Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all 409 articles
Browse latest View live

Grafikart Festival BATUMI

$
0
0
gge 1

სინოპტიკოსების მიერ დაანონსებული წვიმის ნაცვლად არაჩვეულებრივად ცხელი და მზეიანი დილა გათენდა. სწორედ ისეთი, ფესტივალის პირველ დღეს რომ შეესაბამება. დილიდანვე დაათვალიერეს საფესტივალოდ გამოყოფილი რამდენიმე კედელი, საღებავები მოიმარაგეს, პულივიზატორები მოიმარჯვეს, ყურსასმენებში საყვარელი მუსიკა და ... პულივიზატორის პირველმა ამოსუნთქვამ ოფიციალურად გახსნა ხატვის სეზონი.

დღე 1
მართალია ბათუმში რამდენიმე ობიექტია გამოყოფილი, რომელზედაც უნდა უმუშაონ არტისტებმა. მაგრამ პირველ დღეს ყველამ ერთ კედელთან არჩია ტავმოყრა. მესამე საშუალო სკოლის ეზოს კედელის სიგრძე თითქმის ყველა სტუმრის შემოქმედებას დაიტევსო გადაწყვიტეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით, საყვარელი ჯგუფებისა და შეყვარებულების სახელებით აჭრელებული კეტლის ვიზუალური ტრანსფორმაციაც დაიწყო. 

დღე 1
დღე 1
დღე 1
დღე 1
დღე 1
დღე 1
დღე 1
დღე 1
დღე 1
_DSC0528
დღე 1
ქუჩაში მიმდინარე შემოქედებითი წვა არც მეზობლების და არც ჩვეულებრივი ჩამვლელების მზერას არ გამოპარვია. ყველა მოდიოდა, აკვირდებოდა, ათვალიერებდა. შემდეგ მოკრძალებით კითხულობდნენ - რა ხდება აქ?! როცა ღებულობდნენ პასუხს კმაყოფილი იღიმოდნენ და შემდეგ თითქმის ყველა, უკლებლივ სვამდა ერთიდა იგივე კითხვას - და რომ ვთხოვოთ.. კორპუსის "არკას"ან სადარბაზოს ვერ მოგვიხატავენ?!
მოქალაქეებთან ერთად ეს პროცესი არც ქუჩის ძაღლებს გამოპარვიათ. მოვიდნენ, დასხდნენ, ჩავიმეგობრდნენ და შემდეგ პერიმეტრის დაცვაც თავის თავზე აირეს. ისე გულმოდგინედ მიდენიდნენ ქუჩაში გამოჩენილ ჯიპებს რომ საპატრულო პოლიცია ისვენებდა.

zagli
ეს პირველი დღე იყო, პირველი ნაბიჯებით. ვნახოთ რა იქნება ხვალ. თუმცა ამ პატარა გოგონასი არ იყოს ჩვენც დიდი სიამოვნებითა და ინტერესით დავაკვირდებით და გავაშუქებთ საფესტივალო ციებ-ცხელებას.

mezobeli

Grafikart Festival BATUMI დღე მეორე

$
0
0

სტრიტ არტის ფესტივალის მეორე დღეც მზიანი და ცხელი გამოდგა. სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებისა და პოსტების წყალობით ძალიან ბევრი დაინტერესდა უშუალოდ პროცესის ხილვით, რის გამოც მნახველები და გულშემატკივრები მთელი დღის განმავლობაში არ მოგვკლებია! კარგია როცა მოდიან, უცქერენ და გამოხატავენ ტავიანთ მოწონებას. ეს ნამდვილად პოზიტიურად მოქმედებს არამხოლოდ ორგანიზატორებზე -არამედ უშუალოდ მხატვრებზეც. ხუმრობა საქმე როდია პაპანაქება სიცხეში ხატო... ნუ, ეს თქვენთვის დიდად არასაინტერესო დეტალებია. ამიტომ უბრალოდ ფოტომასალას დაგათვალიერებინებთ. ასე სჯობს.



















GRAFIKART FESTIVAL BATUMI დღე მესამე

$
0
0

ფერადი იდეების მცოცავი "ოკუპაცია"გრძელდება. მხატვრებმა ძველი ბათუმის უბნებსაც მიაკითხეს. ძალიან მალე აქაურობასაც დაეტყობა გრაფიტის ნაკვალევი.

















რათქმაუნდა პატარა ცენზორების გარეშე არც ერთი დღე არ გადის. საბენიეროდ მათგან ყოველთვის კეთილგანწყობა მოდის მხოლოდ... და კომენტარები:
- შეხედეე, ეს ბიჭი მის შეყვარებულს ხატავს!
- აუუ, რა მაგარიაა ?!
- ხოო, მაგრად უყვარს !



















GRAFIKART FESTIVAL BATUMI დღე მეოთხე

$
0
0

ბათუმში სტრიტ არტის ფესტივალის მონაწილე მხატვრები ახალ სიმაღლეებზე ადიან. რომ გენახათ რა დიდი ინტერესით შეჰყურებდა ფრანგი მხატვრის შემოქმედებით წვას ქართველი მემანქანე ქვემოდან ... ეჭვიც არ შეგეპარებოდათ რომ მაშიც იყო რაღაც, მხატვრისეული. ის ამწის ისრით მანიპულირებდა, მხატვარი პულივიზატორით და აი ასე, ერთიანობაში მიმდინარეობდა ფრანგულ-ქართული ხატვის პროცესი.

















ქუჩის პარალელურად სამუშაოები გალერეა  CAC 41N/ 41E შიც მიმნიდარეობს. 






ფერადი ქალაქი და ევროპის მატარებელი

$
0
0

როგორც ამბობენ ყველაფერს თავისი დასაწყისი და ბოლო აქვსო.  ბათუმის სტრიტ არტ ფესტივალი და ფერადი იდეების მცოცავი "ოკუპაცია" 27 ივნის დასრულდა. ერთი კვირის მანძილზე ფრანგი და ქართველი არტისტები ქალაქის სხვადასხვა უბანში უსახურ, ერთფეროვან კედლებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებდნენ. დღეიდან მათი ფერადი "ნაკვალევი"ქალაქელებისთვის ამ ზაფხულის ყველაზე ფერად მოგონებად დარჩება. 











სიმართლე გითხრათ არ მახსედება სხვა რომელიმე ღონისძიება, რომელსაც ქალაქში პოზიტივის ამოდენა მუხტი გამოეწვიოს. ეს ის მოვლენაა რომელიც უკლებლივ ყველას მოეწონა. ( დღეების მიხედვით შეგიძლიათ ტავადაც გაადაათვალიეროთ რა ხდებოდა. დღე პირველი, დღე მეორე, დღე მესამე, დღე მეოთხე ) დღესაც შეგიძლიათ დაიაროთ ქალაქი და თავად დააკვირდეთ არტისტების ემოქმედებას. ერთგვარი გამოცდაც კი მოუწყოთ საკუთარ თავს - გამოიცანით - რომელია ქართველი მხატვრების შესრულებული და რომელი ფრანგის. 

ყოველივე ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერაც დაერთო თან. ხო სიმბოლურია?! დღის ბოლოს, გალერეა CAC 41N/41Eმიმდებარე ტერიტორიიდან, აწ უკვე "ევროპის მატარებელით" იმპროვიზირებული ექსკურსია მოეწყო  გაფერადებული ქალაქის ქუჩებში. 














ფესტივალი დასრულდა. თუმცა ეს მხოლოდ შესვენებაა ვიდრე დასასრული.

ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე : 

2 People 1 Life - წყვილის მშვენიერი იდეა

$
0
0

ქორწინება – ორი, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის მიერ მიღებული ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ხოდა რა გასაკვირია თუკი საქორწინო სამზადის ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა. ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, დახვეწილი და ორიგინალური. ამ სამი კომპონენტის იდეალური შეხამებისთვის ხშირად წყვილი საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტებზე მიდის. ბევრს აღარ ხიბლავს ქორწინების ბიუროს კედლებში ხელმოწერილი თავიანთი სასიყვარულო ურთიერთობების გაფორმების მშრალი ცერემონია. ისინი ეძებენ რაიმე ახალს, ლამაზს და საინტერესოს. ძიების პროცესში კი ხშირად ქვეყნის საზღვრებსაც კი სცილდებიან. მიეშურებიან იქეთკენ, სადაც ეგზოტიკის, რომანტიკისა და სილამაზის ჰამონიული კომბინაცია ეგულებათ! ქორწილია ბოლოს და ბოლოს. საამისოდ კი ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს შეყვარებული ადამიანი. ეს ხომ სიცოცხლეში ერთხელ ხდება… 

ANO_3402 [1600x1200]Photo Lasha-Giorgi Phalavandishvili

Заключение брака – это важнейшее решение, принятое двумя людьми, безумно влюбленными друг в друга. И ничего странного в том нет, что подготовке к свадьбе уделяется огромное внимание. Все должно быть красивым, утонченным и оригинальным. Для идеального сочетания этих трех компонентов, пара часто идет на довольно интересные эксперименты. Многих уже не привлекает сухая церемония узаконивания своей любви в стенах ЗАГСа. Они ищут чего — то нового, красивого и интересного. В процессе поиска они часто выходят и за рамки границ страны. Их влечет туда, где можно найти экзотику, романтику и комбинацию красоты! Свадьба ведь в конце концов. А для этого влюбленный человек сделает многое. Ведь это происходит один раз в жизни…
ANO_3287 [1600x1200]
Photo Lasha-Giorgi Phalavandishvili
თუმცა არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუანსი. იმას თუ როგორია ქორწილი, ვერ გამოცდი მანამ სანამ თავად არ იქორწინებ. ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ! კარგი იქნებოდა ქორწინების რიტუალის შერჩევაც ისე იოლი და გემრიელი პროცესი იყოს როგორც საქორწინო ტორტის წინასწარი დაგემოვნება. თუმცა ერთმა წყვილმა ეს იდეა წარმატებით განავითარა. გაიცანით ლიზა და ალექსი. წყვილი, რომელმაც მსოფლიო ტურნე წამოიწყო რათა თავიანთ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების – ქორწინების ჩასატარებლად იდეალური ადგილი ეპოვათ. 2011 წლიდან მოყოლებული ალექსი და ლიზა ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ, ეცნობიან მათთვის უჩვეულო კულტურასა და ტრადიციებს. ტრადიციისამებრ ატარებენ საქორწილო რიტუალსაც და მორიგი იმიტირებული შეუღების შემდეგ ისევ ადგებიან გზას. მათი გზის ბოლო პუნქტი ავსტრალიაა. სწორედ იქ აპირებენ ისინი დასახლებას. შემდეგ კი გადაათვალიერებენ თავიანთი საქორწილო მოგონებების ალბომს და იმ ქვეყანას აირჩევენ ამ მნიშვნელოვანი რიტუალის ჩასატარებლად, რომლის ტრადიციებმა და ადათმაც ყველაზე მეტად მოხიბლა ისინი. ამ საინტერესო მოგზაურობის ამბებს კი თავიანთ ბლოგზე, ეტაპობრივად უყვებიან მკითხველებს.


ლიზა და ალექსი რამდენიმე ხნის წინ საქართველოსაც ეწვივნენ! ძალიან დაინტერესდნენ აქაური ტრადიციებით და … აი ისიც. მათ არქივში ქართული ქორწილის რიტუალიც შევიდა!
ANO_3323 [1600x1200]
Хотя существует один очень важный нюанс.То, какова свадьба не испытать то тех пор, пока сам не сыграешь свою свадьбу. А это крайне важный поступок! Было бы отлично, если бы выбор свадебного ритуала былбы также сладок как предварительная дегустация свадебного торта. Хотя одна пара удачно осуществила эту идею.
Знакомьтесь, Лиза и Алекс. Пара,которая устроила мировое турне, с целью найти идеальное место для проведения важнейшего мероприятия в их жизни — своей свадьбы. Начиная с 2011 года Алекс и Лиза путешествуют из одной страны в другую. Знакомятся с неизвестной и необычной для них культурами и обычаями. Согласно традициям они проводят свадебные ритуалы и после продолжают путь. Последний пункт назначения — это Австралия. Именно там они собираются поселиться. Потом они пересмотрят альбом своих свадебных воспоминаний и выберут ту страну для проведения ритуала, традиций и обычаи которой, впечатлили их больше всех. Истории об этом интересном путешествии они рассказывают читателям на своем блоге.

Лиза и Алекс недавно посетили и Грузию! Их очень заинтересовали местные традиции и… вот и он!!! В их архив вошел и ритуал грузинской свадьбы.
ANO_3347 [1600x1200]ANO_3380 [1600x1200]ANO_3433 [1600x1200]ANO_3535 [1600x1200]ANO_3557 [1600x1200]NNN_2693 [1600x1200]
არ ვიცი შედგება თუ არა საქართველოში მათი ნამდვილი ქორწილი. მაგრამ მიუხედავად ამისა მინდა წინასწარ ვუსურვო ბედნიერება ამ მართლაც არაჩვეულებრივ წყვილს!ჩვენ კი მათი იმიტირებული ქართული ქორწილის ვიდეო და ფოტო არქივს გადავავლოთ თვალი და თუ საქართველოში, ბათუმში თქვენი ქორწილის ჩატარების იდეა მოგეწონებათ – მოხარულები ვართ გიმასპინძლოთ. წინასწარ გეტყვით, ფუნდამენტი, რომელიც აქ ჩაეყრება თქვენს ოჯახს, ნებისმიერ ქარტეხილს გაუძლებს. შემდეგ კი აშენეთ სიყვარულით მათზე დაყდნობილი კედლები!
NNN_2720 [1600x1200]
Не знаю состоится ли их настоящая свадьба в Грузии, но несмотря на это, хочу заранее пожелать счастья этой замечательной паре! А мы давайте глянем на фото и видео архив их имитированной грузинской свадьбы, и если вам понравится идея проведения вашей свадьбы в Грузии, в Батуми – мы будем рады радушно принять Вас. Скажу Вам заранее, фундамент, который здесь будет заложен вашей семьей, выдержит любой шквал, ураган и трудности. А дальше уже любовью стройте основанные на них стены!
NNN_2757 [1600x1200]

Gardenia - აქ ჩაის კი არა სულსაც დალევდა კაცი

$
0
0

პირველად სიუჟეტი ვნახე, შემდეგ სოციალურ ქსელშიც მოვიწონე გვერდი, ვათვალიერებდი სურათებს და ძალიან მშურდა იმ ადამიანების ვინც იქ იყო, ეს სილამაზე ნახა, განიცადა და გადაიღო. ხოდა რა გასაკვირია თბილისში ყოფნისას აქ რომ შემოვიარე. მითუმეტეს როცა მზით დათანგული თბილისი ტაფაზე დადებული კეფალივით შიშხინებდა.

ტაქსისტებში როგორც წესი ყოველთვის "მიმართლებს". მუდამ ერთად, კითხვა კითხვით ვიკვლევთ გზებს. ახლაც ასე მოხდა, თუმცა მოვაღწიეთ. მოვაღწიეთ და შემოვედით.

არა, დაივიწყეთ ყველაფერი რაც კი ფოტო და ვიდეო მასალა გინახავთ. მერწმუნეთ, საკუთარი თვალით დანახულს არც არაფერი სჯობს და მითუმეტეს, ამ ყველაფერს ერთი ფოტოკამერით ვერანაირად ვერ შეიგრძნობთ. ყველაფერი იმაზე მეტად გასაოცარი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. წავიდეთ, ვნახოთ!





ოხშივარ ადენილი ასფალტიდან და მტვრიანი ქუჩიდან, პატარა კარის ზღურბლს იქით ნამდვილი წალკოტი მელოდა. ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი ბაღი, ეს პატარა სამყარო იყო და ამ სამყაროში მშვენიერ ყვავილებთან ერთად საკამაოდ უცნაური არსებებიც ბინადრობდნენ. რომლებიც აი ასე, უეცრად აღმოჩნდებიან რომელიღაც ყვავილის უკან ჩამალულნი.








და ყვავილები?! აქ ირგვლივ ყველაფერი ყვავის. ბაღის უკან გაჭიმულ სათბურებში კი არაერთი ყვავილი ელის გასაფურჩქნად თავის ჯერს.

ვერც კი წარმოიდგენთ რა სურნელი დგას აქ





მიუხედავად იმისა რომ ბაღი არც თუ ისე დიდია და აქ ვერ იხეტიალებთ ისე შორს როგორც ბოტანიკურ ბარში ან მთაწმინდის პარკში, დრო აქ იმაზე სწრაფად გარბის ვიდრე გგონია. უჩვეულო დეკორის, საოცარი არსებებისა და უმშვენიერესი ყვავილების ცქერაში შეიძლება ისე დაიღალო რომ ვერც მიხვდე. და თუ კი დაიღლები და მოსვენება მოგინდება, გარდენიის პატარა კაფე შენს სამსახურშია. ეს კაფე ამ ბაღიში სეირნობის და მონახულების კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და ულამაზესი პუნქტია. აი სად შეგიძლიათ ნამდვილად დაისვენოთ.







აქ თამამად შეგიძლიათ დაივიწყოთ ყოველგვარი ნახევარფაბრიკატი და ქიმია. ანუ ის რითაც ძირიტადად ვიკვებებით. ქაცვის, კომშის, შვინდის, ალუბის და კიდე რა ვიცი.. რისი წვნი გნებავთ, რისი კომპოტი, რისი ჩაი, კექსი და... ეჰ, იმდენი რამ ჩამომითვალეს... ხუთი წუთი ვფიქრობდი რა ამერჩია.






ბოლოს, როგორც იქნა ამ ყველაფრის შემოქმედსაც მოვკარი თვალი. ბაღში ფუსფუსებდა, გენერალივით დადიოდა ყვავილოვანთა რიგებში და აღლუმზე გამოპრანჭული ჯარისკაცებივით ასწორებდა გზადაგზა ყვავილებით გადაპანტულ ქოთნებს, სკამებს. ალაგებდა, აწესრიგებდა, აკოხტავებდა.



ორი გურული, დათო ტრაპაიძე და ზურა შევარდნაძე
- ეს მშვენიერი რამ ყოფილა თქვენი გარდენია!
- ვითომ ?! რავიცი
- რა რა იცით?! გურულებისთვის ერთი "მექა და რომი"კი შექმენით და სხვა რავიცი
- რატომ?!
- რა რატო, თბილისში ჩამოსულები ყველა აქ მოდიან "მოსალოცად"
იცინის
- გაიხარე, მიხარია რომ მოგწონთ, კიდევ მობრძანდით.

კიდევაც მივალ, აბა რას ვიზამ, ეს სამოთხე აღმოვაჩინე, თბილისიდან 10 ლარად ტაქსით რომ მივაღწევ და აქ მოსვლაზე ვიტყვი უარს?! თუმცა ახლაც აქ ვარ. ხოდა ისა.. მენიუს მახსენებენ.

მზე დასავლეთით გადიზნიქა, ბაღს ხეების ჩერო გადაეფარა, ყვავილების თვლემის დრო მოვიდა, ცოცხალი მუსიკის და ოცნების

ჩვენც ჩაი ავირჩიეთ, მაგიდას მივუსხედით და ცოცხალი მუსიკის ჰანგებში ისევ გავინაბეთ. არა, არ ვსაუბრობდით. უბრალოდ ამ პატარა სამოთხის თვლიერებით ვძღებოდით, ჩაის ვაყოლებდით და ვოცნებობდით. ეს ის ადგილია სადაც უნდა იოცნებო, სადაც ის გრძნობა გეუფლება - ყოვლისშემძლედ რომ გაგრძნობინებს თავს. აქ მშვიდად ხარ, სახლში ხარ, შენტან ხარ. გული საგულეს გიდევს და ... კაია აქ, აქ ჩაის კი არა სულსაც დალევდა კაცი.

Мтирала - Путешествие в Грузинских субтропиках

$
0
0

Я чувствую себя героем одной из передач National Geographic, тем, который бродит в субтропических джунглях, оставляя за собой  реки,  водопады,  ущелья,  мосты и решительно движется в направлении своей цели.  

Вот, как раз была подобная ситуация. С тем отличием, что мы не боролись за выживание, нас не преследовал зверь и мы не лезли в пасть к разъяренным рептилиям. А все остальное было таким же как и в субтропическом лесу. Гремучие, ужасно холодные реки, обросшие мхом громадные каменные глыбы, обвернутые в мох деревья, стремящиеся в высь, кусты папоротника  по пояс и сырость. 


Все началось спонтанно. «Мы в Батуми» - сказали мы, - а от нас  в нескольких километрах огромный лесной парк, где мы еще ни разу не бывали. Хотя каждому приезжему советуем его увидеть. Давайте встанем и  сами увидим это, может Он и вправду так хорош, как мы другим говорим о нем. Ну вот. Мы встали (ну для этого правда нам понадобилось 2 недели, для согласования выходных дней) и пошли.

Автобусом до Чакви, из Чакви (соответственно нагруженные вкусняшками) за 30 лари уговорили таксиста доехать до назначенного пункта и мы направились на его «чистеньком» автомобиле.  Счастливо болтая мы наслаждались горами, погруженными во все зеленое, шумящим озером и видами  красивого голубого неба. Хотя, скоро дорога закончилась, если точнее асфальтное покрытие. Водитель заявил (он не мог перенести горечь того, что ему пришлось сбавить 10 лари во время торга) – Вот сейчас начинается дорога! Ну, что сказать?! Те кто жили в 90-х годах в Грузии и когда нибудь бывали на деревенских дорогах… Вот это было как раз то! На дне автомобиля, ступнями ног я чувствовал камушки, камни и все то, по чему приходилось переползать нашему бедному транспортному средству. Отрезок в 8 километров мы проехали уже молча, обхватив сиденья и…


Возглас- Доехали! – разогнал все тучи сетований. Перед нами предстала довольно красивая гостиница-ресторан. Автомобиль остановился, мы вылезли.На болкон выбежали дети, осмотрели нас и закричали – Они приехали, Они!



Этими «Они» были мы – точнее владельцы  заранее забронированных номеровгостиницы.  Они приняли нас с улыбкой и разместили.  Честно говоря я не ожидал, что там будут такие обустроенные гостиничные номера. После той дороги, это было настоящим подарком. 


Чуть чуть прибрались-разобрались и душа завизжала.  Поскорее расспросили маршрут, прихватили дождевики и пошагали по пути. Так как маршрут был не очень длинным и не очень сложным, в экскурсоводы заделались к нам 2 маленьких мальчика. С деловым видом они шагали перед нами и по пути бросали короткие реплики: «Это короткая дорога», «Это водяная мельница», «Это старые здания», «Водопад в той стороне».  Коротко говоря у нас были очень классные и воспитанные экскурсоводы. Что касается обитаемой среды. Вот здесь то я должен вдохнуть. 


Вы когда нибудь мечтали бродить по джунглям и возникали по поводу того, что нет денег на это, что бы погрузится в зелень джунглей. Вот Вам они, почти никакого  отличия. Лесная тропинка прячется то за громадными деревьями, то за огромными зелеными глыбами. Если до этого синева неба помогала, то теперь темный лес рисует все в своих красках. Нескончаемые подъемы, покоряя которые сердце в горле застревает, их заменяют крутые спуски и все это происходит под покровом зеленого леса. Временами  на одной стороне пути лесной покров становится тоньше и только тогда можно увидеть гору напротив и возможно на склоне горы вы мельком увидите осиротевшие старинные дома. По проложенной и отмеченной тропинке равномерно встречаешь как будущего путника, также и бродячий туман. 


Зеленое, в зеленом, зеленым и на зеленом – повсюду этот цвет и его тысячная градация. Мох по всему и везде на , что не подвижно. Из зеленой глубины леса, фантазия поневоле зовет Лешего, Кикимору, Чудо-Юдо. Вот в этих местах точно могут проживать персонажи грузинских мифов, или может они тут и проживают, кто их знает.
 


Дорога продолжается, подъем и спуск, потом вновь подъем. Это было все просто…если бы не сырость. Влажность здесь достигает максимума. Не идет дождь, но ты мокрый, мокрый потому что не можешь высохнуть. И дышать сложно. А останавливаться  действительно не желательно. Если влажная футболка высохнет на вашем теле, возможно вы можете простыть. Поэтому вперед, к водопаду.









Сначала ты слышишь его звук и он радует твое сердце. Ты рад думать о том, что вот вот, мы уже дойдем и отдохнем. Потом шум увеличивается, маленький спуск и… вместе с шумом на лице чувствуешь  его холодные капли. Нет, это не Ниагара и не Виктория. Но на этом месте его неожиданное появление, несмотря на то что ты знаешь к чему направляешься, все равно оооооооооочень приятно. Мы хотели чуток постоять и полюбоваться им, но Мтирала напомнила о своем первоначальном статусе. 


Дождь начался неожиданно и мы засуетись. Мы одели дождевики, но только потом вспомнили, что благодаря  влажности мы были не такими уж пьяными, что бы  прятаться от дождя и мы даже не находись в таком месте где надо было от чего нибудь укрываться. Дождь был везде, под открытым небом и даже под деревьями. Большими, громадными каплями дождь хлюпал по нам, и так уже по промокшим головам.  Дождь скоро прошел. 





Вместо «озера» мы застали застоявшуюся реку.  Там же около «застолья» кто то очень старался пожарить шашлыки во время дождя.  А мы как  паломники жрецы молча подошли к озеру. Символично уничтожили прихватившую в дорожку кукурузу. Молча утопали в глубинах сигарет и реки и опять пошел дождь. 


Дорога назад оказалась гораздо проще и короче. Мы вернулись. Приняли горячий душ. Переоделись и вернулись на открытую террасу,  что бы поделиться впечатлениями. Телефоны, которые  почти весь день молчали (не было сети) зазвенели. Звонили нам в основном из Батуми. Как вы?! Тут проливной дождь, а вы там живы? Мы удивлялись, если в Батуми был сильный дождь, на Мтирале – где почти всегда дождь, даже тогда когда все человечество в засуху умирает от жары, здесь просто моросил дождь. Только я успел подумать об этом, как  сначала послышался шум, мы выглянули на балкон и…. Мтирала не разочаровала нас.



Град вскоре прекратился, а дождь длился до утра. Мы сидели на балконе и слушали звук дождя и  реки.  Беседовали о настоящем и будущем, о планах на будущее, о том, как это хорошо, что мы выбрались из города, что мы должны поступать так часто, о том, что в Грузии очень много мест, в которых мы еще не бывали вместе, о том, что все это очень классно и о том, что вообще жизнь прекрасна.  


На следующее утро мы молча собрали вещи, уселись в вызванное нами такси и поплелись обратно по дороге ведущей к Чакви.  Было хорошо. Даже сейчас, когда я пишу этот пост и загружаю фотографии, мое воображение уносит меня обратно туда. На зеленую, сырую, влажную, дождливую и красивую «Мтиралу.»  


Ну, чтоб не надоедать, к концу хочу дать вам несколько  советов:

1. В национальный парк Мтирала желательно добираться на джипе, или на подобном транспорте. Дорога будет более комфортной и  легкой.

2. Не стоит сильно нагружаться продуктами, это пригодиться вам в том случае, если вы собираетесь ночевать в палатке, а если нет, то гостиница и дома в стиле частных гостиниц смогут удовлетворить ваш проснувшийся аппетит. Плюс ко всему этому по приемлемым ценам.

3. Будет  хорошо если вы останетесь 2 дня на «Мтирале» и нормально осмотрите все вокруг.

4.  Узнайте в визитерском центре, у них много интересных маршрутов. И приспособите их в соответствии своих физических возможностей и наслаждайтесь.
5. Не налегайте на алкоголь. Конечно же и там есть прекрасное вино и чача, но чувствовать похмелье в горах, в субтропиках, не такое уж хорошее чувство.

6. Не забывайте – это «Мтирала». Если не иметь в виду дождь, тут влажность составляет  80-85%. Дождевик является обязательным атрибутом. Если вам понадобятся палатки, рюкзаки и другой инвентарь, вы легко сможете его найти в визитерском центре.  

7.  Отдохните от мобильных телефонов и интернета. Отдохниитеееееееееее.
И еще одно, это уже касается тех людей, которые «рвутся на героические поступки». Если вы проследите за тем 8 километровым участком, который нужно пройти-проехать до Мтиралы, вы существенно облегчите путь визитерам доехать до заповедника и полученные положительные впечатления им не придется рассеивать во время тряски в машине на обратном пути. 



თუშური ამბები, თავი პირველი - გზა

$
0
0
თუშეთი ალბათ ერთადერთი რეგიონია სადაც სულაც არ ვგეგმავდი წასვლას ამ ზაფხულს. მაგრამ, რიგი მიზეზებისა გამო. უძილო ღამეების, გაუსაძლისი სიცხის და ხშირ შემთხვევაში უგნებობის გადალახვის შემდეგ მე სწორედ იმ მინივენში ვიჯექი, ახმლეტის რაიონიდან თუშეთისკენ მიმავალ გზას რომ მიუყვებოდა რწევით.

გზა მოგზაურობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. თუ ამას ბათუმიდან თბილისამდე ჩამოსვლაში დაკარგულ დროს გამოვაკლებთ. თბილისიდან თუშეთამდე ძალზედ საინტერესო და საკმაოდ ექსტრემალური მარშრუტია. იმდენად, რამდენადაც BBC რამოდენიმე ხსნის წინ ეს მონაკვეთი მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზების ნუსხაში შეიყვანა.

გზა დიდად საშიში ნამდვილად არარის. თუმცა როცა მარჯვენა საჭიან ავტომობილში მძღოლის მარცხნივ ზიხარ და ჯერ კიდევ რეფლექსურად ( მგონი ყველა მარცხენა საჭიან ავტომობილს მიჩვეული მძღოლის სენია ეგ) ყოველ მოსახვევში და დაღმართში ფეხით მუხრუჭის პედალს ეძებ, როცა საბურავიდან მინიმუმ 20 სანტიმეტრში თვალუწვდენელი უფსკლულია და შენ იმ სკამზე არ ზიხარ სადაც საჭეს შეგიძლია ხელი ჩაავლო - ადრენალინს შენი სხეული გაცილებით მეტს გამოიმუშავებს. ამ ყველაფერს ერთი ორად ამძაფრებს ის ფაქტი რომ გზის გასწვრივ ლამის ყოველ კილომეტრზე უბედური შემთხვევის მსხვერპლთა სახელ-გვარების, დაბადების და გარდაცვალების წლების ამსახველი სამახსოვრო წარწერები გვხდება.

თუმცა ეგ ყველაფერი შეჩვევაზეა დამოკიდებული, სულ რაღაც ნახევარი საათი და მძღოლსაც ენდობი, ვირტუალურ საჭესაც უშვებ ხელს და შენი კარის ქვეშ, სადღაც ქვემოდ, უფსკლულში ჩაკარგულ, ხევში მოჭხრიალე მდინარეს უწყებ თვალიერებას.
საცქერად კი იცოცხლე... ვერ გაძღები.









როგორც გვითხრეს ამ გზის დაპროექტებაში ერთი თუში მეცხვარე დახმარებია ინჟინრებს, სწპრედ მის მიერ შემუშავებული მარშრუტით გაუყვანიათ გზა თუშეთის მთებში.  არადა თანასოფლელები დასცინოდნენ კიდეცო, რა შენი საქმეა გზის გაყვანაო - ნუ, ტიპიური ქართული ისტორია



ბილიკი, რომლითაც საავტომობილო გზის გაჭრამდე სარგებლობდნენ. 



მთა ნელინელ შემელოტდა, შექაჩალდა, ფოთლოვანი ტყე უკან ჩამოვიტოვეთ. თუმცა გაშიშვლებული გზა არანაკლებ მომხიბვლელი გახდა. უღელტეხილამდე არც თუ ისე შორი გზა დრჩებოდა, რამდენიმე უკვე ჩვეული, ციცაბო მოსახვევი და ჩვენ უკვე ნისლებში ვიმალებოდით.






ფილტვებით ხარბად ვისუნთქავდით ნისლს. ბავშვობიდან ბახმარო, ბეშუმში ზაფხულგატარებულებს კარგა გვახსოვდა უფროსების რჩევა - ნისლი კარგია. არ გვახსოვდა რატომ იყო კარგი. მაგრამ ფილტვები აშკარად გრძნობდნენ განმუხტული, სუფთა ჰაერის ყოველ ჩასუნთქვას. აქ რომ ადამიანი გაიჭვარტლება თამბაქოს კვამლში... ცოტა ხანი გავჩერდით. დანისნული ფერდობების ცქერით გული ვიჯერეთ და უხელტეხილს ქვემოთ დავყევით.



რელიეფიც შეიცვალა, კლდეებმა უკვე თამამად გამოაჩინეს თავიანთი გარუჯული მხრები. მიწის წიაღიდან ამოსტყორცნილი და გაშეშებული, დამწვარი წიგნის შრეებად გაქვავებული ფილა კლდეები მედიდურად ზიდულობდნენ აწ უკვე წიწვოვან ტყეებს.


გზად ყოველ ნაბიჯზე გვხდებოდა ჩანჩქერი, ნაკადული და მდინარე. ეს დიდად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო რომ არა ერთი გარემოება. უკლებლივ ყველა, თუ ზედმეტად ამღვრეული არ იყო თამამად შეგეძლო სასმელად გამოგეყენებია. აი ასე, გაგეჩერებია მანქანა, გადასულიყავი და სიცხისგან გამომშრალი ხახა მთის ცივი, ბარისაგან განსხვავებული გემოს მქონე წყლით აგევსო. გაგრილებულიყავი და გზა გაგეგრძელებია... თან იმაზეც არ გედარდა რომ გზად წყურვილი შეგაწუხებდა... როორც ვთქვი, ლამის ყოველ ნაბიჯზე გვხდებოდა წყალი.



ჩვენი მოგზაურობა თბილისიდან თუშეთში ხუთი საათი გაგრძელდა. ესეც იმიტომ რომ ყოველ ჩანჩქერთან, წყაროსთან და ლამის ლამაზ ყვავილთან ვაჩრებებდით. მოლოს მზემ, გზამ და დაღლამ თავისი გაიტანა. დავიქანცეთ და მორჩილად მივყევით ჩვენი მესაჭის ნებას. უკვე ერთი სული გვქონდა როდის დავბანაკდებოდით და დავისვენებდით. მალე მთის ფერდობებზე შეფენილი სოფლებიც გამოჩნდა... თუშური სოფლები


შენაქო - თუშური ამბები, თავი მეორე

$
0
0

უღელტეხილ გადავლილთ, დაქანცულთ და დათანგულთ უკვე კარგახანია გვაღელვებდა კითხვა - სად ვჩერდებით. მართალია გვითხრეს კიდეც შენაქოშიო. მაგრამ ეგ სახელი იმდენად მრავლისმთქმელი იყო თუშეთში პირველად ჩამოსული ადამიანისთვის, როგორც ქლორის ქიმიური ფორმულა პირველკლასელისთვის. მაგრამ... რამდენიმე მოსახვევი, ასახვევი, ციცაბო აღმართ დაღმართი და - შენაქო.
როგორ არ უნდა აქო და ადიდო ეს სოფელი, თუნდაც იმიტომ რომ სწორედ აქ მოგვეცა საშუალება თითქმის 7 საათიანი მგზავრობის შემდეგ პირველად გადმოგვეყარა ჩვენი ბარგი ბარხანა და ავტომობილის სავარძლის ნაცვლად ჩვენი კარგად ნაჯანგუნები "დაბრძანდი"ჰამაკში ჩაგვესვენა. სხვა რამ კომპლიმენტი დაღლილ თავში ჯერ არ მოდიოდა. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჯერ...


ჭკუაზე მოსასვლელად რამდენიმე წუთიც საკმარისი აღმოჩნდა. როცა გონს მოვეგეთ საოჯახო ტიპის სასტუმრო "შენაქოში"აღმოვჩნდით. ბარგი მივალაგეთ, სული მოვითქვით და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სოფელს გავეშურეთ.


ისევე როგორც მთის სხვა სოფლები შენაქოც მთის ფერდობზე შეფენილი, არც თუ მრავალრიცხოვანი სახლებით მჭიდროდ დაკომპლექტებული პატარა სოფელია. პატარა სოფელი, მაგრამ დაღლილი მგზავრისთვის დიდი სამოთხე

ესეც მთისთვის დამახასიათებელი ქვით ხურვა. საბედნიეროდ, სვანეთის დარად აქაც ბლომად მოიპოვება კედლების მშრალი წყობისთვის და გადასახურად ვარგისი კლდის ქანები. რაკიღა თუშეთი ნაკრძალად გამოცხადდა, კანონინის მიხედვით აქ მხოლოდ ტრადიციული, მშრალი წყობით ნაშენი სახლ-კარი იქნება ნებადართული. ძველი განახლდება, შიფერი, თუნუქი და ბრიზენტი - წარსულს ჩაბარდება.

 ეს კი მთის ფერდობზე შეფენილი ზამთრის სამოსახლოა. ქარისგან დაცული ფერდობი ზამთრობით იფარავდა მთას შემორჩენილ თუშ მეცხვარეებს და მათ ოჯახებს.

გასახარი ტენდენციაა, სახლებს მეორე სიცოცხლე უბრუნდება, ჩარაზული კარები იღება, ფანჯრებში შუქი ,კერაში ცეცხლი ინთება, სიცოცხლე ბრუნდება. 




 თუში ბებო, სავარაუდოდ შვილიშვილებს ზამთრის წინდის მოსაქსოვად უმზადებს მატყლს.

 ესეც დიდი სახლის პატარა დიასახლისი




როგორც ყველა სოფელს, შენაქოსაც აღმოსავლეთით, სოფლის მოედნის განაპირას სალოცავი აქვს. აი ასეთ მომენტებში შენს თვალწინ გადის საქართველოს ისტორიის, ბარისგან განსხვავებით ძალზედ კარგად შემონახული, ვერ შებღალული ტრადიციების, ტრანსფორმირებული და შერწყმული სიცოცხლის ხაზი. გვერდიგვერდ დგანან მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში ნაგები ეკლესია და თუშთ სალოცავი, სადაც ხატის დღეობებს დღემდე იხდიან.


ძალიან მახარებს ყოველივე ამის ხილვა და განცდა. თითქოს ხელით ეხები შენს წინ გადაშლილ ცოცხალ ისტორიას. წინაპართა სალოცავებს.




და კიდევ ერთი. უფრო სწორედ პირველი დეტალი, რითაც მთამ საკუთარი ადათისადმი პატივისცემა მოგვთხოვა. სალოცავისკენ მიმავალი გზა მამაკაცებისთვის ცალკე ბილიკით იყო გამოყოფილი, დიაცთათვის კი ცალკე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას რომ აქ, თუშეთში ქალი რამენაირად დაჩაგრული იყო. ამაზე უფრო ვრცლად მერე ვისაუბრებთ. მანამდე კი - შენაქო.


ეს კი სოფლის ბალღებია, სალოცავის ფერდობზე "დეესპეთ"გაკეთებული "ციგებით რომ სრიალებენ. 

ეს კი ჩვენი სასტუმრო, რომელსაც ასევე შენაქო ქვია. ფერდობზე შეფენილი, სამ სართულიანი თუშური სახლი ძალიან ლამაზი და კომფორტული ვერადით. სადაც თუში გოგოები საღამოობით ჩონგურს აკვნესებდნენ და ამ ერთგვარი შოუპროგრამით ცდილობდნენ ჩვენს გართობას. მინდა გითხრათ - საკმაოდ კარგადაც.


ესეც ჩვენი დიასახლისი. ქერა, მწვანეთვალება ქალბატონი. აი ის იერი, მთიელთ რომ შვენის. სწორედ ამ ქალბატონის წყალობით საღამოს საკმაოდ ნოყიერი და გემრიელი ვახშამი გველოდა. 

 ვახშამამდე კი ტკბილეულით, გავლილი გზის შთაბეჭდილებებით, თუშური სასიყვარულო ბალადების სმენით და ცხენების თვალიერებით ვირთობდით თავს.

 კი, ცხენი ის აუცილებელი რამაა რაც აქ უნდა გყავდეს. თან აი ასეთი, ქორფა ბედაური


 სამახსოვრო ფოტოც


და გრილი, საამო საღამო, ნოყიერი ვახშმის შემდეგ შეპარული რული და ტკბილი, თუშური სიზმრები. ხვალ კი ახალი დღე, ახალი სანახები და თავგადასავალი გველოდა. 


ბათუმს ახალი, მეტყველი ლოგო აქვს :)

$
0
0

მაშინ როდესაც ბათუმის ძველი სიმბოლო, პალმის ტოტიანი დელფინი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქალაქის სიმბოლო იყო, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზეა მიმალული და პალმის ტოტიდან დარჩენილ ჯოხით შეიარაღებული იცავს თავის ღირსებას. ბათუმს "ახალი, კრეატიული, ლაკონური, ასოციაციური და თანამედროვე"ლოგო მოუფიქრეს. ყოველ შემთხვევაში ასე აფასებენ თავიან ქმნილებას ამ ლოგოს ამომრჩევლები.



ნუ, მანამდე რათქმაუნდა ტენდერი გამოუცხადებიათ, ვარიანტებიდან საუკეთესო ამოურჩევიათ და მერე დაუმტკიცებიათ. ლოგოს განმარტება სუფრაზე წარმოთქმულ მეათე სადღეგრძელოსა და სკოლაში დაწერილი თავისუფალი თემის შორის ლავირებს.
"აბსტრაქცია – ეს არის ბათუმის სიმბოლო, რომელშიც გაერთიანებულია: მბრუნავი მზე – (1!)როგორც ბათუმელების გულღიობის, სითბოსა და სიყვარულის სიმბოლო; (2)- როგორც მომავლის, დინამიური, მსოფლიო მნიშნვნელობის ქალაქის სიმბოლო; (3) ბრუნვა, როგორც მუდმივობისა და დინამიკის, დაუსრულებელი პოზიტივის სიმბოლო; ფოერვერკი -რომელიც მიგვანიშნებს, რომ ამ ქალაქში ადამიანებს არაჩვეულებრივი შინაგანი განწყობა ეუფლებათ და ემოციების ღიად, თავისუფლად ფოერვერკივით გამოხატვენ; უკავშირდება დღესასწაულს, ბათუმში გატარებული ყოველი დღე დღესასწაულია. ვარსკვლავები – როგორც ყველაზე მაღალი “ხარისხის სიმბოლო” (ათიათასვარსკვლავიანი ქალაქი;) ბაბუაწვერა – რომელიც უკავშირდება დასვენებას, სიმსუბუქეს, სურვილების ასრულებას და ამასთანავე აქვს ოდნავ რომანტიკული აქცენტი. ფერები: ყვითელი: ასოცირდება მზესთან, უკავშირდება იმედს და ოპტიმიზმს. ყვითელი ახდენს კრეატივისა და ენერგიის სტიმულირებას. ფერის კოდი: კრეატიულობა, სიმსუბუქე, სითბო, მოტივაცია, პოზიტივი. ნარინჯისფერი: არის სიცოცხლითსავსე, აღვიძებს სხვადასხვა შეგრძნებებს. ასოცირდება სიცოცხლისუნარია"
კარგი სადღეგრძელოა. კარგად დაწერილი და გაშლილი. ცნობისთვის ქოლგიანი დელფინის დანახვაზე ყველა ეგრევე ხდებოდა რაში იყო საქმე, ამ ლოგოს დანახვისას კი მართლა საჭიროა ასეთი სადღეგრძელო.

ფაქტია ისიც რომ სათავეში მოსული ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობდა ბათუმისთვის თავისი, ახალი და კრეატიული ლოგო მოერგო. ასლანის დროს არწივი შლიდა ფრთებს, სააკაშვილის დროს დროშის თემა იყო გათამაშებული, ახლა კი ფეერვერკი და ბაბუაწვერა შეერთნენ კაბადონზე.

სიმართლე რომ ვთქვათ ფეერვერკის თემა ზედგამოჭრილია თვითმართველობისთვის ლოგოსთვის. საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება რომ ჩვენი ქალაქის ბჭებმა მიიღეს ფრიად სასიხარულო კანონი, რომელიც კრძალავდა ქალაქის ტერიტორიაზე ღამის თერთმეტი საათის შემდეგ ფეერვერკების გაშვებას. ჯარიმაც კი დააწესეს 500 ლარის ოდენობით. ამ ამბავმა რესტორნების, კაფეების და სასტუმროების მფლობელები ისე გაახარა რომ ლამის ყოველი ღამის თორმეტ საათზე ამ კანონის მიღებას და ახალი დღის დაწყებას არნახული ფეერვერკით ეგებებოდნენ. მას შემდეგ მრავალჯერ გადანათდა ბათუმის ცა. დაჯარიმებული მეამბოხე კი ჯერ არავის უნახავს. ასე შემოიდო კიდევ ერთი გამოთლილი კანონი სხვენში

ხოდა სწორედ აი ამ ფეერვერკის გამოსახულებიანი ლოგო ამიერიდან ამაყად დაამშვენებს ქალაქის მმართველთ. საკმაოდ სიმბოლურია არა ?!

კითხვა, რატომ უნდა იყოს ბათუმის ლოგო მხოლოდ გართობასთან და სეზონთან დაკავშირებული ჩემთვის ჯერაც პასუხგაუცემელია.

არადა რამდენი რამ ასოცირდება ბათუმთან...

ლოგოს იდეის დამცველები, რომლებიც ლამის პირად შეურაწყოფად იღებდნენ ყოველ შენიშვნას. ამტკიცებდნენ რომ ეს ლოგო კრეატიული, თანამედროვე, არაშაბლონური და გენიალური იყო. ნუ... ნეტარ არიან მორწმუნენი

ყოველი შემთხვევისთვის გრძელდება პეტიცია, სადაც ურჩი, ლოგოს არმომწონე ადამიანები აწერენ ხელს იმ იმედით რომ საყვარელი ქალაქის ლოგო ქალაქთან რაღაცნაირ კავშირში მაინც იქნება. ლინკი

ვინიცობაა ვინმეს პიცერიის ლოგოსთვის დასჭირდეს. უფასოდ

მანამ კი იმედის ამარა ვრჩებით. როგორც უკვე ვთქვი, სამი პოლიტიკური ძალის მანძილზე სამჯერ გამოიცვალა ლოგო. თუმცა დელფინი, მოგვწონს ეს თუ არა. მაინც რჩება ყველა იმ ადამიანის მეხსიერებაში ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ბათუმი.
ამ პალმის რტოდან მხოლოდ ჯოხია დარჩენილი, დელფინმა კი თავადაც აღარ იცის რამდენჯერ გამოიცვალა ადგილი.

Кофе по батумски

$
0
0

Каждый город обладает своим ароматом.  Для Батуми это смесь ароматов моря, магнолии и кофе. И вот давай сегодня, выпьем кофе. Только кофе по батумски. Как это по батумски? Никаких так называемых кофеварок «минуток».


В раскаленный песок помещена маленькая турка. Обжеванный (а не пережаренный), мелкомолотый (не крупный и не пылеподобный) кофе и сахар, пропорционально 1+1. Не забудьте воды. Песок делает свое. В отличии от огня песок варит медленно, он полностью выводит аромат из зерен.

Опытный человек знает, что кофе надо наливать в чашку  не заранее   (при вспенивании) и не слишком переваривать (кофе горчит)

Кофе должен быть хорошо сварен, почти разварен, а не просто чуть вскипевшим.  Если вы уловите эту золотую середину в чашке получите черно-коричневатую ароматную жидкость, лишняя пена (как раньше было принято «пенка») совсем не подходит кофе.

Первый вестник его качества аромат. Аромат настоящего кофе вы  почувствуете в ту же секунду. Второе – это его вкус, отведав его на задней верхней стенке почувствуете возбуждение рецепторов, что происходит из за его горьковато-сладковатого вкуса.

И в конце -волна наслаждения, которая пройдет по всему телу после того как вы все это прочувствуете. Если ко всему вышеперечисленному добавим еще то, что вы сидите на побережье и любуетесь закатом солнца в море. Думаю эти ощущения в разы обострятся.

Хоть я и субъективен, но все таки скажу, что «кофе по батумски» для меня вкуснее и я предпочитаю его турецкому (который имеет более горьковатый вкус) и греческому (который вязкий и по вкусу тоже отличается)

К стати, в Греции и в Турции вместе с чашечкой кофе подают воду, чтобы нейтрализовать лишний горьковатый вкус.


А мы, давайте отведаем кофе по батумски и будем любоваться закатом. 


ევროპა, როგორც გამოსასვლელი პიჯაკი

$
0
0

ჩვენ ძალიან მოგვწონს ევროპული ცხოვრების წესი, უფრო სწორედ ევროპულად ცხოვრება. თუმცა ეგეც ისე გვაქვს, აი, გამოსასვლელი პიჯაკი რომ გვიკიდია კარადაში, იშვიათ მომენტებში რომ ვირგებთ და თავი მოგვწონს ბრენდით. ვინმე თუ გვკითხავს, ამაყად ვუპასუხებთ: "როგორ არაა?! მააქვს!"გვაქვს, მაგრამ მისი ტარება ცოტა არ იყოს გვეუხერხულება, მოსაფრთხილებელია და შეუჩვეველი. ვერიდებით, რამეს არ გამოვდოთ, არ დავსვაროთ, არ გავაფუჭოთ და ისევ ვაბრუნებთ კარადაში. ხოდა, ჩვენი ევროპული ცხოვრების წესიც ხშირად კარადაში, წვეულებებზე ჩასაცმელი პიჯაკის უკან ჰკიდია. 

თუ გაღიზიანებთ სიტყვა "ევროპული", კი ბატონო, შევცვლი მას სხვა სიტყვით - მაგალითად, "კანონმორჩილით", "კორექტულით", "ზრდილით", "თავაზიანით", "რაფინირებულით", "განათლებულით"და კიდევ ძალიან ბევრი სიტყვით, რომელიც ჩემთვის ამ სიტყვის იდეური სინონიმია და რომლის ანტონიმებიც წარამარა მახსენდება, როცა საკუთარი ქალაქის ქუჩებში დავდივარ.

მაგალითად, დღეს, დილით, სამსახურში მომავალს გამახსენდა, როცა ტროტუარი გადახერგილი დამხვდა ვეშაპივით გაწოლილი ვიღაცის ვეება ჯიპით. ჩემ წინ მიმავალმა ქალბატონმაც საბავშვო ეტლში ჩასმული თავისი ბავშვიც ქუჩის სავალ ნაწილზე გადაიყვანა და ვიწრო ქუჩების მიუხედავად საკმაოდ სწრაფად მიმავალი ავტომობილების მძღოლებს სთხოვა გზის დათმობა. მესამე მძღოლმა გამოიჩინა ლმობიერება და გზა დაუთმო.

ტროტუარზე გაშოტილი და სადარბაზოებთან აყუდებული ჯიპები ბათუმისთვის ახალი თემა ნამდვილად არ არის. თავად ჯიპის საწინააღმდეგოც არავის არაფერი გააჩნია, უბრალოდ, ამ ავტომობილის მასიურობისა და მძღოლის პარკინგის, ზრდილობისა და საგზაო წესების „იდეალური“ ცოდნის გამო ხშირ შემთხვევაში ძნელად შემოსავლელი პრობლემა ხდება. პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილების სიმცირეც, რა თქმა უნდა, ამ ქაოსს ხელს უწყობს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ის ადამიანები, ვისაც პარკირების გადასახადის შემოწმება აბარიათ, დიდი გულისყურით აკვირდებიან გაჩერებაზე უბილეთო მგზავრებს, აი გაჩერების გვერდით, გაზონზე გაშხლართულ, სადარბაზოში შესულ და ტროტუარზე გართხმულ ავტომობილებს კი არ სცნობენ. ეტყობა, ესენი სხვა ტომიდან არიან, ავტომობილებს არ განეკუთვნებიან და გაზონზე სარბენად მაგიტომაც გადიან, კანონი არსებობს, მაგრამ მერე რა...

კანონი ფეიერვერკების თაობაზეც არსებობს. მგონი, ერთადერთი კანონი, რომელიც თვითმმართველობამ მიიღო და ასე ერთხმად მოიწონა მთელმა ქალაქმა, რომელიც თავის მხრივ, ღამით გადაუღებელი ბათქაბუთქით ძილდამფრთხალ მოსახლეობას ძალზედ ეამა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ არა მხოლოდ დამსვენებლები ისვენებენ, აქ მოსახლეობა ცხოვრობს 24/365-ზე.

თუმცა ამ კანონის მიღება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ბარების, რესტორნების, კლუბებისა და სხვა გასართობი დაწესებულებების მფლობელებსაც ისე ძლიერ მოეწონათ, რომ ყოველ ღამე, 12 საათზე, კანონის მიღების აღსანიშნავად ფეორვერკებით, აწ უკვე ბათუმის ლოგოებით ბათუმის ცის მოხატვით არიან დაკავებულები. ჯარიმაცაა დაკისრებული, როგორც ქალაქში ხუმრობენ _ „ერთი მაცივრის ფასი" - 500 ლარი. მაგრამ არც ამ ჯარიმით დაჯარიმებული გვინახავს და არც ადამიანი, ვინც ამ კანონის დამრღვევს ეძებდეს.

ხოდა, სანამ ღამის საათებში ბათუმის ცაზე ბათუმის „ლოგოებს"ისვრიან, სანამ ჩვენს სადარბაზოებში, ტროტუარებზე, გაზონებზე ჯიპებს მშვიდი ძილით სძინავთ და სანამ ველობილიკებზე იმაზე მეტი ქვეითი დადის, ვიდრე ტროტუარებზე, სანამ ცარიელი სანაგვე ურნის გვერდით ნარჩენებით სავსე პოლიეთილენის პარკები ყრია, სანამ ბულვარის სკამებს დახსნილ ჭანჭიკებს დაუბრუნებენ, სანამ მიმავალი ავტომობილიდან სიმინდის ნაგულას ამაყად ისვრიან ქუჩაში და სანამ კანონი კომბალივით სხვენში იქნება შემოდებული, თამამად შეგვიძლია ვსვათ ბათუმური ყავა, ფრონცქი სასმელები, მოვირგოთ კლუბში წასასვლელად ჩვენი ევროპული პიჯაკი და მეგობრებში ვისაუბროთ, თუ რა კარგია ევროპა, თუ როგორ იკრძალება რიგ ქალაქებში შაბათ-კვირას ავტომობილებით გადაადგილება, თუ როგორ უთმობენ „ზებრაზე"ქვეითებს და ველოსიპედისტებს გზას მძღოლები. თუ როგორ მორჩილად ელიან მწვანე შუქს შუქნიშანთან, როგორ იცავენ სისუფთავეს, როგორ უყვართ თავიანთი ქალაქი და, საერთოდ, რა კარგია ევროპაში ცხოვრება.

პ.ს. მძღოლს რა უნდა მოსთხოვო, როცა პატრულიც არ გითმობს გზას გადასასვლელზე.

მშვიდობით კაპიტანო

$
0
0

პირვედ ის სწორედ იმ ასაკში შემხვდა, როცა ძალზედ მჭირდებოდა. მეც მის საკლასო ოთახში ვიჯექი და მასთან ერთად ვეცნობოდი ცხოვრების ლიტერატირულ რითმებს. ის კაპიტანი იყო რომელიც ასე სჭირდებოდა ჩემს ამბოხებულ სულს იმ ასაკში... და ძალიან მწყდებოდა გული იმაზედ რომ ასეთი მასწავლებელი მე არ მელოდა სკოლაში. შემდეგ გავიზარდე და უკვე მასთან ერთად გადავხედე პატარა პიტერ პენის გავლილ გზას. ხო, მეც პიტერ პენი ვიყავი და გავიზარდე. თუმცა მალევე დავუბრუნდი ჯუმანჯის თამაშით. შემდეგ გამოვფიზლდი მასთან ერთად და ადამსივით ვმკურნალობდი სხვებსაც ნეგატივისაგან.  ძალიან მწყდებოდა გული როცა მხოლოდ უილ ჰანტინგისნაირ ადამიანებს ჰქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის... და ბოლოს რადიო წამყვანი... როლი, რომელმაც ჩემი ცხოვრების გზა თავიდანვე განსაზღვრა. რამდენჯერ გავსულვარ ეთერში ისეული მისალმებით და რამდენჯერ მიხალისია ზემდგომების ქვედგომებზე...

მე ორი ადამიანი ვიცი ვისაც მზიანი სევდის ქონდა გულში. ერთი ნოდარ დუმბაძე იყო, მეორე კი ის... სამწუხაროდ უკვე არც ერთია ცოცხალი და არც მეორე. მაგრამ ... გმადლობთ რომ არსებობდით, თქვენს გარეშე მართლაც გახუნებული იქნებოდა ჩემი სამყარო.

და იმ ჰოლივუდს გავკარი შენთვის ოსკარი რომ ვერ გაიმეტა...

და მაინც... ის და მისი ფრაზები... აი ასე გაგაცილებ, ფერადი მოგონებებით
 Я хотел бы сняться в очередном ремейке «Лолиты» со Скарлетт Йоханссон. Грязные старикашки — вот следующая ступень моей карьеры!

Мне кажется, русские так любят Брук Шилдз потому, что ее брови напоминают им брежневские.

Мой отец говорил мне, что быть актером — это прекрасно, но неплохо бы получить еще какую-нибудь запасную профессию. Например, сварщика.

После фильма «Общество мертвых поэтов» ко мне подошел один впечатлительный тип и говорит: «Я бросил свою работу, начал заниматься искусством, картинами!»» Я ему на это ответил: «Надеюсь, ваши картины продаются, потому что это всего лишь кино!»

Однажды в 70-х я отмечал Новый год в доме у Вуди Аллена и был так пьян, что даже не знал, где нахожусь!
Я спросил у Вуди: «Кто этот жирный мудак?»
Вуди Аллен: «Роберт Де Ниро, он набирает вес для съемок в «Бешеном быке» Скорсезе!»
Робин Уильямс: «Что, правда?»
Вуди Аллен: «Да, а теперь тебе пора домой, приятель, ты только что написал мне в тромбон!»

Кокаин — это способ Господа предупредить вас, что вы зарабатываете слишком много денег.

Я бросил пить и нюхать кокаин за полгода до появления первого ребенка на свет. Сделал это без всяких врачей. Просто сказал себе: стоп, и… Мозг сразу сказал мне спасибо. Я, наконец, почувствовал, что по утрам кошки перестали гадить мне в рот.

Гольф — единственная игра, где белые люди могут одеваться как черные сутенеры, и это им сходит с рук.

Бог подарил мужчине мозг и пенис, но, увы, когда работает один из них, второму не хватает кровоснабжения.

Не так уж и трудно быть президентом — достаточно надеть парик Томаса Джефферсона, произнести речь в конгрессе, а затем сесть в лимузин, который привезет тебя туда, куда нужно.

В балете мужчины носят настолько обтягивающее трико, что вы легко можете сказать, какого они вероисповедания.

В постели женщины больше всего любят завтрак.

Люди говорят — уходит время. Время говорит — уходят люди.

Слабый всегда уступает дорогу сильному и только самый сильный уступает дорогу всем.

Жизнь так полна и щедра, что человек всегда найдет, где досыта нахлебаться.

Скоро в Европу будут летать одни террористы, а перед посадкой будут задавать лишь один вопрос: «Вам место для вооруженных или безоружных?»

Никогда ничего не бойтесь, по крайней мере, пусть страх будет вашим вдохновением.

Раньше я думал, что худшее — это умереть в одиночестве. Это не так. Худшее — это умереть в окружении людей, с которыми ты чувствуешь себя одиноко.

დიკლო, თუშური ამბები, თავი მესამე

$
0
0

ელიამ გაგვიღიმა და მომდევნო დღეც მზიანი გამოდგა. დილიანად ნოყიერად დავნაყრდით. ცოტაც მოვისვენეთ და ისევ სამოგზაუროდ გავემზადეთ. სიმართლე გითხრათ ჯერ არ გვინდოდა შენაქოდან წამოსვლა. კომფორტულად მოვეწყვეთ. მაგრამ ახლის შეცნობის და ხილვის სურვილმდა დაგვსძლია. ხოდა ჩვენი იაპონური მინივენიც ახალი, ჩვენს მიერ ჯერ არ გავლილი გზებით მიიწევდა წინ - დოკლოსკენ.


დიკლო აწ უკვე საზღვრისპირა ბოლო სოფელია, აწ უკვე იმიტომ რომ სწორედ მასთან გადის ნეიტრალური ზონა, რომელსაც ჩვენი მესაზღვრეები იცავენ.


შენაქოშიგვითხრეს რომ დიკლოში დოღი უნდა გამართულიყო. ეს უბრალო შეჯიბრი არ არის, ეს გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი "დატირებისადმი"მიძღვნილი რიტუალია. თავად "დატირებას"ვერ დავესწრებოდით, ეგ წმინდა საოჯახო, ახლო წრისთვის განკუთვნილი ადათია, რომელსაც მამაკაცები ასრულებენ. აი ცხენების ჯირითს კი დიდის სიამოვნებით ვნახავდით. თუმცა ახალ დიკლოში ჩასულებმა ვერც დრო გავარკვიეთ და ჯერ ცხენოსნებიც არსად სჩანდნენ. ამიტომაც, ჩვენივე დრო რომ არ დაგვეკარგა დიკლოს ციხის სანახავად წავედით.


სოფელი უკან მოვიტოვეთ და მთის ფერდობებზე ჩაჭრილ ბილიკებს გავყევით. სოფელში გაგვაფრთხილეს, გზად მეცხვარის სახლი შეგხვდებათ, ცოტა აუარეთ გვერდი, ძაღლებმა არაფერი გავნონო. მეცხვარის ძაღლების ხსენება დიდი ვერაფერი გასაახრი ამბავი იყო. ამიტომაც ცოტათი დიდი წრე დავარტყით და გზა განვაგრძეთ.


მანძილი მშვიდად განვლეთ, გზადაგზა გადავყარეთ ძაღლების მოსაგერიებლად აკრეფილი ქვები და ჯოხები. რამდენიმე ფერდობი და დიკლოს ციხის სილუეტი შორიდან, მაგრამ უკვე კარგად გამოჩნდა.


გზად სალოცავი შეგვხდა, სიმართლე გითხრათ ასეთი სახის საკულტო ნაგებობებისმიმართ ერთგვარი სიმპატიაც მაქვს. შეუძლებელია არ მოგხიბლოს მთის მწვერვალზე მშრალი წყობით აგებულმა სალოცავმა. არანაირი პომპეზურობა. სულებთან და ღმერთ(ებ)თან სასაუბროდ ამაზე უკთეს ადგილს იშვიათად ნახავ ადამიანი.


ეს კი მთის ფერდობზე, ნეიტრალურ ზონაში დარჩენილი მიტოვებული ქართული სოფელია. სადაც ამჟამად ლეკები სახლობენ. ქართველებს კი იქ ჯერ არ მიესვლებათ. გზად ქართველი მესაზღვრეები შეგვხდნენ, დიკლოს ციხესთან ერთ-ერთი საგუშაგო ყოფილა მათი. სწორედ მათგან გავიგეთ ამ სოფლების ბედ-იღბალი. დასანანია როცა ასე შორიდან უმზერ შენადყოფილ სოფლებს. მაგრამ იმედია რომ დროებითია ეგ პრობლემა.


ეს კი უკვე დიკლოს ციხეა. ციცაბო ფერდობზე, კლდესთან შეზრდილ ამ ნაგებობასთან მხოლოდ სამხრეთის მხრიდან მიმავალი ვიწრო ბილიკით თუ მოხვდებით. ეს ციხეც იყო და საცხოვრისიც. მართალია დღემდე მტრისა და დროის ძალისხმევით ცოტა რამ შემორჩა ძველი დიდების, მაგრამ ნანგრევების, კედლების, კოშკების და მორღვეული გალავნის მიხედვით ჩანს რომ კარგად ნაგები და ძლიერი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. 


სადღაც იქ, ქვემოდ ღელესავით მოსჩანს ხევში ჩაკარგული მდინარე.


ციცაბო ფერდობების წყალობით ციხე თითქმის მიუდგომელია. მშრალი წყობით აგებული კედლები კი დღემდე იწვევენ აღტაცებას. ხუმრობა საქმეა ამ ციცაბო ფერდობზე კედლის აღმართვა?! 



ციხის ეზოში შემოსასვლელი დაბალი კარიბჭე. ძნელია აქ დაუპატიჟებლად შემოსვლა.


როცა ხმლით და მშვილდით მიდიხარ ასეთი ციხის ასაღებად...თუ გინდ თოფით. შენც თავზე ხელაღებული ვაჟკაცი უნდა იყო. ვაღიაროთ.



დიკლოს ციხიდან დანახული ახალი დიკლო.


როგორც ვთქვი დიკლო ყველაზე განაპირა სოფელი იყო, ხოლო ციხე, თავისი სტრატეგიული მდებარეობით მშვენივრად ართმევდა ხეობის გუშაგის როლს თავს. სწორედ ამ ხეობით იყო შესაძლებელი დაღესტანთან ურთიერთობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც თუ კეთილმეზობლური იყო. 


ციცაბო ფერდობზე გაყოლებული გალავანი და სათვალთვალო კოშკების ნანგრევები.


დიკლოს ციხესთან დაკავშირებით ერთი ასეთი ლეგენდაა. უფრო სწორედ დიკლოს დაცემასთან დაკავშირებით. მთელი თვრამეტი დღის მანძილზე 16 ვაჟკაცი აკავებდა თურმე ხეობაში შემოჭრილ  მტრის 10 000-იან ლაშქარს. ეს ამბავი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მომხდარა. ვიღაცა იტყვის ციფრი გადამეტებული ხომ არ არისო, ჩვენ ხომ გვიყვარს ქართველებს გადამეტებები. მაგრამ როცა იქ ახვალთ, თავად დარწმუნდებით რომ ეს ძნელად, მაგრამ შესაძლებელია. ეგ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგი მებრძოლი და ვაჟკაცი ხარ. როგორც ჩანს დიკლოელებს არც ერთი აკლდათ და არც მეორე. უბრალოდ, ცოტანი აღმოჩდნენ.

სწორედ მას შემდეგ, რაც გიკლო დაეცა სოფელმაც ადგილი იცვალა. უფრო სწორედ სხვა ფერდობზე აღორძინდა. წლების მერე მტერიც ნაკლებად შემოდიოდა, თავდაცვაც იმდენად აღარ იყო საჭირო. შესაბამისად ხალხმაც იოლად მისასვლელი ადგილი ირჩია. ძველი დიკლო კი ლეგენდად იქცა. თუმცა ამ ლეგენდას ყოველთვის შეავლებ ხელს როცა ამას მოისურვებ და ეწადი.

ლაკი, მესაზღვრეთა ერთგული მგობარი. ერთი ნაბიჯითაც არ გვშორდებოდა
ციხეზე ყოფნას და გალავნის ქვემოდ გადაშლილი ხედებით ტკბობა ნამდვილად კარგი რამაა. აქ თავს სულ სხვანაირად გრძნობ, სიმაღლის შიშიც ქრება. მაგრამ დრო თავისას ითხოვდა, ჩვენაც გამოვემშვიდობეთ იქაურობას და უკან მიმავალ ბილიკს დავადექით.


სოფელში უკვე ბლომად დაგვხდნენ ცხენოსნებიც და ცხენებიც. აი ახლა სულ სხვანაირი იყო სოფელი. ვერ ვიტან სიტყვა ავთენტურს, ამიტომაც ვიტყვი - ახლა გავდა სოფელი სოფელს. ძირძველ ყაიდაზე ნაგები სახლების ეზოში უსაბლო ცხენები ნებაზე ძოვდნენ ბალახს.


ზოგისთვის უკვე შეესხათ ლაგამიც და უნაგირიც. მალე დატირება, მერე კი დოღი გაიმართებოდა.



დოღის მერე კი ბაზრობაც მზად იყო მსურველის მისარებად. ვინ თქვა მთის ერთფეროვნება. ბებიების ნაქსოვი წინდების და ხელთათმანების შემყურე ხდები რომ აქაც ბარზე არანაკლებ უყვართ ფერებთან თამაში.



დოღის დაწყებამდე მთაში ამოსულთ სისხლმა უყივლა და ერთი ორჯელ ლაღად გააჭენეს ცხენი. მათ დანახვაზე ჩვენაც მოგვინდა ცხენზე ამხედრება.. მაგრამ დრო...


და ისევ დროის უკმარისობაზეც წუწუნი. ძველმა დიკლომ იმდენი დრო მოგვპარა რომ ახალში გასაჩერებელი უკვე აღარ დაგვრჩენოდა. ამიტომაც ნაჩქარევად მოვავლეთ ყველაფერს თვალი და დოღის დაწყებამდე, გულდაწყვეტილებმა გამოვემშვიდობეთ იქაურებს. ჩავჯექით მინივენში და დავადექით ისევ სხვა მთებისკენ მიმავალ გზას. გზად ხშირად გვხდებოდნენ დიკლოში მიმავალი,  ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდები. ჩვენ კი იქ მივემართებოდით სადაც ჯერ არ ვყოფილვართ და ეს ძალიან მოგვწონდა.



Georgia Summer Fest დასრულდა

$
0
0

ბათუმი სამი მზიანი და ცხელი დღის მანძილზე Georgia Summer Festმასპინძლობდა. სიმართლე გითხრათ ამის შესახებ ისე, ყურმოკრით გავიგეთ. ისიც სამსახურში მოტანილი აკრედიტაციის წყალობით. მართალია გზადაგზა მთელი ზაფხულის მანძილზე გვხდებოდა ალაგ-ალაგ ჩამოხეული აფიშა რომელიც 80-იანი წლების ლეგენდების ბათუმში ჩამოსვლას გვაუწყებდა. მაგრამ რატომღაც ეს ინფო ისევ კედელზე რჩებოდა და ვერა და ვერ ინაცვლებდა ჩვენს მეხსიერებაში. აშკარად გაცილებით აგრესიული სარეკლამო კამპანია იყო საწარმოებელი. რისი შედეგიც ფესტივალის პირველივე დღეს მსმენელთა ნაკლებობით აისახა.
სათანადო არაინფორმირებულობას ბილეთის მაღალი ფასიც დაემატა, რამაც მსურველთა საკმაოდ დიდი ნაკადი დააფრთხო. ( დიახ, ბათუმი მიჩვეულია დიდი ვარკვლავების უფასოდ სმენას და გამონაკლის შემთხვევაში ადეკვატურ ფასებს ) ეს ის მიზეზები იყო, რის გამოც ფესტივალი სათანადოდ ვერ დაიქოქა. რაც შეეხება ტავად მოწვეულ შემსრულებლებს... კი ბატონო, ლეგენდარული შემსრულებლების, BONEY M, ACE OF BASE, 2 UNLIMITED, DR. ALBAN ის ცოცხლად მოსმენა ყველა 80 -90 იანებ გამოვლილს ნამდვილად ესიამოვნებოდა. მითუმეტეს იმ სიმღერების მოსმენა, რომელთანაც თითქმის ყველას რაღაც კონკრეტული, კარგი მოგონება აკავშირებთ.

კი, მათ გამოსვლას მართლა ძალზედ ბევრი ადამიანი ელოდა, ქართველი მომღერლების მიერ „გახურებული სცენაც“ მშვენივრად მიიღეს, მაგრამ აი ის... 80იანი წლების ორ აკორდიანი სიმღერების რამდენიმე „უბადლო“ შემსრულებლები რუსეთიდან ძალზედ არასაამო ინგრედიენტი იყო ამ მუსიკალურ სალათში. თუმცა მათაც ჰყოლიათ თავისი მსმენელი, ძირითადად ისევ რუსეთიდან ჩამოსული დამსვენებელი „იწყვეტდა“. მაგრამ რაკიღა 80-იანების მუსიკა იყო თემათ, უნდა ვაღიაროღ - ასეთებიც იყო. თან ბლომად.

ვერც ვიპ-ზონაში გაშოლტილი უკვდავთა რასა ერთობოდა დიდად, დროდადრო რამდენიმე ლამაზმანი თუ გადმოძრებოდა ჩვენთან, მოკვდავებთან და იცეკვებდა ეგ იყო და ეგ. შემდეგ ისევ დაბრუნდებოდა თავის შემოღობილში და დალევდა 10 ლარად ნაყიდ ნატურალურ წყალს, მიაყოებდა 35 ლარად ნაყიდ კოქტეილს და ბინის ფასად შეძენილ ხილის ასორტის. თუმცა არც მოკვდავები ვიხდიდით თბილ წყალში ნაკლებს. მაცივრების ჩართვა მხოლოდ კონცერტამდე ერთი საათით ადრე მოიფიქრეს (რატომღაც) და შედეგიც მიიღეს.

ნუ ეს პატარა ნიუანსები... მთავარი კი ის იყო რაც სცენაზე ხდებოდა.
სცენაზე ლეგენდების გამოჩენამ ერთი-ორად გამოაფხიზლა სიცხისაგან გათანგული მსმენელი. აი მაშინ დაიწყო ის რასაც მართლა უწოდებდი Georgia Summer Fest-ს. თითქმის ყველა სიმღერას მომრერლებთან ერთად, ერთ ხმაში ასრულებდნენ. მათთან ერთად იხარჯებოდნენ და ლაღობდნენ. ვარსკვლავებიც თავიანთ სიმაღლეზ იყვნენ, მართალია უკვე ის მუხტი და ხმა აღარ შერჩენოდათ, მაგრამ თავისი წილი მართლაც 100%  შეასრულეს.

ხო, კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო შედეგი ქონდა მათ გამოჩენას: რიგი პეროგარჭობილი სასტავი, რომელიც „მე მეხოლოდ ჯააზს ვუსმენ და ანდეგრაუნდი მევასება“ ნექტრით იკვებება, ისე გემოზე გაერთო და დაივიწყა თავისი პერო და ადგილი საიდანაც ის გამოიღეს, რომ ლამის BONEY M-ს იფიცებდნენ.

ხალხის სიმცირე კი სამი დღის მანძილზე, ყოველი კონცერტის წინ დიდი პრობლემა იყო. უბილეთოებს არ უშვებდნენ, ბილეთიანები კი საკონცერტო პროგრამაში არასასურველი მომრერლების გამოჩენის შედეგად ხშირად გადიოდნენ ტერიტორიიდან. დახურვის დღეს რომ მაინც გაეღოთ „ალაყაფის ჭიშკარი“ და ჩვეულებრივი მოკვდავები შემოეშვათ ტერიტორიაზე ამით მემგონი არაფერი დაშავდებოდა, პირიქით მომღერალს ლამის ცარიელი მოედანი არ დახვდებიდა, მაგრამ არა... ნუ, არა და იყო რაც იყო.

ასეა თუ ისე, ფესტივალი დასრულდა. დღევანდელი გადასახედიდან გაცილებით საინტერესო იქნებოდა მოწვეული სტუმრები რომ გადაერჩიათ და ერთი დიდი, მაგრამ ძალზედ კარგი კონცერტი გაემართათ სათანადო წინმსწრები რეკლამითურთ. როგორც ვიცი ეს მხოლოდ დასაწყისია, დიდი იმედი მაქვს რომ ორგანიზატორები გაითვალისწინებენ დაშვებულ შეცდომებს და მომავალში ( თუ ისევ ჩატარდება) გაცილებით უკეთეს შედეგს დადებენ.


მანამდე კი - მადლობა გახსენებული და ამრერებული ბავშვობისთვის 

ანრი ჯოხაძე
ARABESQUE და გოგა ნიქაბაძე
SANDRA

BONEY M (MAIZIE WILIAMS)
გირგი გასვიანი
თაკო გაჩეჩილაძე
ACE OF BASE (JENNY BERGREEN)

ნინი ბადურაშვილი
DAN BALAN

ხავერდოვანი ჩაი

$
0
0

წვიმს, გრილა, სიმშვიდეა. ჰაერი აღარ წააგავს გამდნარ ერბოს - სუნთქვა უკვე შეიძლება. სუნთქვაც, ძილიც და ცხოვრებაც. ბათუმში ჰავერდოვანი სეზონი იწყება. მყუდროდ მოვკალათდი პუფში, მეზობლად გახსნილი საკონდიტროდან მომარაგებული ტკბილეული ახლოს მოვიჩოჩე, მგონი მთელი ზაფხულის მანძილზე პირველად ავიდუღე ჩაი. სვამ ნება-ნება, სულაც არ გცხელა და ამ პატარა ნიუანსით ისეთი გახარებული ხარ თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. მნიშვნელოვანი ამ ზაფხულს ძალიან ბევრი რამ მოხდა... თუმცა ჩაისთან ერთად ამ ყველაფრის გახსენებას სულ სხვა გემო აქვს. კი, კარგი იყი. კი...
მაგრამ ვგრძნობ რომ შემოდგომა არანაკლებ საინტერესო იქნება და აი ეს შეგრძნებაც კი უკვე მომწონს.


დასრულდაეს ზაფხულიც, მისი მკრთალი მოგონება შემორჩება გარუჯულ სხეულებს, ციფრულ ფოტოებს - რომელთა უმეტესობასაც სავარაუდოდ არასდოს ეღირსება დაბეჭდვა. სმარტფონებიდან გაკეთებულ ჩექინებს, ფეისბუქზე დატოვებულ ლაიქებს და ... ალაგ ალაგ ბლოგებს. მთლად გაგვიციფრულდა მოგონებები და მანდვეა შეგრძნებებიც.  თუმცა ეგ სხვა თემაა.

ახლა კი მივუბრუნდი ისევ ჩემს მშვიდ, გემრიელ ღამეს და ხავერდოვანი სეზონის ჩაის. ეს კი უბრალოდ ის პოსტია ... შენი საყვარელი სეზონი რომ იწყებდა და გიხარია.

ბათუმობას გილოცავთ ამხანაგებო

კორექციის კლასი - ფილმი ჩვენზე "Класс коррекции"

$
0
0

ბავშვების სისასტიკეზე არაერხელ გადაღებულა, დაწერილა და თქმულა. ბევრი ფილმი შემიძლია ჩამოვთვალო სადაც ეს თემა ძალზედ კარგადაა გაშლილი. დღეს კი შემიძია ეს ნუსხა კიდევ ერთი კარგი, ამჯერად რუსული ფილმით გავამდიდრო. ეკატერინე მურაშოვას წიგნის - "კორექციის კლასი"ს მიხედვით გადაღებული ახალგაზრდა (24 წლის) რეჟისორ დოკუმენტალისტის ფილმი.



კორექცის კლასში თავად მწერლის მიერ, საკუთარი თვალით დანახული ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც შემდეგ რათქმაუნდა ოდნავ შეიცვალა და დამუშავდა. თუმცა თემა იმდენად რეალური და საინტერესო იყო რომ რეჟისორ ივანე ტვერდოვსკისთვის დოკუმენტალისტიკიდან მხატრული ნაწარმოების ეკრანიზაციისკენ მიმავალ ბილიკად იქცა, ფილმს აშკარად ეტყობა დოკუმენტალისტი რეჟისორის ხედვა. მინიმუმამდე დაყვანილი გადათამაშებული, ლამაზი და დამტკბარი სცენები. ტრეშის ზღვარზე მდგარი რეალობა და ამბავი, რომელსაც ეკრანზე "არგაფუჭებული"დამწყები მსახიობები თამაშობენ. 


ამ ფილმში ვერ დატკბებით ვერც სპეცეფექტებით, ვერც გლამურით, ვერც ფილოსოფიური წიაღსვლებით. აქ ეტლში მჯდომი გოგონას და საზოგადოების ურთიერთობის ტყავგამძრალ - გაშიშვლებულ სურათს ნახავთ. იქნებ ზოგიერთმა საკუთარი თავიც ამოვიცნოთ - არც ესაა გასაკვირი. პლიუს ამას არ ვაპირებ არც ამ ფილმის მხატვრული ღირებულების შეფასებას, რეჟისორის და ოპერატორის, მსახიობების ნამუშევრის აწონ დაწონვას. ჩემთვის აქ მთავარი ისტორიაა. როგორც უკვე ვთქვი - ბევრჯერ განმეორებული სხვადასხვა ნაწარმოებში და ფილმში. მაგრამ ეს ის ამბავია - რომელიც ძალიან ხშირად უნდა გავიმეოროთ ყველამ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ამ "კორექციის კლასში"ჩვენ... მეც ვსწავლობ და ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
ამ ფილმით ( და ტვერდოვსკის გამოჩენით ) რუსულმა კინომ ახალი სისხლის კიდევ ერთი, ჯანსაღი დოზა მიიღო. თქვენ კი თამამად შეგიძლიათ ის ანახოთ მოზარდებს (+14). ბოლოს და ბოლოს ეს დოკუმენტირებული რეალობაა. ცოტაც და რა ვიცი. იქნებ ჩვენც გავიაროთ.


სხვა რაკურსით დანახული ისტორია

$
0
0
ნილ არმსტრონგი - მთვარეზე გასეირნების შემდეგ
ფოტო ისტორიის უნიკალური დეტალების ამსახველი მატიანეა. ხშირად სიტყვებზე მეტად სწორედ მას შეუძლია გადმოსცეს კონკრეტული მომენტი უფრო მკვეთრად, მკაფიოდ და სხვა რაკურსით. დღეს სწორედ ასეთი - სხვა რაკურსით გადაღებული ფოტო მინდა გაჩვენოთ რომელიც თქვენთვის კარგად ცნობილ ისტორიულ მოვლენებს ასახავს


მარტინ ლუთერ კინგი "მე მაქვს ოცნება"


ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ წარმოქმნილი საცობი


ჟაკლინ კენედი კულისებში. კენედის პირველი სატელევიზიო დებატების მსვლელობისას


ტიანმენის მოედანი. ამ ისტორიული კადრის შესახებ მე უკვე გიამბეთ "კადრის ისტორია"-ში. ეს კი სხვა რაკურსით გადაღებული კიდევ ერთი ფოტოა


თავდაპირველად ჰოლივუდს აი ეს წარწერა ამშვენებდა


ყველა არქეოლოგის სანუკვარი ოცნება - პირველა შეაღოს კარი ისტორიულ წარსულში. ეგვიპტე, ტუტანხამონის აკლდამის გახსნა. არქეოლოგი, რომელმაც პირველმა შეაღო აკლდამის კარი - გოვარდ კარტერი. 1924 წელი


პირველი მოფლიო ომის ბოლო. ვერსალის შეთანხმების ხელმოწერის ისტორიული მომენტი. 1919 წელი


გერმანელები საკონცეტრაციო ბანაკებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ყურებისას


ხედი ახლად აშენებული ცათამბჯენიდან. 1931 წელი


ინდიელი ახლადგაყვანილ ტრანსკონტინენტალურ რკინიგზასთან. 1868


კაპიოლიუმი. კედენის დაკრძალვა. 

გადაიღეთ ბევრი კარგი ფოტო. 

Viewing all 409 articles
Browse latest View live