადებულ აქსესუარებში"ესეც შედის. წინა თანხას თუ გადავხედავთ უნდა ვივარაუდოთ რომ დიდი ბანერები მინიმუმ საავტორო ფოტოებით ან გრაფიკული ნამუშევრებით უნდა კეკლუცობდეს და არა ინტერნეტიდან ჩამოქაჩული შაბლონებით



როცა ასეთ კითხვებს სვამ ზოგიერთს სწყინს და ფიქრობს რომ "ცუდს ვეძებთ"და ზოგადად "ვაკნინებთ მათ მიერ გაწეულ სამუშაოს". მაპატიეთ მაგრამ  გაწეული სამუშაო როცა ბადებს კითხვებს, ეს კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას და პასუხიც გაეცეს. აქ არ არის საუბარი ბანალურ გემოვნებაზე და "მე ასე მომწონს" . საუბარია იმაზე თუ რა კეთდება და როგორ. თორემ 90-იანებში საახალწლო განწყობა ყოველგვარი მილიონების გარეშეც მოდიოდა და მიდიოდა.

კარგი ისაა რომ ამით ქალაქის საახალწლოდ გამოპრანჭვა არ მთავრდება. ნაძვის განახლებულ წვიმის ხესაც აღკაზმავენ და გაანათებენ. ქუჩებიც განათდება. განწყობაც ისევე მოვა როგორც წინა მთავრობების დროს მოდიოდა (ნუ, შეიძლება პარტიულებს პარტიული სანტაც ეწვიოს) და მაიმუნის წელიც ტრადიციულად იმაზე ადრე მოვა ჩვენთან ვიდრე ამას აღმოსავლური კალენდარი ითვალისწინებს .

საახალწო, ლამაზი ბათუმის ფოტოებს კი ტრადიციულად არ მოგაკლებთ ;) და არც კითხვებს 

გირჩი და ცოტა ფანტაზია

$
0
0

საახალწლოდ მორთული და მოკეკლუცე ჩიჩილაკები, მრავალნაირად მოკაზმული გირჩები, საშობაო გვირგვინები და წიწვებისაგან დამზადებული ათასნაირი დეკორი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენაზე კიდე არა ერთი საინტერესო ექსპონატი იყო წარმოდგენილი. გამოფენა გაყიდვა ღია ცის ქვეშ, ნაძვნარში იყო მოწყობილი. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და აჰა, მშვენიერია 


საახაწლო-საშობაო მელოდიები , ცხელი ჩაი და გირჩის მტვრით გაზავებული გემრიელი თაფლი. კოცონი. ფიჭვები. მოკლედ. მშვენიერია


როცა ცხელი, თაფლიანი ჩაით გათბებოდა, მნახველს იქვე შეეძლო შეეძინა ჩვენებური ჩიჩილაკი, ან საშობაო გვირგვინი. ან სულაც გირჩებისა და რკოებისგან შექმნილი სათამაშოები. ასე გემრიელად მორთულ- მოკაზმულს ხო ძნელად თუ წააწყდებოდით სადმე. 


ზოგადად ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა  სასახელოდ უნდა ითქვას რომ ვიზიტორის აქ მოსვლა უკვე კარგა ხანია მხოლოდ ლამაზი ხედებით ტკბობით არ შემოიფარგლება. 


თითქმის ყოველი თვე კონკრეტული ღონისძიებით გამოირჩევა, გამოფენით, განახლებული ექსპოზიციით. მოკლედ მშვენივრად მუშაობს ბოტანიკური ბაღი და მე ეს მომწონს


ჩემთვის მაინც ყველაზე დაუვიწყარი ბამბუკის გამოფენაიყო სადაც ბამბუკის მურაბიდან დაწყებული ბამბუკვისვე ღვეზელამდე მისვლამდე ლამის ყველაფერი დავაგემოვნე და ვაღიარე, რომ თურმე პანდაც შეიძლება იყოს ბედნიერი.



რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას. ეს უფრო სადღესასწაულო, ხელნაკეთი ნივთების წინასაახალწლო ბაზრობას ჰგავდა და როგორც უკვე ვსთქვი - მშვენიერი იყო. მეც შევიძინე გირჩის სათამაშოები.




როგორც ჩემთვის არის ცნობილი გამოფენა თავისი ექსპოზიციით სულ მალე ბათუმსაც ეწვევა და მსურველს აქაც ექნება საშუალება წინა საახალწლოდ აი ასეთი, ძალიან ლამაზი განწყობა შეიტანოს სახლში


მე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქართული ჩიჩილაკი უძალიანმაგრესი რამაა



"შარმ ელ შეიხი ჩაზნექილი სკამების"ნაცვლად ?! ანუ რა ელის ბათუმის ბულვარს

$
0
0

"ჩვენ გვაქვს კონცეფცია, არა, ჩვენ არ გვაქვს კონცეფცია. ეს არ არის პროექტი ეს მხოლოდ იდეაა, არა, კონცეფცია ახლა იწერება,  ახლა უნდა დავწეროთ და ჩამოვაყალიბოთ. ამ ვიდეოში ნაჩვენები ხედები რატომ არ მოგწონთ?! კი, ასე უფრო უკეთესი იქნება. ეს კარგია. არა, რაც ამ ვიდეოშიაეს არ არის დამტკიცებული ჯერ. "

დაახლოებით ასეთი, თითქმის ურთიერთ გამომრიცხავი ფრაზები ისმოდა იმ კითხვათანიაღვრის მიღმა რაც დღეს ბულვარის სამომავლო განახლებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მომხსენებლებს "დააყარეს".  ვიდეო რგოლი, რომელიც თავდაპირველად დიდი ზარ-ზეიმით და დიფერამბებითიქნა პრეზენტირებული საკმაოდ მოზომილ პრეზენტაციაზე და შემდეგ ამაყად, არანაკლებ აღტკინებულიტექსტის თანხლებით განთავსებული სოციალურ ქსელში, აღმოჩნდა რომ არა კონცეფცია, არამედ იდეა იყო. კონცეფცია როგორც ასეთი ახლა უნდა შემუშავდეს. დადგინდეს და მხოლოდ მერე იქცეს სამოქმედო კანონად, რომელიც განსაზღვრავს რა უნდა იყოს ბულვარში, რანაირად და როგორ. ასევე იმას თუ რა არ უნდა იყოს.

საკმაოდ საინტერესო ფაქტია - ჯერ არ არსებულ კონცეფციაზე აგებული იდეის (რომელიც ვიდეო რგოლში იყო წარმოდგენილი ) პრეზენტაცია და ლამის იმის მტკიცება რომ ეს კარგია.

მით უმეტეს მაშინ როცა საუბრობენ რომ "ეს ბულვარის რეკონსტრუქციაა და უნდა შენარჩუნდეს ავთენტურობა"მაგრამ იქვე დასძენენ რომ ავთენტური ბულვარში ლამის აღარაფერი აღარ დარჩა და ძირითადად "შესანარჩუნებელი"ც კოლონადების გარდა აღარაფერია. იგივე ავთენტურობის კონტექსტში სუბტროპიკულ გამწვანებას რანაირად ჩაამატეს იაპონური საკურადა ბაღი თავისი "ჩანჩქერებით"ჩემთვის ახლაც ამოუცნობი განტოლებაა. ცხადია რომ ამ ვიდეო რგოლში შექმნილი ბულვარი რადიკალურად განსხვავდება არსებულისაგანდა აქ სიტყვა "რეკონსტრუქცია"სწორედ იმ საკურას ხესავით ყვირის.

საქმე არ ეხება მხოლოდ ბანალურ "მომწონს ან არ მომწონს". განვმეორდები და ვიტყვი. ცალკე აღებული ეს პროექტი ძალიან კარგია. დიდი სიამოვნებით გავისეირნებდიასეთ ხეივანში, ლაბირინთებში, იაპონურ ბაღებში და ასე შემდეგ ოღონდ სადმე სხვაგან. მაგალითად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ან სულაც გონიოში. ვერავინ ვერ იტყვის რომ ამ ტერიტორიებს ათვისება არ სჭირდება. მაგრამ არა ბათუმის ბულვარში.
საუბარი იმის თაობაზე რომ "დღევანდელი ბულვარი ჩარევას საჭიროებს"არ ამართლებს ჩარევის ამგვარ ფორმას. კი, ძალიან ბევრი რამ არსებულიდან ბულვარში არ უნდა არსებობდეს და ბევრიც გამოსასწორებელია. მაგრამ ჩარევის შედეგად ჩვენ მოვლილი ძველი ბულვარი უნდა მივიღოთ და არა ბათუმის ახალი ბულვარი.

ძირითადი საშიშროება რასაც ბათუმელების უმეტესობა გრძნობს ეს არ არსებული კონცეფციის და კანონის არ ქონის (რომელიც ბულვარში ასაშენებელი და არსებული შენობა-ნაგებობების სტატუსს განსაზღვრავს . რა უნდა იყოს და რა არა) არ არსებობის გამო გამოწვეული ვაკუუმია და ის საშიშროება, მავანმა და მავანმა ( მაგალითად ისეთმა მსხვილმა კომპანიამ როგორიც გახლავთ METRO ) ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არ მოინდომოს სასტუმრო, ან მსხვილი სარესტორნო, ან რაიმე მსუყე ბიზნეს იდეის განხორციელება მიმდინარე "რეკონსტრუქციის"დროს. ქართული რეალობა გვასწავლის რომ ასეთი არა ერთ გზის მომხდარა და ამის განმეორება არანაირად არ გვინდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ქსელში ტრიალებს ალტერნატიული პროექტი. განსხვავებული იმ ოფიციალურისაგან. რომელშიც კარგად ჩანს კორტების ტერიტორიაზე და უნივერსიტეტის წინ წამოჭიმული 3 სართულიანი, საკმაოდ დიდი ზომის შენობა-ნაგებობები. მართალია გვარწმუნებდნენ რომ "ეს მხოლოდ იდეა იყო და არანაირად არ უწერია ამ იდეას განხორციელება"მაინც არსებობს შიში იმისა რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცას ეს "იდეა"მოეწონება და განახორციელებს ისევ და ისევ "ბულვარის სამომავლო განვითარების"ნათელი ლოზუნგებით. ამის რეგულაცია კი ბულვარის კონცეფციას და კანონს შეუძლია, რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ არსებობს. მაგრამ არსებობს რგოლი. ანუ "სტენკა დადგმულია"მაგრამ

ბულვარის კონცეფციის არ ქონამდებევრი ეჭვი იქნება და ვარაუდი. თუმცა საკითხავია როგორი იქნება ჩამოყალიბებული და მიღებული კონცეფციაც. რადგან არ ვართ დაზღვეული იმისაგან რომ რომელიმე მსხვილი, სოლიდური მოთამაშის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ დიდ ფულს ჩადებს "ქალაქის განვითარებაში"ბულვარის განვითარების ხედვა სამომავლოდ არ შეიცვლება და "ბულვარის ტურისტებისთვის უფრო მეტად საინტერესო ობიექტად გადაქცევის მიზნით"აქ არ დაიწყება დღეს რადიკალურად მიუღებელი ბულვარისთვისაუტანელი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობები როგოც ამჟამინდელი კორტების ტერიტორიაზე. რომელსაც მდებარეობას უკვე უწუნებენ და თვლიან რომ ბულვარს "ხლეჩს". ან სულაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის წინ მდებარე ტერიტორიაზე. რომლის განვითარების "ახალი გეგმის"ერთ-ერთ მუშა ვერსიაში ორი, საკმაოდ მსხვილი შენობა ფიგურირებს.

12 საკმაოდ მოზრდილი ზომის შენობა-ნაგებობა რომელიც კორტების ტერიტორიაზეა განლაგებული
 რომელიც საბედნიეროდ "ოფიციალურ რგოლში აღარ ფიგურირებს"
უნივერსიტეტის წინ მდებარე სკვერი და ირგვლივ გაშენებული ორი სამ სართულიანი შენობა

მართალია "კონცეფციის" ( რომელიც ჯერ არ შემუშავებულა) ავტორები ამბობენ რომ რეალური და განსახორციელებელი მხოლოდ ის "ოფიციალური ვერსიაა"რომელიც ასე წარმატებულად ტრიალებს სამთავრობო გვერდებზე. მაგრამ როგოც უკვე ვთქვით დაზღვეული ასეთი მოთამაშის გამოჩენის და დიდი ინვესტიციის შემთხვევაში  გადახედილიდა გადასწორებული "განვითარების კონცეფციისაგან"სამწუხაროდ დაზღვეული არ ვართ. ჯერ არ ვართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გაიწეროს დიდი სახეცვლილებების დაწყებამდე

თუმცა სახეცვლილებებსბულვარი უკვე განიცდის. ნელ-ნელა ქრება სასეირნო ალეისშუა ზოლი და მის ადგილს მწვანე მოლი იკავებს. მწვანე ჯერჯერობით, თუმცა შემდეგ განვავრცობთოდა სულაც არ იყო ეს ზოლი საჭიროო. აქო შეყვარებულები ისხდნენ სევდიანადო. ნუ... 

სევდიანად ჯდომას "განახლების შემდეგ" სავარაუდოდ ამ გაუმქებულზოლზე აღმოცენებულ კაფეებში შევძლებთ. ან კაფეში ყავით. ან კაფის წინ. სადაც უკვე სიმწვანის და ფიჭვნარის ნაცვლად შუაში გამოჭენებული "მსუბუქი "კაფის და მისი სტუმრების ცქრითგავერთობით. აქვე საინტერესოა ის ფაქტი თუ რამდენად იქნება დასასვენებლად გამოსული ადამიანისთვის, ვისაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა სურს, ბარის წინ სხდომა და ბარის სტუმრების ცქერა. 

კაფე, რომელის ბულვარის ალეას შუა ზოლის ნაცვლად იქნება



საქილიკო გამოდგა შენიშვნა მეტწილად მომატებულ საკურას ხეებსა და ჭრელ ფერებზე, რომელიც ბათუმის ბულვარს არ ახასიათებდა. თუ არ მოგწონს სიჭრელე ამ მოცემულ პროექტში - ესე იგი მოგწონს მხოლოდ ორი ფერი. ნუ, ლოგიკა და აქო...



შუა ალეა საკურას ხეებით,

არის კიდევ ძალიან ბევრი დეტალი. რომელიც ცალკე აღებული ძალიან საინტერესოა და კონკრეტულ ლოკაციაზემშვენიერიციქნებოდა. მაგრამ რა ესაქმება მათ ბათუმის ძველ ბულვარში.., ამაზე პასუხი არ მიმიღია თუ არ ჩავთვლით პასუხად "აბა ეს ჯობია?!"ს

ან რატომ უნდა გავდეს ბათუმის ბულვარი შარმელ-შეიხსხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ეზოს თავისი ჩანჩქერებით, იაპონური ბაღებით და ქვიშნარით. როცა ეს ყველაფერი (კი ლამაზია მაგრამ) არანაკლები სიკოხტავითგანთავსდებოდა ახალ ბულვარში. მით უმეტეს ეს უკანასკნელი ასეთ დატვირთვას მშვენივრად აიტანს. 




იმ "დამამსხვრეველი არგუმენტით"მოთამაშეებს , რაც "აბა ეს მოგწონთ"ით ფიგურირდებავეტყვი.

ნამდვილად არ მომწონს დღევანდელ ბულვარში, სანაპირო ზოლზე გაშენებული სავაჭრო ქალაქი და მათ გაყოლებაზე განთავსებული მოღობილი"ბუნგალოები"რომლებსაც ასევე არაფერი ესაქმება ძველ ბულვარში.

ნამდვილად არ მომწონს არსებული კაფეების კონცეპტი და ხარისხი. თუმცა ეს სენსიტიური თემა კონკრეტულად მფლობელებთან ერთადაა გასავლელი და გადასაჭრელი

არ მომწონს აუთვისებელი ტერიტორიების არსებობაც. თუმცა მათი გამოყენების ნაცვლად ათვისებულისგადაკეთების ფაქტს (სასეირნო შუა ალეისგაუქმებას) ვაწყდებით თან იმ მოტივით რომ ხალხის ნაკადის გადმონაცვლებამოახდინონ.

საბოლოო შედეგი ასეთია. ვიდეო, რომელიც ტრიალებს მხოლოდ იდეაა. კონცეფცია და ხედვა არ არსებობს. სამაგიეროდ დაწყებულია ბულვარში "სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო"სამუშაოები რომელიც იდეით ამ კონცეფციის ნაწილია და რომელიც, ჩემის აზრით კონცეფციის შემუშავებამდე უნდა შეჩერდეს.

კონცეფციის ჩამოყალიბებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა ნიუანსი და მცირედი დეტალი. კანონის დონემდე უნდა იქნეს აყვანილი სამომავლო განვითარების გეგმა, რომელიც სპეციალისტების მიერ იქნება შედგენილი და არ იქნება აცდენილი ბათუმის ძველი ბულვარის საერთო სურათს. თავიდანვე მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს სასტუმრო ობიექტების, დიდი სარესტორნო ლოკაციების არსებობის ალბათობა


პ.ს სქრინები, რომელიც ამ პოსტშია გამოყენებული არის "რეკონსტრუქციის"ერთ-ერთი ვერსიის ვიდეოდან ამოღებული. სავსებით შესაძლებელია რომ ეს ვერსია ვერსიადვე დარჩეს. თუმცა იმ არსებულ, "ოფიციალურ"ვერსიაშიც (სადაც ეს შენობები საბედნიეროდ არ არსებობს) კიდევ არა ერთი საკამათო დეტალია. დიდი იმედი მაქვს რომ სამომავლოდ, კონცეფციის დამუშავებისას და მასზედ მუშაობისას მაქსიმალურად გაითვალისწინებენ იმას რომ ბათუმის ბულვარი საჭიროებს მოვლას და არა გადაშენებას, დაშენებას და გარდაქმნას. 

ანალოგიური პროექტები ისეთ სენსიტიურ ლოკაციაზე როგორიც ბათუმის ძველი ბულვარია ასე არ უნდა კეთდებოდეს და მით უმეტეს მათი განხორციელება "კუდიდან"არ უნდა იწყებოდეს, ჯერ ვიდეო, მერე განხილვა და მერე კონცეფცია.

ხოლო სანამ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდება, კარგი იქნებოდა თუ დროებით შეჩერდებოდა ბულვარში ამჟამად მიმდინარე სამუშაოები და გაკეთდებოდა ის მინიმუმი, რაც სჭირდებოდა დღევანდელ ბულვარს. კერძონს ამოყრილი ასფალტის საფარის შეცვლა ქვაფენილით. ( და არანაირი  ალეების გაერთიანება )

მეტად საგულისხმო ფაქტია. არსებული (არ არსებული) კონცეფცია მეტწილად ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსწონთ :) 

ფაქტია რომ ამ თემას კიდევ არა ერთხელ დავუბრუნდებით. იმიტომ რომ ეს ბათუმის ბულვარია , ეს ჩვენი ბულვარია

ბათუმის ბულვარი დღეს და ხვალ

დაიცავი ძველი ბულვარი. აქცია. 25 დეკემბერი

$
0
0

ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმელებს ისევ მოუწიათ ქუჩაში გამოსვლა. ბულვარის მომავალი, რომელიც ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია ქალაქელების შეშფოთებას იწვევს და ბადებს სავსებით ლეგიტიმურ კითხვას. რატომ ხდება გადაწყვეტილებების მიღება ქალაქელების ჩარევის გარეშე. რადგან ბათუმის ბულვარი ყოველი ბათუმელის კუთვნილებაა. ამიტომაც სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია სულ მალე გადაიზარდა საპროტესტო აქციაში. სადაც ქალაქელებმა თავიანთი გულისტკივილი გამოთქვეს მიმდინარე მოვლენების გამო და ხაზგასმით დააფიქსირეს რომ ბულვარს ასეთი ექსპერიმენტებისთვის არ დასთმობდნენ. 



როგორც თავიდანვე იყო დაანონსებული, აქცია ატარებდა აპოლიტიკურ ხასიათს და გამოხატავდა მხოლოდ ბათუმელების სამოქალაქო ნებას შეჩერებულიყო ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავად აქციის აპოლიტიკურობისა მასზე მაინც გამოჩდნენ პოლიტიკოსები. თუმცა საბედნიეროდ მათი მხრიდან აქციის პოლიტიკური განცხადებების პლათფორმად ქცევის მცდელობები არ ყოფილა






ბათუმელები აპროტესტებდნენ ბულვარში მიმდინარე "რეკონსტრუქციას"და ითხოვდნენ სამუშაოების დროებით შეჩერებას. სანამ სათანადო კოცეფცია და გეგმა არ შემუშავდებოდა. საამისოდ ხელმოწერებიც შეგროვდა.








მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა მირანდა ჩარკვიანმა სცადა. სამწუხაროდ აქციაზე ზემდგომი ორგანოებიდან ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მხოლოდ მირანდა ჩარკვიანი აღმოჩნდა დიალოგის მოსურნე.










ფაქტია რომ პრობლემა არის და ამ პრობლემამ ბათუმის მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა. ცხადია ისიც რომ ასეთი სახის დიალოგით დიდად შედეგი არ მიიღწევა. მაგრამ ის რომ დიალოგი, კონსულტაციები, თემის სათანადო დამუშავება და საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლა აუცილებელია. კარგია რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ბათუმელთა ნება ქალაქზე და ისტორიაზე საეჭვო ზეგავლენისგან თავის არიდების. ბათუმმა არა ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტი გადაიტანა რასაც ნაწილობრივ მისი იერსახე არასახარბიელოდ შესცვალა. ბათუმის ბულვარი კი ის წითელი ხაზია, რისი გადაკვეთაც უკვე აღარ შეიძლება. 

ამბავი ამით არ დასრულებულა. ჯერჯერობით გროვდება ხელმოწერები კონცეფციის შემუშავებამდე ბულვარში მიმდინარე სამუშაოების შეჩერების თაობაზე. მომდევნო აქცია დაგეგმილია კვირას, პირველ საათზე. ბათუმის ძველ ბულვარში. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელში გვერდზე "დაიცავი ძველი  ბულვარი"

Critical Mass Batumi. Happy Holidays

$
0
0

Critical mass Batumi - ს ყოვეთვიური ველო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში უკვე ტრადიციად იქცა. როგორც ყოველთვის, ახლაც თვილოს ბოლო პარასკევს ბათუმის ქუჩებიში საზეიმო ველო მსვლელობა მოეწყო. ეს კულტურა, ისევე როგორც ველო სპორტი ჩვენი ქალაქის მახასიატებელი ხდება და ეს ძალიან გვახარებს. უკვე რიგითი მოქალაქეებიც გვეკითხებიან თუ როდის ეწყობა მორიგი მსვლელობა და მასში მონაწილეობის სურვილსაც გამოსთქვამენ. რაც ძალიან გვახარებს. მძღოლებიც ნელინელ აღიარებენ რომ ქუჩა მხოლოდ მათი არ არის და ეს დიდი პროგრესია.

25 დეკემბერს კი წლის ბოლო ველო მსვლელობა გაიმართა. ტრადიციულად ანბანის კოშკთან შევიკრიბეთ და ძველი ველო წელი, ველო პრობლემებითურთ დიდი ზარ-ზეიმით გავაცილეთ








კარგი და პოზიტიური იყო ეს წელი ველო მოყვარულთათვის. იმედს ვიპოვებთ რომ მომავალ, ახალ 2016 წელს გაცილებით მეტნი ვიქნებით. მანამ კი ყველა ველო მოყვარულს და გუშემატკივარს Batumi Critical Mass -ის სახელით ვულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს ;) ბევრი ველო - ბევრი პოზიტივი

"რადიო აჭარა"წლის თოვლის პაპა გახდა

$
0
0
წერილები თოვლის პაპას
როცა თოვლის პაპა იგვიანებს შენ თავად უნდა გახდე პაპა. რადიო აჭარის დილის გადაცემაში ერთხელ ძალიან საინტერესო ადამიანები გვეწვივნენ. ისინი საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანი"ს მესვეურები იყვნენ. გარდა იმისა რომ სამოცდაათამდე ბენეფიციარ ოჯახს ეხმარებიან, საახალწლოდ პატარა ბენეფიციარების გულის გახარება განეზრახათ. საამისოდ მათ მიერ დაწერილი წერილები შეაგროვეს და სანა კლაუსთან, ან თოვლის პაპასთან გასაგზავნად მოამზადეს. 

ზოგადად ბევრჯერ გაგიგიათ ასეთი წერილების არსებობა, ბევრჯერ გინახავთ კიდეც სხვადასხვა სასაცილო ან მეტად პრეტენზიული შინაარსით. მაგრამ ეს წერილები სულ სხვა სურვილებს ინახავდა.


ამიტომ, რადიო აჭარის დილის გადაცემის ჯგუფმა და მთლიანად რადიომ, თავის თავზე აიღო დროებით თოვლის პაპის ფუნქცია და რამდენიმე პატარას საახალწლო სურვილი გადაიბარა. 

ერთია როცა უსრულებ ვიღაცას სურვილს. მაგრამ სულ სხვაა როცა ამ სურვილს პატარა ადამიანს უსრულებ. ეს ის ემოციაა რომელიც უნდა იგრძნო და განიცადო. დაინახო ის გაცისკროვნებული, აცრემლებული თვალები და ცამდე ლაღი ყიჟინა როცა მათ ხელში, თოვლის პაპასთან დაბარებული საჩუქარი ჩნდება. 









თანატოლებთან ერთად საჩურებისაგან მიღებული სიხარული სირიიდან დევნილმა პატარებმაც გაიზიარეს


პატარა ანრი, ნანატრი ჩონგურით
აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანს"არსებობისთვის. დაუღალავი შრომისთვის და უშრეტი ენთუზიაზმისთვის. იოლი არ არის ყოველგვარი დაფინანსების გარეშე მოახერხო და იზრუნო ბენეფიციარებზე. 


სიგელი, რომლითაც რადიო აჭარას წლის თოვლის პაპის სტატუსი ერგო

რადიო აჭარას არა ერთხელ განუხორციელებია ასეთი აქცია პატარებისთვის. მაგრამ ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით რომ სიკეთე გადამდებია და ის ისეთივე აუცილებლობაა როგორც ჰაერი. თქვენაც შეგიძლიათ გახდეთ "თოვლის პაპა"
ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს 



ქალაქი ამბობს - არა -ს .17 იანვრის აქცია ბათუმში

$
0
0

დღეს ბათუმში, ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ბათუმელები სამუშაოების შეჩერებასთან ერთად მესამე (შუა) გაუქმებული ალეას აღდგენასაც ითხოვდნენ. სხვათა შორის გუშინ ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა, ამ გაუქმებულ და მიწამიყრილ ალეაზე ბალახის საფარის გადასაგებად საგულდაგულოდ დაჭრილი გაზონიც კი ჰქონდათ მიტანილი. მაგრამ როგორც კი მწვანე საფარის ფოტოები სოციალურ ქსელში აიტვირთა და ამას სათანადო აჟიოტაჟიც მოჰყვა, დღეს დილითვე გუშინ მიტანილი მწვანე საფარი ბულვარიდან გაქრა. თუმცა არავინაა დაზღვეული რომ საფარი იქ მაინც არ დაიგება. რადგან, უკვე მრავალგზის გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, სადაც მთავრობის რიგი წარმომადგენლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან რომ "ალეას აღდგენა მათი პირადი, როგორც ბათუმელის სურვილია"ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი საქმის ან ამ მათი სურვილის განსახორციელებლად მათივე მხრიდან არ გადადგმულა. 


მართალია იყო მცდელობები ბულვარის განვითარების სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის შემმუშავებელ სარეკომენდაციო ჯგუფში მოსახლეობის ჩართვის. მაგრამ ეგ მას შემდეგ გახდება აქტუალური და სარწმუნო, რაც ბათუმის ბულვარს დაუბრუნდება მესამე ალეა. გაიწერება კანონი სამოქმედო, რომელიც ცხადყოფს თუ რა, როგორ და რანაირად უნდა იყოს ნებადართული ან აკრძალული ბათუმის ბულვარში. და რაც მთავარია ეს ყველაფერი დარგის სპეციალისტების მონაცემებზე დაყრდნობით იქნება გაკეთებული და მხოლოდ მერე საჯაროდ განხილული. და არა "ჩემი ხომ გჯერა"ან "იმათმა რა იციან"არგუმენტებით შეთითხნილი.

რიგი "წარჩინებულ ჩინოსანთა"მხრიდან გამოსროლილი "აი, ხომ არის დემოკრატია, მიშას დროს ამასაც ვერ იტყოდით", "ეს ჩვენი დამსახურებაა საჯარო პირი აქციაზე რომ გამოდის"და რიგი სხვა, მიზანს აცდენილი არგუმენტებისა, რომელიც ვერანაირად ვერ "აპრავებს"მათ საქციელს და მით უმეტეს ამგვარ ყოფას. აქციები გრძელდება. ქალაქელები აპროტესტებენ ბულვარის ხელყოფის ფაქტს და მინდა გითხრათ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. 


აქციების პარალელურად ბულვარში სამუშაოები გრძელდება. სავარაუდოდ მესამე ალეაც გაუქმდება და მინდვრის საფარი გადაეგება. მაგრამ როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბრძანა - "როგორც დაიგება ისემც აიგება"


თანამედროვე ისტორია გვთავაზობს არა ერთ საინტერესო ფაქტს იმისა თუ როგორ მონაწილეობენ მოქალაქეები მათივე ქალაქის დაგეგმარებაში. ამის არა ერთი და ორი საინტერესო და გაკვეთილად გამოსაყენებელი მაგალითი გვაქვს. 


მავანმა და მავანმა უნდა გაიგოს და გაიაზროს რომ ქალაქი ეკუთვნის ქალაქელებს და რომ მასზედ ექპერიმენტები დაუშვებელია. მითუმეტეს ისეთი უხეში და ფუჭი, როგორიც ახლა მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში. 


ქალაქში უკვე გროვდება პეტიცია ბულვარში მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე. ასევე არსებობს ონლაინ პეტიციაც სადაც თქვენც შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი (ბმული) თუმცა მიუხედავად ამისა სამუშაოები არ ჩერდება. თუ ეს ის დემოკრატიაა რაზედაც ლამის ყოველ შეხვედრაზე ითხოვენ მოსახლეობიდან მადლობის გადახდას - რატომ არ მუშაობს ბატონებო ?! 


ბულვარი ეკუთვნის ქალაქს და ქალაქი ამბობს - არა-ს. გზავნილი მოკლე და მარტივია. თავი დაანებონ ბულვარს. 

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას.
მოვითხოვთ:
  1. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.
  2. კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
  3. გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.
  4. ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.
  5. სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.
ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით.

როცა ქალაქი ამბობს არას. ბერლინის აეროპორტის ისტორია

$
0
0

ჩვენ ძალიან გვიყვარს ევროპული გამოცდილების, ან სულაც მაგალითების გახსენება. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე დემოკრატიას ან ისეთ იდეებს ეხება, რომლისკენაც მივიღწვით, მივიწევთ, იდეის დონეზე მაინც. დღევანდელ პოსტში სწორედ ერთ-ერთ ასეთ მაგალითზე მინდა გიამბოთ, რომელიც, ჩემი აზრით ძალიან კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ქალაქმა მართოს ქალაქი. როგორი უნდა იყოს დემოკრატია და რას ნიშნავს როცა ქალაქი ამბობს არა-ს.


რიგი ჩინოვნიკები დღემდე ითხოვენ ქება დიდებას და სამადლობელ სიტყვებს იმის თაობაზე რომ ბათუმში მიმდინარე აქციებზე ხალხის სიმრავლე და "სიტყვის თავისუფლება"მათი დამსახურებაა. სამწუხაროდ ავიწყდებათ რომ ხალხი სწორედ მათ მიერ ჩადენილი ქმედების გამოა გამოსული აქციაზე და შედეგი ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა იყოს და არა უბრალოდ "მადლობა თქვით რომ გამოდიხართ". თუმცა ეს მათ შეგნებამდე ძნელად დავა. ამიტომ იმ ამბავს მოგითხრობთ, რაზეც დავიწყე წერა


ეს ბერლინის, ბერლინელების და მათი ერთობის ამბავია. ქალაქში, გასული საუკუნის ოციანი წლებიდან ფუნქციონირებდა მცირე ზომის აეროპორტი ტემპელჰოფი (Flughafen Berlin-Tempelhof) . დროთა განმავლობაში საჰაერო გადაზიდვების მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზარდა აეროპორტიც და ორმიციანი წლებისთვის მისი ზომები მართლაც შთამბეჭდავი იყო. ის ერთ დროს მსოფლიოს 20 ყველაზე დიდ შენობა-ნაგებობების სიაშიც კი შედიოდა. 


მაგრამ დრო გავიდა. გადაზიდვებზე მოთხოვნა ისევ გაიზარდა და აეროპორტის საფრენი ბილიკი ახალი, დიდი ზომის თვითმფრინავებისთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა.


1996 წელს ტრანსპორტის მინისტრის, ბურგომისტრისა და ბრანდერბურგის პრემიერ მინისტრის ინიციატივით გაიხსნა ახალი, თანამედროვე აეროპორტი. რომელიც სრულად პასუხობდა თანამედროვე საჰაერო ნავიგაციის და გადაზიდვების მოთხოვნებს. არსებული აეროპორტი კი გამოცხადდა დახურულად. ხოლო არსებული ტერიტორიის ნაწილი ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსებით უნდა გაშენებულიყო. მიუხედავად იმისა რომ პროექტი ფინანსურად ძალიან მომგებიანი და ერთის შეხედვით გამართლებული იყი. ხელისუფლება საგონებელში ჩავარდა.


ბერლინის მოსახლეობა შეიკრიბა და საგანგებო რეფერენდუმის შედეგად 25 ათასზე მეტმა ადამიანმა განაცხადა რომ აეროპორტის ტერიტორია უნდა დარჩეს ხელუხლებელი და რომ არ ეთანხმებიან ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას. 


სენატი ლამის ემუდარებოდა მოსახლეობას რომ არსებული ტერიტორიის ნაწილი მაინც დაეთმოთ მშენებლობისთვის. ხოლო ნაწილი კეთილმოეწყობოდა როგორც სარეკრეაციო ზონა. თუმცა ამაოდ.

საცხოვრებელი კომპლექსების შენების იდეას მალე სპონსორიც გამოუჩნდა და ლობისტებიც როგორც პოზიციაში, ასევე ოპოზიციაში. ერთი სიტყვით მთავრობა სრულ ტანხმობას და მზადყოფნას აცხადებდა იმის თაობაზე რომ ეს ტერიტორია განაშენიანებულიყო. გადაწყვიტეს კანონ პრექტი საჯარო მოსმენაზე გაეტანათ, სადაც თითქმის არასდროს არავინ დადიოდა და შედმეგ ჩაეშვათ პროცესში.

თუმცა ორგანიზატორებმა ეს გაიგეს და მოითხოვეს კანონის მიხედვით რეფერენდუმის ჩატარება. ასეც მოხდა. ქალაქმა ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც 2,5 მილიონი ევრო დაუჯდა. რეფერენდუმის წყალობით გადაწყდა რომ აეროპორტი გადაურჩება საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას

თუმცა არა მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსზე იყო აქ საუბარი. 350 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, უნდა დარჩენილიყო ისე როგორც იყო. მოასფალტებული საფრენი ბილიკების ერთად უნდა შენარჩუნებულიყო მინდვრის საფარიც. მოსახლეობამ ფაქტიურად არც ერთი გოჯი მიწის ნაკვეთი არ დაუთმო მშენებლებს. 

თუმცა ამ ბრძოლაში მოსახლეობა არ იყო მარტო.პოცდარმის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც ამტკიცებდა რომ ეს ტერიტორია ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ იმისთვის რომ მოსახლეობას აქ დაესვენა. არამედ იმიტომ რომ ეს სივრცე წარმოადგენდა ქალაქის "კლიმატურ ბალიშს", გამაგრილებელ სივრცეს, რომელიც ირგვლივ მდებარე უბნებს სუნთქვის საშუალებას აძლევდა. 

გარდა ამისა ამ ტერიტორიის ინფრასტრუქტურული განაშენიანება ძალიან ძვირი დაუჯდებოდა ქალაქს, რომელსაც სათანადო ბიუჯეტი არ ქონდა, რის გამოც სახსრების გადმოზიდვა მოხდებოდა სხვა ფონდებიდან, რის გამოც ფული სხვა პროექტებს დააკლდებოდა. ამასთანავე ქალაქს ჰქონდა სხვა, საცხოვრებელი კომპლექსებისთვის სავარგი ტერიტორიები სადაც შესაძლებელი იყო მთავრობისთვის სასურველი მშენებლობის განხორციელება. 


საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას რომ მათ მართლაც დიდი საქმე გააკეთეს. მიუხედავად იმისა რომ თავიდან მათ რიგებში მხოლოდ ხუთი ადამიანი შედიოდა. იდეის გარშემო მალე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა რომ საინფორმაციო საშუალებები ყოველმხრივ სცდილობდნენ ეს საპროტესტო პროცესი თავიდან მიეჩქმალად. ფლაერების, ზურგჩანთაზე და ველოსიპეტებზე მიკრული სტიკერებით, პატარა ბროშურებითა და შეხვედრების წყალობით საინიციატივო ჯგუფმა ქალაქი ფეხზე დააყენა. რეფერენდუმზე მათ მიერ წამოყენებულმა კანონპროექტმა 750 ათასი ხმა მიიღო. მოსახლეობის ერთსულოვნების შემხედვარე რიგმა პარტიებმა და პოლიტიკურმა ფიგურებმა თავისი პოზიციებიც შეიცვალეს და ხალხის ნებას დაყვნენ.


2010 წელს, ქალაქის და ქალაქელების ნებით ბერლინის ყოფილმა აეროპორტმა ქალაქის პარკის სტატუსით უმასპინძლა ქალაქელებს. ყოფილი აეროპორტის შენობა ნაგებობები კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად სათანადოდ მოეწყო. აქ გამოფენები, კონცერტები, სპორტული და სხვა სახის კულტურული ღონისძიებები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია როგორც დასასვენებლად გაზონზე წამოწოლილი ქალაქელი.

აი ეს ევროპული მაგალითი ბატონებო. როცა ქალაქმა თქვა არა და როცა მთავრობა მადლობების კი არ ითხოვს, არამედ ისმენს იმას რასაც ამბობს ქალაქი









თოვლი და ზღვა. ბათუმი. Море и снег. Батуми

$
0
0

ვიცოდი, მაინც მომიწევდა თოვლიანი ბათუმის ფოტოების ატვირთვა. შეგპირდით კიდეც. ხოდა ინებეთ დანაპირები. თოვლი, ზღვა და სანაპირო.







ეს კი შარშანდელი და წლების წინდელი თოვლი. ესეც იდოს ;)



winter landscape, автор — Dato Trapaidze на 500px.com








THE FIRST SNOW IN BATUMI, автор — Dato Trapaidze на 500px.com








First Snow, автор — Dato Trapaidze на 500px.com








Sunset, автор — Dato Trapaidze на 500px.com





დათოვლილი ბათუმი (ფოტო) Батуми под снегом

$
0
0

ამჟამინდელი მონაცემებით ბათუმში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. მიუხედავად იმისა რომ თოვლს ძალუძს ნებისმიერი ასაკის ადამიანი რამდენიმე ხნით მაინც დააბრუნოს ბავშვობაში. (რაზედაც შემდეგ აუცილებლად დავწერ) გვარიანი პრობლემების შექმნაც შეუძლია. თოვლი დასავლეთში საკმაოდ "სველი და მძიმე"რამაა. ამასთანავე საკმაოდ მძიმედ ასატანია სუბტროპიკული და ტროპიკული ჯიშის მარადმწვანე ნარგავებისთვის. ამიტომაც ბულვარის ადმინისტრაციის მეოხებით ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა, რომელმაც გამოხატეს დახმარებისთვის მზადყოფა, საკმაოდ ბევრი ხე იხსნა თოვლის მძიმე მარწუხებისაგან. თუმცა სამწუხაროდ ყველა ვერ. ძლიერი თოვისა და მოხალისეთა სიმცირის გამო ბევრი პრობლემა მოუგვარებელი რჩება. ასევე მოუგვარებელია გზების და სავალი ბილიკების გაწმენდის თემა. მიუხედავად იმისა რომ ტექნიკა მუშაობს, მათი ძალისხმევა სამწუხაროდ საკმარისი მაინც არ არის.


გუშინ, ბულვარის ადმინისტრაციასთან ერთად, გვიან ღამემდე ვმუშაობდით ბულვარში. მოხალისეთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო. თუმცა ვინც მოვიდა მადლობის ღირსია. ავად თუ კარგად მაქსიმუმი გავაკეთეთ იმ ღამით.

დღეს უკვე ჩინოსანთა მთელი ამალა კამერების თანხლებით გამოეფინა ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამალებით რეკდნენ ხეებს. თან რატომღაც ბულვარის გადაჯიშების მოწინააღმდეგეებს ეძებდნენ, ესაო და ჩვენ აგერ ვშრომობთ და ისინი სად არიანო. ნუ, კამერის  შუქ ქვეშ ყველა გმირია. თუმცა ეგეც კარგია. სამომავლოდ გავითვალისწინებთ. ისევ ძლიერი თოვაა მოსალოდნელი და ამაღამდელი გასვლის დაანონსებისას ვიტყვით რომ კამერებიც, ვიზიებიც და მედიებიც გააშუქებენ ხის ბერტყვის პროცესს. თურმე ეს მუშაობს და რატომაც არა. მთავარია საქმე გააკეთონ და თუ გინდ ღია ეთერში, ორკესტრის თანხლებით.

ახლა კი დათოვლილი ბათუმის ფოტოებს შემოგთავაზებთ განტვირთვისთვის. სხვათა შორის ასეთი დიდი თოვლი 1986 წლის შემდეგ არ ყოფილა (მგონი)




















გაყინული ტბა. ბათუმი. замерзшее озеро. Батуми. frozen lake. Batumi

$
0
0

ჩემი ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან გრძელდება. დღეს, ბათუმის 6 მაისის პარკის გაყინულ ტბას ვეწვიოთ. მართალი რომ გითხრათ ტბა არც თუ ისე იშვიათად იყინება. მაგრამ რაკი გაიყინა. ამ სანახაობას ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი. ხოდა, ინებეთ. აი ასე გამოიყურება ჩვენი მრავალნაწამი ტბა.









თუმცა აქ არა მხოლოდ ტბაა თქვენი ყურადღების ღირსი. 6 მაისის პარკი დღეს ძალიან გავს ბორჯომის, ან სულაც ბაკურიანის პარკს. თოვლმა აქაურობასაც დაატყო თავისი ხელი







Viewing all 409 articles
Browse latest View live