Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all 409 articles
Browse latest View live

Студенты из грузии против оккупантов. Звернення до українського народу

$
0
0


25 лютого день радянської окупації Грузії

Звернення до українського народу - сила в єдності
Обращение к украинскому народу - сила в единстве 

instagram - ი და მისი ჯანი. დროის მოკვლის კიდევ ერთი საშუალება

$
0
0

რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულ ადამიანებზე და იმაზე, თუ როგორ გაგვიციფრულდა ურთიერთობა. ლამის არის ვაღიაროთ რომ გვეზარება საუბარი და ჩვენთვის უფრო ადვილია კითხვაზე კონკრეტული პასუხის მიწერა, ვიდრე ამბის მოთხრობა. მეტიც, არამც თუ წერა, კითხვაც ნელინელ გვეზარება. სტატიების სათაურებს იქით იშვიათად თუ მივდივართ. რაც უფრო მოკლე, ლაკონური და შინაარსიანია სათქმელიც. მით უფრო ადვილად მიდის "ადრესატამდე". ამიტომაც სულ უფრო პოპულარული ხდება ფოტოებით ურთიერთობა. არაფრის ახსნა აღარაა საჭირო. გადაიღე რას შვები, სად ხარ, რას ჭამ, რას სვამ, ვისთან ერთად ხარ. მიუთითე ჰეშტეგი და - გამგები გაიგებს. ამ ლოგიკით ინსტაგრამი და თამბლერიც სულ უფრო პოპულარული ხდება. მაგრამ დღეს მინდა ინსტაგრამზე შევჩერდე. არა, არ ვიწუწუნებ იქ ატვირთული სურათების და ვიდეოების უმრავლესობის აბსურდულობაზე (ეს მეც მეხება). უბრალოდ მოგითხრობთ რამდენიმე მათგანზე, რომლებზეც  "რაკი მანდ ხართ ბარე გაიცანით"პრინციპით ღირს ყურადღების გამახვილება.


კოსმოსი

დავიწყოთ სულ ზემოდან. უფრო სწორედ კოსმოსიდან. ოლეგ არტემიევის ინსტაგრამიდან. ეს რუსი კოსმონავტი ორბიტაზე იმყოფება და დროდადრო ორბიტიდან გადაღებულ ფოტოებს ტვირთავს ინსტაგრამზე. ვაღიაროთ, მრგვალი ცისფერი პლანეტის გადაღება გაცილებით უცხო შეგრძნება იქნება ვიდრე ლორიანი პიცის ან ყავის ჭიქის.

Фото опубликовано Oleg Artemyev (@olegmks)


რათქმაუნდა. დედამიწის ფოტოს ატვირთვა ჩვენც შეგვიძლია.. მაგრამ მისი გადაღება რთული საქმეა. ასე რომ ისევ ამ ფოტოებს ჩავუჯდეთ




Фото опубликовано Oleg Artemyev (@olegmks)


ამ კადრების შემხედვარე ცოტა არ იყოს მოგერიდება რომელიმე ბარში მირთმეული, ჩაკბეჩილი სენვიჩის ფოტოს ატვირთვა. მაგრამ რას იზამ. არ გვიშვებენ კოსმოსში თორეე...

ფოტოკოლაჟი

თუ არც კოსმოსში გიშვებენ და არც სელებრითი მეგობრები არ გასევია თავს, ფოტომონტაჟი და მისი ჯანიო. ეს ვაჟბატონიც სწორედ ასე ერთობა და მის ნამდვილ მეგობრებსა და გულშემატკივრებსაც ძლიერ ახალისებს. რამდენიმე მანიპულაცია და ის იქ არის, სადაც არავინ ელოდა.

Фото опубликовано Peeje (@peejet)



Фото опубликовано Peeje (@peejet)



Фото опубликовано Peeje (@peejet)



Фото опубликовано Peeje (@peejet)


ფოტოხელოვნება

ეს რათქმაუნდა ხუმრობით. მაგრამ ვისაც ნამდვილი ფოტოხელოვნება და ნიუორკი აინტერესებს აი ამ ბიჭს ადევნეთ თვალი. რაინ პარილა 16 წლის ფოტოგრაფია, რომელმაც ფოტოკამერა 8 წლის ასაკში აიღო ხელში და მას შემდეგ საკუთარ შეცდომებზე და დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით მშვენივრად დახვეწა სტილი.

Фото опубликовано Ryan Parrilla (@novess)








ოთხფეხა მეგობრები

ინსტაგრამის შეურაწყოფა იქნებოდა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც რომ არ დაგვეთმო ცოტაოდენი დრო. ხოდა აი ასე - გაიცანით ყველაზე გაინსტაგრამებული ძაღლი. რომელიც მისი პატრონის უსაყვარლესი და ლამის ერთადერთი მოდელია. 8 კვირის იყო როცა ჯერიმიმ სახლში მოიყვანა. მას შემდეგ მისი სამოდელო კარიერა აღმავლობას განიცდის.

Фото опубликовано Jeremy Veach (@jermzlee)



Фото опубликовано Jeremy Veach (@jermzlee)



Фото опубликовано Jeremy Veach (@jermzlee)



Фото опубликовано Jeremy Veach (@jermzlee)


ფუდ-არტი

და რაკი ინსტაგრამზე ვსაუბრობთ - აბა ინსტა რა ინსტაა კოხტად გადაღებული სასუსნავი თუ არ დავდეთ. თუმცა გადაღებაცაა და გადაღებაც. ეს ნორვეგიელი ქალბატონი თავისი "ფუდ-არტით"იმდენად პოპულარული გახდა რომ საკუთარი წიგნიც კი გამოუშვა, რომელიც დღეს ამაზონზე იყიდება. ასეთი არტის შემხედვარე კერძიც სხვაგვარად გამოიყურება. ცოტა არ იყოს დაგენანება კიდეც მისი გაფუჭება.













მგონი საკმაოდ საინტერესო ინსტა მოგზაურობა გამოგვივიდა. კოსმოსიდან პირდაპირ გემრიელობებით გაწყობილ ლანგართან მოვხვდით. ხოდა თუ კი თქვენ ან ტქვენს მეგობარს ხშირად საყვედურობენ რომ ლამის ყველაფერს იღებს... დააცადეთ. იქნებ მართლა რაიმე ღირებულს აკეთებს ამ ისედაც მინიმუმზე დაყვანილ გაციფრულებული ურთიერთობების ხანაში.  თუმცა ისიც გვახსოვდეს რომ ვერანაირი სოც-ქსელი ვერ შეცვლის რეალურ, ადამიანურ ურთიერთობას.
Фото опубликовано dato (@da2vid)




მარტი, ბათუმი [ფოტო] March, Batumi [Photo]

ბათუმის პიაცა არასაავტომობილო ქუჩების და მოედნების ხუთეულში მოხდა

$
0
0

როგორც rbc იუწყება ბათუმის პიაცა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალაქებში მდებარე არასაავტომობილო, ქვეით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ქუჩების ხუთეულში მოხვდა.
საავტომობილო მოძრაობით გადატვირთულ ქალაქში ასეთი "კუნძულების"არსებობა ნამდვილი საჩუქარია ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის. თან გასახარი ფაქტიცაა რომ ხუთეულში, თუ გინდ პოსტ საბჭოთა ქვეყნების სივრცეში - ერთერთი შენი ქალაქიც სახელდება.

საქართველო

ბათუმის პიაცა. ფართობი 5,7 ათასი კვ.მ
არქიტექორი ვაჟა ორბელაძე. ვიტრაჟების ავტორი ესტონელი ოსტატი დოლორეს ჰოფმანი. მშენებლობის საერთო ღირებულება 9 მილიონი დოლარს შეადგენს.


  Photograph под дождем  by Dato Trapaidze on 500px
  под дождем  by Dato Trapaidze on 500px

  Photograph Piazza by Dato Trapaidze on 500px
  Piazza by Dato Trapaidze on 500px



ამავე ჩამონათვალში იპოვით:

ერევანი

ჩრდილოეთის პროსპექტი. სიგრძე 1.5 კმ
არქიტექტორი აშოტ ალექსაიანი. პროექტის საერთო ღირებულება 314 მილიონია




ლატვია 

კულდიგა, ლიეპაიას ქუჩა. სიგრძე 400 მ
ქალაქის მუნიცილაპიტეტის პროექტი




ყაზახეთი

ასტანა. ნურჟოლის ბულვარი. სიგრძე 2,5 კმ
კონცეფციის ავტორი კისე კუროკავა




მოლდოვა

კიშინიოვი. "კეთილი ადამიანების ალეა"
სიგრძე 300 მ. არქიტექტურის, ქალაქმშენებლობისა და მიწის სამმართველოს პროექტი. საერთო ღირებულება 259 ათასი ევრო. მშენებლობის დასასრული 2015 წლის ბოლო



ესეც კიდევ ერთი გასახარი ფაქტი.  წარმატებულ დღეს გისურვებთ!

ვინ იყო ის ?!

$
0
0
დღეს უაზრო ამინდში გაგვიმართლა. უუუ თან როგორ გაგვიმართლა. გზადაგზა ხან ვიხდიდით ხან ვიცმევდით. თან ვწუხდით რომ ამას ჩვენ ვაკეთებდით და არა გოგონები.
დავიარეთ ბარები. ხინკალ ნაჭამი, ხრიზანტემებიანი წყვილები ირეოდნენ ქუჩებში. ქარში ხან ჰაეროვანი სუნამოს არომატი ხანაც ჰაეროვანი თურქული ცელოფნები გვეკვროდა. მაგრამ მაინც მივდიოდით. შევჩერდით მაღაზიის ვიტრინასთან წარწერით "მამაკაცის საქონელი- იაფად ", მზესუმზირა ვიყიდეთ ბებოსთან. გზა განვაგრძეთ. მივხდით რომ მზესუმზირის ჭამა არც ისე კარგი იდეა იყო. ჯერ ერთი მოუხალავი იყო და მერე მეორე არც ჩვენს უკან მომავალ ქალბატონებს მოსწონდათ...
მაღაზიასთან წარწერით "კოფთა 10 -15 ლარად"უცნობმა დეიდამ შემაჩერა, გამომკითხა როგორ ვიყავი, დედა როგორ იყო, მამა როგორ იყო, სად ვმუშაობდი, ბოლოს დის და დიშვილის ამბებზე რო გადავიდა შევაჩერე. ეგ გრაფა ჯერ ცარიელი მაქვს მეთქი. ბოდიში შემეშალეთო მითხრა და გზა განვარგრძე.

სადარბაზოდან დაფეთებული შავი ძაღლი გამოვარდა და წაიქცა. (პირველად ვნახე ფეხწამოკრულზე წაქცეული ძაღლი ) უკან პატარა ბავშვების ჯარი გამოჰყვა ყიჟინით. ძაღლი ხელში აიტაცეს და ისევ სადარბაზოში შეიყვანეს. ძაღლს ისეთი საწყალი თვალები ჰქონდა - შემეცოდა... კიდე კაი ვიღაც ბებო გამოვარდა და გაფანტა პატარა ავაზაკთა ბრბო. ძარლი წამოაყენა და... ძაღლს ეკითხება - ცუგა ვინ იყო მითხარი?! ვინ იყო პირველი ვიინ...
ძაღლი ჯიუტად დუმდა...

კაი კითხვაა არა ვინ იყო პირველი? ( ამ შემთხვევას რომ თავი დავანებოთ )
ვინ იყო პირველიიი?

ვინ იყო ის ვინც პირველი ეკვეთა ოსმალოს?
ვინ იყო პირველი ვინც პირევლი თქვა რომ ხინკალს 34 ნაოჭი უნდა ჰქონდეს?
ვინ იყო პირველი ვინც სიდედრს დედა დაუძახა?
ვინ იყო პირველი ვინც ტანის შამპუნი გამოიგონა?
ვინ იყო ის ვინც ჩაფიქრდა რატომ აღებენ თვალის ღებვის დროს ქალები პირს?
ვინ იყო ის ვინც შავი კატის ან წითურთმიანი ადამიანის წინ გადარბენისას პირველად იფიქრა რომ ყვერებზე პწკენით უსიამოვნოებებს აარიდებდა თავს.
ვინ იყო ის ვინც ნისია მოიგონა?
ვინ იყო ის ვინც ფენით წინდების გაშრობა დაამუღამა?
ვინ იყო ის ვინც საქორწინო ტორტის მეორე დღეს გაჭრა მოიფიქრა.
ვინ იყო ის ვინც კრამიტით, ლამპის შუშით, კალოშით, თოფის ლულით და ვაზებით განსხვავებულების დალევა მოიფიქრა?
ვინ იყო ის ვინც ტუალეტებში ლექსების და "ამაღლებული"ხელოვნების მუზაზე მოვიდა?
ვინ იყო ის ვინც კატის მემკვიდრედ დატოვება მოიფიქრა?
ვინ იყო ის შავი კაცი და ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო ის ვინც პირველმა გაიგო რა იყო ბარამბო?!

ხოოო. ძალიან არეული ამინდი იყო როგორ ხედავთ. ხვალ უფრო უარესი იქნებაო ამბობენ. აი მაშინ გავარკვიოთ თუ ვინ იყო ის...

გამომყევი სამოგზაუროდ რიგის ქუჩებში journey through the streets of Riga

$
0
0

დაცდილი მაქვს, ის რაც დაუგეგმავად ხდება, თითქმის ყოველთვის დაგეგმილზე უფრო კარგი გამოდის. სწორედ ასეთი იყო ჩემი მოულოდნელი გამგზავრება ლატვიაში. საორხელოდ ჩალაგებული ჩანთა. ფიქრი იმის თაობაზე "დამრჩა თუ არა რაიმე ჩაულაგებელი". შემდეგ კოპიტნარი, შემდეგ აეროდრომი და თვითმრინავის ფრთების ქვეშ სულ უფრო და უფრო შორს მოტოვებული ნაპირი




მუსიკა უნდა ამას


ჯერ ვილნიუსი. მესაზღვრე ქალის საკმაოდ უჩვეულო დაკითხვა. შემდეგ ტაქსისტის აღსარება და შემდეგ უკვე ავტობუსი რიგამდე. გზად გაფენილი Wifi, ტელვიზორი და ყავის აპარატი... აი აქედან დაიწყო ჩემი კომფორტის ზონა, რომელიც უკან მობრუნებამდე, ისევ ვილნიუსის აეროპორტამდე გრძელდებოდა.  აბა მოგზაურობა ყავის გარეშე ვის გაუგია... ნუ, ჩემი მოგზაურობა ყავის გარეშე ვის გაუგია, ასე უფრო სწორია


რიგამდე სამ საათ ნახევარი იყო. ავტობუსის მინის მიღმა კი სოფლები, ქალაქები, დახნულ დავარცხნილი, მოვლილ ნაპატრონები ველები და კოხტა კოტეჯებით უხვად შემკული ქუჩები. საამო საცქერია ეს ყველაფერი. გულში კი ის "ეჰ, ნეტა ჩვენთანაც..."

 ყავის წრუპვაში და გარემოს თვალიერებაში დრო ძალიან მალე გავიდა, ვერც კი შევნიშნე როდის გადავკვეთე ლიტვა- ლატვიის საზღვარი. სასტუმროში დავბანაკდი და პირველი რაც შევამოწმე ეს ფოტოკამერის ელემენტის მზაობა იყო. გაუძლებდა თუ არა რიგასთან ჩემს პირველ პაემანს.

პირველი გასვლაც ისეთი იყო... ყველარის დანახვას, შეგრძნებას, დაფიქსირებას რომ ლამობ. ძალიან რომ ცდილობ და ბოლოს ამოდენა განვლილი გზა რომ გახსენებს თავს. ამიტომაც ჩემი პირველი გასეირნებაც ცოტათი ზოგადი იყო. ემოციების გადმოცემით დიდად არ შეგაწყენთ ტავს. უბრალო ფოტოებს გამოყევით ჩემთან ერთად რიგის ქუჩებში რიგად მდგარი სახლებისკენ


ყურსასმენები, ფოტოაპარატი და უცხო ქალაქი. თუ ჩემსავით გიყვართ ხეტიალი და მითუმეტეს თუ მშვილდოსანი ხართ, უცხო ქალაქის უცხო ქუჩები არც თქვენთვის  იქნება დეზორიენტაციის საფრთხის მატარებელი. მოვმართე რადიო უცხო ქალაქის ნაცნობ ტალღებზე და დაიწყო მოგზაურობა



ამ ქუჩებში არაერთი ფილმი გადაღებულა. არაერთი სასიყვარულო სცენა გათამაშებულა როგორც კამერის წინ, ასევე ცხოვრებაში. ამ ხიდის მოაჯირზე გამობმული ბოქლომები კი იმ დადებული სასიყვარულო ფიცის და ახდენილი ოცნების უტყუარი დასტურია. უტყუარი იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შემდგარი წყვილიდან ერთერთი მოდის და თავის ბოქლომსაც და დარდსაც მდინარის ფსკერზე მოისვრის ხოლმე. ასე რომ რაც ფოტოზეა, სავსებით სავარაუდოდ შემდგარი ისტორიაა.






ძველი რიგა მოკირწლული ქუჩებითაა დაქსაქსული. ზოგან კოხტა და ზოგან მეჩხერი ქვაფენილი ათწლეულების მანძილზე გადაგლესილ, ჩაკირული ქვები მრავალი თაობის სევდა სიხარულს უძლებდა. სხვათაშორის არც არავისგან გამიგონია წუწუნი "მანქანა გმიფუჭა, ავყაროთ"-ო. მგონი ეს მხოლოდ ჩვენი ხვედრია.



ეს კი "შავთავიანების"სახლია. ასე უწოდებდნენ ერთერთი გილდიის წევრებს, რომლებიც წმინდა გიორგის ორდენის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულნი. სადაც როგორც წესი უცხო ქვეყნის უცოლო ახალგაზრდა ვაჭრებს ღებულობდნენ. მეცამეტე საუკუნის მიწურულიდან გილდია ძალას იკრებს და ერთერთი მსხვილი, ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. შავთავიანებს კი მათი ჩაცმულობის გამო უწოდებდნენ, მუქი ფერის სამოსი, შავი ქუდი და დაშნა მათი განუყოფელი ატრიბუტი იყო.



აქ ისტორია ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ყოველ სახლს, ქუჩას და მოსახვევს თავისი აქვს მოსათხრობი. აქ უყვართ ისტროია და ქალაქი. უყვართ და ესეც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა


ველოსიპედი აქ გადადგილების ერთერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ამ თემას შემდეგ ისევ დავუბრუნდები. მანამდე კი აი ეს ბარი მინდა განახოთ. მშვენიერი გამოგონებაა, სვამ, ერთობი, თან მოგზაურობ ქალაქის ქუჩებში. ვერასდროს ვერ ვნახე თავისუფალი სკამი თორემ დიდი სიამოვნებით გავყვებოდი მეც


პური... ეჰ.. ამაზე აბა რა უნდა დავწერო... ეგ უნდა იგემოთ



დღე მიიწურა. მიიწურა ჩემი ენერგიაც, რის შესახებაც ფეხებმა ჩემმა ეგზომ სუსტი ბზუილით მაცნეს. მოკლედ, დრო იყო რაიმე მყუდრო ადგილი მეძებნა... მყუდრო და კომფორტული კი აქ ლამის ყოველ ქუჩაზე ბარე 3 ბარი, კაფე ან პაბია რაზეც ასევე შემდეგ მივუბრუნდები. დღე პირველს კი უბრალოდ ჭაშნიკის დონეზე დავტოვებ.


სასტუროში კოხტა ოთახი მელოდა. საწერი მაიდაც ისეთი იყო, გინდა თუ არა რაღაცის წერას დაგაწყებინებდა. ხოდა მეც დავყევი ინტერიერის მოთხოვნას. მომავალი დღის გეგმის აწყობა დავიწყე. პირველი დღე კი პირველი იყო. წინ მთელი ღამე მელოდა განვლილის "გადასახარშად".


თქვენ კი კიდევ რამდენიმე პოსტი გელოდებათ წინ


იურმალა, Jurmala, Юрмала

$
0
0

ჯერ კიდევ "ლამპებიან"ტელევიზორის ეკრანზე, ზედმიწევნით თმაგადავარცხნილი და მანერული დეიდა-ბიძიების მიერ წაყვანილი კონცერტების, მერე კიდევ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების წყალობით იურმალა ყოველთვის ასოცირდებოდა ჩემთვის მზიან, თბილ, გადაყვავილებულ წალკოტთან სადაც მუდამ მღერიან და თუ არ მღერიან ოქროს ქვიშიან პლიაჟზე ირუჯებიან. 

ეს ისეთივე სტერეოტიპი იყო, როგორიც უცხოელებს ჩვენზე, ქართველებზე აქვთ ჩამოყალიბებული. ზოგს "გენაცვალე"ს მეტი თუ ვიცით სიტყვა რაიმე, ვერ წარმოუდგენია. ზოგსაც ყველა მომღერალი ვგონივართ და ზოგსაც პირსისხლიანი ტერორისტები. მოკლედ, სტერეოტიპები და შაბლონები.


ხოდა რაკი რიგაში ვიყავი, რიგიდან კი იურმალა სულ რაღაც 20 კილომეტრშია. გადავწყვიტე აქაც გამესეირნა. მზე დიდად არ გვანებრივებდა სითბოთი. თუმცა სეირნობა შეიძლებოდა. ხოდა ასე... იურმალა


პირველი შთაბეჭდილება ეს ისევ ასოციაცია იყო. ურეკი, ოღონდ ზედმიწევნით მოვლილ-დავარცხნილი, კეთილმოწყობილი, სუფთა, მშვენიერი კოტეჯებითა და სასტუმროებით სავსე, დალაგებული, შემდეგ ალაგებული და შავი ზღვიდან ბალტიის ზღვასტან გადაბარგებული. აი თურმე როგორი შეიძლება იყოს ურეკი...



გაზაფხულის ბოლომდე ისევე როგორც ყველა საკურორტო ქალაქს, იურმალასაც სძინავს. თუმცა აქ მუშაობს ყველა ბარი, რესტორანი და კაფე რომელიც შენობაშია განთავსებული. ანუ ხაზს ვუსვამ - სძინავს და სულაც არ არის მკვდარი.


ქუჩებში სეირნობისას მეგონა სამშენებლო ფირმის მიერ წარმოდგენილ სახლების მრავალფეროვნებით გემოზე გაჯერებულ კატალოგს ვათვალიერებდი. აქ ყველაფერი იყო, მოკრძალებული კოტეჯიდან დაწყებული, არქიტექტურის ნამდვილი შედევრითა და ახალი რუსის ლამის ბაჯაღლოში ჩასმული სასახლეებით დამთავრებული.


თუმცა იურმალას ნამდვილი სახე მე აი ასეთ, ხით მოპირკეთებულ კოხტა სახლებში დავინახე. ქონდათ ამ სახლებს რაღაც კეთილი, მშვიდი და მყუდრო. აღდგომა ახლოვდებოდა და ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორში ჭარბობდა სააღდგომო ბოცვერის და ჭრელი კვერცხების საზეიმო თემატიკა


სავარაუდოდ იკითხავთ იურმალაში თუ იყო ზინტერი სადღააო. აქვეა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით. რომც გადამეღო არ დაიჯერებდით რომ ეს ლეგენდარული ზინტერის ლეგენდარული სცენა იყო. სცენა, რომელიც ეკრანზე ასეთი პომპეზური და დიადი ჩანს, სინამდვილეში... კაი, აღარ გავაგრძელებ. ჯობია იყოს დიადი



ეს კი ის საწყალი კუა, ყველა რომ რაღაცას ეპოტინება. გამონაკლისი არც მე ვიყავი რაღათქმაუნდა. გამიძლო ვაჟკაცურად. დაჩვეულია ტურისტების უკბილო ხუმრობებს


ეს ვაჟბატონი კი იჯდა იქვე, თავისთვის. მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის საჭირო კადრის გადასაღებად ლამის მთელი ათი წუთი ვუტრიალე... აი ასე, თავისთვის იჯდა და მოთმინებით ელოდა თუ როდის მოვწყდებოდი თავიდან ეს მაბეზარა ტურისტი ჩემი კამერითურთ. ტიპიური კატა... მის ტერიტორიაზე ვიყავი


კი, აი ეს შეგრძნება ყოველთვის თან დამყვებოდა, რომ სადღაც აქ... ან იქ ზღაპრის რომელიმე ეპიზოდს ქონდა რეალური შანსი რომ ამხდარიყო


თუმცა მთვლემარე იურმალაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მალე მოვა ზაფხული და ეს ოდნავ მიძინებული ქუჩები, სკვერები და პლიაჟი ათიათასობით გარუჯული გიჟის ხელთ იქნება. აი მერე კი სულ სხვა ზღაპარი ახდება. სულ სხვაა რიგა ზაფხულში და ზამთარში. მანამდე კი ნელინელ იღვიძებს, იზმორება, ეზოებს ილაგებს, თავს იწესრიგებს... მალე დიდი სტუმრიანობა ექნება


მეც დავტოვე ჩემი ნაკვალები ქვიშაზე და იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში ცოტათი უფრო მოცლილი, უფრო თბილ პერიოდში და უფრო დიდი დროით დავუბრუნდებოდი.
მანამდე კი ისევ გზა მელოდა და ისევ წვიმიანი რიგა. თუმცა აბა როდის გამხდარა წვიმა ხეტიალისთვის ხელის შემშლეი... მალე ღამის რიგის წვიმით გადარეცხილ ქუჩებში გველის გასეირნება


ამ ადამიანებმა ერთ კადრში ისტორია ასახეს

$
0
0










Behind Photographs Tim Mantoani
Incredible project where a photographer and his most famous images pose together gathered in the book Behind Photographs: Archiving Photographic Legends.
"Today, when Tim’s not shooting on assignment, he’s documenting venerable lens men who have collectively captured decades of culture and celebrities with their own cameras. Legendary rock photographers Jim Marshall and Michael Zagaris have sat for 20 x 24-inch Polaroid portraits, as have Walter Iooss, Timothy Greenfield-Sanders, Pete Turner, Elliott Erwitt, Mary Ellen Mark and Roberto Salas. Tim’s enthusiasm for the medium of photography is undiminished by the changes he’s seen during his career. For him, it’s not work so much as a mission. He sees the story in each face, in each place; and lives to give them a voice through his work."


ღამის რიგა და ქვაფენილიანი ქალაქი

$
0
0

სამუშაო დღის მტვერიც და დარდიც წვიმამ ერთიანად გადარეცხა. მგზავრს მოკირწლული ქუჩების ქვაფენილზე ახლა უკვე ლამპიონების ოქროსფერი ნათება ეფინება ფეხქვეშ. წვიმს, ოღონდ სხვაგვარად, მოზომილად. ცოტაც და გადაიღებს. თუმცა არავინ ელის წვიმის შეჩერებას. ღამის რიგა წვიმაშიც ელის დღის ორომტრიალით და გზით დაღლილ სტუმარს.



ჩამოსულიც და მასპინელიც, აქაუროც და იქაურიც ამ ქუჩებისკენ მოიწევს. წვიმის შემდეგ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და ღამის ქუჩებში გასეირნება დასვენების მშვენიერი საშუალებაა.


აქ არავინ დააქრილებს ვიწრო ქუჩებში შუშებ ჩამოწეულ, ბოლო ხმაზე მუსიკააწეულ ავტოს ქვეყნის გადამრჩენის სახით. ვერც ტროტუარზებზე აყუდებულ, ლოჯმიშენებულ ჯიპებს ვერ იპოვით. ძველი რიგის ნაწილი ფეხით მოსიარულეთა ზონაა და თუ კი შემოდის აქ ავტო, მხოლოდ სპეციალური საშვით და მისი მფლობელიც სწორედ იქ აყენებს ავტომობილს, სადაც პარკინგია. არც კაფეების, პაბების და რესტორნების წინ ნახავთ 7 რიგად ჩაყოლებულ და გალავნად შემოვლებულ ჯიპებს. ჰოი საოცრებავ. ფეხით დადიან.


თუ დაიღალეთ, ველოტაქსითაც მოგემსახურებიან. მცირე ექსკურსიასაც ჩაგიტარებენ და "პლედ"შემოხვეულს ნებანებით მიგიყვანენ სასურველ მისამართზე.


მიუხედავად იმისა რომ ძველი რიგა არც ისე პატარა ტერიტორიაზეა გაფენილი. აქ თითქმის ყველა ქუჩაზე შეიძლება იპოვოთ კაფეც, ბისტროც, რესტორანიც და პაბიც. ამიტომაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი თავისუფლად იპოვის მისთვის საინტერესო დაწესებულებას. 


ცხელი შოკოლადი, ყავა, რიგის ბალზამი, ადგილზე მოხარშული ლუდი თუ ?! ... ხო, ძნელია აირჩიო. თუმცა რატომ. თითო ბარში თითო სასმელი და ეს ძიებაც მანამდე გაგრძლდება სანამდეც ჯანი ან ფინანსი გეყოფა.



ოხ ეს საძაგელი ევროპა და ევროკავშირი. არც არავინ ყრის ნაგავს, არც არავინ აწერს ისტორიული შენობების კედლებზე, არც არავინ ეწევა კაფეში, ბარში, პაბში. არავინ ჭვარტლავს თანამოსაუბრეს საკუტარი ფილტვებიდან ამოსუნთქული ნეკოტინით. უბრალოდ დგებიან და ქუჩაში გამოდიან მოსაწევად. ამათთან გვინდა ჩვეენ? ნწ, ნწ, ნწ...


ხუმრობა იქით იყოს და მართლა მაინტერესებს... ეს ხალხი ხომ ცხოვრობს ასე, რატომ არ შეიძლება იგივე, არაფასადურად არამედ შინაარსობრივად ჩვენთანაც რომ იყოს?! მდას.


ველო-ტაქსიცაა და ველო-ტაქსიც. ეს ვაჟბატონი აშკარად "ფორსაჟის"ზემოქმედების ქვეში დააქროლებდა თავის ველოს. თუმც არც მისი მგზავრები იყვნენ ამის წინააღმდეგნი. საერთოდ, აქ იშვიათად დაინახავდით შეჭმუხნულ სახეს და თუ კი ასეთი სახე არსებობდა - რიგის ბალზამი ამასაც შველის. 


ქვაფენილები, ქვაფენილები, ქვაფენილბი... აბა კაცო ?! რა უქნეს ეს ქალაქს?!  :)


როცა ლამპიონებით გადანათებული რიგის ქუჩების ტკბობას დასჯერდებით და მიხვდებით რომ დროა სადმე, უფრო თბილ და მყუდრო ადგილს მიაშუროთ, აი მაშინ იწყება "აუ, ის ბარი.. რომ მომეწონა, რომელ ქუჩაზე იყო ?! ა, ხო... გამახსენდა"პროცესო და თქვენი მარშურიც უბრალოდ ხეტიალიდან მიზანმიმართულ მსვლელობაში გადაიზრდება. რამდენიმე ქუჩა და აი ისიც... ბარი, რომელსაც ეძებდით

მგონი საინტერესო იყო ღამის რიგის ქუჩებში გასეირნება. ალბათ იკითხავთ, როგორ დაემართა ყავას ფოტო რომ არ გადაუღოო... როგორ გეკადრებათ ?! გადავუღე და არაერთი. ყავის, სასუსნავის და სხვა სიამტკბილობის თაობაზე კი შემდეგ პოსტში მოგითხრობთ.



"ალიმ და ნინომ"შესაძლოა პირველებმა "გახსნან"ზღვის სეზონი.

$
0
0

"ალიმ და ნინომ"შესაძლოა ბათუმში პირველებმა "გახსნან"ზღვის სეზონი. შტორმისშედეგად ბათუმის სანაპირო ძლიერ დაზიანდა. გარკვეული უბნები ისევ უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. მაგრამ არის ადგილები სადაც პლიაჟი ნელინელ სხვა ფორმას იღებს და ნაპირი სულ უფრო პატარავდება. ასეთი სიტუაციაა ალისა და ნინოს ძეგლთან. კონსტრუქციის საფუძვლის ერთ მხარეს ზღვას გრუნტი საკმაოდ ძლიერ ააქვს გამორებული. 




როგორც ამბობენ 2010 წელს ეს ძეგლი აქ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიდგა და რომ ასე ახლოს, თან ამ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა არ შეიძლებოდა. თუმცა მის გვერდით, რამდენიმე მეტრში დელფინარიომის ზღვის წყლის ტუმბოს შენობაა განთავსებული. ტუმბოსაც იგივ საფრთხე ელის. შტორმის შედეგად აქ  ერთერთი დამცავი ფილტრი უკვე დაზიანდა.

ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ჯერ კიდევ მსჯელობენ. იტალიური კომპანია, რომელმის დასკვნის საფუძველზეც უნდა გამოცხადდეს ტენდერი და შედეგ უნდა დაიწყოს ნაპირსამაგრი სამუშაოები, თავის სიტყვას მაისის ბოლოს იტყვის. 

იმაზეც საუბრობდნენ რომ მალე შეიძლება შეყვარებული წყვილი სადმე სხვა, შედარებით ნაკლებად საშიშ, მაგრამ დაცულ ადგილზე გადაიყვანონ. მაგრამ თუ მუნიციპალიტეტის, მერიის და სამინისტროს გეგმებში მეტ-ნაკლებად გარკვევა შეიძლება. ბუნების და მით უფრო სტიქიის გეგმები მხოლოდ ღმერთმა იცის. დიდი იმედი მაქვს რომ ამ ძეგლს, რომელიც უკვე გახდა ბათუმის სიმბოლო და დელფინარიუმის ზღვის წყლის ტუმბოსაც დროულად მიხედავენ... მანამ, სანამ შტორმი თავად "მიხედავდეს". 


შოკოლადის და ყავის მაგია

$
0
0

როცაუცხო ქალაქშიღირშესანიშნაობები, ძეგლები, სკვერები, ქუჩები და შენობები შემოგელევა. ან უბრალოდ მიხვდები რომ შესვენება გჭირდება. იწყებ ახლომახლო მდებარე კაფის ან პაბის ძებნას, სადაც გემოზე თუ არა შეძლებისდაგვარად მაინც შეძლებ მოსვენებას. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ყოველთვის მიმართლებს.


უპირველეს ყოვლისა მიმართლებს იმაში რომ აქ [ დიდის სიამოვნებით განვმეორდები ] ვერსად ნახავთ სიგარეტის კვამლით გაჭვარტულ კაფეს ან პაბს. და მეორე, ყოველთვის დიდ მინიშვნელობას აქცევენ მომსახურების და პროდუქტის ხარისხს. მოკლედ ასე - კარგია.



ყავა აქ (ჩემდა გასახარად) თითქმის ყველგან იყიდება. ზოგან უბრალო მაღაზიებშიც კი შეგიძლია მიხვიდე ყავის აპარატთან (და არა ავტომატთან) და თავად მოიმზადო ესპრესო, ლატე, მაკიატო ან სხვა გემრიელი სახეობა. თუ ეს გეზარება, მაშინ კოფეინის ქსელის პატარა კაფეებს ძალიან ხშირად შეხვდებით. უფასო და უპაროლო ინტერნეტი, გემრიელი ყავით სავსე დიდი ჭიქა და რბილი სავარძლები შენს განკარგულებაშია. ეს მშვენიერი ადგილია სამსახურის შემდეგ, ან შესვენებაზე გამოპარული მეგობრების შესახვედრად.


ხოლო თუ უფრო სალონური და მყუდრო ატმოსფერო გირჩევნია მოსვენებისთვის. არც ამის პოვნა იქნება პრობლემური. მითუმეტეს თუ ჩვეულებრივ მოდუღებულმა ყავამ "მოგაბეზრა"თავი Double Coffeeიქვე ახლოსაა. მართალია ერთ ჯერზე ბევრი ვერაფერი დავაგემოვნე. მაგრამ ფრაპე და ხილის კოქტეილი აქ ისე მზადდება როგორც საჭიროა.

როგორც ადრე, ჩემს ვირტუალურ კაფეშიგითხარით კიდეც, ზოგიერთ ქალაქს ყავის მოდუღების საკუთარი, გამორჩეული რეცეპტი გააჩნია. რიგა არც ამ შემთხვევაშია გამონაკლისი.  


ყავა რიგულად - ეს იმათი სასმელია ვისაც უცხო გემოსთან ერთად ცოტაოდენ ალკოჰოლიც მოსწონს. ამ ყავის მომზადების ორი წესი არსებობს. მე პირადად აი ეს უფრო მეამა. საიდუმლო შემდეგშია:
ერთი პორცია რიგის ბალზამი, ორი პორცია ყავის ლიქიორი, ამას დამატებული შავი ყავა და ზემოდან დადებული ნაღების სქელი ფენა.
შაქრის დამატებას დიდად არ ურჩევენ. თუმცა თუ ჩემსავით ტკბილის მოყვარული ხარ, შეგიძლია ოდნავ დაამატო. ოდნავ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასმელს უბრალოდ გააფუჭებ. ან რაიმე გემრიელი ნამცხვარი მიაყოლო ნაყინთან ერთად. კი, ყავა რიგულად ტონუსს მართლა სათანადო დონეზე ასწევს. ამაში თავად დავრწმუნდი.

ამ ყავის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ გასეირნება ან რაიმე სხვა, გემრიელი სასუსნავის დაგემოვნება. თუ ეს ასე მოხდა. მაშინ ერთ ძალიან საინტერესო და გემრიელ ადგილს მიგასწავლით. ძველ რიგაში, ერთ პატარა ქუჩაზე შოკოლადის საოცრად გემრიელი ბარი Black Magic - ი მდებარეობს. თუ გიყვარს შოკოლადი, ყავა და ამ ორ ინგრედიენტზე აგებული ჯადოსნური მისტიკა - ეს შენი ადგილია.


მართალია ამ ბარის სახელწოდება ბალზამის ფერთან უფრო ახლოა ვიდრე შოკოლადთან ან ყავასთან. მაგრამ დროთა განმავლობაშიც ყავა, შოკოლადი და ბალზამი ამ ბარის განუყრელი სინონიმები გახდა. საოცარი ადგილია, ანტურაჟისა და დიზაინის წყალობით აქ უნებლიედ  დროში მოგზაურობა გიწევს. 


სამოსიდან დაწყებული ავეჯით დამთავრებული ყველაფერი ხელს გიწყობს იმაში რომ სხვა ეპოქაში დაიწყო მოგზაურობა. კერძოდ კი 1752 წლის რიგაში, როცა ერთერთმა აფთიაქარმა კაცობრიობას რიგული ბალზამი აჩუქა.


ალქიმია და ჯადოქრობა აქ ყველგანაა. შენ შეგიძლია უბრალოდ შეუკვეთო შენთვის სასურველი ნუკბარი. ან მიჰყვე ბარის მაგიას და სწორედ შენთვის შესაფერისი ნამცხვარი ან შოკოლადი დააგემოვნო. ან სასაჩურედ შეუკვეთო შეყვარებულისთვის, ისიც წინასწარ უკარნახო თუ როდისაა დაბადებული, ან რა გსურს რომ შენი საჩუქარით იგრძნოს - მოკლედ მაგიაა


მარტო დაგემოვნებაში არარის საქმე, შეგიძლია თან ისიც გაიგო თუ რითია დამზადებული. რა ინგრედიენტი რასთან არის კავშირში. რატომ მაინც და მაინც ეს და არა სხვა. და თუ ბოლომდე გაჰყვებით შენი ზოდიაქოს ნიშნისთვის განკუთვნილი შოკოლადიც შეიძლება დააგემოვნო. მე დავაგემოვნე, ამიხსნეს კიდეც. მაგრამ შოკოლადი უფრო მეამა ვიდრე მის ვარსკვლავებთან კავშირის არსს ჩავსწვდი.


კულინარი ალქიმიკოსებსა და ჯადოქრებისთვის ეს ბარი მართლაც მისწრებაა. თუ ხუთი ადამიანი შეიკრიბებით, ერთგვარი შაბაში და კაცზე 25 ევროს გადაიხდით უგემრიელესი შოკოლადისაგან ათასგვარი სასუსნავის დამზადების საკრალულ ცოდნასაც ეზიარებით და ეს ყველაფერი ამ ბარის მისტიურ სარდაფში მოხდება. ჩემდა სამწუხაროდ ვერ ავაგროვე "ალქიმიკოსთა"ჯგუფი და ფუჭი ლოდინის შემდეგ ისევ ზოდიაქოთი შერჩეულ შოკოლადს და ყავას დავჯერდი. ალქიმიკოსების საკრალული ცოდნის ვერგაზიარების დარდის ჩასაქრობად კი რიგული ბალზამი მშვენიერი რამ არის.


ყავა, შოკოლადი, ლიქიორი, ბალზამი... შემდეგ კი რიგის პატარა ვიწრო ქუჩებიდა გრძელი საამო ღამე. აი, ასეთი იყო დღევანდელი გასეირნება რიგის ქუჩებში და სტუმრობა ჩემს ვირტუალურ კაფეში. შევხდებით ისევ 


რელიგია არ ქადაგებს მკვლელობას ASSYRIAN GENOCIDE

$
0
0

რელიგია არ ქადაგებს ძალადობას, რელიგია არ ქადაგებს მკვლელობას, რელიგია არ ქადაგებს სიძულვილს.










Riga Old Town Hostel & Backpackers Pub

$
0
0

ფოტოებს ვალაგებდი და რამდენიმე საინტერესო ფოტო შემომრჩენია. ხოდა გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა რიგის ძველი უბნის ერთი საინტერესო ჰოსტელი. რომლის პირველ სართულზე აი ასეთი, უცნაური პაბი გაუკეთებიათ. სადაც ბარის დახლის მოვალეობას ეს საყვარელი მინიბუსი წარმატებით ართმევს თავს. სწორედ ის გახლავთ ამ პაბის მთავარი "საკვანძო"დეტალი. 


რამდენჯერაც არ ვცადე შესვლა, ყოველ ჯერზე პაბი სავსე დამხვდა. სავარაუდოდ ჰოსტელის მკვიდრთა წყალობით. მაგრამ ფაქტია რომ დასადგომი ადგილიც ვერასდროს ვნახე. ხოდა აი ასე, მხოლოდ შერბენა- გადაღებით დავკმაყოფილდი. თუ ვინიცობაა და რიგაში მოხვდები, თან ჰოსტელიც დაგჭირდება - იცოდე ეს ადგილი. კარგი რამაა


  1. მისამართი: Vaļņu iela 43, Rīga, LV-1050, 
    ტელეფონი:+371 67 223 406

Wood Religion Barber Shop - პატარა კუნძული ლამბერსექსუალებისთვის

$
0
0

სადალაქო. ხო, აი ეს სიტყვა უხდება ყველაზე მეტად ასეთი ტიპის დაწესებულებას. დანაშაული იქნება მას უბრალოდ "საპარიკლახერო"უწოდო. ვინილის ფირფიტებიდან აჟღერებული ჯაზი, ტყავის სავარძლებში ჩაძირული, თავის რიგს მომლოდინე ადამიანები და ძველებური სამართებლებითა და სავარხელ-მაკრატლით შეიარაღებული დალაქი.



დალაქი ნელნელა ფუსფუსებს. შენ კი გასუსულხარ ტყავის სავარძელში და გრძნობ თუ როგორ იღვრება ძველ ბურბონთან ერთად შენს ძარღვებში ვინილის ჯაზი. 

ეს ერთი პატარა კუნძულია ლამბერსექსუალებისთვის. ან უბრალოდ მათთვის, ვისაც კარგ ვარცხნილობასთან ერთად დროში მოგზაურობაც სწადია.


როგორც მიხვდით ესეც რიგაში მდებარეობს. სამწუხაროდ ასეთი ტიპის დაწესებულება ჩვენთან ჯერჯერობით არავის გაუხსნია. არადა კარგია, როცა ასეთი სადალაქო გაქვს ქალაქში.



ქალაქი აივნების გარეშე

$
0
0
ვიხსენებ დროს, როცა ჩრდილოეთისთვის შექმნილ "ხრუშოვკებს"არც თუ ისე მრავლად შეხვდებოდით. სანამ პრინციპით, "რაც მეტი მით უკთესი"წამოყუდებული, ყოვლად უგემოვნობი სახლები სარეველა ბალახებივით არ მოედოებოდა ქალაქს. სადაც პატარა, კოხტა, სხვადასხვაგვარი და სხვადასხვასახის მქონე სახლები ქმნიდნენ ეზოებს, ეზოები კი ქმნიდნენ იმ ისტორიებს, რომლებსაც შემდეგ ხშირად უყვებოდნენ ბავშვებს. ბავშვები კი უკვე თავად სულ სხვა ისტორიებს თხზავდნენ. 

ეზო ცოცხლობდა,  მეგობრობდა, ეჯიბრებოდა, "ომობდა"სხვა ეზოებთან. აქ იყო სამკვდრო საციცოცხლო ომები "ჩვენიანებს და იმათ"შორის, აქ იყო დაუნდობელი გრძელი ვირო, წრეში ბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, უბრალო დაჭერობანა, პაროლობანა და ყველაფერი რაც კი შეიძლება მოიფიქროს ფანტაზიამ. აქ ყველა ბავშვმა იცოდა ბურთით ჩამტვრეული ფანჯრის ზომები. აქ დუშაშსა და შაშისეს შორის ირჩეოდა მსოფლიო პოლიტიკა. ქალაქის ბაზრის ნაცვლად მორიგი ქვის ასაღებად კარგად "მოზელილი"დომინოს ბაზარში დადიოდნენ. დაფის ბოლოში გასულ და დედოფლად ქცეულ პაიკს კი ერთნაირად შესციცინებდა ორივე მხარე. წაგებულს ცივი ლუდი მოჰქონდა, მოგებულს კი შებოლილი თევზი. ფეხბურთს გულშემატკივრები არ აკლდა და მაჩს ექსპერტი. ყველამ იცოდა როგორ არ უნდა ეთამაშა ჩვენებს. ეზო ხმაურობდა რადიოდან გადმოღვრილი მუსიკის ფონზე.

ეზოში მიმდინარე მოვლენებს კი გულდაგულ აკვირდებოდნენ აივნებიდან. ის იყო სახლის ისიტორიის სამზეური. აქ, ქოთნებში გამოტანილ ყვავილებთან ერთად ყვაოდა ახალი ამბავი, ჭორი და მართალიც. მოხალული ყავის მარცვლებივით ირჩეოდა და იფრქვეოდა ისტორიები. ახალიც და ძველიც, ნანახიც და გაგონილიც, შეთხზულიც და იქვე დაბადებულიც. სარეცხის თოკების მსგავსად აივნიდან აივანთანაც ხშირად ებმებოდა გადაძახილი, ოდნავ ჩაჟანგული გორგოლაჭის ჭრიალთან ერთად ისმოდა მოკითხვები და გადმოპატიჟებები. ცდილობდა აივანი მოვლილ მოწესრიგებული ქონოდა. რადგან მასზედ მოწყობილი გასამზეურებელ - გასაშრობ - გასანიავებელი "გამოფენით"ხშირად ფასდებოდა ოჯახის დოვლათი. მტრისთვის თვალის დასაფსები და მოყვრის გასახარი ექსპოზიცია დროდადრო იცვლებოდა.  ის სცენა იყო, სახლის ბინადრები კი მსახიობები. რამდენი დრამა და კომედია გათამაშებულა აქ. და რომანტიკა?! სატრფოს აივანთან გამოსატყუებლად  ნამღერი სერენადისთვის რამდენჯერ დაუთმია ეზოს საკუთარი ფართი ხშირად უნიჭო, მაგრამ ძალიან შეყვარებული რომანტიკოსებისთვის... და თუ ის გამოვიდოდა კიდევ ერთ ისტორიას დაედებოდა სათავე. ისტორიას, რომელსაც მეორე დღესვე მზესუმზირასავით გაფრცქვნიდნენ მეზობელ აივნებზე მზეს მიფიცხებული ბინადრები. აივანი ცოცხლობდა და ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით.


მანამ, სანამ ეზო ავტომობილებმა არ ამოავსეს, ჭვარტლის ჭვარტლისა და მტვერის გამო კი ღია აივნები აგურით არ ამოყორეს და არ ამოქოლეს. სახლებმა კი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად სულ ზემოთ და ზემოთ დაიწყეს სახურავების ქაჩვა. ძაფები ჩაწყდა. აივნების დარად ამოიქოლა ურთიერთობაც. გადასხვაფერდა. გარდაიქმნა. შეიცვალა.


ფუტკრის სკასავით გაზიფინებულ ქალაქში ყველა სეზონი ერთმანეთს გავს. თითქოსდა აივნებიც არის, ეზოც არის - თუმცა მათი არსებობა უბრალო ფიქციაა. უსიცოცხლო კვადრატული მეტრები. ქალაქი გაქრა, გაჩნდა სითი

ქალაქის არქიტექტურა მეტ წილად განაპირობებს მასში მცხოვრები ადამიანების ქცევის, ურთიერთობის მანერას. როგორც წესი ქალაქის მშენებლობის სახეც და ფორმაც მისი რელიეფური მდებარეობის, ზონალური განლაგების და იმის მიხედვით იქმნება თუ რომელ სარტყელშია განლაგებული. ეს წესი მეტწილად მოქმედებს მაშინ, როცა იციან რას, როგორ და რატომ აშენებენ. ამიტომაც მოგვწონს ასე ძალიან ხმელთაშუაზღვის პირა ქალაქების მსუბუქი, მრავალფეროვანი, არქიტექტურა. აივნებიანი, ღია მანსარდებიანი, ვიწრო ქუჩებიანი ქალაქები. ზოგსაც უფრო ჩრდილოეთური, მკაცრი ექსტერიერით გაფორმებული, დიდფანჯრებიანი, სქელკედლებიანი სახლები. ფაქტი ერთია სახლი პასუხობს გარემოს მოთხოვნებს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო. დღეს კი რაღაც ახალი იბადება... რაც ძალიან არ გავს ბათუმს



 ზღვისპირა ქალქაი, რომელსაც ასე უხდება აივნები, ეზოები, ურთიერთობა, სიყვარული და სიცოცხლე.


Critical Mass Batumi 24/04/2015 "ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ ვართ მოძრაობა"

$
0
0
Critical Mass არისყოველთვიურიველო-მსვლელობაქალაქისქუჩებში. როგორცწესი, იმართებამსოფლიოსყველადიდქალაქშიყოველითვისბოლოპარასკევს. ჩვეულებისამებრტარდებაროგორცსპონტანურიშეკრება, დღესასწაულიდაარაროგორცორგანიზებულიპროტესტიანდემონსტრაცია. ჯგუფურიმსვლელობისმიზანიაგავაგებინოთავტომანქანისმფლობელებს, რომახლაჩვენგვჭირდებაუსაფრთხოსივრცედამოვთხოვოთმათდამატებითისიფრთხილესანამველოსიპედისტებიიმოძრავებენ.



 ეს მოძრაობა 1992 წელს, სან ფრანცისკოში დაიწყო. ტავდაპირველად მასში მხოლოდ სამოცამდე ველოსიპედისტმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა მათი რაოდენობა ტვიდან თვემდე მატულობდა. მოძრაობა მალე გასცდა სანფრანცისკოს და მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქს მოედო.

წელს ის პირველად ჩატარდა ბათუმში. მართალია პირველი ჯერისთვის ვერც სანფრანცისკოს "რეკორდი"მოვხსენით. სულ რაღაც ოცდაათამდე ველოსიპედისტი შევიკრიბეთ. თუმცა პირველი ეტაპისთვის სრულებით საკმარისი იყო. თუ გავითვალისწინებთ ქარს, წვიმას, სიცივეს და ჩვენს ღრმატპატივცემულ ავტომობილის მძროლებს - ეს ყველაფერი ლამის გმირობას უტოლდებოდა.


"ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ყავსო"ხოდა აქაც ეგრეა. მოძრაობის მონაწილე მზად უნდა იყოს დაფაროს 20-30 კილომეტრიანი მანძილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე. შეინარჩუნოს ტემპი და დაიცვას მოძრაობის წესები.




ამინდი - ეს ერთადერთი რამ იყო რაც დათქმულ დოსა და პუნქტუალობაზე მეტად ართულებდა საქმეს. თუმცა რაკი აქამედ მოვედით, უკან დამხევიც არც არავინ იყო. ვახსენედ პირველქმნილი ველო ღმერთი, ანბანის კოშკთან დავდეთ პირობა და გავედით.






ქალაქში მოძრაობა რთული იყო. ამ სანახაობას შეუჩვეველი მძროლები უკან მათთვის უჩვეულო სიდინჯით მოგვყვებოდნენ. თუმცა მოძრაობა არ შეფერხებულა. ველოკოლონა ქალაქში დაშვებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.


თავდაპირველი მარშრუტი ასე იყო დაგეგმილი. თუმცა აზარტმა თავისი გაიტანა და გზა აეროპორტამდე გაგრძელდა.


იყო პატარა შეფერხებებიც, თუმცა უმნიშვნელო.








წვიმა, ქარი, მძღოლები. მაგრამ ეს გარბენი შედგა. გაწუწულები, მაგრამ ძალიან კმაყოფილები დავუბრუნდით თავდაპირველი შეკრების ადგილს. გვქონდა ის გრძნობა - რომ ეს არ იყო საკმარისი, რომ ხვალ სადმე კიდევ უნდა გავსულიყავით ერთად. ერთად ხო უფრო სახალისოა. თან თანატომელების სასიამოვნო ნაცნობობის მშვენიერი წინაპირობა. ხოდა ასე, გეგმები დაისახა და შედგება კიდეც. ამ კონკრეტულ აქციას რაც შეეხება :

ყოველი თვის ბოლო პარასკევს. შემოგვიერთდით. რაც მეტი მით უკეთესი. ეს კარგია, ეს აუცილებელია. ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას - ჩვენ თვითონ ვართ მოძრაობა



Bike Tour 2

ბათუმი - სარფი - ბათუმი

შიშველი ველოსიპედისტების პროტესტი

სიკვდილის წინ გადაღებული კადრები

$
0
0

ხშირად ხდება როცა ფოტოგრაფს აპარატი უმტყუნებს. დროზე ვერ დააფიქსირებს, კადრი გაუფუჭდება, ან ფირი წაეშლება. თუმცა არის შემთხვევებიც, როცა კამერა ფოტოგრაფის სიცოცხლის ბოლო წუთების მოწმე ხდება. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ფოტო, რომელიც ავტორთა ცხოვრების ბოლო კადრად დარჩა.


ბილ ბიგარტი 

2001 წლის 11 სექტემბერს დაიღუპა. ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე სამი ფოტოკამერით გამოვიდა ფოტორეპორტაჟის გადასაღებად. 








ის სამხრეთის კოშკის ნგრევის კადრებს იღებდა, როცა მეორე კოშკმა დაიწყო ნგრევა. 4 დღის შემდეგ მისი ცხედარი კოშკის ნანგრევებქვეშ იპოვეს.




პოლ შუტცერი 

ჟურნალ LIFE -ს წამყვანი ფოტორეპორტიორი 1967 წელს სწორედ მაშინ ჩავიდა ისრაელში, როცა ეგვიპტის პრეზიდენტმა ებრაელთა "ზღვაში გადაყრის"ბრძანება გასცა. ეს ომი ისტორიაში "ხუთ დღიანი ომი"ს სახელითაა შესული.








ავტოკოლონას, რომლითაც პოლი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს. ჭურვი იმ მჯავშანტრანსპორტიორსაც მოხვდა, რომელშიც ფოტოგრაფი იჯდა. მისი ცხედარი და დამტვრეული ფოტოკამერა მეორე დღეს იპოვეს. 



იზუმი ნუგოჩი

ვულკანი ონტაკე. იაპონია. 2014 წლის 27 სექტემბერი. ეს ვულკანი ყოველთვის იზიდავდა ალპინისტებს. განსაკუთრებით მისი მარშრუტებით დამწყები ალპინისტები სარგებლობდნენ. 27 სექტემბერს, ვულკანის უეცარი ამოფრქვევის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო ფოტოგრაფი იზუმი ნუგოჩი, რომელმაც სხვებთან ერთად ბმთასვლელთა ბანაკში სცადა თავის შეფარება.


 თუმცა ამაოდ. ბანაკი ცხელი, მხუთავი გაზისა და პენზის ღრუბელმა შთანთქა. დაღუპულ ფოტოგრაფთან ერთად ნახევრად გამდნარი ფოტოკამერაც იპოვეს. მეხსიერების ჩიპი კი გადარჩა.



დიატლევის ჯგუფის საიდუმლო


უსახელო უღელტეხილზე დიატლევის ტურისტული ჯგუფის დაღუპვის ამბავი დღესაც ლეგენდად რჩება. შორეულ 1959 წლის 1-2 ტებერვალს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებზე დღემდე გრძელდება კვლევა. არსებობს რამდენიმე ვერსია. ზვავის ჩამოწოლიდან დაწყებული, საიდუმლო იარაღის გამოცდის, უცხოპლანეტელთა ცდებითა და თოვლის კაცის თავდასხმით დამთავრებული. საქმეში მათი სიკვდილის მიზეზად გადაულახავი ბუნებრივი ძალა ფიგურირებს. რას ნიშნავს ეს - დღემდე უცნობია.


ვერსია ბევრია, თუმცა საქმე დღემდე ღიად რჩება. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა საჯარო პროკურორის საქახალდეში შენახული, ამ ექსპედიციის მონაწილის მიერ გადაღებული ფოტომასალა. 



ეს კი ის ბოლო კადრია, რომელიც ტურისტებმა საბედისწერო ღამით გადაირეს. მღვრიე კადრში მანათობელი სფეროები.


ისინი საკმაოდ უჩვეულო, შემზარავ მდგომარეობაში იპოვეს. სხვადასხვა მიმართულებით გაფანტულები. ზოგს ენა და თვალები ჰქონდა ამოთხრილი. ზოგიც წელში გადატეხილი. ეს საქახალდე დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა გრიფით 'საიდუმლო" [ საინტერესო თემაა სამომავლოდ] 




ველოს დროა N3 Bike tour & HUAWEI photoshoot

$
0
0

მზე და კარგი ამინდი ფუფუნებად იქცა. ხოდა როდესაც ფუფუნების შანსი გვაქვს, ყოველი საათი მნიშვნელოვანია. დახუთული, უკვე მობეზრებული კედლებიდან შორს. ველო და მისი ჯანი. გადაიკიდე მხარზე ჩანთა, ფოტოკამერა და გაუყევი ველობილიკს. ამ თემაზე არაერთგზის დამიწერია. დღეს კი მინდა ის ფოტოები ავტვირთო, რომელიც ფოტოაპარატის ერთგვარი თანაშემწით - მობილუით გადავიღე. თანდათან ეს უმცროსი ძმა წარმატებით ანაცვლებს ციფრულ კამერებს. ის უფრო მოსახერხებელია მაშინ, როცა გზაში ხარ, გინდა უცებ გადაიღო, იქვე დაამუშაო და ატვირთო. მართალია რიგ ციფრულ კამერებსაც კარგახანია აქვს ეგ ფუნქცია. მაგრამ ჩემსას ჯერ არა. ხოდა ასე მოვიქცევი. ჩემი ჰუავეით "ჩაკარტოჩკებულ"ხეტიალსაც აქ დავდებ. 










იმედია ამინდი მალე დასტაბილურდება. ხოდა მერე ახალი, კარგი ფოტოებიც წამოვა



პანდის ბედნიერება, ანუ "ლამარა, დაკალი ბამბუკი, სტუმრები მოდიან"

$
0
0

ხო, სათაური ფრიად უცნაურად ჟღერს. თუმცა არანაკლებ უცნაიური იყო "შვედურ სუფრაზე"გამოფენილი მენიუ. თამამად შემიძლია ვთქვა რომ აქ ბამბუკი კულინარიულად აუღლეს. ეს ყველაფერი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილ ბამბუკების გამოფენაზე ხდებოდა. აქ აღმოვაჩინე რომ თურმე ჩვენთან ოცდაათზე მეტი სახეობის ბამბუკი ხარობს. მართალია აქედან მხოლოდ (მოსო) ერთი შეიძლება საკვებად გამოვიყენოთ. თუმცა დანარჩენ სახეობებს წარმატებით გამოიყენებენ როგორც ავეჯის წარმოებაში, ასევე დეკორატიული მიზნებითაც.


გამოფენაზე ბამბუკიდან გაკეთებული ავეჯიც იყო წარმოდგენილი. რომლის შეძენაც ადგილზევე იყო შესაძლებელი მაგრამ... ავეჯმა მხოლოდ მაშინ მიიქცია ყურადღება, უფრო სწორედ პირდაპირი საჭიროებისამებრ მას მერე იქნა გამოყენებული რაც ბამბუკის საჭამანდმა სტუმართა აბსოლუტურ უმრავლესობას სახეზე დანაყრებული პანდის ღიმილი მოჰფინა.



"Только в Грузии можно попробовать пирожки с бамбуком и вино из роз "აღნიშნა ერთმა უკრაინელმა ქალბატონმა და კიდევ ერთი ღვეზელი დაითრია. ვარდების ღვინო აშკარად სხვაგან დააგემოვნებინეს. მაგრამ ბამბუკი იმ დღის რაციონში აშკარად ყვაოდა.


ჩემი რჩეული მაინც ეს დესერტო იყო.  ძალიან გავდა საზამთროს მურაბას. შემდეგ ის ნაყინთან ერთადაც დავაგემოვნე და ვაღიარე - პანდაც შეიძლება იყოს თურმე ბედნიერი



მოსო - ასე ეწოდება ბამბუკის იმ სახეობას, რომელიც საკვებად გამოიყენება. საკმაოდ საინტერესო პროდუქტია. კარგი იქნება სამომავლოდ რესტორნების მესვეურებიც თუ დაინტერესდებიან ამ პროდუქტით. მართალია მიუხედავად ყველაფრისა ხინკლიდან კანჭამდე გადასანაცვლებლად ლამის 30 წელი დაგვჭირდა. მაგრამ ტურისტებისთვის პლიუს კიდევ ერთი მიზეზი იქნება სუბტრიპიკული ბათუმის მოსანახულებლად.


ასეთი გემრიელი და უცნაური სუფრის შემდეგ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბილიკები სწორედ რომ მისწრებაა სასეირნოდ. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბოტანიკური ბაღის დირექციას და დიდი ეჭვი მაქვს, ესენი ამით არ შემოიფარგლებიან. თქვენ კი ყურადღებით იყავით, საინტერესო რაღაცეები არ გამოგეპაროთ.

ბოტანიკური ბაღი

მწვანე კონცხი


ბათუმი და ველოს ამბები ბელორუსი სტუმრების თვალით Вело- побратимы

$
0
0
ზაფხულისმოახლოვებასთანერთადველოდამასთანდაკავშირებულიამბებისულუფროდაუფროაქტუალურიხდება. თანაცისფაქტი,რომბათუმისაქართველოშიერთადერთიქალაქიასადაცმეტნაკლებადმოწესრიგებულიაველობილიკებისთემა,ტურისტებისთვისკიდევერთი, საკმაოდსაინტერესომოტივიასაიმისოდრომარჩევანიჩვენთანჩამოსვლაზეშეაჩერონ. სწორედამინფრასტრუქტურისდასათვალიერებლადდაჩვენს გასაცნობადრამოდენიმეხნისწინბრესტიდანსტუმრებიგვეწვივნენ. საგანმანათლებლო-საინფორმაციოორგანიზაცია"За вело-Брест!"- ისწევრებისამიდღისგანმავლობაში"ხედნიდნენ"ჩვენსველო-ბილიკებს. მოგვძებნეს, გვიპოვესდარათქმაუნდათანამოაზრეებთანშეხვედრაზეაბაროგორვიტყოდითუარს. ამშეხვედრისთაობაზეცოტამოგვიანებითმოგითხრობთ. მანამდეკიისსტატიამინდაშემოგთავაზოთსადაცბათუმშიმათისტუმრობააასახული.


В апреле 2015 года, Брест и Батуми (Грузия) стали городами-побратимами. Учитывая, что в Батуми построена отличная велоинфраструктура, а также 20 автоматических станций проката с почти400-ми велосипедами, оставлять без внимания этот город велосипедистам Бреста просто нельзя.
Оценить велоинфраструктуру, навязать контакты с местными велоклубами да и просто познакомиться с городом отправились в Батуми представители информационно-просветительского учреждения «За вело-Брест!». Подробную оценку прокатных станций, велосипедов, велодорожек, интервью с представителями Батумской велоорганизации и их пожелания брестчанам читайте ниже.
В 2011 году для привлечения туристов городские власти Батуми одновременно с другими мега-проектами решили развивать велосипедную инфраструктуру. Их целью было превратить город в современный и комфортабельный курорт. Система проката состоящая из 100 велосипедов получила название «БатумиВело».
На начальном этапе проект финансировался из батумского бюджета, однако уже в 2013 году «БатумиВело» вышло на самоокупаемость. Сегодня в Батуми 370 прокатных велосипедов, которые можно взять или вернуть на любой из 20-ти автоматических станций.
O9OHPW3IvrU[1]
Воспользоваться системой «БатумиВело» просто. В туристическом центре, после предъявления паспорта, покупается прокатная карточка (примерно 60 000 бел. рублей, действует в течении года, защищена пин-кодом).
Час проката велосипеда стоит ~12 000 бел.рублей, тарификация 30 минут. Пополнять карточку можно тут же в туристическом центре.

Станция выдачи/сдачи ключа от велосипеда.
Станция выдачи/сдачи ключа от велосипеда.
Интерфейс на английском и грузинском языке. После возврата ключа пишется остаток средств на карточке. Если вам попался неисправный велосипед, вы можете тут же сдать его и получить новый (первых 5 минут тарификация не происходит).
Оставить прокатный велосипед в городе можно на парковке, которая адаптирована под замыкание на ключ
Оставить прокатный велосипед в городе можно на парковке, которая адаптирована под замыкание на ключ
qczYisASa_0[1]
Сам велосипед представляет собой ощутимо тяжёлую, антивандальную конструкцию с трехступенчатым переключателем скоростей.
hVnbhameGMo[1]
Амортизатор отсутствует, любая неровность дороги ощущается всерьёз, слегка компенсируясь большим, мягким седлом : ) Высота седла регулируется самостоятельно. Скорость велосипеда небольшая, больше 30 км/ч нам разогнаться не удалось (комфортно ехать до 20 км/ч). Тормоза дисковые, при любом усилии колесо полностью не блокируют, тормозной путь достаточно большой.
nKcv2YTgxyM[1]
Вывод: пользоваться прокатом просто, велосипеды достаточно удобные для неторопливого и непродолжительного перемещения. Сугубо туристический вариант: едешь и успеваешь осмотреть окрестности.
Велодорожки выделены красным цветом, расположены либо на тротуаре (плитка), либо конструктивно отделены. Часто можно встретить на велодорожке припаркованные машины и прогуливающихся пешеходов.
wTKi5X9EUvE[1]
Вывод: велодорожек много, хорошего качества. Ширина от 1,5 до 3 метров. Пешеходы и машины прилагаются : (
-PS_76qNSHU[1]

Кроме хорошей инфрастуктуры в Батуми брестских велосипедистов ждут представители местного велосообщества. 13 мая состоялась встреча представителей информационно-просветительского учреждения «За вело-Брест!» с батумскими велобратьями. На встрече была достигнута договорённостьо сотрудничестве, в частности запланирован приезд батумских велолюбителей в Брест для тестирования и описания впечатлений о велоинфраструктуре, а также о совместном приёме велогостей.
Hqcfg4oDDf4
Всем велосипедистам Бреста, которые собираются в Батуми, можно писать наzavelobrest@gmail.comдля получения контактов.А первые 5 туристов получат от «За вело-Брест!» бесплатные прокатные карточки для «БатумиВело» : )

Взгляд изнутри.
Интервью с Тимуром и Давидом, представителями велоорганизаций Батуми (манера и стиль высказываний сохранены).
A1MddLvCSv4
- Какое примерно количество велосипедистов в Батуми?
- С каждым годом становится все больше и больше, т.к. велосипед это очень доступный для Батуми, комфортный способ передвижения. В городе узкие улицы, поэтому на машинах, особенно в сезон очень трудно ездить – постоянно пробки.
- Как относятся водители автотранспорта к велосипедистам в Батуми?
-  Да вообще никак, если честно. На дороге велосипедиста оценивают как… не знаю… вообще ни во что не ставят. Для них это не то, чтобы помеха – для них это раздражитель. Они ругаются, они машут руками, для них не понятно, что велосипедист делает на дорогах. Для них велосипед – это сугубо такой транспорт, на котором можно кататься, ну по двору, например – и все. Как транспорт, на котором можно передвигаться по городу или ездить на работу они велосипед не воспринимают.
-А пешеходы?
- У нас около пяти лет существуют велодорожки, инфроструктура, поэтому для городских жителей, для приезжих, это еще в новинку. Такжепешеходов притягивает цвет велодорожки – красный. Они всегда норовят по красной дорожке пройти, гуляют (наверное, чувствуют себя в Каннах). Из-за этого часто неприятные ситуации возникают. А что касается тротуаров – мы тоже стараемся, если есть возможность ехать по велодорожке, для того чтобы самому перед собой не нарушать закона, чтобы быть честным именно для себя.
- Правила дорожного движения как-то ограничивают пешеходов? Могут оштрафовать пешехода за прогулку по велодорожке?
- Нет. Чтобы оштрафовать – этого нет. Но охрана, которая патрулирует улицы требуют от пешеходов, чтобы они перешли на тротуар.
-  А если велосипедист захочет ехать по тротуару, когда рядом есть велодорожка? Тоже нет ограничений?
-  Ограничений, как я сказал, прописанных нет. Но,по-любому, полицейские, охрана, контролируют, чтобы все ходили, ездили там, где надо.
-  А ночное передвижение как-то регламентировано? Обязательно чтобы были фонари на велосипеде?
-  В городе везде есть отдельные велодорожки, по которым можно ездить без всяких фонарей. А если ехать по дороге, тогда обязательно нужны фонари.
cyucBd2Hx3s
- Расскажите о своей организации. Чем вы занимаетесь?
-  Мы в основном пропагандируем велотранспорт, как основной вид передвижения в городе. Чтобы больше было велосипедистов, чем водителей. Это отдельная субкультура. Помимо этого пропагандируем здоровый образ жизни, тем более что у нас с водителями очень большая беда, они не только не умеют ездить по правилампо дорогам, они и парковаться не умеют: то на тротуаре оставят машину, то на велодорожке. Летом приезжают туристы, многие на больших машинах и в городе не продохнутьот выхлопов. А пробки – это вообще кошмар.
Также, мы в конце каждого месяца собираем «CriticalMass». Мы стараемся не только этим пропагандировать, не только ездить по дорогам с лозунгами, майками и кричалками, но также работать в социальных сетях и на улице.Наши друзья, когда видят, что мы собираемся, выезжаем за город, устраиваем пикник, делаем фотки обалденные – они тоже впечатляются. Говорят: надоела машина, хочу размять ноги… и покупают велосипед. Вобщем, положительный пример очень влияет (смеётся).
mwePa6XmHM0[1]
-  У вас появилась несколько лет назад велоинфраструктура, были вложены большие деньги. Это как-то повлияло на количество велосипедистов в городе?
-  Само собой. Когда есть где ездить – встает вопрос на чем ездить? Значит идёшь, покупаешь велосипед. До этого была лишь самая простая дорога, по которой ездить не ахти как нравилось людям. А сейчас, тем более, когда осознаешь, что это твоя дорога, велосипедная, тогда с честью и гордостью на ней ездишь, катаешься.
- Ваши пожелания велосипедистам Бреста?
- Приезжайте к нам! (улыбается).Хочу пожелать здоровья и чтобы дух велосипедиста, который в гору идет никогда не спадал и чтобы с тормозов вы не слетали никогда. Действительно, приезжайте к нам, потому что вы помогаете нам созидать. Когда наши муниципальщики (городские власти) смотрят, что именно кататься на велосипеде приезжают сюда и требуют веломагазин, что-то починить, развивать велотуризм, они уделяют большевнимания и денег. Поэтому и развилась эта велоинфраструктура и развивается, она еще в зародыше, можно кучу всего сделать, ведьпока ничего нормального не сделано…(увидев приподнявшиеся брови брестчан) …ну ладно: дороги сделаны, но аппетит ведь приходит во время еды. Так что приезжайте, ждем, будем катать!
Viewing all 409 articles
Browse latest View live