Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all 409 articles
Browse latest View live

Critical Mass Batumi 29.05.2015 კრიტიკული მასა N 2

$
0
0

როგორც იცით ყოველი თვის ბოლო პარასკევი Critical Mass Batumi აქციას ეთმობა. ბათუმში ეს ველო მსვლელობა მეორედ ტარდება. ორგანიზატორები ვცდილობდით რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ქონოდა მსვლელობაში მონაწილეობის მიღების საშუალება. რაც შეიძლება მეტი ველო გამოსულიყო აქციაზე. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი - მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია. აქციაში ასზე მეტი ველოსიპედისტმა მიიღო მონაწილეობა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირველ აქციაზესულ რაღაც 23 ადამიანი შევიკრიბეთ. ეს შედეგი მართლაც რომ სასიხარულოა.




როგორც იყო დაანონსებული, აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ბევრი იყო ისეთიც ვისაც არ ყავდა საკუთარი ველო. ამიტომაც დავიჭირეთ თადარიგი და "ბათუმი ველოს"ხელმძღვანელობას ვსთხოვეთ სპეციალურად აქციისთვის რამდენიმე ცალი ველო გამოეყო. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ"ბათაუტოს"ხელმძღვანელს პაატა დუმბაძეს თანამშრომლობისთვის და იმ 30 ველოსთვის რომელიც მან აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ დაუთმო. მშვენიერი სვლაა საიმისოდ რომ პოპულარობა გაეწიოს ამ მშვენიერ სსატრანსპორტო საშუალებას.


მოკლედ, ვისაც არ ყავდა "ცხენი"მოვჰგვარეთ. ხოლო ვისაც საკუთარი ჰყავდა იქვე ბოლთას სცემდა და მშვიდად ელოდებოდა როდის შეგროვდებოდა "კრიტიკული მასა"






ფრაზები "აუ, შენც აქ ხარ ?! რა კარგია?! გამიხარდა"და "რამდენი ვყოფილვათ?!"იმდენად ხშირად ისმოდა რომ ნელინელ შეკრების პროცესი უფრო და უფრო ამძაფრებდა მომავალი მსვლელობისადმი ინტერესს. თან ის შეგრძნება რომ "ჩვენ ბევრნი ვართ"ყველასათვის საამო იყო



რათქმაუნდა ასეთი ხალხმრავალი აქცია მედიის ყურადრების გარეშე ვერ დარჩებოდა. ტელევიზია, გაზეთი და რათქმაუნდა რადიოც არა მხოლოდ სიუჟეტის გასაკეთებლად გამოსული ჟურნალისტებით, არამედ აქციის უშუალოდ მონაწილეებითაც იყო წარმოდგენილი. რაც რათქმაუნდა ძალიან კარგი პრეცენდენტია.




აქციის მონაწილეთა სასახელოდ უნდა ითქვას რომ შეკრება არა ქართული "ტრადიციით" - დაგვიანებით. არამედ წმინდა ევროპული, უფრო სწორედ გერმანული სიზუსტით მოხდა. დათქმული დროისთვის ადგილზე თითქმის ყველა მონაწილე მოგროვდა. მაგრამ მაინც დავაყოვნეთ გასვლა. არ გვინდოდა ვინმე დარჩენილიყო აქციის მიღმა.


"პერი"ჩვენი აქციის მონაწილე. აი ასე, კალათაში განვლო მთელი მარშრუტი და მგონი მოეწონა კიდეც.



კარგია როცა აქციაზე მოდიხა და ასმაგად კარგია როცა აქციაში ოჯახთან ერთად ირებ მონაწილეობას. მიყვარს ასეთი ადამიანები






პირველი აქციიდან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ერთი გოგონა ირებდა მონაწილეობას, ამ აქციაზე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურობდნენ. დამეთანხმებით ეს კიდევ ერთი, მშვენიერი მოტივია საიმისოდ რომ ასეთ აქციებში მიიღოთ მონაწილეობა. 


დამწყებ ველოსიპედისტებთან ერთად აქციაში გამოცდილი ველომბრბოლელებიც იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა მარშრუტი მაინც ისე შემუშავდა რომ არავინ დაღლილიყო ზედმეტად და ეს მსვლელობა სიამოვნება უფრო ყოფილიყო ვიდრე სპორტული რბოლა



დრო მოვიდა, კრიტიკული მასა შესდგა. პატარა ინსტრუქტაჟი და ანბანის კოშკიდან რუსთაველის ქუჩისკენ...















აქცია შედგა. მთავარი სლოგანი "ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ თვითონ ვართ მოძრაობა" რეალობაში განვახორციელეთ. მონაწილეებს ისე მოეწონათ მსვლელობის პროცესი რომ აქციის ბოლოს, ერას მოედანზე შეჩერებაც არ უნდოდათ და გზის გაგრძელებას ითხოვდნენ.  თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს მხოლოდ მეორე აქცია იყო. აქცია, რომელმაც ნათლად დაგვანახა რომ ველოსიპედისტთა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე გვეგონა და ბათუმში ველო მართლაც ანგარიშ გასაწევი ძალაა.


მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბათუმის საპატრულო პოლიციას, რომელიც ზრუნავდა მსვლელობის უსაფრთხოებაზე.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ამ მსვლელობაში. დარწმუნებული ვარ ჩვენი აქციის შემხედვარე ძალიან ბევრი ორგანიზაცია ისურვებს ველო მარათონების ჩატარებას. კარგია, მოგვბაძონ მაინც
დიდი მადლობა ყველას ვინც გამოგვყვა და ჩვენთან ერთად იყო. სამომავლოდ საკმაოდ დიდ და უფრო მრავალფეროვან აქციას ვგეგმავთ. ასე რომ, ეს მხოლოდ დასაწყისია. 
ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ მოძრაობას


წვიმასაც მადლობა რომ დაგვაცადა. ეტყობა ყოველი თვის ბოლოს მასაც რაღაც აქცია აქვს. პირველ მსვლელობაზეც კარგად წვიმდა. მაგრამ ამჯერად გაგვიმართლა. დღის ბოლოს, როცა აქციის მონაწილეები დაიშალნენ, სანაპიროს მივაშურეთ. წვიმა, ლუდი და მომავალი აქციის გეგმები.
კარგი დღე იყო. შედგა.



ქუჩის მუსიკის დღე ბათუმში

$
0
0

ბათუმი დღეს ჟღერს, უკრავს, მღერის და იმუხტება. ქუჩამ მუსიკის ფესტივალს უმასპინძლა. გვიან ღამემდე ქალაქის ქუჩებში ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ბათუმის წინასაზაფხულოდ დამუხტვას შეეცდებიან. როგორ და რანაირად გამოუვათ ეს შეგიძლიათ თავად გააკონტროლოთ. პიაცა, დრამატული თეატრი, საჯარო ბიბლიოთეკის სკვერი, ევროპის მოედანი, კინოთეატრ აპოლოს მიმდებარე ტერიტოარია - აი ის ლოკაციები სადაც ქუჩის მუსიკოსები ელიან მსმენელებს.










ზღაპრის და ზოგადად "გმირების"მსვლელობა ბათუმში

$
0
0

მსვლელობა ბათუმში :) ბავშვებო, გილოცავთ დღესასწაულს









Photos of Batumi

Batumi. One day in the summer

სტიქიამ გაგვიღვიძა ადამიანი

$
0
0

სტიქიამ გაგვიღვიძა ადამიანი. მან შესძლო ის რაც ვერ შესძლო ომმა, მიტინგმა, პოლიტიკამ. მან გააერთიანა საზოგადოება. შესძინა მას ერთი იდეა და ასწავლა ერთობა. ამ დღეებში უფრო მკვეთრად გამოჩდნენ ადამიანები, მოქალაქეები, საზოგადოება. აღმოჩნდა რომ შეგვიძლია სიყვარული, ერთგულება, თანადგომა. პოზიციების, მოსაზრებების მივიწყება და ერთად საქმის კეთება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ სამოქალაქო საზოგადოება არის. ის სტიქიამ გამოაღვიძა და დიდი იმედი მაქვს რომ ეს მუხტი აღარ ჩაიკარგება. მიუხედავად იმისა რომ ჯერ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. რომ ბევრ იარას კარგა ხნის მანძილზე ვერ მოვიშუშებთ - მადლობა ყველას, ვინც გაიღვიძა. მადლობა ადამიანებს ადამიანობისთვის. სიკეთე გადამდებია და ის "ეპიდემიასავით"მოედო საქართველოს. რაც არ გვკვლავს -  გვაძლიერებს. ჩენ უკვე ვართ ძლიერნი და მდიდარნი ჩვენი ადამიანებით

მდუმარე აქცია ბათუმში

$
0
0

18 ივნისს ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა. ეს არ იყო უბრალოდ სოლიდარობის აქცია. ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაბადა კითხვა, რომელიც ძალიან გულსატკენი გახდა ბათუმელებისთვის. სამწუხაროა როცა გიხდება იმის მტკიცება რომ შენ ისევე განიცდი და გტკივა შენი ქვეყნის ტრაგედია, როგორც სხვა კუთხის, ან სულაც დედაქალაქის მკვიდრს. სამწუხაროა, როცა ამის მტკიცების აუცილებლობა შენივე ქალაქში გამართული საზეიმო ღონისძებების გამო გიხდება. თუმცა არა. მე არ ვთვლი რომ ვინმეს წინაშე რაღაც გვაქვს დასამტკიცებელი. მეტიც ჩვენ ვაპროტესტებთ მცნებას "ჩვენ და ისინი"ჩვენ ვართ ჩვენ და ჩვენ ვართ ერთნი. ამ ქვეყნის მოქალაქენი და სწორედ ისე შეგვტკივა გული როგორც ყველა რიგით ქართველს და რომ ქალაქში გამართული საზეიმო ღონისძიებები ძალიან შორს დგას ჩვენი დღევანდელი პოზიციისა და განწყობისაგან.








ქვიშის კარიერის გენერლები

$
0
0

მე არ ვიცი ამ თემაზე რა უნდა დავწერო. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ განახებთ იმას რასაც მეც და თქვენც თითქმის ყოველ დღე ვხედავთ ჩვენივე ქალაქის ქუჩებში. დღის მანძილზე ჩვნნაირების ნადევნი, გაწბილებულ გაწვალებულები, ცელქი და  ონავარი, ქვიშის კარიერის გენერლები. ეს ფოტო ღამის ორ საათზე, ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის სადარბაზოსთან გადავირე. წვიმას შეაფარეს თავი და ჩაეძინათ. ვინ იცის რა ესიზმრებათ ან ვინ ესიზმრებათ. იმედია მათი ბავშვური სიზმრები მათ ბავშვურ ყოფაზე უფრო ტკბილი და ფერადი იქნება. სანამ მე რამდენიმე კადრი გადავიღე, მათზე გაცილებით უფროსი გოგონა მოვიდა. ჩაძინებულები გამოაღვიძა. ისინიც უნიათოდ აყვნენ და ჯუჯღუნ-ზმორებით გასწიეს სადღაც. ღამის ლამპიონებით გადანათებული, გლამურული ქალაქის სიღრმეში.



Critical Mass Batumi სამზადისშია

$
0
0

გამონაკლისი არც ეს პარასკევი იქნება. დიდი იმედი გვაქვს რომ წვიმა ხელს არ შეგვიშლის. თუმცა არც წვიმიანი ამინდია გადამწყვეტო ფაქტორი. თვიდან თვემდე ველომოყვარულტა რიცხვი მატულობს. რაც ძალზედ გასახარი ფაქტია. გელით ყველას, ვისაც ყავს და უყვარს ველო. შეკრება ანბანის კოშკთან, პარასკევს, 19 საათსა და 30 წუთზე.

დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

მედიაპარტნიორია მთვარის კლუბი

ბათუმის შეჭმული ტროტუარები

$
0
0

ხშირად ვწერ ხოლმე ველობილიკზე მოხეტიალე ადამიანებზე და მიყუდებულ ჯიპებზე. ეს განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მაშინ, როცა გვერდით ცარიელი ტროტუარია. ამჯერად კი "შეჭმულ ტროტუარებზე"მინდა მოგითხროთ. სამწუხაროდ ეს ჩვეულებრივ მოვლენად და საკმაოდ დიდ პრობლემად იქცა ბათუმისთვის. რიგ შემთხვევებში, როცა მოსახლეობის მხრიდან პროტესტი სათანადო მკაფიოდ და მწვავედ იქნა გამოთქმული - პრობლემა შეძლებისდაგვარად მოგვარდა. მაგრამ არის მონაკვეთები, სადაც პრობლემა პრობლემად რჩება. მიღებული (არსებული) კანონი კი თაროზე.





 ისედაც "შეჭმულ"ტროტუარებზე "ტყეპარკის"გაშენება...




მშვენიერია ღია კაფეები და ბარები. ნამდვილად. მაგრამ იქ, სადაც კაფეს ან ბარებს ტროტუარი მთლიანად აქვს ათვისებული, იქ როგორც წესი სამანქანო გზაა გადაკეტილი რათა ქვეითად მოსიარულეებს თავისუფლად შეეძლოთ გავლა. ჩვენთან კი ტროტუარიც ათვისებულია და ქუჩა ავტომობილებით ამოვსებული. 


ეს კი საერთოდ გენიალური გადაწყვეტაა. ველობილიკის ირგვლივ "ქალაქის"გაშენება


თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მძღოლების უმრავლესობის "განსწავლულობას"ავტომობილის მართვის ზოგად უნარებში, მათ დახელოვნებას პარკინგის მეთოდებში, მათ მიერ ქვეითთათვის "ზებრაზე"გზის დათმობის "ტრადიციას". თან ამას თუ დავუმატებთ შეჭმულ ტროტუარებს და ველობილიკებს. მშვენიერი ქალაქი გამოდის... ავტომობილში დასასვენებლად

მშენებლობის რეგულაციების აუცილებლობაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. კარგი იქნება ყველა მშენებარე შენბას ავტოპარკინგის და რეკრიაციული ზონის არსებობა შეუმოწმდეს და დაუდგინდეს.

ამ ქალაქში გავლით არ ვართ - ვცხოვრობთ


CRITICAL MASS BATUMI 26.06.2015

$
0
0


Critikal Mass Batumi 26.06.2015 შედგა. მიუხედავად იმისა რომ ბათუმში ლამის მთელი თვეა ყოველ საღამოს წვიმს, რაც მსვლელობის ორგანიზატორებს ნამდვილ თავის ტკივილად გვექცა. როგორც იტყვიან, გამოწერილივით თვის ბოლო პარასკევს გამოცხადებულმა თავსხმა წვიმამაც დაგვინდო და ზუსტად ის მონაკვეთი, რაც მსვლელობის ჩასატარებლად იყო საჭირო - გამოიდარა. გაგვიმართლა ჩვენც და იმ ათობით ადამიანს ვისაც სურდა ამ მსვლელობაში მონაწილეობის მიღება. აქ თითქმის ყველა ასაკის, ჩინისა და წოდების ადამიანი გაერთიანდა. კი, ნამდვილად სულ სხვა ხალხია ველომოყვარულები.

ბათუმის პარალელურად მსვლელობა თბილისში, რუსთავში და ზუგდიდშიც მოეწყო. ეს იყო პირველი შემთხვევა როცა Critical Mass-ი საქართველოს 4 ქალაქში შედგა. ეს ფაქტი ძალიან გვახარებს. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით რომ ველოსიპედისტთა რიცხვი დღითიდღე იმატებს.

მსვლეობა დათქმულ დროს დაიწყო და ქალაქის მაშტაბით 10 კილომეტრი დავფარეთ.

დაბრუნებისას კი 13 ივნისს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ ადამიანთა ხსოვნის აღსანიშნავად ცაში  მანათობელი ფრანები ავუშვით.

მსვლელობის დასასრულს კი გალერეა CAC 41/41 მა გვიმასპინძლა. სადაც დაღლილ ველომოყვარულებს ცხელი ყავა, ჩაი და დიდ ეკრანზე გაშვებული ვიდეორგოლები ელოდა.

ერთი სიტყვით მსვლელობა შედგა. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდით:

გალერეა CAC 41/41 ის მფლობელს, ბატონ გელა წულაძეს გულთბილი მიღებისთვის

ორგანიზაცია "არტ ვეის"და ნინო ჩხაიძეს საორგანიზაციო საკითხებში გაწეული დახმარებისთვის

ბათუმი ველოს და პაატა დუმბაძეს სპეციალურად მსვლელობისთვის გამოყოფილი "ბათუმიველოს" 30 მდე ველოსიპედისთვის

ბათუმის საპატრულო პოლიციას. სწორედ ის ზრუნავდა ჩვენი მსვლელობის უსაფრთხოებაზედ

და რაღათქმაუნდა ყველა მონაწილეს, ვინც არ შეუშინდა დაანონსებულ უამინდობას და მოვიდა ჩვენთან. აქციის მიზანი არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. (სხვათაშორის ფრანის ასანთებად სანთებელას მოპოვებაც კი გაგვიძნელდა.) არამედ გზაზე, ავტომობილის მძროლებისთვის კიდევ ერთხელ იმ გზავნილის დაფიქსირება რომ ჩვენც ისევე გვჭირდება გზა როგორც ავტომობილს.

როგორც შეგპირდით, ჩვენი აქტივობა არ შემოიფარგლება უბრალო მსვლელობით. ზაფხულის განმავლობაში ჩვენ კიდევ არა ერთ საინტერესო ინიციატივას გპირდებით. როგორც იტყვიან, მოძრაობა ჯერ მხოლოდ იბორბლება. ასე რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.



BIKE TOUR N 4 ბათუმი - კვარიათი

$
0
0

შაბათ-კვირა, მზე, ზღვა, აუზი, ბუნგალო, მეგობრების ქორწილი, მწვადი, კვარიათი, მუსიკა და კოქტეილების ცვენა. მშვენიერი ჩამონათვალია. ხოდა ეს ყველაფერი ლამის სამჯერ გადამრავლებული გასული უიკენდის მთავარი მოვლენა იყო. პლიუს ამას, მშვენიერი საბაბია ქალაქიდან ველოთი გსასეირნებლად. ხოდა ასეც მოხდა.




დიდი შრომა და ჯაფა ამას ნამდვილად არ სჭირდება. მითუმეტეს თუ შენი "რაშიც"კარგ მდგომარეობაშია და შენც გაქვს იმის სურვილი რომ რამდენიმე საათით, ან სულაც დღით თავი დააღწიო ქალქას, პოლიტიკას და ზოგადად იმ რუტინას, რაც ასე უხვად გვაქვს ყოველდღიურობაში. ხოდა აჰა. სულ რაღაც ერთი საათის სავალ მანძილზე კვარიათის სუფთა ზღვა. სასტუმრო მარტინი და ყველაფერი ის, რაც აუცილებელია საიმისსოდ რომ უიკენდი იყოს დაუვიწყარი. ქორწილის დეტალებს არ მოვყვები. მშვენიერი იყო. მე უფრო ის, მეორე დღის ბოდიალ წოწიალი მინდა განახოთ და ისიც იმიტომ რომ ეგებ თქვენაც მოგინდეთ ქალაქიდან გასვლა . ამინდიც იშვიათად გვანებივრებს. 
ხოდა როცა გვაქვს შანსი - მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამით ზაფხულის ველოტურების ეპოპეა გახსნილად გამოვაცხადე. 









და ეს ყველაფერი მგონი კარგი მიზეზია საიმისოდ რომ თქვენაც გახვიდეთ ქალაქ გარეთ. არ არის საჭირო ეს იდეა ლოჯმიშენებული ჯიპით განახოციელოთ. ველოც საკმარისია. თუმცა თქვენი ჯიპის ქალაქში არარსებობითაც თუ განტვირთავთ მოძრაობას - კარგი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში შეეცადეთ მეტი სიახლოვე იქონიოთ ბუნებასთან. ჩემი შაბათ-კვირა კი ასეთი გამოდგა. კარგი, გემრიელი და ხალისიანი. ემოციები მგონი მეყოფა ამ კვირის ბოლომდე


ფერადი მუსიკა ბათუმის ქუჩებში

$
0
0

კვირა დღეა. მგონი პირველი შემთხვევაა როცა არ წვიმს უქმეებზე. ხოდა მეც ბათუმის ბულვარში გავისეირნე. სიგრილე, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი - მშვენიერია. მაგრამ იყო აქ რაღაც მუსიკალურად ხმაურიანი და ეს ხმა ბულვარიდან მოდიოდა. ცოტაც გავიარე და აი ამ სურათს წავაწყდი. მხიარულ ფერებში გაფერადებული პიანინოს კლავიშებს ამდენი ხელი მგონი  იშვიათად უნახავს. ზოგადად ბულვარში გაფერადებული და ღია ცის ქვეშ დაბრძანებული პიანინოზე აღარაფერს ვამბობ. 



ეს Heat Batumi- ის ფარგლებში დაგეგმილი კიდევ ერთი აქტივობაა. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მხატვრების მიერ მოხატული მხიარული რამდენიმე ასეთი არტ-პიანინო დგას და ელის თავის მოცარტს, ან კიტ ჯარეტს, ან სულაც მაილს დევისს ან სულაც შენ

გახსოვთ ალბათ თუ როგორ მოგვწონდა ევროპის ქალაქებში დადგმული ასეთი ფერადი პიანოები. მაედანზეც კი ამხნევებდა უკრაინის დროშის ფერებში შერებილი ერთ-ერთი პიანინო მეამბოხე უკრაინელებს. ხოდა ინებეთ. ისინი ჩვენი ქალაქის სტუმრებიც არიან. დაუკარით, მოუსმინეთ, ისიამოვნეთ, გადაიღეთ ბევრი ფოტო, დააგროვეთ ბევრი პოზიტივი და აქვე გეტყვით - თავიდან ამოიგდეთ ყოველგვარი მავნებლობა. კლავიშების სამახსოვროდ სახლში წაღების, ლუდის ბოთლების ჩაყრის და რაღაც ამდაგვარი მარაზმის მსგავსი. 

არტ-პიანინოები ბათუმში 6 სექტემბრის ჩათვლით იქნება. უამინდობის წყალობით ისინიც შალითებში არიან შეხიზნული. მაგრამ იმედია გამოიდარებს და თქვენს მუზასაც მიეცემა გასაქანი.

ვნახოთ, იქნებ თქვენ მოუგონოთ ბათუმის ქუჩებს და ზაფხულს თქვენი სოუნდტრეკი.


Start Batumi Grafikart Festival 2015 DR LOVE

$
0
0

გახსოვთ ალბათ 2014 წელს ჩატარებული GRAFIKART FESTIVAL BATUMI. თავად ფესტივალი თუ არა ამ ფესტივალის შემდეგ დარჩენილი, უჩვეულოდ ლამაზად მოხატული კედლები ნამდვილად გემახსოვრებათ. ისინი ლამის ყოველი მეორე ტურისტისა და მეოთხე ბათუმელის მიერ გადაღებულ ფოტოებში დომინირებენ დღესაც. ხოდა აი ინებეთ...


Grafikart Festival 2015 DR LOVE  სტარტი აიღო. მართალია საიმწუხაროდ ისეთი მაშტაბური ვერაა როგორც გასულ წელს იყო. თუმც არანაკლებ ლამაზ "ნაკვალებს გვპირდება. კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით. ეს ერთად-ერთი ფესტივალია, რომლის დანატოვარო ასე ძალიან მოსწონს ყველას

ლოაციებზე მუშაობა დღეს დაიწყო. ასე რომ ახალ-ახალ, ფერად-ფერად ამბებს მალე გამცნობთ




მანამდე კი ძველი ფესტივალის ნაკვალებს გადაავლეთ თვალი:

gge 1
დღე პირველი

ჰაერში მოლივლივე ქოლგები და ფერადი ბათუმი

$
0
0

ბათუმში ქოლგა არავის უკვირს. ის ისეთივე განუყოფელი ნაწილია ჩვენი, ლამის ყოველდღიური ყოფის, როგორც ყავა და ზღვა. გახსოვთ ალბათ, სოც ქსელებში არაერთგზის გავრცლებული ფოტო, სადაც რომელიღაც ქალაქის პატარა ქუჩა ჰაერში მოლივლივე ქოლგებს ქონდათ დაჩრდილული და ჩვენც (ბათუმელებმა) არაერთგზის ამოვიოხრეთ ფრაზა -"ეჰ, როგორ მოუხდებოდა ბათუმს". ხოდა ახლდა კიდეც  



მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ეს ისედაც ფერადი ჰოსტელი წელს აი ასე, ქოლგაგაშლილი ელის თავის სტუმრებს. 


მიყვარს ბათუმის საზაფხულო ფერისცვალება. ეს სულ სხვა ქალაქია. კიდევ უფრო სანატრელი და სასურველი ვინემ ზამთარში.


ხოდა თქვენაც გვეწვიეთ. შეიყვარეთ და თან გაიყოლეთ თქვენი წილი ბათუმი






არაადაპტირებული ქალაქი

$
0
0
ეს არის ის თემაა, რაც დღემდე რჩება ყოველდღიური განხილვის საგნად.  დღეს მე არ დავწერ ტროტუარებზე და გადაჭედილ ველობილიკებზე. უბრალოდ იმ ადამიანის ერთ დღეს გაჩვენებთ, რომელიც ამ ქალაქის ისეთივე მოქალაქეა, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ქვეითი, ველოსიპედისტი თუ ჯოპოსანი. და რომელის გადაადგილებაც ქალაქში პრობლემურია იმის გამო, რომ რიგ შემთხვევაში ჩვენ თვითონ არ ვიცავთ ელემენტარულ წესებს. ნაკლებად ვზრუნავთ იმაზე რომ ქალაქი იყოს ადაპტირებული ადამიანისთვის. რომ ჩვენს გარდა სხვასაც სჭირდება სივრცე.



მასალა მომზადებულია გაზეთ "ბათუმელების"მიერ

Sun of a Beach, Batumi #ჩამოკაია

$
0
0

ბათუმში ცხელა, ძალიან ცხელა. მიუხედავად სინოპტიკოსთა, მედიკოსთა, მშობელთა და წინაპართა გაფრთხილებისა დამსვენებელი და ზოგიერთი ზენიჭიერი აბორიგენი გმირულად ეფიცხება მზეს როცა რუჯის მიღებასა და დამწვრობას შორის ზღვარი ზუსტად იმოდენაა, რამხელაც ბიკინის უკანა სალტე ზოგიერთი მანდილოსნის უკანალზე.  



თოლიების და ფენოვანის გამყიდველთა შეძახილების ფონზე, შეზლონგზე გადაფენილი დამსვენებლის ყური შიგადაშიგ სწვდება ისეთ კოლორიტულ ფრაზებს... თუმცა ამაზედ მოგვიანებით. ჯერ დაგროვდეს. რუჯის მიღების მეთოდოლოგია შარშანდელთან შედარებით გაცილებით დაიხვეწა. თუმცა ლეღვის ფოთოლიწელსაც ინარჩუნებს რეიტინგს :) 


აქ ერთნაირად ირუჯება ათასი მრწამსის, პარტიის, მოძღვრების, მიმართულების, წონის, კომპლექტაციის და წარმომავლობის ადამიანი და ამ ერთიან რუჯვაში არის რაღაც... საბოლოო შედეგის ერთგვარი წინაპირობა. თუმცა გლობალური დათბობა დენის მომატებული ტარიფივით ჯერ მხოლოდ და მხოლოდ გვეპარება. 


რაც არ უნდა იყოს ჯერ მაინც ზაფხულია. ხოდა მოდით, ერთ საინტერესო ანიმაციას შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან კარგად ასახავს ზაფხულის ბათუმის რეალობას.

იქნებ ჩემსავით თქვენც თქვენი ახლობლები, ან სულაც საკუთარი თავი ამოიცნოთ ამ პერსონაჟებში ...

Here comes the sun !

Critical Mass Batumi 31.07.15

$
0
0

მოკლედ და კონკრეტულად - Critical Mass Batumi - ის მორიგი ველომსვლელობა შედგა. რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ:
1. ასეთი აქციები და მსვლელობები საჭიროა და აუცილებელიცაა რათა ჩვენ პატივცემულ ჯიპოსნებს რაღაცნაირად მაინც მივანიშნოდ რომ მათ გარშემო არ ტრიალებს მსოფლიო
2. ველომოყვარულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და ეს კარგი თემაა
3. რედ ბული მართლაც აფრთიანებს. რედბულის ავტო ისეთი დაფრთიანებული იყო რომ ძლივს დავეწიეთ (კოლონის თავში იდგა)
4. ბათუმიში ველოსიპედისტებისადმი სიმპათია დღითიდღე მატულობს. რასაც ვერ ვიტყვით ავტომობილისტებიზე
5. რაც მეტია ველო, მით მეტია პოზიტივი, სუფთა ჰაერი, მხიარული ადამიანები და განტვირთული გარემო

რა იქნება მომდევნო მსვლელობისას ჯერ არ ვიცი. დრო გვიჩვენებს. მანამდე კი იარე ველოთი ;)

ბათუმის შეჭმული ტროტუარები #2

$
0
0

თითქმის ყოველ დღე მიწევს ამ გზის გავლა. ყოველ ჯერზე ვაწყდები ერთსა და იმავე პრობლემას რომელიც ვერა და ვერ მოგვარდა. გასაგებია რომ ზაფხულში ქალაქში მოძრაობა ჭირს. მაგრამ არსებობს მოძრაობის განტვირთვის ძალიან ადვილი და უებარი საშუალება. არ დააყენო ავტო იქ, სადაც არ არის მისი გაჩერების ადგილი. არ დადგა ჯიხური იქ სადაც არ არის მისი ადგილი. არ იარო იქ სადაც არ არის სავალი ნაწილი და მთავარი. აკონტროლო ეს ყველაფერი - აკონტროლოს იმ ორგანომ, რომლის უშუალო და პირდაპირი ვალდებულებაა ამ ჩამონათვალის კონტროლი.




ისეთი სახის დამოკიდებულება პრობლემისადმი როგორიცაა "დაიკიდე", "რას იზამ, ასეთები ვართ","ახლა აღმოაჩინე?!"და კიდე ათასი ამდაგვარი უკაცრავად და იდიოტიზმია.


სწორედ იმიტომ რომ ახალი არ არის და გამოსასწორებელია. სწორედ იმიტომ რომ ეს ასე არ უნდა იყოს და სწორედ იმიტომ რომ მინდა (და იმედია გვინდა) უკეთესი - უნდა ვისაუბროთ, ვესაუბროთ, მივანიშნოთდა შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ ეს პრობლემა.
 

ქალაქში ჭირს მოძრაობა. სამწუხაროდ ავტომობილის სახლში დატოვება ბევრისთვის ჩინ-მედლების ჩამორთმევის ტოლფასი გახდა. თან ეს იმ ქალაქში, რომლის ერთი ბოლოდან მეორეში მისვლა ფეხით მაქსიმუმ 30 წუთშია შესაძლებელი. სამაგიეროდ ყველამ იცის როგორ უნდა ჩააკვეხოსთავისი ავტო იქ, სადაც ამის ადგილი არ არის.

და აი ასე, სანამ "კაი, დაიკიდე"თი ვივლით არანაირი ცვლილები უკეთესობისკენ არ იქნება


"ჩემი იდეალური დიზაინერი"

$
0
0

ხშირ შემთხვევაში, როცა საიტის, ლოგოს ან სხვა რაიმე პროდუქტის დიზაინზე ვმუშაობ, ყოველთვის ვაწყდები ისეთ ადამიანებს, ვინც (რატომღაც) უკეთესად იციან. იციან, მაგრამ ვერ აკეთებენ... მაგრამ იციან... მაგრამ ვერ აკეთებენ. მჭედელი სავლეს პერანგისა არ იყოს (არაჩვეულებრივი გამოფენიდან). რამდენიმე ხნის წინ ნეტში ასეთ დემოტივატორებს წავაწყდი - რომელიც სააგენტო SUPRA-ს მიერ კლიენტის თვალით დანახული იდეალური დიზაინერს ასახავს. უფრო სწორედ მათ ფიქრებს დიზაინერზე და მის ვალდებულებაზე. ხოდა, რავიცი... თქვენაც ნახეთ. სამომავლოდ რომ გაგიადვილდეთ დიზაინერებთან მუშაობა






Viewing all 409 articles
Browse latest View live