Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all 409 articles
Browse latest View live

ბლოკნოტომანია - ახალი ახირება

$
0
0

სვამ ყავას, უსმენ მუსიკას, ტკბები პეიზაჟით და მოზღვავებულ აზრებს ბლოკნოტში წერ, ინიშნავ, ან სულაც ხატავ. კარგი რამაა - კი კარგია მანამ - სანამ ბლოკნოტს დანიშნულებისამებრ იყენებ,


ამ ბოლო დროს ერთი ახირება მაქვს. ბლოკნოტებს ვაგროვებ. ხო, ვაგროვებ. თავიდან უბრალოდ მჭირდებოდა, იმიტომ რომ ხშირად ვწერ ან ვხატავ შიგნით. ხოდა ერთ მშვენიერ დღეს, როცა აღმოვაჩინე რომ ყველა ბლოკნოტი უკვე ამოვავსე მენლით - ახლის შესაძენად გავეშურე.

ხშირად მივსტირით იმ პერიოდს, როცა არაფერი იშოვებოდა და თუ იშოვებოდა - ყველაფერი ერთნაირი იყო. თურმე რიგ შემთხვევებში ეგ კარგიც ყოფილა.

მაღაზიის დაღლებზე ჩამწკვრივებული სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფორმატის, შეფუთვის, ფურცლის, აკინძვის და ტექსტურის მქონე ბლოკნოტები ჩემი თავის ტკივილი გახდა.

ჯერ ერთი ვიყიდე. ეს ერთი სხვა დანარჩენი 2345620347 დან ამოვარჩიე. წამოვიღე, გადავშალე, გატკიცინებულ, გემრიელ ფურცელს ხელი გადავუსვი, კალამი მოვიმარჯვე და ... არაა, ეს ზედმეტად კარგია ამ სემინარის გადამღერებული იდეების ჩასაწერად თქო და ისევ დავხურე.

გადავწყვიტე მეყიდა სხვა, შედარებით დაბალი ხარისხის. უბრალო გამოყენებისთვის. ისევ მაღაზია, ისევ არჩევანი და 2345620346 დან არჩეული მომცრო ზომისბლოკნოტი... რომელსაც ისეთი კარგი ფურცლები ქონდა... უხაზო, ოდნავ მოყვითალო... გეხვერწებოდა არ დამაწერო - დამახატე რამეო...

ხოდა გადავწყვიტე... სახატავად სხვა ფორმატია საჭიროთქო

ხოდა ახლა სახლში ხელუხლებელი ბლოკნოტების მთელი წყებაა. რა გინდა სულო და გულო. მათი გვერდების უბიწობა მხოლოდ ჩემი ხელმოწერითაა დარღვეული და ისიც იმ მიზეზით - რამე ხომ უნდა დამეწერა - ხოდა დავწერე. ზოგჯერ, როცა მორიგ მხევალს შევმატებ ჩემს ჰარემს - ერთს სასაჩუქროდ გამოვარჩევ ხოლმე... მაინც კეთილ საქმედ ჩამეთვლება. ასე ვცდილობ რამენაირად დავაბალანსო რაოდენობა.

ხოდა ... დღეს მგონი ბოლო ბლოკნოტი შევიძინე... ახლა უნდა დავძლიო ეს დაბრკოლება და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების პროცესი აღვადგინო. თორემ პლიუშკინის სინდრომამდე და სილლოგომანიამდე ერთი ბლოკნოტი დარჩა :)

5 წლის აუტისტი გოგონას ფერადი სამყარო

$
0
0
აუტიზმზე და მასთან დაკავშირებულ რობლემებზე ძალიან ხშირად საუბრობენ. რაც მთავარია საუბრობენ გახსნილად და სცდილობენ რამენაირად დაამსხვრიონ ის სტიგმა - რაც ამ დაავადებით შეპყრობილი ბავშვების ირგვლივ თითქმის შეუღწევს კედელს აღავლენს.

დღეს მე მინდა ხუთი წლის გოგონაზე (Iris Grace) მოგითხროთ. რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. უყვარს თამაში, ოცნება და ხატვა. ხატავს თავისებურად, გამორჩეულად. ისე როგორც მხოლოდ მას შეუძლია. როგორც თავად აღიქვამს სამყაროს, ფერებს და გრძნობებს. ხატვა ერთერთი  პროცესია რომელიც 2011 წელს ექიმებმა აუტიზმის სინდრომის დადგენასთან ერთად დაუნიშნეს როგორც თერაპიის ერთერთი სახეობა


თერაპიის დროს ფურცელზე გადმოღვრილმა ფერებმა ყველა გააოცა. გოგონს ნახატები განსხვავდებოდა ხუთი წლის ბავშვის ნახატებისგან. გოგონასაც მოსწონს ეს პროცესი და დღის უმეტეს დროს ფერებთან ურთიერთობაში ატარებს.



"მას სახე უნათდება სიხარულისაგან როცა მე კარადიდან საღებავების დასტა გამომაქვს" - ამბობს გოგონას დედა - "მას ფერებთან შეხება შეუძლია. სულ სხვაგვარად გრძნობს ფერებს და აღიქვამს."


ხატვასთან ერთად მუსიკაც ძალიან მოსწონს. მისი რიგით მეორე გართობა ვიოლისნოთი თამაშია. ხო, ვიოლინოსთან თამაში, რადგან დაკვრა ჯერ არ იცის


მისმა ნახატებმა გაცილებით დიდი რეზონანსი გამოიწვია ვიდრე უბრალოდ მშობლის მოწონებაა.





ნახატბის ქსელში განთავსების შემდეგ გოგონას ბედით ძალიან ბევრი დაინტერესდა. მშობლებიც დიდი სიამოვნებით ურთიერთობენ პრესასთან არა იმიტომრომ თავიანთ შილს გაუწიონ პოპულარიზაცია. არამედ იმიტომ რომ გაცილებით მეტი ყურადღება მიაქციონ აუტიზის პრობლემას, მოძებნონ მისი დაძლევის გზები და მეთოდები. და დაანახონ სხვებსაც რომ ეს არ არის სტიგმა, სამარცხვინო და საშიში ამბავი რომელიც უნდა დამალო და განერიდო. არამედ პირიქით - მასთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ.


"თუ თქვენ აუტისტი ბავშვის მშობელი ან პედაგოგი ხართ, თქვენ გამუდმებით სცდილობთ იპოვოთ გასაღები მასთან ურთიერთობის - ხატვა ჩემს შვილთან ურთიერთობის გასაღებად მექცა" - ამბობს გოგონას დედა



Danny Macaskill ველო გასეირნება

$
0
0

როცა ველოტურზე ვსაუბრობ ძირითადად მშვიდ გასეირნებას, ან მაქსიმუმ გიჟურ დაშვებას ვგულისხმობ. თუმცა არიან ადამიანები, ვისთვისაც დაშვებაც და აშვება-ასვლაც ფათერაკთან და ადრენალინის დიდ დოზასთან არის პირდაპირ კავშირში. ერთერთი ასეთი Danny Macaskill-ია. მისი ვიდეოების ხილვის შემდეგ სულ სხვაგვარად გადავხარშე ჩვეულებრივი ველო "გასეირნება". ეს იმ პრაიდის წარმომადგენელია - წყნარად და მშვიდად რომ ვერ ღებულობს სიამოვნებას. ხოდა მინდა მისი ერთი გასეირნების ვიდეო შემოგთავაზოთ. ველოთი თუ ვერ გაიმეორებთ იგივეს, ჩემსავით დასხედით და მისი ილეთებისა და პეიზაჟის ცვალებადობის სილამაზით დატკბით.

იუბილარი უმცროსი ძმა

$
0
0


შემოდგომის წვიმიანი საღამო იყო, კარგად მახსოვს - პრეს-კაფეში ვიჯექი და ათასგვარი სულელური სათაურით დასათაურებულ"ფოლდერებში"მიმოკარგულ ფოტოებს ვათვალიერებდი. მინდოდა დამეხარისხებია. ბლოგზე მათი ატვირთვა... დამეზარა. მაინც სხვა ფორმატი იყო... ხოდა სად იყო და სად არა... tumblr- ი გამომეცხადა. მას შემდეგ ვმეგობრობთ. აქ ძირითადად ტელეფონით ან ფოტოაპარატით გადაღებულ ფოტოებს ვტვირთავ. სასურველი, შესანახად გადადებული სურათების სხვენს უფრო ჰგავს ვიდრე რეალურად აქტიურ ბლოგს. თუმცა რაც არის არის... და იმას რაც არის დღეს 4 წელი შეუსრულდა. ხოდა მთვარის კლუბი ულოცავს თავის ორი წლით უმცროს ძმას დაბადების დღეს. საინტერესო, ფერად, მრავალფეროვან და ხალას ცხოვრებას უსურვებს.


თქვენ კი თუ გექნებათ სურვილი - აქაც შემოიარეთ

წამოდი "ნაღმზე"

$
0
0

ნაღმზე მივდივარ. ხო, ჩემი ნებით. ჯერ არ ვიცი რა იქნება... აფეთქდება თუ არა ნაღმი.. თუ ისევ ისეთი "ხლაპუშკა"იქნება... თუმცა ის დენთი რაც აი ამ თრეილერშია სახუმარო ამბავი არ უნდა იყოს... მოკლედ მივდივარ. წამოდი ... თუ გეშინია მაშინ ჩემს დაბრუნებას დაელოდე - მოგიყვები

სახლამდე მისასვლელი გზა

$
0
0

როცა ერთ სამსახურში წლებია მუშაო და ერთიდაიგივე მარშრუტით გიწევს ხოლმე სახლში დაბრუნება... ზოგჯერ გიჩნდება სურვილი ეს ათასგზის დაზეპირებული გზა... უფრო სწორედ კი გზს გავლის პროცესი რამენაირად გაამრავალფეროვნო... ან უბრალოდ გააფერადო. როგორი იქნებოდა თქვენი შეგრძნება თუ თქვენი გზა აი ასე იცვლიდა ფერს და ხასიათს... ნეტა ისე ადვილად შეიძლებოდეს გზის შეცვლა როგორც ამას კომპიუტერის მონიტორის ფონებში ვაკეთებთ ხოლმე.









STAR WARS ბათუმურად

$
0
0

მოკლედ, მოცალეობის ჟამს აი ასე ჩამოიარა ჩემთან ვარსკვლავური ომების თემატიკამ. რატომაც არა, ჩვენც ხომ ზოგადად იმ გალაქტიკის ნაწილი ვართ. რა, არა ?! დიდი ეჭვი მაქვს რომ ამ სერიას მალე ექნება გაგრძელება. ასე რომ დუბლი პირველი. ძირითადად იმპერიას დავუთმე ყურადღება. მეამბოხეებს მერე გამოვუხმობ :)




ალო, ლონდონია ?!

$
0
0

ცნობისთვის გეტყვით. ბათუმში უკვე გვაქვს საკურას ბაღი - რომელიც ყველაზე მოუხერხებელ ადგილას გააშენეს.  საოცრებათა პარკი - სადაც დღემდე უპატრონო ანბანის კოშკი ბინადრობს. ვარდების ბაღი - სადაც მხოლოდ ბაღის სახელი ყვავის. ოსმანთა იმპერიის დიდების სკვერი  რომელსაც მიუსწრეს და ჭაჭათაუერად გადააკეთეს და პიონერთა პარკი, რომელიც თავიდან ალექსანდრეს ბაღი იყო, შემდეგ კომუნისტებმა პიონერთა პარკად გადააკეთეს, შემდეგ დემოკრატებმა 6 მაისის პარკად და ახლა კიდევ ემუქრება მგონი გადაკეთება და აწ უკვე ლონდონის სკვერი - ეს იქ არის.. აი იქ, ბარბარეს თეთრი ეკლესია რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშე გადააკეთეს, კაფე გარდენის გვერდით რომ რაღაც ოხრობაა აღმართული და თურმე "ტროას ცხენი ყოფილა", იქვე შორიახლოს, თუ კარგად მოძებნით ბუჩქებში მიმალული რუსთაველიც შეიძლება იპოვოთ. ხოდა აი იქ, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩის კურთხევით, სასტუმრო "ადმირალის"ბრიტანელმა მფლობელმა ლონდონური, წითელი ფერის სატელეფონი ჯიხური აღმართა და ამიერიდან ამ სკვერს, რომელიც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ბიბინებს - ლონდონური სული შთაბერა. რამდენად ლონდონურია ეს სკვერი ძნელი სათქმელია. ეს ამბავი აი იმას გავს - ილია ჭავჭავაძის სახელობის აკაკი წერეთლის ძეგლს. ეკლექტიკა ქართულად

კი, მართლა ლამაზია ეს წითელი სატელეფონო ჯიხური - სადაც არ უნდა იდგეს. ახლა მთავარია ეს წითელი ჯიხური ჩვენებმა ბულვარში დამონტაჟებული ლურჯი ბიო ტუალეტებიდან განასხვავონ. რავიცი მაინც... ტროტუარი და ქუჩა ერევათ ერთმანეთში და დიდი ამბევი წითელი და ლურჯი აერიონ. თორემ მობილურის დამმუხტველი პუნქტის ფუნქციის იდეა - ნუ არის რა.

და კიდევ ერთი - დიდი იმედი მაქვს რომ მალე ბათუმში რამე ბათუმური დაიდგმება. აი ისეთი, ველოზე შემოსკუპული გოგონა ძაღლით ან ყავის მოტრფიალე წყვილის დარი.


მანამდე კი ისევ და ისევ სასტუმრო "ადმირალის"ვერანდაზე შემოდგომის ცივ საღამოს მსუბუქი ლატეს დაგემოვენიბით გავლევ. თქვენ კი იფიქრეთ, რა შეიძლება იყოს ბათუმური სიმბოლო.



ეტიუდი N 7 ( სილამაზის მაძიებელი )

$
0
0
გუშინ, სამსახურიდან მომავალს კორპუსის ეზოში შესასვლელ თაღთან შუახნესმიღწეული, ჭაღარა მამაკაცი დამხვდა. ცალ ხელში გაზონიდან ამოთხრილი ყვავილები ეჭირა, მეორეთი უზარმაზარ ცხვირსახოცს იტენიდა ჯიბეში და ცდილობდა როგორმე შეენარჩუნებია წონასწორობა. არყისა და ობის სუნის ნაზავმა აშკარა გახადა მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი. ეზოში შესვლა დავაპირე. დამინახა, ხელი გამოიშვირა და მესამე მცდელობაზე ჩემსკენ მომავალი სწორი ტრაექტორია აირჩია. შევჩერდი და მექანიკურად ხელი ჯიბისკენ წავიღე. როგორც წესი "ბახუსთან"გასამკვლავებლად წამოწყებული ომისთვის ითხოვენ ფინანსებს და მეც მოვიქექე ჯიბე.
მოვიდა, შედგა, შეტორტმანდა. მზერით ჩემს თავზემოთ რათაც შეათვალიერა, თვალები მოჭუტა, მერე მე შემომხედა, ქვედა ტუჩი უკმაყოფილოდ გადმოატრიალა და თავი გაიქნია

- Нет, люди разучились радоваться - თქვა მან ოდნავ ჩახრეწილი ხმით და ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად ახლად აღმოჩენილი ნაკლი იყო ეს მისთვის, რამაც აშკარად ძალიან დაასაევდიანა

- Почему ?! - ვკითხე მე და რკინის ორლარიანი ამოვაყოლე ხელს. ფულზე არც შეუხედავს. მე მიყურებდა. ხელები გაშალა, ჰაერი ჩაისუნთქა და მკვეთრად ამოისუნთქა

- Они  перестали искать красоту - ამოაყოლა 60 გრადუსიან ნახშირორჟანგს

- Вы так думаете ?! - დავინტერესდი. აშკარად მოეწონა ჩემი კითხვა. უკან დაიხია, ხელები ისევ გაშალა და ირგვლივ მიმოიხედა... მერე ისევ მე - "რას მეკითხებიო"

- Да так оно и есть.Они не видят красоту вокруг себя и откуда им видеть  красоту в нутрий себя ?! Они перестали искать красоту, ощущать, ценить  и радоваться. Смотри какой вечер, какая луна, какое море... а где люди ?! Они закрылись в машинах, в барах, в ресторанах и дымят своими сигаретами... а, она ведь вот... рядом...

- Что ?!

- Красотаааа -  თითქმის ჩურჩულით მითხრა მან. შემდეგ ფესვებიანად მოთხრილ ყვავილები დაყნოსა. ჯიბიდან ამოფრიალებული ვეება ცხვირსახოცით შუბლი მოიწმინდა. მოღეღილი საყელო თავისი ჭკუით შეისწორა. ისევ მე შემომხედა, ისევ ხელები გაშალა - მიმოიხედეო ირგვლივო

- дышите, влюбляйтесь, цените, радуйтесь... Она здесь - წაიღიღინა მან. მოგლეჯილი ყვავილები წინ წასწია. ქუჩის ბოლოსკენ გაიხედა. ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიტენა, თმა ხელით გადაივარცხნა და რაც შეეძლო ომახიანად დასჭექა - Манана ме мовдивар - ეს თქვა და ჩემსკენ აღარ გამოუხედავს. ზიგზაგებით გაიკვლია გზა ქუჩისკენ და პირველსავე მოსახვევში გაუჩინარდა.

ვიდექი ასე ეზოში შესასვლელ თაღთან რკინის ორლარიანით ხელში და იმ მოსახვევისკენ ვიყურებოდი ეს უცნაური ადამიანი რომ გაუჩინარდა. მე არ ვიცი მივიდა თუ არა მანანასთან და მიუტანა თუ არა ის მიწიანი ყვავილები. ან კი მიიღო თუ არა საერთოდ მანანამ ესოდენ შექეიფებული რომანტიკოსი. მაგრამ მე იმ ღამით კარგახანს ვიხეტიალე. მთვარეც, ზღვაც ჰაერიც და ღამეც... მშვენიერი იყო... არის

რატომ უნდა ნახო INTERSTELLAR - ი

$
0
0

საუკეთესო ფილმი კოსმოსზე?! არა. საუკეთესო ფილმი კოსმონატევბზე?! არა. საუკეთესო ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდან?! არა. ნოლანის ნამუშევართა საუკეთესო გაგრძელება ?! უდაოდ. არანაირად არ ვცდილობს ინტერსტელარის დაკნინებას. მართლაც არაჩვეულებრივი ფილმია რომლის ყურებისას არც ფუჭად დაკარგული დროის და არც ზოგადად დროის შეგრძნება არ გაწუხებს. ერთადერთი რაც შეგაწუხებს ეს თითქმის სამი საათის განმავლობაში ჯდომის შედეგად გამოწვეული დისკომფორტია და ესეც ძირითადად იმათი პრობლემაა, ვინც მიუჩვეველია დიდი ხნის განმავლობაში  ერთ ადგილზედ ჯდომას. თუმცა ეკრანზე მიმდინარე მოვლენები ამაზე ფიქრის დროს არ დაგიტოვებთ.



მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ნახო ეს ფილმი რამდენიმეა:


პირველი - ნოლანის მომდევნო წარმატებული ფილმი, სადაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ შეუძლია გადაიღოს უფრო საინტერესო, უფრო სანახაობრივი (და უფრო გრძელი) ფილმი ვიდრე გადაუღია მანამდე


მეორე - კიპ ტორნის სამეცნიერო ნაშრომებზე აგებული სცენარია. ტორნი თავად ესწრებოდა გადაღების პროცესსაც ასე რომ ის რაც ეკრანზეა ნაჩვენები მაქსიმალურად ახლოა იმ შესაძლო რეალობასთან რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ან სულაც გველის არცთუ ისე შორეულ მომავალში


მესამე - მაკონაჰი, ოსკაროსანი მეთიუ. რომელმაც კიდევ ერთი საფეხურით აიწია დიდების მწვერვალისკენ. აშკარად კარგად თამაშობს ეს ადამიანი. რას იზამ.


მეოთხე - საინტერესო სცენარი. ისტორია, რომელიც როგორც უკვე ვთქვი არ არის ყურით მოთრეული ზღაპარი. რომელიც რეალურ სამეცნიერო შრომებს ეფუძვნება და მთელი ფილმის განმავლობაში არ გაძლევს მოშვების საშუალებას. ვაღიარებ, იყო ერთი მომენტი როცა მომინდა "გადახვევა"და ტელეფონში ჩავძვერი... ეს ის მომენტია როცა ზოგადად სიყვარულზე მსჯელობენ. მაგრამ ესეც ძალიან პატარა ნაწილია.

ერთადერთი რაც ნაკლებად მომეწონა ( ისევ მე ) ეს ის სამყაროა რომელიც ადამიანის საცხოვრისად გამოსადეგად ჩათვალეს. რატომრაც მინდოდა უფრო ლამაზი და საინტერესო არსებებით დასახლებული პლანეტა მენახა ვიდრე წმინდა მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილი გარემო. თუმცა ნოლანიც ეგაა - რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ფერებით და სივრცით კარგად მოთამაშე, დამაინტრიგებელი რეჟისორი.

შავი ხვრელი მართლაც შთამბეჭტავია და ეს აქ ერთადერთია რაც სხვას არ გაუკეთებია არასდროს. ბევრჯერ გვიმოგზაურია შავი ხვრელის გავლით სხვა გალაქტიკებში. მაგარამ ასე - არასდროს.

გიგანტური ტალრები... ხო. ღირს მათი ნახვა და კიდევ ერთი რამ. რაც დარბაზში თითქმის 90% ჩემთან ერთად მოუვიდა თავში -"აუ, მინდა ეს რობოტი სახლში".

მთლიანობაში ფილმი ძალიანს აინტერესოა. შესაძლოა ბევრისთვის ის სამეცნიერო ფანტასტიკაში კარის შეღების მოტივატორი გახდეს. ჩემთვის პირადად კიდევ ერთი, ძალიზედ კარგი ფილმია ამ მიმართულებით გადაღებულ ფილმებს შორის.

მოკლედ თუ გეზარებათ კინოში სიარული და ფეხს ითრევთ იმ მიზეზით რომ "სანახავი არაფერია" - თამამად შეგიძიათ ადგეთ და თქვენი ცხოვრების სამი საათი კომპთან ჯდომის ნაცვლად ამ სასიამოვნო მოგზაურობას მოახმაროთ. აქ ყველაფერისა საიმისდო რომ თქვენ შთაბეჭდილებით აღვსილნი დაბრუნდეთ შინ

შტორმი ბათუმში 23.11.2014 Шторм в Батуми Storm in Batumi

$
0
0

შტორმზე, ზღვის ღელვაზე და წვიმაზე ვცდილობდი არ დამეწერა. ერთი უბრალო მიზეზის გამო - ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა როგორც მზის ამოსვლა. უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან კარგად გასაყიდი მასალა გახდა "სენსაციას"მოწყურებული მედიასაშუალებებისთვის. "არიქა ხალხო, ზღვა ღელავს წარმოგიდგენიათ?!  ზღვაა და ღელავს... ვააა..."


კომენტარები იმის თაობაზე რომ - ასეთი არასდროს მომხდარა, ასეთი არავიცს უნახავს - სრული აბსურდია.

ბატონებო.
1. ბათუმი არასდროს ყოფილა ასე გაზრდილი როგორც დღესაა
2. ის ტრიტორია, რომელიც ძირითადად იტბორება ყოველთვის იყო ნაკლებად დასახლებული და შესაბამისად არც არავინ შფოთავდა გადმოსულ ზღვაზე
3. ახალი ბულვარი ბოლო წლებია რაც გაბულვარდა და ადრე მანდ გაშენებულ სიმინდის და მანდარინის ყანებზე გადმოსულ ზღვაზე რატომღაც ნაკლებად იხოკავდნენ ღაწვებს. არადა კონკრეტული ოჯახებისთვის ეგ უფრო დიდი ტრაგედია იყო ვიდრე ზღვის მიერ მოხრეშილი ახალი ბულვარი
4. ასე ახლოს ზღვასთან არასდროს ყოფილა მიყვანილი არც სამანქანე გზები, არც სასეირნო და არც ველო ბილიკები. რაც თავიდანვე საკამათო თემა იყო რადგან იფრასტრუქტურას სათანადო დაცვა უნდოდა ზღვაში ჩაყრილი ჯებირებითა და სამაგრი ნაგებობებით. რაც არ გაკეთებულა და ახლა ჩვეულებრივად გადმოსულ ზღვაზე, რომელთანაც ისევ ჩვენ მივედით ახლოს - ვიხოკავთ ღაწვებს. მას კი სულ ფეხებზე კიდიე ჩვენი "ქალაქის დაგეგმარების გეგმა"
5. ნაპირსამაგრი ნაგებობების აუცილებლობის საკითხი ყოველ მორიგ შტორმზე ისევ ხდება აქტუალური... თუმცა შტორმის დასრულების და კომისიის ვიშვიშის შემდეგ ზღვასავით წყნარდება. არადა ყოველ ჯერზე ზღვა ლამის ტავად აკეტებს მინიშნებას სად უნდა გამაგრდსეს ნაპირი.
6. რატომღაც ვერავინ იხსენებს ნინოშვილზე (არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე) ლამის სადარბაზოში შესულ ზღვას და რამდენიმეჯერ დატბორილ საფეხბურთო სტადიონს - რომელიც ახლანდელი ანბანის კოშკის და სასტუმრო კენპინსკის"მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა...
6. არავის ახსოვს წარწერა "აქ 1947 წელს იყო ზღვა"რომელიც ბულვარის შესასვლელთან, ახლანდელ "რეტუალების სასახლის"ადგილზე იყო დამონტაჟებული.
7. იდეალურად უნდა იყოს გამართული სანიაღვრე არხების მუშაობა
8. სენსაციის მოყვარულთათვის ყოველი შტორმი ჯერარნახული მოვლენაა. მასმედია და ინტერნეტმედიაც შეძლებისდაგვარად ცდილობს უფრო მწვავე მასალით მიიპყროს ყურადღება და აჰა... ყოველი შტორმი "ნიუსავიკების"და ფოტოგრაფების ახალი გამოწვევაა... ისინი თოლიებივით ვიშვიშებენ ყოველ გადმოსულ ტალღაზე და სცდილობენ კარგი მასალა გამოსტყუონ "სტიქიას"

არადა... რომ გაგვეთვალიწინებია, ან სამომავლოდ გავითვალისწინოთ ზღვისპირა ქალაქის განაშენების და დაგეგმარების სპეციფიკა - გაცილებით ნაკლები სავიშვიშე გვექნებოდა და გვექნება მომავალში.

მანამდე კი ... ინებეთ ფოტორეპორტაჟი.














დართლო. თუშური ამბები. თავი მეოთხე

$
0
0

საავდრო ღრუბელს გამოქცეულებმა უკან ჩამოვიტოვეთ შენაქო, ძველი და ახალი დიკლოდა ჩვენი მოგზაურობის ბოლო პუნქტისკენ, დართლოსკენ გავემგზავრეთ. ციცაბო ფერდობებს და ნაპრალებს შეჩვეუებმა უკვე თითქმის უემოციოდ გადავლახეთ გზის საშიში მონაკვეთი და მარგველას ველისკენ გავემგზავრეთ. იმ სილამაზეზე რაც ირგვლივ ბობოქრბდა აქ დაწერა უბრალოდ სიტყვების ფუჭი რახარუხი იქნება. ამიტომ ზოგადი აღწერით შემოვიფარგლები





გზა ხან უღრან ტყეში იკარგებოდა, ხანაც ციცაბო ფერდობს მიყვბოდა და ხანაც ათასფერი ყვავილებით მობიბინე მინდორში იძირებოდა.


"აუ იქით გაიხედე, აუ აქეთ გამოიხედე"-ს ფონზე ფოტოკამერაც ხან საიდან გაძვრებოდა ავტომობილის ფანჯრიდან და ხან საიდან. გადასაღები კი იცოცხლე, ბლომად იყო. მაგრამ ყველაზე გასახარი ჩემთვის მაინც ეს უცარი შეხვედრა იყო. ხევიდან ამოსული ქარის ნაკადზე ფრთაგაშლილი არწივი თითქოს ერთ ადგილზედ გამოკიდულიყო...


სანამ მე ავტომობილიდან გადმოვბობღდი, კამერა ჩავრთე და გადასაღებად მოვემზადე... არწივმა ერთი წრე შემომარტყა და მაღლა აფრინდა... რასაც ჩემი ობიექტივი მისწვდა მხოლოდ ეს კადრია... არადა მისი ფრენის ცქერა ასე მომხიბვლელი თუ იქნებოდა არ მეგონა. საოცარი სანახაობაა.

თუმცა არანაკლებ საინტერესო სანახაობა წინ გველოდა. დართლო. მანამდეც გვსმენია მისი ქება. მაგრამ გაგონილს ნანახი რომ სჯობია ასი თავით - ეს ის შემთხვევაა.


დართლო ძალიან დიდი ისტორიის მქონე სოფელია. საბედნიეროდ ძველი ხელისუფლების დროს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების წყალობით ამ სოფელმა ახალი სიცხოცხლე შეიძინა. ბევრ მიტოვებულ სახლს დაუბრუნდა სიცოცხლე და სოფელიც გალაღდა. ჩვენ სასტუმრო "სამციხე"ში დავბინავდით. ეს ერთერთი დიდი სასტუმროა დართლოში. თუ დამიჯერებთ და თქვენაც ეწვევით - მერწმუნეთ, არ ინანებთ.

მაგრამ გზად წამოწეულმა საავდრო ღრუბელმა დაგეგმილი ფეხით მოგზაურობა ისე უსირცხვოდ ჩაგვიშალა - ელიას წარბიც კი არ შეუხრია. მაგრამ აბა ვინ დაგვაკავებდა ოთახში, ან კი სად იყო ვერანდაზე ტყუილად ჯდომის დრო. საწვიმარი ლაბადები ვიშიშვლეთ და ... გამარჯობა დართლო



არსებული კანონის საფუძველზე სახლებს, რომელთაც თუნუქის ან შიფერის სახურავი აქვთ, ძველებური, მშრალი წყობით გადახურული სახურავები დაუბრინდებათ. ბევრი კოშკი ხარაჩოში იყო ჩასმული. სახლებს ახალმიშენებული ხის აივნები უხდებათ. რაც როგორც წესი თუშეთისთვის უცხო არქიტექტურული დეტალია. მტრისგან დასაცავად როგორც წესი ვიწრო სარკმლიან და დაბალ კარიან სახლებს აშენებდნენ.





კოშლები აქ განსხვავებული წესით იგებოდა. თუმცა განსხვავება მაინც მის გადახურვაში უფრო შეიმჩნევა ვიდრე დანარჩენ აგებულებაში. სვანებისგან განსხვავებით აქ სორკუთხოვანი, კონუსებრივი ფორმა აქვს. რაც თითქმის მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში ხშირად გვხდება.



ბედის საჩუქარი იყო ალბათ. დართლოში იმ დღეს ავედით როცა (არც მეტი - არც ნაკლები ) ღვთისვილთაგან ერთერთის - აგუნას ხსენების დღე იყო. სალოცავთან გაშლილ სუფრას სოფლის უხუცესები, მოსახლეობა და სტუმრები შემოსხდომოდნენ. მართალია ჩვენ სანამ მივაღწიეთ სუფრა უკვე აშლილი იყო. მაგრამ განა სუფრაშია საქმე? მთავარი აგუნას ხსენების დღე იყო. დასავლეთში ეგზომ პოპულარული ღვთის შვილის ხსენების დღეს და სალოცავს აქაც თუ გადავაწყდებოდი - არ ველოდი. გამიხარდა



სოფლის ვიწრო ორღობეებში ხეტიალისას კარგა გვარიანად დავსველდი. სასტუმროსკენ გავემართე და გზად მოედანზე შევჩერდი. აქ იკრიბებოდნენ სოფლის ბჭენი ( ადამიანები, რომელთაც სოფლის და ხშირ შემთხვევაში ხეობის ბედიც ებარათ) . 12 რჩეული უხუცესი. თუშეთის სასახელოდ მინდა გითხრათ რომ სწორედ აქ, საქართველოს მთის სხვა კუთხიდან განსხვავებით გენდერული საკითხი გაცილებით კარგად იყო დაბალანსებული. ბჭეთა შორის ქალებიც ყოფილან და მათ კრებას ხშირად სწორედ ქალი განაგებდა. ტრადიციებსა და ადათზე მომდევნო პოსტში მოგითხრობთ. მანამდე სოფელს დავუბრუნდეთ.


ეს კი სოფლის მოედანზე მდგარი ეკლესიაა, რომელიც მიწისძვრებმა ძალზედ დააზარალეს. თუმცა დღემდე მოქმედებს. ადათი აქაც არ ავიწყდებათ და სალოცავთან კაციც და ქალიც სხვადასვა გზით მიდის.


ეს კი ყველაზე უტყუარი მეგობარი და ტრანსპორტი. არა მხოლოდ თუშისთვის, მთაში მცხოვრები ნებისმიერი ვაჟისთვის და ქალისთვის. ქალაქიდან ჩასულთათვის ცხენის ციცაბო ფერდობზე გაქანება იმაზე გაცილებით ძლიერი შეგრძნებაა ვიდრე ჩვენთვის ჩოპერის მოტორის თუხთუხი სწორ ასფალტზე.


ეს კი დართლოელი სამი მუშკეტერი. თუმცა რა მუშკეტერი და გაპზუებული ფრანგი. დართლოელი სამი ვაჟკაცი. ყოველ ცხენის აღკაზმულობას ერთგვარი "ტიუნინგი"ქონდა ჩატარებული. ვისაც ცხენი უყვარს მის გარეგნულ იერზეც ზრუნავს. სანამ აგუნას სასმელს მორეული უფროსები შორიახლოს ირეოდნენ. ბიჭებმა ახალი გასართობის საძიებლად ახალი მარშრუტი აირჩიეს. ერთიც დაჰყვირეს ცხენებს და სოფლის ორღობეში მიიმალნენ.


მოსაღამოვდა, მეც გვარიანად დავსველდი და სასტუმროსკენ გავეშურე. სამციხეში კი უკვე მელოდა სულ სხვა სანახაობა. დიდი ფილებით მოკირწლულ ეზოს ხის მორებისგან გაკეთებული მაგიდები ამშვენებს. ეზოს ქვემოთ კი დიდი სასადილოა შემალული თავისი ბუხრითა და ვეება სამზარეულოთი.


წვიმამ ოდნავ გადაიღო და სასტუმროს ბინადრებმაც ეზოს ათვისება დაიწყეს. როგორც არაერთგზის ვიწუწუნე უკვე, ორი სამი დრე თუშეთისთვის ძალიან ცოტაა. აქ უნდა ამოხვიდე მინიმუმ ათი დღით რათა ნორმალურად დაათვალიერო და დაისვენო.


ამ გოგონასგან განსხვავებით, ჩემს ჩანთაში მიკუჭულ წიგნს თუშეთში არ ეღირსა გამომზეურება. ნამდვილად მშურდა მისი.


ეს კი მისი მრისხანება, სასტუმროს ნამდვილი მფლობელი კატა გახმავთ. მიუხედავად იმისა რომ კატები მიყვარს. ასეთი ცბიერი და სხარტი არსება არ მინახავს. ჩემს თვალწინ ისე უცებ დაიჭირა და შესანსლა ბეღურა... გინზეც ვერ მოვედი. მზერაზეც ეტყობა... მის ტერიტორიაზე ვარ.


სულ მალე ჩემი ყურადღება მაღალი ბალახიდან ამოშვერილმა ორმა ფუმფულა ყურმა მიიპყრო. კი, ეს ბაჭიებიც ამ სასტუმროს ბინადრები ყოფილან.


ბევრი მსმენია მთაში მოხარშულ ლუდზე და თუშურ ხინკალზე. მაგრამ მერწმუნეთ მოყოლილს სანა გემოს არ გაუგებ... მეც მოგიყვებით მაგრამ რა... უნდა გასინჯოთ რომ მიხვდეთ - მშვენიერია


სანამ ჩაყრილი ხინკალი ამოტივტივდებოდა ლუდით ვიქცევდით თავს. შემდეგ კი მოვიდა ცხელი, ორთქლმოდებული, მადლიანი, სავსე, ხორციანი - ხინკალი როგორიც უნდა. მერე - ბოდიში. არავის აღარ ეცალა ფოტოს გადასაღებად. მიზეზის დასახელებას მგონი აზრი არააქვს მიმიხვდებოდით. თუშური ლუდისა და თუშური ხინკლის კომბინაცია ფოტოხელოვნებისთვის დროს არ ტოვებს.

თუმცა ძალიან დიდ დროს ტოვებს მითებისთვის, ლეგენდებისთვის, სადღეგრძელოებში გაბნეული ამბებისთვის და ისტორიებისთვის. რასაც შემდეგ მოვყვები. ამ თავში უბრალოდ ვერ. მოკლედ საღამო ზღაპრუად საინტერესო და საოცრად გემრიელი გამოდგა. ღამე კი იმ ლეგენდებში ვიმოგზაურე საწყისი სუფრაზე რომ დაედო.


მომდევნო დილაც წვიმიანი გამოდგა. მიუხედავად იმისა რომ ბარის საზომით მართლა ზომაზე მეტი დავლიეთ - მეორე დღეს არც ბახუსი და არც სხვა გვერდითი მოვლენები არავის არ შეგვინიშნავს. როგორც იტყვიან ჩიტივით ვიყავით. რამე რომც ყოფილიყო, კიდევ ერთი საოცარი სასმელის წყალობით ეგრევე მოგვეშვებოდა.


ეს ქონდრის ჩაია. ხო, მიდვრად დაკრეფილი ქონდიდან დაყენებული არაჩვეულებრივი სასმელი. მაგრამ რამდენიც არ უნდა გვეწრუპა ქინდრის ჩაი და გვენებივრა ვერანდაზე, მაინც უნდა წამოვმდგარიყავით და ბარგი ჩაგველაგებია. "აუ არ გვინდა"ს გადავაბიჯეთ და რამოდენიმე წუთში ისევ ავტომობილთან შევიკრიბეთ.

ილია, ჩვენი მეგზური, არაჩვეულებრივი გიდი და ჩინებული მესაჭე. შუაში თქვენი მორჩილი, ხოლო მარცხნივ ბატონი გელა. სასტუმროს მეპატრონე. მართლაც არაჩვეულებრივი ხალხი ( ჩემი ჩათვლით რათქმაუნდა)

მასპინძლებს გამოვემშვიდობეთ. ბარგი ჩავალაგეთ. დართლო და უნახავი სანახები ლამის გამოვიტირეთ და ისევ გავემგზავრეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ. ბევრი მსმენია დართლოზე, მაგრამ ნანახი ათასგზის ჯობს. გამოვემშვიდობეთ იქაურობას იმ იმედით რომ მალე ისევ დავბრუნდებით. მანამდე კი ისევ გზა და ისევ ახალი აღმოჩენები.

თუ დააპირებთ თუშეთის მონახულებას. აუცილებლად ეწვიეთ დართლოს და სასტუმრო "სამციხეს". დარწმუნდებით რომ საუკეთესოა. შეიძლება ინანოთ კიდეც აქამდე რომ სხვაგან ჩერდებოდით. ხო, არ დაგავიწყდეთ -ჩვენგან დიდი მოკითხვაც გადაეცით

პ.ს. აგუნას მადლიც გფარავდეთ

ბულდოზერი შეიქმს სიყვარულს

$
0
0
ამური მითოლოგიური არსებაა რომელიც ისრის წყალობით იწვევს ადამიანში ისეთი გრძნობის მოჭარბებას როგორიც სიყვარულია. თუმცა ეს სხვა ქვეყნის მითოლოგიაა. ჩვენ ჩვენი სიმბოლო გვყავს, ახალი, თანამედროვე, თან არა ერთი ადამიანის არამედ ხალხში უზომო სიყვარულის გამომწვევი. საკმარისია მისი გამოჩენა და სიყვარული ჩქებს შეშფოთების შრეებში. საინტერესო ფენომენია და მას ბულდოზერი ქვია.

ბათუმში არაერთი დიდი ისტორიის მქონე შენობა დაანგრიეს, ზოგსაც მოეხმარეს დანგრევაში. ზოგიც თავისით დაინგრა. თუმცა ამ ისტორიაში საკვანძო მომენტი მაინც ის სიყვარულია რომელიც ბულდოზერის გამოჩენისთანავე ჩნდება. ეს იმ ფეერვერკს გავს მერიამ რომ აკრძალა მაგრამ ღამღამობით ფანჯარაში გადმომდგარი გაღვიძებული სამეზობლოს სინქრონული გინების ფონზე მაინც რომ ანათებს ბათუმის ცას. აი ასე, უცებ ჩნდება

მანამდე რა ხდება? არც არაფერი.

  • სანამ ბულდოზერი არ მიადგა იცოდით ვინმემ სასტუმრო ბელ-ვიუს არსებობა და მისი არქიტქტურული მნიშვნელობა. შესაძლოა იცოდით მაგრამ გიყვარდათ ასე?!
  • სანამ ბულდოზერი არ მიადგა და მეჩეთის არსებობის საფრთხე არ გაცხადდა, ბათუმის განთავისუფლებისთვის თავშეწირული ჯარისკაცების საფლავზე ათი წელი იდგა წარწერა "აქ დაიდგმება ძეგლი"
  • ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ თურქულ აბანოს სახლი გადააშენეს... ?!
  • სასტუმრო ლონდონი წლების მანძილზე ინგრეოდა და ლპებოდა. მიადგა ბულდოზერი, დაანგრია და ვინანეთ.
  • ფოსტის შენობა ალბათ ერთადერთია რომლის გადარჩენისთვის თავიდანვე ვიბრძოდით - თუმცა უშედეგოდ
  • არავის ახსოვდა კაფე ფანტაზიაც, უფრო სწორედ კი გვახსოვდა. გვახსოვდა რომ არსებობდა ოდესღაც, სადაც გემრიელი ნაყინი იყიდებოდა... ოდესღაც. თუმცა ნაყინზე მეტად ის საპირფარეშოსთან ასოცირდებოდა ბოლო თორმეტი წელია... ასოცირდებოდა კი არა მის ფუნქციასაც წარმატებით ასრულებდა. მაგრამ ბულდოზერმა აქაც მოახერხა სასწაულის მოხდენა... მიადგა და შეგვაყვარა. ყველას გაგავახსენდა ტრადიცია, ნაყინი, ფერადი ბავშვობა. ხმალს ვლესავთ და ჯაჭვის პერანგს ვაქსოვთ სოციალურ ქსელში.


კი, ეს ყველაფერი კარგია. მშვენიერია გადაწყვეტილება კაფე ფანტაზიის შენარჩუნების თაობაზე, დარწმუნებული ვარ არაერთი კრეატიული პერფორმანსის მონაწილე და მომსწრენი ვიქნებით. დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბულდოზერის ეპოპეის ბოლო გამონათება იქნება და აქ დასრულდება "ნათელი მომავლის იმედით ძველის ნგრევა"

მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამეშია... აი ამ სიყვარულის გამოცოცხლებაში ბულდოზერი რომ გვჭირდება - აი ამაში. წლებია ეს შენობანაგებობები ჩვენს ქალაქში უფუნქციოდ ლპებიან და კვდებიან.

ძალიან მაინტერესებს როდის შეგვიყვარდება ერთ დროს ბათუმის სიმბოლოდ აღიარებული პალმის რტომომარჯვებული დელფინი, რომელიც იმდენჯერ გადაიტან-გადმოიტანეს რომ თავად მასაც არ ახსოვს სად არის და რატომ უკავია პალმის რტოს ნაცვლად ჯოხი... ალბათ მაშინ გაგვახსენდება როცა ბულდოზერი მიადგება, მანამდე ნაკლებად ეპატაჟურიცაა

ბულდოზერისტებს კი - როგორ არ მოსწყინდათ ეს მარაზმი. სანამდე უნდა მივიდეს მადა.

Old Boulevard - VIDEO. Pheasant's Tears

$
0
0

კარგია როცა შენს ქალაქში გეგულება ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო, გემრიელად მიირთვა გემრიელი კერძები, დააგემოვნო "ხოხბის ცრემლები"და ქვიშაზე მოდუღებული ყავა ბათუმურად. Old Boulevard   


ვსვათ ჩაი - Tea Time

$
0
0

ზოგი მსაყვედურობს - "ყავას რომ უღებ მარტო ფოტოებს, ჩაიმ რა დააშავა"-ო. ხოდა დღეს, რაკიღა ჩაის საერთაშორისო დღეა - ინებეთ ჩაის ერთგვარი ფოტოსესია. აქ ის ფოტოებია - სახელდახელოდ რომ ამოვქექე დასტური იმისა რომ ჩაი-ც ძალზედ მიყვარს. უბრალოდ როგორც ჩაის, ან როგორც გურიაში იტყვიან ჩას თავისი ადგილი აგქვს და ყავას თავისი. ხოდა დღეს ვსვათ ჩაი, ვისაუბროდ ამაღლებულზე და ვიყოთ პოზიტივზე



  Photograph Tea by Dato Trapaidze on 500px
  Tea by Dato Trapaidze on 500px



  Photograph tea by Dato Trapaidze on 500px
  tea by Dato Trapaidze on 500px



  Photograph Evening tea by Dato Trapaidze on 500px
  Evening tea by Dato Trapaidze on 500px



  Photograph Tea for Christmas by Dato Trapaidze on 500px
  Tea for Christmas by Dato Trapaidze on 500px



  Photograph Evening tea by Dato Trapaidze on 500px
  Evening tea by Dato Trapaidze on 500px



  Photograph Old books - old friends by Dato Trapaidze on 500px
  Old books - old friends by Dato Trapaidze on 500px



  Photograph Evening tea by Dato Trapaidze on 500px
  Evening tea by Dato Trapaidze on 500px






პირველი თოვლი და პირველი პოსტი The first snow in Batumi

$
0
0

და გათოვდა კიდეც. ძალიან უჩვეულოდ. აი ისე, ფილმებში როგორც ხდება. მშრალი, ფაფუქი ფანტელების ფარფატით - რაც ბათუმისთვის ძალზედ უჩვეულოა. აქ როგორც წესი ჯუჯღუნით, ჭირვეულად თოვს სველი, ნაძალადევი თოვჭყაპით. ახლა კი გულმოდგინეთ, გულდაგულ გათოვდა. კარგია თოვა


რა გითხრათ... უხდება თოვლი ბათუმს. არაერთხელ გადამიღია დათოვლილი ქუჩები და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები - ეს ზღვაში მზის ჩასვლის პროცესს გავს. ყოველჯერზე რომ ერთი და იგივე ხდება, თუმცა ყოველ ჯერზე მაინც სხვადასხვანაირად ლამაზია.


ამიტომაც ცოტა ვიზარმაცე... სახლიდან სამსახურამდე რაც გზად მქონდა გასავლელი მხოლოდ ის მონაკვეთი დავაფიქსირე. თუმცა დარწმუნებული ვარ სხვა ქუჩებიც და ბულვარიც არანაკლებ ლამაზად იქნება თოვლის საბურველში გახვეული.


ახალი წლის პირველი პოსტიც მგონი მოსული თოვლივით კოხტა გამოვიდა - მშვენიერია, მომწონს დასაწყისი.


აშკარად კარგი დღეა... კარგი, თოვიანი დღე. ხოდა მგონი ვიცი კიდეც ეს დღე როგორ დასრულდება. თბილ, წყნარ, მყუდრო გარემოში. საიდანაც კარგად გამოჩნდება დათოვლილი ქუჩები და თოვა... თუკი ინება თოვამ



თქვენაც ხალისიან დღეს და გემრიელ საღამოს გისურვებთ. ხოლო თუ გასული წლების თოვლიანი ბათუმის დათვალიერება მოგინდებათ... ლინკები აქვეა
ზღვა, ბათუმი და თოვლი
და მაინც მოთოვა


მიმღერე ჯენის

$
0
0

ლუდს სულ სხვა გემო აქვს. მერე რა რომ ისევ ჭიქის გარეშე ვსვამ. ასე უფრო გემრიელია. ისევ ისე სავსეა ჩემი ხრომირებული, ოდნვ გაცვეთილი მაგრამ მაინც უტყუარი ზიპპო სოლიარის საწვავით. გახსოვს როგორ გასწავლიდი ჯინსზე სწრაფი გასმით მის ანთებას!? ეს ძალიან მოდაში იყო მაშინ. თუმცა შენ არ გინდოდა შენი, თეთრი გვირილებით მოქარგული „პოლუშლაქსი“ ჯინსები დაგესვარა სოლიარის ლაქებით. გვირილები.. როგორ გიყვარდა ეს გვირილები. გვირილები შარვალზე, გვირილები პერანგზე. თმაშიც კი იწნავდი როცა მინდვრად მათი დაკრეფის საშუალება გქონდა. ამბობდი „ყველაზე ლამაზი ყვავილებია მთელს პლანეტაზე“-ო
მენატრება ის ზაფხული და გვირილები...

პირველი გახეული ჯინსით გამოწვეული უსაზვრო სიამოვნებაც მახსოვს. როგორ ყვიროდა შენი ჯინსის ფერი დანარჩენი "სტრელკიანი"უფერულო ნაჭრის შარვლების გვერდით. ეს ხარების წინ აფრიალებულ წითელ ნაჭრეს გავდა. აშკარად ვგრძნობდით ჩვენკენ მოღერებულ, ჩვენი სხვანაირობით გაღიზიანებულ "რქებს". მაგრამ მააგრად გვეკიდა ნაჭრის შარვლიანები და პლიუშის ქვედაბოლოიანი პინგვინები. ისე დავდიოდით და ვათვალიერებდით მათ, თითქოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები ყოფილიყვნენ. ჰმ... იყო ამაში რაღაც ამგდენი და ამღზები ერთდროლად.


ახლაც მეღიმება როცა მახსენდება როგორ იპარებოდი ჩაბნელებული საძინებლის ოთახიდან გვიან ღამით და ერთად მივდიოდით ჩვენნაირი, ჯინსებიანთა ჯოგის შეკრებაზე. დაბალჭერიანი "ხრუშოვკის"სამზარეულოს ნახევრად ატყავებულ პარკეტზე, არყის და ლუდის ბოთლებს შორის გაშოლტილები ვუსმენდით ჯენის ჯოპლინს. და ისეთი გრძნობა გვქონდა თითქოს ისიც იქ იყო, ჩვენთან ერთად იწვა იატაკზე და გვიყვებოდა თავაწყვეტილ სიყვარულზე და ჩარჩოებგარღვეულ ურთიერთობებზე... ო, ჯენის. შენ როგორ გვინდოდა შენთან ერთად ყოფნა, შენთან ერთად გამოგვეცადა ყველაფერი ის რაზეც მღეროდი. შენი სიმღერა სასურველი, განსხვავებული, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვსა ჰგავდა... შენც ხო გახსოვს ჯენისი? ალბათ ისიც გახოვს მას რომ გამსგავსებდი და ოო, როგორ მოგწონდა ეს. ცხვირზე თითით ისწორებდი შენს დიდ, ვარდისფერ სათვალეს და მღეროდი... იმ კოცონის სითბო და სუნიც მახსოვს ერთად შეკრებილები, მალულად რომ ვანთებდით ნაძვნარში. იმ, წარწერებით აჭრელებული გიტარის ჯღარუნა ხმა და შენი ლექსებიც... აი ისინი, არაფრის დიდებით რომ არ გინდოდა გამხდარიყავი დიდი...

სადღაც გაქრა ნეონების შუქით გაბრწყინებული, ბრეოლინისა და ლატეკსის სურნელიანი. ვინილის ფირფიტებივით შესახედად ერთფეროვანი მაგრამ შინაარსით ძალიან ლამაზი, ჯინსის ფერი დღეები. ახლა სულ სხვა ატარებს ჩვენს გახეულ ჯინსებს. სულ სხვა ელის ღამის დადგომას საძინებლის ფანჯარასთან და სულ სხვა ლექსებს კითხულობენ მთვარიან ღამით გაჩაღებულ კოცონთან.


მაგრამ საკმარისია გავიგონო ჯოპლინის ხმა. თითქოს ყველაფერი ბრუნდება. თითქოს ისევ ის გახეული ჯინსი მაცვია, ისევ ისევ გელოდები შენი საძინებლის ფანჯარასთან. ისევ ისე გელიან გვირილები...

 ჯენის... გვიმღერე კიდევ ერთხელ... გვიმღერე... მერე რა რომ დრო გავიდა!? ჩვენ ხომ მაინც არ ვქცეულვართ ნაჭრის შარვლიან პინგვინებად. ჩვენ ისევ ისე ვეურჩებით დროს... ჩვენ ხომ არ გვცმია უბრალოდ ჯინსი, ჩვენ ვატარებდით ჯინსს... ლუდს სულ სხვა გემო აქვს. მერე რა რომ ისევ ჭიქის გარეშე ვსვამ. ასე უფრო გემრიელია. სამაგიეროდ ისე სავსეა ჩემი ხრომირებული, ოდნვ გაცვეთილი მაგრამ მაინც უტყუარი ზიპპო სოლიარის საწვავით. გახსოვს როგორ გასწავლიდი ჯინსზე სწრაფი გასმით მის ანთებას!?

მენატრება ის ზაფხული, გვირილები და ... ჯენის... მიმღერე


გაყვითლეული წერილებიდან...

Chocolatte Coffee-room ოდესიდან ბათუმში

$
0
0

თავგადასავლები უყვართ. როცა რუტინული ყოფა მოსწყინდებათ შემთხვევით გამვლელ ავტომობილს აჩერებენ და ავტოსტოპით იწყებენ მოგზაურობას. შორს, სადაც ნაკლებად იგრძნობა ცივილიზაციის ნაკვალები, სადაც თავისულფლებაა, სიმშვიდე და სილამაზე. ზოგადად მოგზაურობა ხიბლავთ. ახალი ემოციების შეგრძნება და განცდა, "ტარზანკიდან"ხტომა, მთებში მოგზაურობა, ჯერ გაუვლელი ბილიკების გათელვა. უყვართ ცხოვრება და არასდროს უშვებენ შანსს ჩვეულებრივი ყოფა ახალი ისტორიებით გაიფერადონ. აქაც აი ასე, შემთხვევით აღმოჩნდნენ. ბათუმმა თავისი როლიც ითამაშა და წამოწყებული მოგზაურობა გაურკვეველი ვადით გადაიდო.


არტური და ირა, ოდესელი წყვილი რომელიც ახლა თავიანთ პატარა კაფე Chocolatte Coffee-room-ში ელის ახალ მეგობრებს. მათი ახალი თავგადასავალიც სწორედ ეს პატარა კაფეა რომელიც ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს.


ჩვენთან დამკვიდრებული "ტრადიციის"მიხედვით მეგონა რომ აქაც თამბაქოს გამონაბოლქვის ღრუბელი დამხვდებოდა. ჩვენთან ხომ ყველგან ეწევიან სადაც შეიძლება და სადაც არ შეიძლება. მაგრამ გამახარეს, ჩვენთან არ ეწევიანო. სწორედ ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ ჩემი არჩევანი - რაღაც გემრიელობა მეჭამა ან დამელია - ამ პატარა კაფეზე შევაჩერე.

როცა ვუთხარი - კარგია თქვენთან რომ არ ეწევიანთქო. გაუხარდათ.
არტური -  "როცა ჩამოვედით ცოტა გაკვირვებულებიც ვიყავით, აქ ყველგან ეწევიან, კაფეში, რესტორანში, სალონში, მაღაზიაში. მგონი საქართველოს მოსახლეობის 90% ეწევა"
ირა - "ზოგმა ისიც კი გვითხრა რომ გაგვიჭირდებოდა კაფის ამუშავება, რადგან მოწევის უფლებას არ ვაძლევთ კლიენტებს. მაგრამ ეგ ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, გინდა მოსწიო სიგარეტი, კი ბატონო - გადი გარეთ და მოსწიე. დღეს ორი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, ერთს პატარა ბავშვიც ახლდა. ისე გაუხარდათ როცა გაიგეს რომ აქ არ ეწევიან დაგვპირდნენ ხშირად ვივლითო"

ბათუმი ძალიან მოეწონათ. ალბათ ოდესას აგონებთ. პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და რაღაცნაირად თბილი გარემოაო. აქ უკვე გვცნობენ და გვესალმებიან, ამბებსაც გამოგვკითხავენ ხოლმეო. ძალიან აინტერესებთ როგორი იქნება ბათუმური ზაფხული. დიდი იმედი აქვთ რომ ხალხი ივლის და მათ მიერ მომზადებულ ტკბილეულს დააგემოვნებს.

ხოდა მეც ხშირად ვივლი. მითუმეტეს რომ გარდა თამბაქოს კვამლის არ არსებობისა, არსებობს ძალიან ბევრი გემრიელი მიზეზი იმისა რომ ამ კაფეს ხშირად ვეწვიო.


სანამ ბარში შესულს დეტალურად გამოგკითხავენ თუ რის დაგემოვნებას ინებებს თქვენი აღმატებულება და სანამ შეკვეთილის მზადება მიმდინარეობს. შეგიძლიათ კაფის ინტერიერით დატკბეთ. მართალია ის ბათუმის ფარგლებში ყველაზე პატარა კაფეა, მაგრამ ფართის სიმცირის მიუხედავად ვერ იტყვით რომ არაკომფორტულია. მოირგეთ მურთაქები, მოიჩოჩეთ მაგიდა და მეპატრონის ხელით ნაკეთი ნივთების ფონზე შეგიძლიათ აწუკვე ტრადიციად ქცეული სელფების გადაღებით დაკავდეთ.


ხოლო თუ სმარტფონით ინტერნეტში სხვისი სტატუსების კითხვას ადამიანური ურთიერთობა გირჩევნიათ, კი ბატონო. როგორც უკვე მიხვდით ირაც და არტურიც გულუხვი მასპინძლების  გარდა საინტერესო თანამოსაუბრენიც არიან. ლაღად და ხალისიანად მოგიყვებიან თავიანთ დაკვირვებებს, თავგადასავლებს და იმასაც კი თუ როგორ ცდილობდნენ გამოეცნოთ თუ რა უფრო ესიამოვნებოდა ქართველ კლიენტს. თავიდან ნამცხვრები უცდიათ, მაგრამ არ გაამართლა და როგორც არტური ხუმრობს ისევ თვითონ გაუკეთეს "უტილიზაცია"აი ყავამ, კოქტეილებმა, ქაფქეიქებმა, ნუშის და შოკოლადის ორცხობილებმა კი გაამართლეს. თუმცა აქ კიდევ ბევრ გემრიელ სასუსნავს და დასალევს წააწყდებით. ამათგან უმეტესობას კი თავად მასპინძლები ადგილზევე აკეთებენ, ამიტომაც აქ ყოველთვის დგას ვანილისა და კარიცის გემრიელი არომატი.


მოკლედ ასე ბატონებო, თუ ახლადგამომცხვარი შოკოლადიანი ბლინის და ცხელი ჩაის, ნუშის ქაფქეიქის ან შოკოლადის ორცხობილას, ან კიდევ სხვა რაიმე გემრიელი სასუსნავის დაგემოვნება მოგინდებათ თამამად შეგიძლიათ ეწვიოთ ამ პატარა კაფეს. აქ არც სიგარეტით გაგჭვარტლავენ და არც ზედმეტი პომპეზურობით მოგაბეზრებენ თავს. აქ ახალ მეგობრებს გაიჩენთ და დროსაც საამოდ გაატარებთ. მითუმეტეს რომ ამ კაფეს ასეთი გემრიელი სახელი ქვია - Chocolatte Coffee-room


ირაკლი ფაღავა - პოეზია, რომელსაც ჯაზივით უნდა აჰყვე

$
0
0

გაიცნობ, იცნობ, ამოიცნობ, მოისმენ და დააფასებ. არასდროს არ გავს ვიღაცას. განსაკუთრებით მათ, ლექსის კითხვისას დუჟმორეული რომ ბლატაობენ. ან კიდევ "ევროპულად", ტუჩგაბერილად რომ კვნესავენ და კრუსუნებენ. თუმცა მათთან არც არასდროს ქონდა რაიმე საერთო.  მისი პოეზიის დარად ლაღია, მსუბუქი, სადა და ალალი.

სამი ერთმანეთზე საინტერესო ადამიანის ფოტო - ფაღავების ოჯახი 

მოკლედ, ბევრი რომ არ დავანაგვიანო აქაურობა ურითმო ფრაზებით - ირაკლის დაუგდეთ ყური. სათქმელს ის გაცილებით უკეთესად, მისეული სილაღით გეტყვით. აქ რამდენიმე ლინკი დავდე. დანარჩენი თავად შეგიძლიად ჩაიკითხოთ და ჩაყვეთ... ან ზოგადად... ჯაზივით აჰყვეთ










Say My Name ანუ - რეკლამა, როგორც ასეთი

$
0
0
სატელევიზიო სივრცეში რეკლამის გადაჭარბებული რაოდენობა მგონი არამარტო მე მაღიზიანებს. განსაკუთრებით მაშინ როცა მათი უმრავლესობა მდარე ხარისხის პროდუქტს ისედაც მდარედ არეკლამებს. ხოდა მინდა რამდენიმე ვიდეორგოლი განახოთ. მაგალითი იმისა თუ როგორი შეილება იყოს კარგი, კრეატიული და იუმორით გაჯერებული რეკლამა. 

Viewing all 409 articles
Browse latest View live