Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all 409 articles
Browse latest View live

არა დაღვრილის... დასაღვრელის...

$
0
0
წითელი, ხასხასა, ვეება ტიტები დავხატე. სანგრის სათხრელი ალესილი ნიჩბით დაჩეხილი ტიტები. ნაფლეთებად ქცეულ პიონერის ყელსაბამებზე ვიდექით სკოლის ეზოში, გვეკეთა შავი სამკლავურები და ვუსმენდით მასწავლებელს, რომელიც გვიყვებოდა რა მოხდა რუსთაველზე 9 აპრილს. 
შემდეგ სკოლიდანაც დაგვითხოვეს, სახლში წადითო. მაინც დავდიოდით.
შემდეგ ყველგან გავრბოდით, სადაც კი მიტინგი ტარდეოდა. 
შემდეგ 21 ადამიანის სია გამოაკრეს
შემდეგ ნინო თოიძის ცხედარიც ჩამოასვენეს. 
შემდეგ იყო ვიდეო კადრები... შავთეთრი... შიშინა... საზარელი
შემდეგ იყო სისხლის გამყინავი სიმღერა "დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს"... და ტანკების გრუხუნი... ფარების და ჩექმების ხმა
შემდეგ იყო გლოვა... ტიტები და ყაყაჩოები... არა დაღვრილის... დასაღვრელის...

შემდეგ... 
მას შემდეგ ყაყაჩოს და ტიტას დანახვაზე რუსთაველის გამზირი და ის სიმღერა მახსენდება. როგორ გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო ბოლო. 
25 წლის წინ... გვჯეროდა რომ ეს იქნებოდა ბოლო სისხლის წვეთი. ბოლო ყაყაჩო. თურმე რამდენი ყოფილა წინ... და რამდენია .... 


აპრილი ბათუმში. April in Batumi. Апрель в Батуми.

$
0
0


 ამინდი ხშირად ჭირვეულობს, იმაზე ხშირად - ვიდრე სასურველია. თუმცა ამ ჭრვეულობაშიც ხდება ხოლმე რაღაც სასიამოვნო. მაგალითად რამოდენიმე საათიანი გამოდარება. ველოგასეირნების და რამოდენიმე "საინტერესო"კადრის დაჭერის საშუალებას რომ მოგცემს.


იმედია მალე სხვა საწუწუნო თემა გვექნება - მაგალითად სიცხე. თორემ ასე მართლა მოსაბეზრებელია. თუმცა სანამ ეს მომხდარა, ინებეთ, წვიმიანი ბათუმური აპრილის რამდენიმე კადრი.



ხოლო თუ აპრილის სხვა ფერები დაგაინტერესებთ - აქ იპოვით


Georgian comics 1985

$
0
0

ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გამიხარდა ამ გაყვითლებული ჟურნალის აღმოჩენა. თურმე რა სიურპრიზებით სავსე ყოფილა საკუთარი, სკოლის დროინდელი "პისმენნი მაგიდის"უჯრების დალაგება. სხვა განძეულობათან ერთად აი ეს, 1985 წელს გამოშვებული ჟრნალი "დილა"ამოვქექე. ხო, დღევანდელ კომიქსებთან ვერ მივა აშკარად. მაგრამ ჩვენს ბავშვობასთან ძალიან ადვილად მიგვიყვანს :) ესეც იმ მოგონებების საფოსტო ყუთიდანაა, ჩვენ რომ ასე ძალიან გვახარებდა


Old books - Old friends ( შეხვედრა ბარში )

$
0
0

ძველ წიგნთან შეხვედრა ძალიან წააგავს ძველ მგობართან შეხვედრას! აი ის გრძონობაა, როცა მის შესახებ ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც გსიამოვნებს მის მიერ მოყოლილი ამბის გაგება! გაყვითლებული ფუცლები, ოდნავ გაქექილი გვერდები და სუნი, ძველი ამბების სუნი.


ის მომენტიც, როცა ადამიანებით გადავსებულ სახლში მისი ამბის მოსმენა გინდა, სადმე სიჩუმეში, შენ და ის რომ იყოთ მარტო, ან თუ მარტო არა ხელს მაინც არ გიშლიდეს არავინ.


ის მომენტი, როცა დროს მოიხელთებ, სადმე ისევ მოკალათდებით და : "ხოდა რაო? რას ამბობდი?! - ა, ხო ისა...."და ისევ გრძელდება ჩანიშლუნი ამბის თხრობა, ისევ გრძელდება მოგზაურობა. ეს გზა განვლილი გაქვს, მაგრამ მეხსიერების შეფერკმთალებული ნახატების ხელახლა გაფერადება ისე გსიამოვნებს რომ ვერც კი ამჩნევ დაღლას.

Old book - A good book
ის მომენტი, როცა მასთან დროებით დამშვიდობების შემდეგ გახსენდება რომ ვაშლი, რომელიც ხელთ გქონდა, მთელი დღე ისე ასეირნე იქით-აქეთ, მისი ჩაკბეჩაც კი აზრად არ მოგსვლია. ხო, როცა ამბავი საინტერესოა ამაზე ნაკლებად ფიქრობ.

შემდეგ ემშვიდობები შენს მეგობარს, დროებით. ჰფირდები რომ მალე დაბრუნდები და მის "საძმოს"კიდევრამოდენიმე, რჩეულ ძმაკაცს შეჰმატებ. მართალია ისინი ფასდაკლებით, დიდი ბაზრობის დროს გაიცანი და ძველი მეგობრებივით უკვე დაბადებულს არ გელოდნენ ხის თაორებზე. მაგრამ ამით მათ "კაი წიგნობას"არც არაფერი აკლდება. პირიქით, ასეთი საძმო რაც უფრო მრავალრიცხოვანია - მით უკეთესია და კარგი.

ველო 2014 დაიწყო

$
0
0

ზაფხული მოდის. ზამთარ გადატანილ სულსა და სხეულს ძლიერ სწყურია განტვირთვა, დასვენება და დიიდი დოზით მზისგან მიღებული პოზიტივი (ლეღვის ნახარშიარ იგულისხმება). ჩემს ირგვლივ ყველა აფაციფუცდა, ზოგი ფიტნესზე ჩაეწერა, ზოგიც ცურვაზე, ზოგიც დიეტის საოცრებების ძიებაში ხან რას ჭამს და ხან რას სვამს. მოკლედ. ემზადებიან ზაფხულისთვის. სხვათაშორის მზადება არა მხოლოდ ადამიანის სხეულს სჭირდება - არამედ იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელთა ხარჯზეც ძაალიან ბევრი საზაფხულო თავგადასავლების დაგროვებას ვაპირებთ. მე ასეთი - ველოსიპედი მყავს. ხოდა დღეს, თავის ველოექიმს წავუყვანე "ხელის შესავლებად". იქ დაზეთა, აქ რაღაც გაასწორა, იქ კიდე დაუჭრა და ... ახლა ორთავე სტარტზე ვართ.
თუმცა სანამ ცოტა დრო კიდევ მაქვს, მინდა თვალი გადავავლო ამ წლის ველო-ტენდეციებს. მარტო ჩემთვის ხომ არ მოდის ეს დალოცვილი ზაფხული.

ბათუმი რამდენადაც მე ვიცი (სამწუხაროდ) ერთად ერთი ქალაქია საქართველოშ სადაც ველო მოძრაობა მოწესრიგებულია და ველომოყვარულთათვის სავალი ბილიკებიც არსებობს. მართალია ეს ბილიკები ძალიან უყვართ ავტომობილის მძღოლებსაც და ქვეით მოსიარულეთაც, მაგრამ მათი არსებობა ერთი დიდი პლიუსია. ეს ველო კი სწორეთ აი იმ, დანარჩენი. სავალნაწილ მოუწესრიგებელი ადგილებისთვის და უჩვეულო რელიეფისთვისაა სპეციალურად შექმნილი

Rungu Juggernaut Bike



ამ საბურავებს არ ეშინიტთ არც უსწორმასწორო გზების, არც ქვიშის და არც გრუნტის. ერთია, ამის პატრონს კარგი კუნთი უნდა ქონდეს ფეხზე. თუ ეს თქვენ შეგიძიათ, მაშინ ეს თქვენი ველოა  Rungu Juggernaut Bike


Rungu Juggernaut Bike

მთაში ფეხით ხეტიალის მოყვარულებს ეს ველო დანამდვილებთ დააინტერესებთ. ზურგჩანთის უკან ჩამალული ორი ბორბალი ( კომპანიის წარმომადგენლების თვალსაზრისით) ძალიან სასიამოვნოს გახდის მთიდან დაშების პროცესს. მართალია აღმართში თქვენი ორთვალა მეგობარი დაკეცილ მდგომარეობაში თავად უნდა აიტანოთ, მაგრამ ხომ გახსოვთ : ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს. ხოდა... რავიცი, იქნებ ეს ველოა თქვენი 


INgSOC

ბენი სიმოლასა და ედვარდ კიმის დიზაინით შექმნილი ეს ველო კი მომავლოდან გვეწვია. ყოველ შემთხვევაში სანამ ეს ქმნილება ჩვენამდე მოაღწევს... უმსუბუქეს ჩონჩხზე აწყობილი ველო არა მხოლოდ თავისი მსუბუქი დიზაინით მოგხიბლავთ, არამედ ამ ჩარჩოში ჩამალული ელექტროძრავის წყალობით, გასეირნებისას დიდ შეღავათსაც გაგიწევთ. მათი მთავარი იდეა კი მაინც ბორბლებია, რომლებიც ყოველგვარი "სპიცების"გარეშე, პატარა ძრავების წყალობით ტრიალებენ. ხო, აშკარად მომავლიდანაა....


Connor Woody Cruiser

ეს მოდელი კი ჰიპსტერებს ნამდვილად დააინტერესებთ. მისი ჩონჩხი მთლიანად ხის მერქნისაგანაა შექმნილი. ორიგინალური დიზაინის მოყარულებს ისაც გაახარებს რომ ეს ველოები მხოლოდ პერსონალური შეკვეთით მზადდება და მათ შესაძენად რიგშიც კი მოგიწევთ ჩადგომა.


Diamondback

ხოლო თუ ზესპორტული ინტერესები გამოძრავებთ და უბრალო ველოგასეირნება თქვენთვის საკმარისი არ არის. თუ გინდათ სისწრაფე და განუმეორეელი შეგრძნებები რასაც ველოსიპედი განიჭებთ....


ეს ისე, ამ სეზონის ყველაზე უცხო ველოებს რაც შეეხებოდა. თუმცა ზაფხული არც ისე შორსაა და სავსებით შესაძლებელია რომელიმე კომპანიამ კიდე არაერთგზის გაგვაკვირვოს, თან სასიამოვნოდ. მანამდე კი იმედია ყველა თქვენთაგანი იპოვის თავის საყვარელ ველოს, იმოძრავებს რაც შეიძლება მეტს და ქალაქიც ამოისუნთქვას. 

ახლა კი ველოს დროა, დროებით

ჩვენ ვიცით ვინ უქნა თხუნელას თავზე :)

$
0
0

გახსოვთ წიგნი "ვინ უქნა თხუნელას თავზე"?!. უფრო სწორედ, ამბავი, რომელიც ამ წიგნის გარშემო ატყდა. მართალია საწყალმა თხუნელამ ბევრი იწვალა იმის გამოსარკვევად თუ ვინ დასდო მას ეს პატივი. მაგრამ ჩვენ გაცილებით გაგვიადვილდა ამ საააოცად რთული გამოცანის ამოხსნა. დიახ, ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით ვინ უქნა თხუნელას თავზე... ვინ და... არც მეტი, არც ნაკლები - ინდუსებმა.


აი ეს კლიპიც :)



თუ ამ ყველაფერმა დაბნეულობა გამოიწვია თქვენში - გავანიავებ თქვენს ფიქრებს და გეტყვით. ეს, ასე ვთქვათ "სოციალური რგოლია". რომელიც იუნისეფის ეგიდით გადაიღეს. ვინც ინდოეთში ერთხელ მაინც ყოფილა აუცილებლად შენიშნავდა ერთ უცნაურ და ფრიად არასახარბიელო "ადათს", ღარიბი უბნის მაცხოვრებლები თავიანთ ბუნებრივ მოთხოვნილებებს ძირითადად ქუჩაშივე იკმაყოფილებენ, თავისუფლდებიან და მსუბუქად განაგრძნობენ გზას. სწორედ აი ამ ფრიად უსიამო წესის სალიკვიდაციოდ წამოიწყეს ასეთი უცნაური კომპანია. მართალია ამ კლიპში აცეკვებული ფეკალიების მიერ ამ "წესისაგან"ინდუსების გადაჩვევის ძაალიან მცირე ალბათობა არსებობს. მაგრამ რაც მთავარია დაიწყეს ამაზე ზრუნვა. ყოველ შემთხვევაში აწ უკვე მუცელშეჭირვებული ინდუსი თავისუფლების ძიებაში აი ამ სიმღერას დიდის სიამოვნებით იმღერებს :)

ისე რა "კრეატივია"?! მათებურად მიუდგნენ პრობლემას - ფეკალიებიც კი ააცეკვეს და აამღერეს :)

6 დრამერი და აჟღერებული ნივთები

$
0
0

როცა ფიქრები სადღაც გაგირბის, ან უბრალოდ კარგ განწყობაზე ხარ, ან ღელავ, ან სულაც უსმენ მუსიკას - ხშირად ცდილობთ ხოლმე მაგიდაზე, სკამე ან მუხლებზე რაიმე რითმის დაკვრას ?!  სავარაუდოდ კი. მაგრამ აი ამათ შემხედვარე ვხდები რომ - აქაც პროფესიონალიზმია საჭირო. აი რა შეიძლება როცა 6 დრამერი ერთ ცარიელ სახლში ერთად შეიკრიბებიან. უფრო სწორედ კი ეს ყველაფერი აი ასე ჟღერს Music for one apartment and six drummers.



ეტიუდი N 6 ( მამა 3 წამით )

$
0
0

არაფერი სჯობს ბათუმის ბულვარში ღამით ველო გასეირნებას. წვიმის მერე ჰაერი ისეთი საამო და სუფთაა, თან ხალხიც ნაკლებია. არავინ გივარდება ბორბლებში. ხოდა ამ საღამოსაც მივსეირნობდი. ყურსასმენებში ჩემი რადიოს განწყობა ჩამესმოდა და ყველაფერი მშვენივრად იყო სანამ.
სატელეფონო ზარი შემოვიდა უცნობი ნომრიდან, ვუპასუხე.
- ალო, სად ხარ... შენს ქალს მშობიარობა დაეწყო და მოდი დროზე, ჩვენ აქ ვართ დავიბედნი, გონებაში შესაძლო დედები და დრო გადავთვალე, ველოც გავაჩერე, ნომერს დავხედე
- რომელი ხარ ? -თქო
- ბექა მე ვარ, მირანდა -ო
- უკაცრავად შეგეშალათ ნომერი -მეთქი
- უი ბოდიში - ო და გამითიშა...
აი ასე გავხდი რამოდენიმე წამით მშობიარე ქალის ქმარი და მოვლინებას დაწყურებული ბავშვის მამა.

ისე უცნაური გრძნობა კი იყო.... ავღელდისავით :)

ხეტიალის დრო

$
0
0
როცა შენს ირგვლივ აბსურდის სეზონური მაჩვენებელი პიკს აღწევს. როცა მენტორული ტონით და კლდევამოსილი სახეებით გიმტკიცებენ რომ შავი თეთრია. როცა ჩვეული დროებით პრობლემები მუდმივობის ხარისხში დაკანონდა. ან როცა უბრალოდ მშვენიერი, მზიანი ამინდია - ძალიან გინდება გასვლა. თუნდაც ოთახიდან და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა.

რამდენიმე ხნის წინ მეგობრები ვსაუბრობდით სად და როგორ შეიძლება წასვლა. განტვირთვა, დასვენება, მოშვება. აღმოჩნდა რომ დასვენების სხვადასხვა ფორმით ვიყავთ დაინტერესებულნი. ზოგს სასტუმრო, კომფორტი და უზრუნველობა სურდა, ზოგსაც ხეტიალი, წოწიალი, ახალი შეგრძნებები და თავგადასავლები. საბედნიეროდ ეს ყველაფერი მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვა იყო და არა საბოლოო შეთანხმება იმის თაობაზე თუ ვინ საით.

შემდეგ იმაზეც ვისაუბრეთ თუ რა კარგი რამაა ყოველგვარი ჯგუფისგან, ტურ ოპერატორისა და გიდისგან თავისუფლება. წადი, გადაიღე რაც გინდა, გაჩერდი სადაც გინდა, დაიძინე როცა გინდა და გაიღვიძე როცა გაგეღვიძება. ამდაგვარ თავისუფებას კი შესაბამისი მომზადება და ეკიპირება უნდა.
მე იმ კატეგორიის ხალხს მივეკუთვნები ვისაც კომფორტი უყვარს, უფრო სწორედ კი ცდილობს კომფორტი შეიქმნას იქ სადაც არის. არასდროს ვკმაყოფილდები იმიც რაც მხვდება ადგილზე და ვცდილობ საჩემოდ მოვირგო ყველაფერი - ბოლობოლო მე ვისვენებ და მე მინდა დასვენება!

შესაბამისად ვაღიარეთ რომ საამისოდ საჭიროა თითქმის ყველაფერი გქონდეს შენი, საკუთარი. ტრანსპორტიდან დაწყებული თავზემოდ ჭერით დასრულებული.
რამდენჯერ გადამითვალიერებია ასგზის წყეული ამაზონი კარვების, საძილე ტომრების, ჰამაკების და კიდე ათასი რამე-რუმეების თვალიერებით და როცა კალათაში ჩაყრილ ნივთთა საფასურს გადავხედავდი - "აწანწალებულს"ჩამიხურია ბრაუზერი.

მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. ხოდა მეც მინდა.



გარდა იმისა რომ უკვე ძალზედ კარგად ვიცი რა აკლია ზაფხულს. ამ ჩამონათვალს კიდე ერთი, შედარებით არაეგოისტური რამ შეემატა. ეს აი ასეთი... ნუ დაახლოებით ასეთი ავტო ფურგონია.




ხო, ის არ უნდა იყოს ზედმეტად პომპეზური და არ უნდა გავდეს საბურავებზე შემდგარ სასტუმროს, აი ისეთს, ამერიკელებს რომ უყვართ. უბრალო, სადა, მაგრამ კომფორტული და რაც მთავარია შენი. შენს ნებას და სურვილს რომ მოყვება - ისეთი. ჩაყარე შიგ ბარგი, სასმელ სასუსნავი, ჩასვი მეგობრები და აირჩიე გზა...



მოკლედ, მნიშვნელობა არააქვს რა და როგორ, მთავარია მოგწონდეს დასვენების ეს სახეობა. ნაკლებად კომფორტულია და "სვეცკი", მაგრამ არაჩვეულებრივად კარგი. მითუმეტეს თუ გვერდით სასურველი ადამიანები გყავს


მოიწყვე პიკნიკი იქ სადაც მოგინდება, იყავი თავისუფალი და დაისვენე იმ ყველაფრისგან რაც გზღუდავს, გბოჭავს ან უბრალოდ გაღიზიანებს.


  დაანთე კოცონი, ბოლოს როდის გაგისწორებია თვალი აალებული ნაკვერჩხლისთვის?! მოუსმინე ცეცხლის ნაამბობს, ყური უგდე მეგობრებს. აქ ყველაფერია იმისთვის რომ შენ იყო ის რაც ხარ. ისეთივე გახსნილი და ღია - როგორიც იქნება ცა შენს თავზე. შემდეგ კი მიეცი თავი ძილს და მშვიდ სიზმრებს... შემდეგ კი, როცა მზესთან ერთად მოგინდება ადგომა, ხელ-პირის დაბანა, საუზმე და ფუსფუსი, როცა იგრძნობ რომ კოღოების, გარედან შემოსული ხმების, მეგობრის ხვრინვის და ათასი წვრილმანის მიუხედავად მშვენივრად გეძინა - თამამად დაგეგმე თქვენი მომდევნო მარშრუტი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვიქცეოდი - აი ასეთი ოთხბორბლიანი "მეგობარი"რომ მყავდეს. ბოლოს და ბოლოს  - ხეტიალის დრო მოდის


ხოდა ესეც კიდევ ერთი სურვილი რომელიც გაგანდეთ :) მალე ასრულებულსაც შემოგთავაზებთ - ჯერ ყველაფერი წინაა

ბათუმი - სარფი - ბათუმი Bicycle tour

$
0
0

კვირა დღე, მზე, თავისუფალი დრო და სურვილი ხეტიალის - მემგონი საკმარისია იმისთვის რომ გახვიდე ქალაქიდან შორს, კიდე უფრო შორს. მაგალითად სარფში! მართალია სარფი დიდი ვერაფერი ეგზოტიკაა მათთვის ვინს ყოველ უქმე დღეს სავაჭროდ სტუმრობს ჩვენს მეზობლებს. მაგრამ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაფერი ნაკლებად აინტერესებთ და უბრალოდ ველოგასეირნების სურვილი აქვთ - მათთვის მშვენიერი მარშრუტია.



მოკლედ, გავყევით ველობილიკს სანამ ამის საშუალებას მარშრუტი გვაძევდა, შემდეგ აეროპორტს ავყევით, ცენტრალურ მაგისტრალზე გავედით და აი აქ მივხვდით - თუ რაოდენ საჭიროა ჭოროხზე, ზღვისპირას ახლად აშენებული გზის გაგრძელება და გონიოსკენ მიმავალი ხიდის აგება.
ტრასაზე ველობილიკის არარსებობა, გზის განაპირას დამტვრეული შუშის ბოთლების ფიანდაზები და მძღოლების "ზრდილობიანობა"კიდე უფრო ამძაფრებდა ზემოდხსენებული პროექტის მალე დასრულების სურვილს. განსაკუთრებით მაშინ განვიცდიდით დისკომფირტს, როცა სრული სვლით მიმავალი ტრაილერისგან წამოსული ჰაერის ნაკადი პეპელასავით გვაფარფატებდა - მაგრამ ეგ ყველაფერი ასატანია.
ასატანია, რადგან თალსა და ხელს შუა ნელინელ შედიხარ მწვანეში. დიახ, ამხლა უფრო იგრძნობა ეს ყველაფერი. მწვანეა ყველგან და ყველაფერი. ქალაქის ჯუნგლებიდან თავდაღწეული ამას გაორმაგებული მადლიერების გრძნობით ათვალიერებ და კმაყოფილი ხარ.
თუმცა ეგ ყველაფერი მაშინ მძაფრდება, როცა ტრასა კვარიათის სერპანტინზე გაგიყვანს! ათასგზის მითქვამს და კიდევ ვიმეორებ - მიყვარს მე აქაურობა.

კვარიათი
თოლიებივით შემოსკუპული მეთევზეები
აქ ისეთი სიმამაზეა - რომ რამე წყალზეც გაივლი კაცი
კვარიათიც, გონიოც და სარფიც მაინც ყველაზე პოპულარული ზღვის სეზონზეა. თუმცა გონიოსგან და კვარიათისგან განსხვავებით სარფში ჩასული დამსვენებლები ( ვინც იცის საფრფის მუღამი ) იმედგაცრუებულნი დარჩებიან. საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში ლამის ერთად ერთი, ზღვიდან აღმართუი კლდე - რომელიც ასე ძალიან უყვარდა სიმაღლიდან წყალში გადმოხტომის მოყვარულთ - "ნაპირზე გამოიყვანეს". უფრო სწორედ კი მიწა მიაყარეს. როგორც არ უნდა შეურჩიო ეპითეტები - თავისი ფუნქცია დაკარგა.

აქ გადმოხტომას კი არავის ვურჩევ - მანძილი იგივეა - შედეგი დასამახსოვრებელი იქნება უდაოდ 
გზის გაფართოების და ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოები 
ნაპირს რომ ამაგრებენ და ამ კლდის დარად ზღვას არ გავყავართ გაღმა ეს ძალიან მიხარია. მაგრამ აი ამ კლდის ამბავმა ფრიად დაგვამწუხრა. იმედია მოიფიქრებენ რამეს. აი სარფი და იქეთურები კი დგანან ისევ ძველებურად, მედიდურად. აქ მოსულებს გზის გაგრძელების დიდი ჟინი გვქონდა, მაგრამ სამომავლო გეგმებს მივანდეთ ეგ ამბავი. ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავით.


ყოველი შემთხვევისთვის ისიც კი გავარკვიეთ - ვინიცობაა და ველოთი თურქეთში გადასვლა მოგვინდეს, რაიმე საბუთი თუა საჭირო ველოსიპედისთვისო - ღიმილით გვითხრეს - როგორ გეკადრებათ - ველოსიპედს არანაირი საბუთი არ სჭირდება, ისეც გაგხვალთ ფონსო.

ამ ამბით გახარებულებმა იქვე, სარფში მდებარე ერთ-ერთ, საკმაოდ სუფთა და კოხტა ბარში შევიარეთ და ამდენ ფიზიკურ დატვირთვას დანატრებული კუნთები ოდნავ მოვადუნეთ. ოფიციანტი მოგვეგება. მცირეხნიანი საუბრის შემდეგ გავარკვიეთ რომ ყველაზე გემრიელი აქ მაინც ლაზური ხაჭაპური ქონიათ. ცოტა კიდე რომ ჩავეკითხეთ - იმაშიც გამოტყდა რომ ეგრედ წოდებული "აჭარული ხაჭაპური"სინამდვილეში ლაზურია. არგუმენტი კი ის იყო რომ "აჭარულს ხაჭაპურს"ნავის ფორმა აქვსო, ნავით კი ლაზები გადიოდნენ ზღვაშიო. მართალი გითხრათ კითხვაზე "აბა ამ მრგვალ ხაჭაპურს რაღატო უწოდებთ ლაზირს - ამ ფორმის რა გაქვთქო" პასუხი დიად ამომწურავი არ იყო - მაგრამ მომზადებულმა ხაჭაპურმა "მრგვალმა ლაზურმა"მართლა რომ საამოდ გაგვახარა. გადამატება არ იქნება არანაირად თუ ვიტყვი რომ - ძალიან გემრიელი იყო. თუ გზად სარფი გექნებათ გასავლელი და დროც გექნებათ, აუცილებლად შედით "ოქრის საწმისში"და ჩვენი ქებული ლაზური მიირთვით. არ ინანებთ.

ლაზური
ბოლოს, როცა ჩვენც და გარედან მომდგარი ქუჩის ძაღლიც დავნაყრდით. წაოვიზლაზნეთ და ... აი ეს დაბრუნება ყოველთვის "ნე ტო"თემაა რა.. მოკლედ ამას გამოვტოვებ და მთავარზე გადავალ. ველოტური ბათუმი - სარფი - ბათუმი შეგდა. ახლა ჩემს რუქაზე სხვა თეთრი ლაქების ამოშლას შევდგები. თქვენ კი შემომიერთდით თუ სურვილი, ძალი და ველო გაგაჩნიათ :)

და აი ამ ჭიქით კი გაუმარჯოს თავგადასავლების მოყვარულ ხალხს, მართალია ამ ჟინის დაკმაყოფილებას ვინ როგორ ახერხებს და ვინ როგორ. მაგრამ მთავარია თაროზე არ გაქვთ შემოდებული და არ ამტვერებთ თქვენს სურვილს ნახოთ, განიცადოთ და იგრძნოთ თავგადასავლები. ხოდა - ხეტიალის დრო მოდის. ყველას, ყველას, ყველას წარმატებებს გისურვებთ ! მომავალ გასეირნებამდე.


წიგნები ბათუმში და მეცნიერი კატა

$
0
0

კარებში შემოგეგებება, აგხედავს, შეგაფასებს, მერე ერთიმეორეზე დაწყობილ წიგნებს გადაუვლის, თაროზე ახტება, თავის კუთვნილ ადგილზე მოკალათდება და უკვე იქედან გაკვირდება რას არჩევ და რა გინდა!

ბათუმში წიგნის მაღაზიბის სიმცირეს ნამდვილად ვერ დავიჩივლებთ. ყველას თავისი მუშტარი ყავს და ყველას თავისი მიდგომა აქვს წიგნების მიმართ, ზოგი წვავს, ზოგიც გასმევს-გაჭმევს და თაროზე შემოწყობილ წიგნებს შორიდან გაყურებინებს. ზოგიც თავად გაძლევს ამორჩევის საშუალებას, ზოგი კი ისე ოსტატურად გირჩევს ავტორსაც და წიგნსაც - ბოლოს რომ იტყვი - აი, ის არის რაც მინდოდაო.


ეს ღრმად პატივცემული კატა კი ბათუმის ერთ პატარა ქუჩაზე მდებარე ერთ პატარა "ბუკინისტების"მაღაზიის ოფიციალური მცველია.სამუშაო საათებში სულ აქ, წიგნის თაროზეა შემოსკუპული და სერიოზული მზერით ათვალიერებს მუშტრებს. თავისუფალ დროს კი ძველი ბათუმის ქუჩებში მიმოფანტული ბარების სტუმარიცაა. სიმართლე გითხრათ დიდი ეჭვი მაქვს საინტერესო ამბებიც ეცოდინება და რომ რამე კარგ ისტორიებსაც მოყვებოდა ოქროს ჯაჭვი და ქალთევზა რომ იყოს ახლო-მახლოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი წიგნის მაღაზიაა ბათუმის ამ უბანში. რაც თავი მახსოვს მისი თაროები ყოველთვის ასე იყო დახუნძლული წიგნებით. რა გინდა, რის შესახებ და ვისზე... აქ ყველაფერი იყო. პირველი სტიპენდიით სწორედ აქ შევიძინე "ტრამალის მგელი". რაღაც სხვა შეგძრნებაა როცა წიგნებით გამოჭედილ თაოერბში არჩევ შენთვის საურველ ავტორს და წიგნს! და რა კარგია რომ ეს მაღაზია ჯერ კიდევ არსებობს, ისეთი როგორიც იყო ჩემს ბავშობაში... და იმედია კიდევ დიდხანს იქნება.


რიგირთ პირველი წიგნების მაღაზია კი ჯერჯერობით დაკეტილია. ისტორიულად ყველაზე ძველ და ცნობად "N1 წიგნის მაღაზია"ს სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გახსნიან. ამბობენ რომ აქ ერთგვარი ლიტერატურული სალონი უნდა მოეწყოსო. მშვენიერი იდეაა, მითუმეტეს ლიტ-კაფე ბათუმში თავისი იდეური დატვირთვის მხრივ ცოტას მოიკოჭლებს. აქ კი ფართიც შესაბამისია და ბათუმლებისთვის თავიდან გასაცნობი მაღაზიაც არ არის. აქ ყველა თაობის წარმომადგენელს ააქვს შეძენილი თავისი პირველი წიგნი. მაგრამ ვიმედოვნებ რომ რემონტი ავად სახსენებელ "ევრო-რემონტს"არ გულისხმობს და ლამის საუკუნის წინად დაგებული, ნობელების საამქროში დამზადებული იატაკი და სხვა რიგი აქსესუარები და ინტერიერის დედტალები თაბაშირ-მუყაოს და თურქული ლამინატის მიღმა არ აღმოჩნდება. კარგი იქნება დანიშნულებასთნან ერთად სახესაც თუ შეინარჩუნებს.


ბათუმში კიდევ არის ერთი, აწ უკვე ყვალასათვის ნაცნობი და საყვარელი წიგნების მაღაზია. რომელიც სწორედ ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ეს სექტორი. "წიგნები ბათუმში"ყოველთვის თავაზობს სტუმარს იმაზე მეტს ვიდრე სტუმრის თავდაპირველი სურვლი იყო - და ეს ძალიან მოსწონთ. პრინციპში იმდენად მოსწონთ აქაურობა რომ სამახსოვროდ არა მხოლოდ წიგნები მიაქვთ, ერთმა ზე ენთუზიასტმა ყვავილების 10 კილოგრამიანი რკინის ქოთანიც კი წააბრძანა ერთ მთვარიან ღამით - ალბათ სახლში მოიწყო "წიგნები ბათუმში"-ს მინი ვარიანტი.

საინტერესო წიგნების გარდა აქ არანაკლებ საინტერესო შეხვედრებიც იმართება. რამდენიმე დღის წინ აქ სწორედ იმ ადამიანს შევხვდი, ვისთანაც ძალზედ მწადდა საუბარი. ნატო დავითაშვილი - ადამიანი რომელმაც ქართულ მითოს მტვერი გადაწმინდა.


როგორ მახსოვს რიგი იდიოტები რომ მიმტკიცებდნენ "სად ააქვს საქართველოს მითებიო". ნატოს - ლილე მიზანში გასროლილი ტყვიასავით აზუზუნდა მაშინ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რაოდენ მადლიერი ვარ ამ ქალბატონის და ცალკერძ ირაკლის, მარის და პატარა ლილესი ასეთი ლამაზი შეხვედრის საშუალება რომ მოგვცა ფენტეზის მოყვარულთ!


მოკლედ, აი ასეთია ჩემი წიგნების მაღაზიების ჩამონათვალი. მალე ამ ყველაფერს წიგნის თაროების ოსტატების ჩამონათვალიც თუ არ დავურთე... ცოტა უხერხულია წიგნებზე წოლა. რაც შეეხება წიგნიერ კატას - სავარაუდოდ მეც მეყოლება - ოდესმე!

Blood & Oil

სტალკერი Bike Tour N2 Stalker

$
0
0

როცა მზე ანათებს, თავისუფალი დრო გაქვს და შენს განკარგულებაში მშენიერი ველოა - დღის დაგეგმვა არც თუ ისე ძნელია. მინიმუმ იცი რას გააეთებ. მაგრამ როცა ანალოგიურ სიტუაციაში შენს გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომელთაც შენსავით ხიბლავს ველოგასეირნების იდეა - მაშინ საქმე სულ სხვა ელფერს იღებს.

ამჯერად ჩვენი გასავლელი გზა გასცდა ბათუმურ, წითლად შეღებილ ველობილიკებს, ასე ძლიერ რომ ხიბლავს ფეხით მოსიარულეთა 90%ს. დასალაშქრად ბათუმის შემოგარენში მდებარე, ერთ-ერთი მაღალი მთა აირჩიეს და მეც ავყევი ამ ახირებას. ერთგვარი გამოწვევაც იყო, ველოთი მთაში არასდროს ავსულვარ. თან სავალი არა ასფალტ-ბეტონის საფარიანი არამედ გრუნტის, ალაგ ხრეშიანი და ალაგ ეკლიანი გზა იყო.

მოკლედ გავედით.

Когда во дворе прекрасная погода, есть свободное время и хороши велосипед - составить распорядок дня не такта уж и сложно.  A если знаешь ещё нескольких людей, у кого такие "проблемы", тогда совсем другое дело. Есть о чем поразмыслить.
На этот раз наш маршрут уже не пролегал на раскрашенной в красный цвет батумскую вело трассу, которая так и пленить всех пешеходов. Решили покорить одну довольно-таки высокую гору, что находится по близости от Батуми. Тем более этот поход был для меня неким визовом, я ещё некогда не поднимался в гору на велосипеде, тем более некогда ещё не спускался с него. Предложение было заманчива, решили и поехали.



 თავიდან მოასფალტებული გზა გვიხარებდა გულს და გვიიოლებდა სვლას. ირგვლივ ყველაფერი მწვანე და აბსოლუტურად განსხვავებული იყო ვიდრე ქალაქში და ეს გვახარებდა - რაც შეიძლება შორს ქალაქიდან

С начало нас всю устраивало, и утопающая в зеленом цвету пейзаж, и асфальтированная дорога которая уводила нас в дал от города. 


მაგრამ როგორც ყველაფერი კარგი - ასფალტიც მალე დამთავრდა და ჩვენ უკვე გრუნტიან გზაზე მივაგორებდით ჩვენს ველოებს. პროცესი დიდად საამო  ნამდვილად არ იყო. მაგრამ ამ პროცეს ის ხედები ალამაზებდნენ რაც გორაკებს შორის მოსჩანდა ხოლმე.
Но как всю хорошее и асфальт тоже когда-то заканчивается, и вскоре мы колесили уже на грунтовой дороге, тем более в подъем, занятие не из приятных, но эта маленький недостаток затмевал замечательный вид с горных серпантин. 


ქალაქი უკვე უკან იყო, სადღაც იქ, დაბლობში. ჩვენ კი მწვანეშე გაკაფულ გზა მივყვებოდით, რომელიც თანდათან უფრო ზემოდ მიდიოდა და არამც და არამც არ იოლდებოდა.



ეს ბათუმის საბაგირო გზის "არგოს"ბოლო გაჩერებაა. ჩვენთვის კი კარგახნის წინ უკან მოტოვებული ორიენტირი
Эта батумская канатная дорога арго, вернее его конечная остановка. А для нас уже позади оставшийся ориентир 


ეს კი მდინარე ჭოროხის დაბლობი, საიდანაც საამოდ ქროდა გრილი ქარი
А это река чорохи, со старании которого дул прохладны, приятный ветер.


მალე ბილიკი კიდე უფრო გაუვალი გახდა. კომპანიონებისაგან განსხვავებით მე მთაში სვლის არც თუ ისე დიდი გამოცდილება მქონდა. ამიტომ ასეთ ბილიკებს ხშირად ფეხით მივუყვებოდი. თუმცა გურულის პირობებზე - საკმაოდ ჩქარა დავდიოდი. ასე რომ არ ჩამოვრჩენივარ. კიდევ რამდენიმე მოსახვევი და თვალწინ ისეთი სანახაობა გადამეშალა, რომლის დანახვას ნამდვილად არ ველოდი.

Вскоре дорога стала еще непроходимой, в отличие от моих друзей поход в гору для меня была в новинку, так что часть таких трудных участков я прошёл пешком. Но в зачёт меня можно сказать что для гурийца шагал я не так уж и плохо, даже не отставал, еще несколько поворотов и переда мной открылся вид  которой если честно для меня стал неожиданностью.




დიდი სიამოვნებით ვიტყოდი რომ ეს ციკლოპური ნაგებობებიათქო. თუმცა ეს არც ანტიკური და არც შუასაუკუნების ხანის ნანგრევებია. გასული საუკუნის დასაწყისში აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობაა. რკინა-ბეტონისგან ჩამოსხმული "ციხე"სამ იარუსზეა გაშლილი. თავისი ბუნკერებით, მიწისქვეშა გვირაბებით, სათვალთვალო ნიშებით, საქვემეხე კოშკებით და სათოფურებით.

Я бы с большим удовольствием сказал, что эта циклопическое строение. Но это не античное и не средневековое строение. Этот, уже заброшенный пост, построили в начале прошлого столетия. Постройка из железобетона и цемента возвышается на трех ярусах. По кругу распределены смотровые башни, бункеры, подземные ходи и башни для зенитных орудий.




ამ ყველაფერმა ძალაუნებურად ძმები სტრუგაცკები და ტარკოვსკი გამახსენდა. არის აქ რაღაც სტალკერისეული. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი აქ ამ ყველაფრის ხელახლა შესასწავლად. ადგილმდებარეობა იდეალურადაა შერჩეული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია. აქედან ხელისგულივით მოსჩანს როგორც ჭოროხის დაბლობი, ასევე ბათუმიც და მისი შემოგარენიც.

Глядя на всю эта так и нахлынула воспоминание о Стругацких и о Тарковском. Да уж, есть в этом что-то от сталкера - или для сталекара. В общем я б с удовольствием вернулся суда для боле чателного досмотра. Замечательное место для форпоста. Отсюда как на ладони видна и река чорохи, и Батуми с окрестностями. 



სანამ ნანგრევებში ვხეტიალებდი, ნისლიც ჩამოწვა. ნამგზავრისთვის კი ნესტიანი ნისლი არც თუ ისე სასიამოვნო მეგობარია. როცა ბიჭებთან დავბრუნდი იქ უკვე კოცონი გაეჩაღებიათ. სიამოვნებით მივეფიცხეთ. დავუდასტურეთ ერთმანეთს თუ რაოდენ კარგია ასე - ქალაქიდან გასვლა და მოწყვეტა. სამომავლო მარშრუტებიც მოვზომეთ და იმ გუდას მოვხსენით დავი "ერხელ"რომ ქვია და არ მთავრდება.

Пока я бродил, о старании реки приполз туман. а для уставшего путника сирости не такой уж и хороши попутчик. Вернулся к ребятам, они уже разожгли костёр. Да уж, приятна погреться у костра, просушить одежду, поговорить, сразу вспоминается всю что начинается с слова однажды... и потом пошло поехало.


ცოტა შევშრით, შევთბით და რაკი ჩვენი მოგზაურობა ღამის თევას არ გულისხმობდა და თან არცთუ კომფორტული გზა ისევ გამოსავლელი გქვონდა - დაღამებას აღარ დაველოდეთ და გამოვემგზავრეთ.

რა გითხრათ... ასეთ ტურებში ორი საკვანძო მომენტია. ერთი, არც თუ ისე სასიამოვნო და შრომატევადი - ასვლა და მეორე, არრრრაჩვეულებრივად საამო - დაშვება. აი სად გამოიყოფა ადრენალინი. ეს ის მომენტია როცა ვეება მთიდან მოქრიხარ, შენი ველო ხშირად ორთავე საბურავით ჰაერშია, როცა მაქსიმალურად გრძნობ თუ რას ნიშნავს მთის ველო და შიმანოს მუხრუჭები. კი, ეს უნდა გამოსცადოთ. აუცილებლად.

Время летело, так как мы не планировали ночёвку. Пара была собираться в путь. В вело походах в гору есть два основных момента, первый не из особа приятных - эта подъем. И второй - эта спуск. Вот когда кипит кровь и вырабатывается адреналин. И те не забиваемые моменты когда твой велик парит в воздухе, когда чувствуешь бешеную скорость и мощь тормозов шимано. да уж, эта надо почувствовать.


დიდხანს ვიფიქრე როგორ უნდა ამეღწერა თქვენთვის მთიდან დაშვების სიამოვნება. არა, ამას ვერ მოგიყვებით. ეს თავად უნდა გამოსცადოთ. მითუმეტეს თუ გიყვართ ველო, ექსტრიმი და თავგადასავლები.


ჩვენ კი, უკვე დაბად ჩამოფრენილებმა, ჩვენი თავგადასავალი ლუდით ავღნიშნეთ. ამ ბოლო ეპიზოდში ყველაზე კურიოზული ის იყო რომ, ღია ბარი, რომელიც ამოვირჩიეთ ლუდის დასალევად, სულ მალე ბათუმელი ბაიკერებით აივსო, ჩვენი მაგიდის წინ სხვადასხვა მარკის მოტოები ჩამწკვრივდნენ და სანამ მათი მხედრები სიამოვნებით მიირთმევდნენ ლუდს მოშორებით. ჩვენ , მათი ბაიკების შემხედვარე სულ სხვაგან წავედით... ოცნებით რათქმაუნდა. ბევრი გადავზომეთ და ბოლოს დავასკვენით. კი, კარგი რამაა მოტო, მაგრამ იმ თავგადასავალისთვის რაც დღეს გადაგვხდა - ველო საუკეთესო საშუალება იყო. მითუმეტეს რომ გასავლელი ჯერ კიდევ ბევრია სადაც ველოსაც და მოტოსაც თავისი ადგილი ექნება.

Уже спустившись гор уже  в Батуми, решили отметить наше путешествие бокалом пива. и тут нас ждал еще один куриозни  эпизод . в бар где мы пришли на своих велосипедах и решили попить пиво, скоро заполнился батумскими байкерами. наши велосипеды горда стаяли  на фоне спортивных баикав. мы сидели попивая пиво и глядя на эти байки воображения рисовала уже иной маршрут для новых путешествий и иные пути. но вскоре  байкеры с шумам уехали. мы ещё чуток посидели, поразмыслили и решили что для путешествии годится и байк и велик. всему надеется свою место и применение. ведь дорог не проеденных так много, и всех надо пройти.

Так что... продолжение следует



გაგრძელება იქნება

Green cape მწვანე კონცხი

ბათუმში ცოფიანი ფასების სეზონი იწყება !!!

$
0
0

ისე გემრიელად წვიმს... ამ ხმაზე ჩაძნება დიდი სიამოვნებაა. მაგრამ ამ ხმის ავტორის გამო დღეს არც მწვანეში ლუდის სმა, არც ზღვა და არც ველოსიპედით გასეირნება შედგა. ხოდა შესაბამისად ჩაძინება ის ერთად ერთი სასიამოვნო პროცესია რომელიც მისი თანხლებით მოსახერხებელია. ( წვიმაში სირბილი, სიმღერა და გუბეებში ტყაპუნი? - მაგას ან ალკოჰოლური, ან ემოციური, ან კიდევ სხვა რამ მამოძრავებელი მიზეზი უნდა. ასე რომ ჯერ პას). ისე მშვიდი დღე იყო. სამსახურშიც შედარებით სიწყნარე. მეც დრო ვიხელთე და ბლოგების თვალიერება დავიწყე. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია ამ სასიამოვნო პროცესისთვის არ მიმიმართავს. სამსახურრრ. ხოდა მივმართე. ყოჩაღ თქვენ. კარგი რამეები გიწერიათ. (როგორც ყოველთვის). ბოლოს ბაბისასბლოგს შევუარე. ვერ შემდგარი უიკენდის ამბავი დამხვდა. სიმართლე გითხრათ უიკენდი ჩემი სამსახურის გრაფიკის შემხედვარე უკვე 8 წელია არ არსებობს. არის უბრალოდ თავისუფალი დღე (ჰა ჰა დღეები). შესაბამისად ასე საშაბათ-კვირაოდ გასვლა არასდროს დამიგეგმავს. უფრო სწორედ იცოცხლე იმდენჯერ დამიგეგმავს.. უბრალოდ არ გამოდის. არა, ვერა, ნწ. ზოგი იტყვის ახლა "რა გენაღვლება, ბათუმში ხარ. გადი ზღვაზე და ეგარი"სო.  მართლა მხოლოდ ეგ რომ იყოს კარგი იქნებოდა. ცოტა მეტი მრავალფეროვნება-ც კარგია ჯანმრთელობისთვის.


ხოდა დავინტერესდი. რა მოხდებოდა ბათუმში რომ დამეგეგმა უიკენდის (ამ სიტყვას რომ ვახსენებ ის სვანი მახსენდება... ერთი ეგ მუღამი დამაჭერინაო) გატარება. ბაბისას არ იყოს ავიღე ტელეფონი და ჩამოვიარე სასტუმროები (სიმართლე გითხრათ მოლოდ რამოდენიმე გამახსენდა... ნუ.. გამახსენდა რა მნიშვნელობა აქვ რატომ ).
პირველად რაღათქმაუნდა ბათუმის (ჯერჯერობით) არაოფიციალურ სიმბოლოს, შერატონს დავუკავშირდი.

-"დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ, მოხარულები ვართ რომ ჩვენი მომსახურეობით დაინტერესდით. რითი შემიძლია გემსახუროთ?"
- "უკაცრავად, მაინტერესებს უიკენდზე თქვენთან რა დამიჯდება ორ საწოლიანი ნომ..."
- "კი ბატონო, ერთი წუთით შეგაერთებთ",
- ტარამ ტარამ ტარააააამ...
- ""დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ, მოხარულები ვართ რომ ჩვენი მომსახურეობით დაინტერესდით. რითი შემიძლია გემსახუროთ?" (ახლა ბიჭმა აიღო)
- გამარჯობა, მაინტერესებდა ნომრის დაჯავშნა თქ....
- "ა, თქვენ დაჯავშნა გნებავთ? ახლავე შეგაერთებთ. ერთი წუთით"
- ტრამ ტრამ ტრააამ....
- "დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ, მოხარულები ვართ რომ ჩვენი მომსახურეობით დაინტერესდით. რითი შემიძლია გემსახუროთ?" ( ისევ გოგო. ოღონდ სხვა)
- გამარჯობა, ეს მე ვარ, დაჯავშნა რომ მინდა...
- დიახ ბატონო გისმენთ!
- დავიწყო საუბარი თუ დაველოდო შემდეგს? ( იქედან ნახევრად ჩურჩულით ბიჭს ხმა მესმის "ნომრის დაჯავნა უნდა ნომრის" )
- დიახ გისმენთ? მე დაგეხმარებით.
საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ორადგილიანი ნომერი (საშუალო) თავისი კვებით. ორი აუზით, სავარჯიშო დარბაზითა და დილით ტკბილხმოვანი გაღვიძებით 210 ლარი ჯდება (+ მომსახურეობის და ათასი რაღაც ჯანდაბის პროცენტი) თუ ჩავთვლით რომ "ვამე ნენა შერატონიააა"შეიძლება აიტანოს კაცმა. თუ გავითვალისწინებთ რომ უფრო მაღალი კლასის ნომრები უკვე დაჯავშნილ-დალუქულ-დაკავებული იყო... მშვენივრადაც "იტანენ".

ჩემს მიერ ტელეფონზე აკრეფილი მომდევნო ნომერი ერა პალასს ეკუთვნოდა. აქ გადართვა გადმორთვა აღარ გვითამაშია. სწაფად და ლაკონურად ამიხსნეს რომ ამ კვირისთვის ჩვენი ნომერი 120 ლარი ღირსო. მომავალში შეიძლება გაიზარდოსო. ასე რომ თუ იჩქარებთ დროზე თორემ მერე მიყარე კაკალიო...

შემდეგ მის გვერდით, შორებელი ნათესავივით ატუზული სასტუმრო ჩაო მოვიკითხე. აქ მამაკაცი ძალიან შეწუხდა, ვაიმე არ გვაქვს თავისუფალი ნომერიო. მითხარით ფასი ამინცთქო. არა მოცადეო, ამას იქეთაკვირას რომ ჩამოხვიდეთო?. შენ ფასი მითხარი და ეგება დღეს წამოვიდე მეთქი. არა, ახლა არწამოხვიდე. ამას იქეთა კვირას წამოდიო... ბოლოს, როცა დედა დამაფიცა რომ ამას იქეთა კვირას წამოვიდოდი... გამიმხილა რომ ჩვენთან საშუალოდ 75 დან 100 ლარამდე ჯდება კაციო ( ქალი რა ჯდებოდა აღარ ჩავძიებულვარ. ეტყობა იფიქრა თან მოყავსო) ნომერი რა ჯდებათქო. იგივეო. გმადლბთ მეთქი და საიქითა კვიაოდ გამოვემშვიდობე.

იკითხავთ ინტურისტებს რატო აუარე გვერდიო. გეტყვით. ზუსტად ნახევარი საათი ვცდილობდი გავსულიყავი კონტაქტზე. ცოცხალი თავით არავინ უპასუიხა ჩემს ზარს. ეტყობა იმდენი კლიენტი ყავდათ სტუმართა მიმღებიც ოთახათ გააქირავეს.

სიმართლე რომ გითხრათ ბათუმი სავსეა კიდე ბევრი, შედარებით მომცრო ზომის სასტუმროებით. ფასები ჯერჯერობით არ იკბინებიან, მაგრამ უკვე სისინებენ. პორტო ფრანკოდ და ახალ ჰონკონგად აღიარებული ბულვარის ტერიტორიაზე უკვე იყიდით ლარიან კოკაკოლას ლარნახევრად. თუ მოინდომებთ შეიძლება ორლარიანიც იპოვოთ. მაცივარზე მისაკრავ ერთიან საქართველოს მაგნიტითურთ 9 ლარად. "ბათუმურ""ყავას"ორ ლარად და ასე შემდეგ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე. ქუბულეთი, გონიო, ჩემი საყვარელი კვარიათი და სარფი კიდე სულ სხვა თემაა.

ასე რომ ძალიან კარგად მესმის ბაბისასი. ძალიან არადეკვატური ფასები გვაქვს. ეგ ქართული ბიზნესის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანთვისებაა. ერთზე ორი თუ არ მოიგე ის "ბიზნესი"არ არის. დღეს ტურისტულ მარშრუტებზე არ მისაუბრია. ტურ.დეპი მიმტკიცებს რომ ძალიან მაგარი რაღაცეები გავაკეთეთო. ეგეც მინდა ვნახო. თუ მოვახერხე. ან ერთად ვნახოთ თუ მოვახერხეთ. ტურისტები უკვე ბლომად არიან. ალბათ არასდროს ყოფილა ბათუმი ასე მრავალ ენოვანი როგორც წელს. ყველას ფოტოაპარატი ხელში, ბედნიერ-გაიცებულ-გაკვირვებულ-დაღლილი ღიმილი და პინგვინებივით ერთობლივი მარში დანიშნულების ადგილისკენ. ხო კიდევ. ბარების და რესტორნების მომსახურეობის სერვისი კიდე სხვა თემაა. ამასაც გადავხედ დავაგემოვნ დავაჭაშნიკებთ. დროის  და საწერის მეტი რა არის. თან მალე სულიც ამიწანწალდება... მანამდ კი...

მანამდე კი საამო სიგრილეა. ბოლოს კი კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი რომ :
მალე ხოჭოების, აწითლებულიკანიანი გოგონების, ნაშუადღევზე დამწვარ ზურგზე სქლად გადასმული მაწვნის, ინტურისტებთან ტასაობის, მყუდროში ზასაობის, ბიკინების, „რაზნიცების“, ლეღვის ნახარშების, სხეულის მყუდრო ადგილებიდან გამონათებული ტატუების, დაბრალებული ჯაზის სიყვარულის, ფეშენ ფართების, გლამურულობაზე ფეხის დაბიჯების, მთელი წლის დანაზოგის ფრონცკი კოქტეილებშ გახარჯვის, რუსულ შანსონში გადახდილი ჯარიმების, ტაქსისტების და „ხაზეიკების“ ბედნიერების, ნახევრად გამომცხვარი აჭარული ხაჭაპურების,  ციტრუისს ქვეყანაში ორ ლარად გაყიდული ნახევარი ლიმონის, კინოთეატრშეპირებული კინოფესტივალის, ძალად „გადიკებული ძიკი პლაჟის“ და საუბრიდან გამქრალი ხმოვნების სეზონი დაიწყება. მანამდე კი  სიმშვიდეა. ზოგჯერ ზედმეტად წვიმიანი. მაგრამ დღეს ისეთი დღე იყო და მშვენიერი ამინდი. აი ისეთი... ხო მიხვდი!?

SUMMER 2014 STARTS. WELCOME TO BATUMI

$
0
0

36 გრადუსი სიცხე, ზღვის წყლის ტმპერატურა 21 გრადუსი, გამაგრილებელი კოქტეილები, ცივი ბათუმური ლუდი, ქვიშაზე მოდუღებული ყავა და სალსას რითმები. აი როგორ შეხვდა ბათუმი 2014 წლის საზაფხულო სეზონის გახსნას! სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი იმ წვიმიანი, ნესტიანი და ცივი დღეების შემდეგ ნამდვილი საჩუქარი იყო. აი ასე, ორ დღეში ცივი და წვიმიანი "ზამთრიდან"ცხელ და მზიან ზაფხულში ამოვყევით თავი.

ბათუმი უკვე კარგახანია იქცა კონტრასტების ქალაქად. ხოდა სულაც არ მიკვირს რომ ამინდიც ამავე აზრზეა.

და აი, ისიც. ნაცრისფერი და სუსხიანი დღეების შემდეგ, მოვიდა ყველაზე სანუკვარი, სასურველი და საოცნებო დროის მონაკვეთი, როცა ყველა ცდილობს გააკეთოს იმის მინიმუმი მაინც რაც ზამთარში, სამსახურში კომპიუტერთან ჯდომისას ასე რუდუნებით დაგეგმა გონებაში და ამ ოცნებას რამდენიმე თვე სათუთად ინახავდა!

ზაფხული. ის უკვე აქაა
და იქნებ შენი ზაფხულიც იწყება აქ. ბათუმში ?!

თუ ეს ასეა - მშვენიერია. მე შევეცდები ეტაპობრივად შეგიყვანოთ საქმის კურსში და შეძლებისდაგვარად დაგაკვალიანოთ რა, სად, როდის და რატომ ხდება! თქვენგან კი საკმარისია მხოლოდ სურვილი აქ ყოფნის. ზაფხული 2014 იწყება

36 градуса тепла, температура морской воды 21 градус, прохладительные напитки, холодное батумское пиво, сварен ни на песке кофе по батумский и ритмы сальса. вот как встретили в Батуми начало лето 2014. После продолжительной непогоды, такая погода была как не нельзя к с тате. Она была как подарок свыше. Вот так, за два дня мы из "зимы"переехали в жаркое лето.
Батуми уже давно стал городом контрастов. так что и погода не исключение

Наконец то, вот она, самая долгожданная пора когда все питаются исполнить хоть минимум из того длиннущего списка желанны, который он составлял у себя в голове сидя за компьютером на работе и потом лелеял эту мечту пол года.

Лето, она уже здесь. началось.
А может и твоё лето начинается здесь ?!

если это так то замечательно. я постараюсь поэтапно вводить тебя в курс дело. подскажу что, где, когда и как происходит. А с тебя достаточна лишь желание быть здесь. Лето 2014 началось







გამომყევი სამოგზაუროდ, ყავა დავლიოთ.

$
0
0

ზაფხული მალე დასრულდება. ქალაქიც დაცარიელდება და ხმაურს შეჩვეული ბათუმური ბარების ოფიციანტები შვებით ამოისუნთქავენ. ყველაზე გემრიელ ადგილზედ დასხდებიან და მორიგი “კლიენტის” მოლოდინში რას მოადუღებენ? რაღათქმაუნდა ბათუმურ ყავას.



შეგპირდი კიდეც რომ ყავაზე თხრობას განვაგრძნობდი. ხოდა ამჯერად არა ყავისისტორიაზე ან სახეობაზე მინდა გიამბო. არა.. სამოგზაუროდ გიწვევ. საად? სად და მსოფლიოს საკულტო ყავახანებში. გამომყევი და თავადვე იხილავ ყოველივე ამას.

პირველად ინგლისს ვეწვიოთ. კერძოთ კი ოქსფორდს. ხო აქაური ამინდი ბათუმური სიცხის შემდეგ ნამდვილად ვერ გაგახარებთ. მაგრამ აქ ხომ გასარუჯად არ მოვსულვართ? Queen’s Lane- ზე, ართ Coffee House- ში მინდა შეგიპატიჟოთ. ეს ყავახანა (ან კიდე Coffee House. რავიცი როგორც მოგწონთ) ბრიტანეთში ერთ-ერთი უძველესია დიდ ბრიტანეთში. ის მაშინ გაიხსნა როცა ევროპამ ყავა აღიარა (ეს კი მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს მომხდარა) . ოქსფორდი ნოვატორული იდეების და სიახლეების კერა იყო იმდროინდელ ინგლისში. ამიტომაც პირველი ყავახანაც სწორედ აქ გაიხსნა. სტუდენტების გასახარად, სულ რაღაც ერთი პენის საფასურად ეგზოტიკური სასმისის დაგემოვნება შეიძლებოდა… სვი და იჯექი რამდენიც გინდა. მას შემდეგ ასეა. იქ ახლაც ყველაზე ხშირი სტუმრები სტუდენტებია. მაგრამ ძველი ინგლისური სტილიდან სამწუხაროდ ბევრი არაფერი შემორჩა.. არაფერი, გარდა გემრიელი ყავისა. რომელიც, როგორც ირწმუნებიან, მთელს ინგლისში საუკეთესოა.



ახლა კი იტალიას ვეწვიოთ. ლეგენდარული რომი. თუ გნებავთ თავი რომაული არდადეგების გმირად წარმოიდგინეთ. ან კიდე სხვა ფილმის. რა ვიცი რომელიმესი..მაგრამ ამ ყავახანის სახელი შეეცადეთ იტალიურად წარმოსთქვათ: Antico Саffe Greco. ის ვია კონდოტი-ზე მდებარეობს და რაღათქმაუნდა რომში ერთ-ერთი უხუცესია. ყავის სმის წესი ხო გახსოვთ. აუცილებლად გამოგადგებათ. ის 1756 წელს გაიხსნა.

მისი მეპატრონე ბერძენი გახლდათ. გემრიელი ყავის გარდა აქ ისიც იზიდავდა მომსვლელს რომ არაბულ ღვინოს აქ პატარა ჭიქებით გთავაზობდნენ. ყავახანამ მალე მოიპოვა პოპულარობა. ხშირ სტუმრებშ შორის (თავ-თავის დროზე რათქმაუნდა) აქ იხილავდით გოეთეს, კაზანოვას, ბაირონს, გოგოლს, ლისტს, ვაგნერს და ვინ მოსთვლის კიდევ ვის. (ხო, ამიერიდან შენი თავიც მიათვალე) სტუმართა ავტოგრაფები ახლაც ინახება ამ ყავახანაში. ისევე როგორც რომაული ყავის საიდუმლო.

ფლორიანში, ვენეციის სან მარკოს მოდანზე მზის ჩასვლით ტკბობა და ყავისდაგემოვნება თუ მოგინდებათ არც მეტი და არც ნაკლები 15 ევრო უნდა გაიღოთ. გეძვირათ? ეს ბოჰემური ადგილმდებარეობის გამო ბატონო. ვენეციაა, სან მარკოს მოედანი და ფლორიანში ვზივართ ბოლოს და ბოლოს. ის 1720 წელს გაიხსნა.


 მას შემდეგ მის წითელი ტყავით გადაკრულ ბალიშებს ვისი წონა არ მოუსინჯავთ… მოდელიანი, ბროდსკი და კიდევ ყავის მოტრფიალე, აწ უკვე ჩამოთვლილი ადამიანები. მისი დახვეწილი ინტერიერის, უზარმაზარი სარკეების, მარმარილოს მაგიდების და ულამაზესი ფრესკების გამო ტურისტები მას ღია მუზეუმს უწოდებენ, მუზეუმს- სადაც გაჭმევენ და გასმევენ კიდეც. (შენც ასე ფიქრობ? )

იტალიურ “ჩექმას” ზემოთ ავყვეთ და …რაღათქმაუნდა პარიზი ბატონო… მთლად ასე ნუ გაიხარბ. არა, ეიფელის კოშკზე არ ავდივართ. უბრალოდ ყავა ხანაში. თუმცა რაღა უბრალოდ. პარიზული ყავახანებისა და კაფეების მაგალითზე მსოფლიო კულტურის შესწავლა შეიძლება. 


ერთში იმპრესიონისტები იკრიბებოდნენ, მეორეს კინემატოგრაფიის ახალი ტალღის ფუძემდებლები სტუმრობდნენ. მესამეში კი ცხელი ყავით ხელში რევოლუციონერები ბჭობდნენ. მონპარნასის ბულვარვარზე მდებარე  ამ ყავახანის სახელი მეოცე საუკუნის ლიტერატურის ისტორიამ კარგად შემოგვინახა. Closerie des Lilas თითქმის ყოველდღიური სტუმარი გახლდათ მეოცნებე ჰემენგუეი. აქ ნიშნავდნენ პაემანს ბოდლერი, ვერლენი და მეტერლინკი, ჯოისი და ბეკერტი. მოდი, აქეთ მოიწიე. იქნებ აქ დაგემოვნებულმა ყავამ შენც გაგიღვივოს ფანტაზია და მუზაც მოვიდეს?

რაკი ლიტერატურა ვახსენეთ, მოდით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელსაც ვეწვიოთ. პეტერბურგში, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ვოლფისა და ბერანჟეს საკონდიტრო გაიხსნა. მალე კი ჩინური ყავახანა “კაფე შინუა”.აქ გამომცხვარი ნამცხვრები და ბეზეები მთელს პეტერბურგში იყო ქებული. რაღათქმაუნდა მალე ლიტერატორების, მწერლების, და საერთოდ ხელოვნების მოყვარულთა საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. სწორედ ამ ყავახანაში შეხვდა პუშკინი თავის სეკუნდატს საბედისწერო დუელის წინ და სწორედ ამ კაფეში, რამოდენიმე დღის შემდეგ ლერმონტოვის “ნა სმერტ პოეტა”ს კუთხულობდნენ.


 დღეს აქ ლიტერატურული კაფეა გახსნილი. ძველ, სახელგანთქმულ დროზე კი მომღიმარი პუშკინის ბიუსტი და გემრიელი ყავის სურნელი მოგვითხრობს მხოლოდ. წამოდი, წავიდეთ. გვინდა ახლა დუელები?

ახლა კი მინდა იმ ყავახანაში შეგახედო, რომელიც გახსნის დღიდან აგერ უკვე 200 წელზე მეტია ერთი დღითაც არ დახურულა. ეგვიპტეს, კერძოთ კი ქაიროში ელ ფიშავის ყავახანას ვეწვიოთ. აქ დამაარსებლის შვილთაშვილი, ახლედ ელ ფიშავი გვიმასპინძლებს. დახლს უკან თავად დგას და თავადაც ითვლის მონაგებ თანხას, არც მასპინძლობას თაკილობს..დაბრძანდი, უმალ მოგხედავენ. რისი სურნელია?ა, ეს ხილის სურნელიანი თამბაქოა . 


გრძნობ არა როგორ იკარგება დრო. მართლა არაფერი შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც ადრე შემოგთავაზებენ მაგარ ყავასკარდამონთან ერთად, ან პიტნის ჩაის გასაგრილებლად, ან კიდევ რაიმე აქაურ სასუსნავს…არაფერი შეცვლილა უბრალოდ ტურისტების გულის გასახარად წვენები დაამატეს. ეს არის და ეს… კარგია? ჰა, თამბაქოს ნუ მიეძალე. წამოი… კიდევ ერთი ყავახანა დაგვრჩა.

გახსოვს შეგპირდი ვენასაც ვეწვევით მეთქი. ხოდა აბა დათო რა დათოა დანაპირები თუ არ შეასრულა? დემელში ვართ. ყველაზე ცნობილ ყავახანას ხალხი აქ სახელგანტქმული ზახარ-ტორტის გამო სტუმრობს. ხუმრობა როდია, ამ ტორტის გამო ორი სახელგანთქმული ოჯახი, დემელეი და ზახეტოვები საკონდიტრო ომს აწარმოებენ. (გამიხდნენ ესენიც მონტეკი და კაპულეტი) ზახერები თავიანთ ნუკბარზე დიდ ბეჭდს სვამენ. დემელები კი სამკუთხედს. ვენის მცხოვრებნი კი გემრიელ ყავასთან იმას არჩევენ თუ ვისი ტორტი სჯობს (საქმე აქვთ არა?) .


ტკბილეულის, მარცეპანის მუზეუმის, მოოქროვილი ჭაღების და აზნაურის მიხვრამოხვრის ოფიციანტების გარდა აქ შენ ლეგენდარულ ვენურ ყავას მელანჟესაც აღმოაჩენ. ყავა რძითა და თაფლით. აქვეა ლეგენდარული დაშაქრული იები. ყველაზე სახელგანთქმული და უცხო რამ, რისი წაღებაც შეიძლება ამ ულამაზესი ქალაქიდან…


მიხვდი ალბათ, ვენის ყავაზე დიდხანს არ მისაუბრია. იმიტომ რომ კიდე ერთხელ მინდა დაგაბრუნო. დღეისათვის კი ეს ხეტიალი ვიკმაროთ. თამ ამდენი ყავა ღამით არც თუ ისე სასარგებლოა. მომავალ ფინჯან ყავამდე… ვენაში

ჩვენ "ძლიერ"გვიყვარს ბათუმი ?!

$
0
0

რათქმაუნდა, როცა განსხვავებული სასმისით სამშობლოს, ქვეყნის, ღელე-ღურდანის და კიდევ რაიმე ჩვენთვის "წმინდა"და გაკერპებულის სადღეგრძელოს ვსამთ, ჩვენზე დიდი, ჭეშმარიტი, ალალი და მართალი პატრიოტი მაქსიმუმ ის შეიძლება იყოს ვისთანაც ალავერდს გადავდივართ. შემდეგ ბრტყელ სადღეგრძელოში წარმოთქმულ "ჭეშმარიტებას"კოცნით დავადასტურებთ და ... ბახუსის შემდეგ ისე იოლად ჩამოვდივართ იმ უსპეტაკესი კვარლცხბეგიდან სადაც წინა საღამოს, შარავანდმოსილნი და ალკოშევსილნი ვიდექით რომ არც კი გვახსენდება ის ზეამაღლებული პასუხისმგბლობა რომელიც იმ სადღეგრძელოებში ჩვენ თვითონ მივანიჭეთ ყოველ ადამიანს. მათ შორის გვავიწყდება რას ნიშნავს "გიყვარდეს ქალაქი სადაც ცხოვრობ"

არა, მე არც კაცთმოყვარეობაზე, არც რელიგიაზე და არც პოლიტიკაზე არ მინდა ვისაუბრო. მე უბრალოდ ადამიანობაზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვსთქვა. აი იმ ადამინობაზე - რამაც წესით ცხოველებთან შედარებით სულ მცირე ერთი საფეხურით მაღლა უნდა დაგვაყენოს! წესით.

მტვრევის, მსხვრევის, ძალადობის სურვილი ეტყობა თავიდანვე დევს ჩვენში. ძალიან ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო რაც ბათუმში გააკეთეს და შემდეგ, ჯეელებმა, რომლებმაც არ იციან სად და რაში დახარჯონ მოჭარბებული ენერგია - გაანადგურეს. თან ამის მომკითხავიც აღარავინაა!

შარშან, ანბანის კოშკთან ერეკლე წულაძის მიერ შექმნილი საინტერესო სკულპტურა დაიდგა, "მე შენ და ბათუმი". ასე თუ ისე ყველას მოგვეწონა და ვაღიარეთ რომ ბათუმთან ეს ყველაფერი იდეურად ყველაზე უფრო ახლოს დგას. ძალიან ბევრს გადაუღია აქ ფოტო. თავიდან დაცვაც იცავდა. ვკითხე კიდეც, რაა აქ დასაცავითქო - თურმე ნურას უკაცრავად.


ვიღაცეებმა სავარაუდოდ ჩათვალეს რომ აუცილებელი იყო თავიანთი კორექტივები შეეტანათ ამ ყველაფერში. "სკამები საზურგის გარეშე უფრო მოსახერხებელია, ლარნაკში ჩაწყობილი ყვავილები კი აშკარად ამახინჯებდნენ სურათს" - ხოდა... ახლა არც საზურგებია და არც ყვავილები. ამის გამკეთებელი აშკარად კმაყოფილია თავისი ქმედებით. ქალბატონის ჩანთასაც დიდი სიამოვნებით წაიღებდნენ, მაგრამ საფუძვლიანადაა ჩაბეტონებული "სამწუხაროდ".

თუმცა ყვავილების ქურდობა მხოლოდ ამით არ დასრულებულა. ბათუმის ბულვარის დამაარსებელ, ფრანგ მებაღე მიხეილ დალფონსაც შეუმსუბუქეს შრომა და მის ხელთპყრობილი ვარდი გაუქრეს. ცოდოაო ეტყობა ეს კაცი, მაინც ამდენი იშრომა და ახლა მაინც დაისვენოს ყვავილებისგანო. დალფონსს ვარდი არც ბულვარში შეარგეს და არც კაფე "ძველი ბულვარის"წინ. იქაც წაართვეს. მას შემდეგ "ძელი ბულვარის"ადმინისტრაცია ყოველ დღე ახალი, ნამდვილი ვარდით უამებს გულნატკენ მოხუცს გულს.


ეს კი ბათუმში, ტურისთული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ზეიმის ერთ-ერთი დეკორაციაა, ნებისმიერი მსურველი მივიდოდა, შეჰყოფდა თავს და გადაიღებდა ფოტოს... მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთ საშალო სტანდარტულზე გაცილებით დიდი თავი აქვს, ან სულაც ორს სურდა ამ ქალბატონის სხეულის მორგება...


ჭანჭიკებ მოშვებული სკამები ბულვარში, ჩალეწილი ღამის განათებები ბილიკების გასწვრივ, ჩამომდნარი და დაღვენთილი მწვანე სანაგვე ურნები ( აღარ არსებობენ) .


ამ "ჭიაკოკონას"ავტორი კი დარწმუნებული ვარ არაერთგზის იქნებოდა სამშობლოს და ბათუმის სიყვარულის სადღეგრძელოს ავტორი. სუფრაზე ხომ ყველას ფრთები გვაქვს! ეს ქუჩაში გვემართება რაღაც - ველურდებით.

ეს არა მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებს ეხება, საჭეთმყრობლებიც, თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებით სწორედ იმ ტროტუარებს, პანდუსებს და გადასასვლელებს ხერგავენ, რომელთა კეთილმოწყობაზე, გადაადგილება შეზღუდული ადამიანებისთვის ქუჩაში მეტი კომფორტის შექმნაზე და უსაფრთხოებაზე კანონებს კანონებზე ღებულობენ და მერე კამერების წინ კეკლუცობენ მიღწევებით. ქვეითები კი იძულებულნი არიან ტროტუარებზე აყუდებული ჯიპების გვერდის ასავლელად ქუჩაში მოსიარულე ავტომობილებს ლამის შეუვარდნენ ბორბლებში... ნუ ეს ისე. ლირიული გადახვევა.

ვერა და ვერ დაიმახსოვრა ჩვენმა ზემდგომმა რომ ქართველებს არ გვჭირდება რაღაც სათუთი და ნაზი, უნდა გაგვიკეთოთ რაღაც მონუმენტური, რასაც ძვრასაც ვერ ვუზამთ, ვერ ჩამოვფრქნით, ვერ ჩამოვთვლით, ვერ მოვამტვრევთ. რაიმე დიდი, მასიური და მოსიარულე. აი ისეთი, როგორიც ალი და ნინოა. შემოღობილი რომ არ იყოს ვერც ალი გაგვექცეოდა და მითუმეტეს ვერც ნინო და ვერც მედეა, კარგად გადაგვირჩა იმოდენა სვეტზე როა შემოსკუპული. ილიას მართალია ძალიან უჭირს, მაგრამ ნელინელ შეეჩვია მის სავარძელზე პულივიზატორით მიწერილ ო. ჭილაძის ფრაზებს, თუმცა მართლა ვერ ხვდება რატომ ფიგურირებენ ჭილაძის გვერდით სვასტიკები, გულები და თანამედროვე სლენგის ამსახველი წარწერები.

მოკლედ ასე, როცა მორიგ ჯერზე დააპირებთ ბათუმის სიყვარულის სადღეგრძელოს დალევას. იმდენი მაინც დალიეთ რომ ეს სიყვარული სუფრიდან ქუჩაში გამოგყვეთ. 

Mart Aire - გრაფიტი განწყობისთვის

$
0
0

გრაფიტი საქართველოში (ჩვენს პრეისტორიულ წინაპრებს თუ არ ჩავთვლით) ახალი ხილია. მართალია ჯერ, მხოლოდ პულივიზატორით, შავი საღებავით კედლებზე მიწერილ ო.ჭილაძის ან კიდე ო.სხვათა "ფრთოსაN"ფრაზებს ვკმარდებით. მაგრამ ალაგ-ალაგ შეინიშნება ფერთა გამის იშვიათი მრავალფეროვნება და ეს კარგია. უსახურ კედელს როცა რაღაც შინაარს მისცემ - მართლაც მშვენიერია. დღეს მინდა ერთი არგენტინელი ფერმწერი გაგაცნოთ. უფრო სწორედ მისი შემოქმედება. ამ გრაფიტის შემყურე თავადაც დამერწმუნებით რომ - ასე უკეთესია.

Martარგენტინელია. ძლენი მისახვედრი არ იქნება რატომაცაა მის ნამუშევრებში ფერთა ასეთი სახალისე. მის პორთფოლიოში არაერთი კონკურსი და გამოფენაა ჩამოთვლილი. თუმცა ყველაზე უფრო საინტერესო (ჩემთვის) მაინც ის დეტალია რაც თქვენაც უდაოდ მოგხვდებათ თვალში - ველო. ორ ბორბლიანი ტრანსპორტი მის გრაფიტებში ძალზედ ხშირად დომინირებს. თან აი ისეთია, მსიბუქი, ლამაზი და ფერადი. მოკლედ. თავადაც დაათვალიერეთ და ნახეთ. შემდეგ ისიც წარმოიდგინეთ - მოუხდებოდა თუ არა თქვენს ირგვლივ წამოჭიმულ უსახურ კედლებს რაიმე ასეთი :)








სამომავლოდ, ვინმე მადლიანი უსახური კედლის თავისი "ნააზრევით"დაფარვას თუ დააპირებს. ეგებ იმაზეც იფიქროს შავის გადრა სხვა ფერიც რომ არსებობს და ცოტა უფრო მეტი კრიატივი ტვინსაც რომ არ ვნებს და თვალსაც ახარებს.


პირსი - რუტინისგან თავისუფალი ტერიტორია

$
0
0

ზღვასთან გემრიელ სავარძელში მოკალათება, სასმელის წრუპვა და მეგობრებთან საუბარი - აი ის ინგრედიენტი რაც სამუშაო დღის მერე აუცილებელია კარგი განწყობისთვის. მითუმეტეს თუ შენი სავარძელი ზღვაში შეჭრილ პირსზე მოწყობილ ბარში დგას. ზიხარ და ტკბები ღამის ბათუმის და ზღვის ტალღებზე გართხმული ქალაქის ორეულის ლიცლიცით. გადანათებული პლაჟის გასწვრივ კი უკუნეთ ღამეში შთანთქმული ჰორიზონტია. გასცქერი და თვალით სინჯავ, ცდილობ გაზომო სად მთვარდება შავი ზღვა და სად იწყება ცა... ცა კი, თუ სავსე მთვარე არსად ჩანს, ისე უხვადაა მოკირწლული ვარსკვლავებით გეგონება ვერ გაუძლებს მათ სიმძიმეს და ჩამოწყდებაო. წყდება კიდეც, ზოგჯერ.


არც ისე ცხელა რომ ლუდი სვა, არც ისე ცივა რომ ცხელი ყავა, არ ის განწყობა გაქვს რომ აგუნას შეხვდე, არც ის რომ დატკბე მხოლოდ ხილის ნაჟურით. მართინი, მშვენიერი გამოსავალია.

მუსიკაც თუ ემთხვევა შენს განწყობას... ჰეეეი, იჯექი, ინებივრე, იოცნებე. ცხელ და რუტინულ სამუშაო დღემდე ჯერ კიდევ არაერთი გრილი, საამო ღამის საათია წინ. მართალია სადღაც იქ, ნაპირზე კი გელის შენი სახლი გახურებული კედლებით, სამსახური გადაუდებელ - გადადებული საქმეებით. მაგრამ ეს ყველაფერი იქაა, ნაპირზე. შენ კი პირსზე ხარ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

კარგი რამაა ზაფხული
Viewing all 409 articles
Browse latest View live